ავტორი: იეროდიაკვანი ლეონიდე ებრალიძე
ეკლესიაში სინანულის საიდუმლოს ხშირად „აღსარება“ ეწოდება, ეს სიტყვა ბიზანტიურ ლიტურგიკულ ტრადიციაში ზმნა ἐξομολογέω-დან (ვაღიარებ) მოდის და გვახსენებს 135-ე ფსალმუნის პირველივე მუხლს: Εξομολογείσθε τω Κυρίω, ότιαγαθός, ότι εις τον αιώνα τοέλεος αυτού (აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისადე არსწყალობა მისი), თუმცა თანამედროვე ქართულ თარგმანებში ებრაული ზმნა yadáh ხშირად თარგმნილია როგორც „ადიდეთ“, მაგრამ სეპტუაგინტაში[1] (Εξομολογείσθε), ისევე როგორც ვულგატაში[2] (Confitemini), ზმნა თარგმნილია ქართულში „აღსარების“ საპირწონე ზმნებით, ამრიგად ფსალმუნის ეს მუხლი არის არა ღვთის დიდება (δόξα, gloriæ) არამედ არის „ღვთის აღსარება“.
რა კავშირია ორ ἐξομολογέια-ს, ორ „აღსარებას“ შორის? ანუ რა კავშირია ღვთისა და ცოდვათა აღსარებას შორის?
Read more »