Posts Tagged ‘ დიაკონია ’

დემოსთენე სავრამისი – ბასილი დიდი მემარცხენე ქრისტიანობის პერსპექტივიდან

გერმანულიდან თარგმნა შოთა კინწურაშვილმა

1

bristow-virginia-april-26-detail-260nw-280961663ბასილი კესარიელი (330-379) მრავალი ნიჭის მატარებელ პიროვნებად ითვლება: ის იყო თეოლოგი, მონოზონი, ეპისკოპოსი, ქველმოქმედი, ბერძნული ჰომილეტიკური ხელოვნების ფუძემდებელი, ბიზანტიური მონოზვნობის სოციალური ფორმის წეს-განგების შემოქმედი, სამონასტრო და დიაკონიის ცენტრების დამფუძნებელი. მთელი ცხოვრების მანძილზე იგი  მკაცრ ასკეტად და სოციალური მსახურების უბადლო შემოქმედად დარჩა. ბასილი საკუთარი მდიდარი ნიჭიერებითა და შემოქმედებით მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა: სახარებისეული სწავლებით იესო ქრისტეში საზოგადოებისა და ადამიანების განახლებას. Read more »

მიტროპოლიტი გიორგი ხოდრი: დიაკვნობასთან დაკავშირებული შეკითხვები

lifeofstlawrence-e1533666652684

  1. დიაკვნობის ბუნება

მართლმადიდებელ ეკლესიაში დიაკვნობა არ დგას რომაულ-კათოლიკური ეკლესიაში არსებული კრიზისის წინაშე, არც საერთოდ გამქრალა რეფორმატული ეკლესიებისაგან განსხვავებით, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ არც მისთვის განკუთვნილ როლს დაჰბრუნებია. მხოლოდ საღვთიმსახურო ფუნქციამდე დაყვანილმა დიაკვნობამ დაკარგა სოციალური ასპექტი და შეიძინა ზოგიერთი ადმინიატრაციული ფუქნციის ხასიათი, ეს ყოველივე კი, შესაძლოა ვაქციოთ დიაკვნის ჭეშმარიტი დანიშნულების შესახებ დისკუსიის საწყის წერტილად. Read more »