Posts Tagged ‘ დიაკვანი ’

ქალის დიაკვანად ხელთდასხმის უძველესი ფორმულა

მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე

Adobe Photoshop PDF

 

“სამოციქულო განწესებანი” (Διαταγαί τῶν ἁγίων Ἀποστόλων, Constitutiones Apostolorum) არის IV საუკუნის ქრისტიანული მწერლობის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, რომელსაც სურს მკითხველს გააცნოს მოციქულების მიერ იერუსალიმში გამართული კრების განწესებები და წარმოადგენს სხვადასხვა შედარებით ადრეული ძეგლების კომპილაციას (სირიული Didascalia Apostolorum – III ს.; დიდაქე – II ს.; იპოლიტესათვის მიწერილი Traditio Apostoloca III ს. და ა.შ.). ტექსტის რედაქტირება და კომპილაცია IV საუკუნის მეორე ნახევარში უნდა მომხდარიყო სირიაში (ზოგიერთი მოსაზრებით უშუალოდ ანტიოქიაში). წყარო რვა წიგნისაგან შედგება და წარმოადგენს სხვადასხვა კანონიკური და ლიტურგიული ხასიათის განწესებებს, რომელთა წარმოთქმასაც ტექსტის რედაქტორ-კომპილატორი მოციქულებს მიაწერს[1]: პირველი წიგნი ეთმობა ქრისტიანთა ქცევის ნორმებს, მეორე წიგნი – საეკლესიო იერარქიას, მესამე – ქვრივებს, მეოთხე – ობლებს, მეხუთე – მოწამეებს, მეექვსე – სქიზმებს, მეშვიდე – ქრისტიანულ მორალსა და ქრისტიანული ინიციაციის (ნათლობა) გარემოებებს, მერვე წიგნი კი შეიცავს ევქარისტიულ ლიტურგიას, ხელდასხმათა ლოცვებსა და 85 კანონს, რომელიც მოგვიანებით “მოციქულთა კანონების” სახელით ცალკე ძეგლად გამოეყოფა “სამოციქულო განწესებებს” და შევა მართლმადიდებელი ეკლესიის საერთო კანონიკურ კრებულში, რომელსაც “დიდი სჯულის კანონის” სახელით იცნობს ქართული საეკლესიო ტრადიცია[2].

Read more »

სადიაკვნე ორარი და ე.წ. შემოსვის ლოცვასთან დაკავშირებული ერთი გაუგებრობა

ΔΙΑΚΟνοσავტორი: იეროდიაკვანი ლეონიდე ებრალიძე

სადიაკვნე ორარი და .. შემოსვის ლოცვასთან დაკავშირებული ერთი გაუგებრობა

 

როგორც მკვლევართა უმრავლესობა თანხმდება, დაახლოებით პირველი ოთხი საუკუნის განმავლობაში ლიტურგიული სამოსი არ გამოირჩეოდა სამოქალაქო სამოსისაგან. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ლიტურგიისთვის ერთხელ გამოყენებული სამოქალაქო სამოსი შემდეგ ისევ მისთვის გამოიყენებოდა და ყოველდღიურ საქმიანობაში აღარ იხმარებოდა [1]. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ სალიტურგიო შესამოსელი სამოქალაქო მოდის ცვლილებებს არ მისდევდა და კონსერვატიული რჩებოდა; რაც უფრო იზრდებოდა მათ შორის სხვაობა, მით უფრო მეტ საკრალურობას იძენდა კლიროსისათვის ეკლესიაში გამოყენებული შესამოსლები და ყალიბდებოდა ექსკლუზიურად კლერიკალურ, სალიტურგიო ინსიგნიებად.

Read more »

„დიაკონნი – სიტკბოებანი იგი ჩემნი“

30/09/2014
By

Oi8vdXBsb2FkLndpa2ltZWRpYS5vcmcvd2lraXBlZGlhL2NvbW1vbnMvMi8yYy9TYWludF9TdGVwaGVuXzExY2VudC5qcGc=&f=frameავტორი:  ბექა ებრალიძე

I

დიაკონი (ბერძ. – მსახური) ეკლესიის მღვდელმსახურთა პირველი საფეხურია, პრესვიტერობისა (მღვდლობის, ანუ ხუცესობის) და ეპისკოპოსობის წინ.

დიაკონთა მსახურება მოციქულთა დროიდან იღებს სათავეს. როდესაც საუბარი ეხება დიაკვნობის მსახურების წარმომავლობას, პირველ რიგში მიგვითითებენ ხოლმე საქმე მოციქულთას მე-6 თავზე, სადაც შვიდეულის გამორჩევა და ხელდასხმაა მოთხრობილი: „ხოლო იმ დღეებში, როცა იზრდებოდა მოწაფეთა რიცხვი, ელინისტებს შორის დაიწყო დრტვინვა ებრაელთა წინააღმდეგ, ვინაიდან მათი ქვრივები უგულებელყოფილნი იყვნენ ყოველდღიური მსახურებისას. მაშინ თორმეტმა მოციქულმა მოუწოდა მოწაფეთა სიმრავლეს და თქვა: არ შეგვფერის ზურგი ვაქციოთ ღვთის სიტყვას და ტაბლებს ვემსახუროთ. მაშ, აირჩიეთ, ძმანო, თქვენს შორის შვიდი სარწმუნო, სულით წმიდითა და სიბრძნით აღსავსე კაცი, და მათ მივანდოთ ეს მსახურება. ხოლო ჩვენ ლოცვასა და სიტყვის მსახურებას მივუძღვნათ თავი. მოეწონა ეს სიტყვა მთელ კრებულს და აირჩიეს სტეფანე, რწმენითა და სულით წმიდით აღსავსე კაცი, ფილიპე და პროხორე, ნიკანორი და ტიმონი, პარმენი და ნიკოლაოსი, ანტიოქელი პროზელიტი, რომლებიც წარადგინეს მოციქულთა წინაშე; ილოცეს და ხელი დაადეს მათ“ (საქ.6.1-6). Read more »