გერმანულიდან თარგმნა შოთა კინწურაშვილმა
1
ბასილი კესარიელი (330-379) მრავალი ნიჭის მატარებელ პიროვნებად ითვლება: ის იყო თეოლოგი, მონოზონი, ეპისკოპოსი, ქველმოქმედი, ბერძნული ჰომილეტიკური ხელოვნების ფუძემდებელი, ბიზანტიური მონოზვნობის სოციალური ფორმის წეს-განგების შემოქმედი, სამონასტრო და დიაკონიის ცენტრების დამფუძნებელი. მთელი ცხოვრების მანძილზე იგი მკაცრ ასკეტად და სოციალური მსახურების უბადლო შემოქმედად დარჩა. ბასილი საკუთარი მდიდარი ნიჭიერებითა და შემოქმედებით მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა: სახარებისეული სწავლებით იესო ქრისტეში საზოგადოებისა და ადამიანების განახლებას. Read more »