Posts Tagged ‘ ახლო აღმოსავლეთი ’

მსოფლიო საპატრიარქომ უკრაინის ეკლესიის სტატუსის შესწავლა დაიწყო

13873176_10209104690268514_1955703001345500314_nიანვარში, შამბეზიში გამართულ სინაქსისზე მსოფლიო პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს მისცა გარანტია, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრება უკრაინის ეკლესიის კანონიკური მდოგმარეობის საკითხს არ განიხილავდა.

წმინდა და დიდი კრების გამართვამდე მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს ფანარში სტუმრობდა უკრაინის პრეზიდენტო პეტრო პოროშენკო, ხოლო კრებამდე რამდენიმე დღით ადრე მსოფლიო პატრიარქმა მიიღო უკრაინის რადას საგანგებო მიმართვა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის შესახებ, რომელსაც მხარი 245 დეპუტატმა დაუჭირა.

ფანარში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით 10 მარტს, მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელმა დეკანოზმა ნიკოლაი ბალაშოვმა იმედი გამოთქვა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო არ გადაუხვევდა დათქმულ სიტყვას და მართლაც ყოვლადუწმინდესი პატრიარქი დარჩა თავისი სიტყვის ერთგული და მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის საპატრიარქომ გადაუხვია პრიმატთა სინაქსისზე მიღებულ წმინდა და დიდი კრების მოწვევის დადგენილებას  და კრებაზე არ გამოცხადდა, დღის წესრიგში უკრაინის საკითხი არ დამდგარა, მაგრამ კრების შემდეგ  ფანარში გამართულ ადგილობრივ სინოდზე მსოფლიო საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის უკრაინის რადას თხოვნასა და ეკლესიის კანონიკურ სტატუსს.

საკითხთთან დაკავშირებით 27-29 ივნისს კიევში იმყოფებოდა მსოფლიო პატრიარქის საგანგებო წარმომადგენელი ტელმესოს მთავარეპისკოპოსი იობი, რომელმაც პრეზიდენტ პოროშენკოსთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ მსოფლიო საპატრიარქოს საგანგებო კომისია სწავლობს უკრაინის ეკლესიის საკითხს და რომ აუცილებელია უკრაინაში მართლმადიდებელთა შორის ერთობა. პრეზიდენტმა თავის მხრივ იმედი გამოთქვა, რომ კომისიის მუშაობა არ გაიწელება და კონსტანტინოპოპლის საპატრიარქო, როგორც უკრაინის დედა ეკლესია, დროულად მოაგვარებს არსებულ პრობლემებს.

წყარო

სომეხი ქალკედონიტები ახლო აღმოსავლეთში (V-VI სს.)

15/09/2014
By

church-in-ushi-hdr-1ავტორი: იოანე კაზარიანი

ამ ბოლო დროს, საკითხი სომეხ მართლმადიდებელთა, ანუ ქალკდონიტთა შესახებ, სულ უფრო იპყრობს მკვლევართა ყურადღებას. სომხური ეთნოსის ისტორიის ბევრი ასპექტი უკვე აღწერილი აქვთ მეცნიერებს. თუმცა, ამ მრავალრიცხოვანი სტატიებისა და მონოგრაფიების მიუხედავად, რომელნიც აღწერენ სომეხ–ქალკდონიტთა პოლიტიკურ ისტორიას, მხოლოდ ცოტა მათგანი იყო მიძღვნილი მათი ღვთისმსახურების და მათ სასულიერო პირების ისტორიის კვლევისადმი. სომხურ-ქალკდონიტურ ცივილიზაციის და მათი გამოჩენილი ადამიანების მოღვაწეობის განხილვისას, ჩვენ გვინდა გავამახვილოთ ყურადღება, სომეხ ბერ-მონაზონთა იმ როლზე, რომელიც განუყოფელია მსოფლიო მართლმადიდებლური ბერ-მონაზვნობისა მთლიანობაში და უმეტესად პალესტინურისა.

Read more »