Posts Tagged ‘ დიდი კრება ’

წმინდა მამათა და მსოფლიო კრებების  მეთოდი წმინდა და დიდი კრების უარმყოფელთა საპირისპიროდ

05/12/2016
By

Screen-Shot-2012-07-18-at-10.56.30-AM-300x243© ექსკლუზიურად წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი გთავაზობთ გრაცის უნივერსიტეტის (ავსტრია) პროფესორის გრიგოლ ლარენძაკისის (Larenzakis, Gregory) ორ  ნაწილიანი სტატიის ქართულ თარგმანს წმინდა და დიდ კრებასთან დაკავშირებით.

 

ავტორი: პროფესორი გრიგოლ ლარენძაკისი

I ნაწილი.

მისაბაძი მაგალითიწმინდა მამები და მსოფლიო კრებები საკუთარი დოგმატური მოსაზრებებისა და დადგენილებების ფორმულირებისათვის იყენებდნენ თავიანთ ეპოქის  ენას.

ცნობილია, რომ წმინდა მამები და მსოფლიო კრებები თავიანთ დოგმატურ დადგენილებებსა და ფორმულირებებში თავიანთი ეპოქის ენასა და ტერმინოლოგიას იყენებდნენ ან იმავე შინაარსით, რაც უკვე ქონდათ მათ,  ან მათ აძლევდნენ ახალ ქრისტიანულ მნიშვნელობას, თვით ბერძნული ფილოსოფიურ ტერმინებსაც კი. ამ ტერმინთა გამოყენება აადვილებდა საპირისპირო მხარის წარმომადგენელთაგან  წმინდა მამების მსჯელობის მიღებას. დიმიტრი ცამისი ათანასე დიდის დროითი კატეგორიების თემაზე მსჯელობისას, ზოგადად აღნიშნავს: Read more »

ტერმინის – „ეკლესია-ეკლესიები“ გამოყენება კრეტის კრების დოკუმენტში

holyandgreat_logo-1ტერმინისეკლესიაეკლესიები“ გამოყენება დოკუმენტში – „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ   სამყაროსადმი

ავტორი: მესსინიის მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი  ( ერისკაცობაში გიორგიოს საბატოსი – Γεώργιος Σαββάτος – მსოფლიო საპატრიარქო)

ექსკლუზიურად წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრისათვის ტექსტი თარგმნეს: თორნიკე მამნიაშვილმა, დავით ნებიერიძემ და ნიკო ღონღაძემ Read more »

სინოდალურობა და პრიმატი: მოსაზრებები კიეტის დოკუმენტის შესახებ

kპროფესორი დიმიტრი კერამიდასი

დოკუმენტი “სინოდალურობა და პრიმატი პირველ ათასწლეულში” ერთ-ერთია კათოლიკე და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის თეოლოგიური დიალოგისთვის შექმნილი შერეული საერთაშორისო კომისიის დოკუმენტთა სიიდან.  კიეტის შეხვედრის მიზანი იყო 1980 წელს დაწყებული ორმხრივი დიალოგის გაგრძელება და ეკლესიის საკრალურ ბუნებასთან დაკავშირებული თემებზე დადებითი განწყობით კონცენტრირება.  Read more »

წმინდა და დიდი კრების სესიათა მოკლე მიმოხილვა

29/06/2016
By

holyandgreat_logo2016 წლის 19-26 ივნისს, მსოფლიოს ყურადღება საბერძნეთის კუნძულ კრეტისკენ იყო მიმართული, სადაც მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურები შეიკრიბნენ და რიგ საკითხების შესახებ იმსჯელეს. კრებამ, რომელსაც ეკლესია 10 საუკუნეზე მეტია ელის, განსაკუთრებული გამოხმაურება გამოიწვია მსოფლიოში. წინამდებარე სტატიაში შემოგთავაზებთ ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის მოკლე მიმოხილვას. ( კრების განრიგი იხილეთ მისამართზე: http://www.orthodoxtheology.ge/sultmofenobiswirvakreta/ ).

Read more »

რუმინეთის პატრიარქი ეკლესიის წინაშე პასუხიმსგებლობის გააზრებისკენ მოუწოდებს

10/06/2016
By

Patriarch-Daniel-of-Romania

რუმინეთის პატრიარქი მართლმადიდებლებს ეკლესიის წინაშე პასუხიმსგებლობის გააზრებისკენ მოუწოდებს

2016 წ. 7 ივნისს, რუმინეთის ეკლესიის წმ. სინოდის სამუშაო სესიის გახსნისას, რუმინეთის პქტრიარქმა დანიელმა წმიდა და დიდი კრების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მართლმადიდებლებს ეკლეაიის ერთობის წინაშე პასუხიმგებლობის მნიშვნელობა შეახსენა.

უნეტარესმა დანიელმა აღნიშნა: “ყველას არ ძალუძს მონაწილეობა მიიღოს კრების მუშაობაში, მაგრამ ყველას აქვს პასუხისმგებლობა იშრომოს და ილოცოს მისთვის, რათა მომავალი კრების წარმმართველი იყოს სული წმინდა და არა სული ამა სოფლისა. გვაქვს მორალური ვალდებულება დავამოწმოთ რწმენის ერთობა, არა მხოლოდ საკუთარ სახლებში, არამედ საერთომართლმადიდებლურ დონეზეც. უდიდესი მადლია ეკლესიის ერთობა რწმენაში, რომელიც გამოიხატება საკრამენტალურ ერთობაში, მაგრამ ასევე უნდა გამოიხატოს მსოფლიოში ეკლესიის მიერ წარმოებულ მისიასა და პასტორალური მსახურების ერთობაშიც. უნდა გამოვხატოთ ერთობა და ასევე თანაპასუხისმგებლობა. მართლმადიდებლობა სინოდალურია მისი ორგანიზების ყველა საფეხურზე (ადგილობრივი, რეგიონალური, უნივერსალური). სინოდი არის ინსტიტუცია, რომელსაც აქვს მაქსიმალური პასუხისმგებლობა შეინარჩუნოს ციცხალი და ნამდვილი რწმენა, გამოცდილება ქრისტეში და ეკლესიის ორგანიზების ყველა დონეზე პასტორალური მსახურების ერთობა.

 

წყარო: basilica. ro

ცენტრის განცხადება მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდ კრებასთან დაკავშირებით

09/06/2016
By

Screen-Shot-2012-07-18-at-10.56.30-AM-300x243წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების ცენტრის განცხადება მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდ კრებასთან დაკავშირებით.

***
წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების ცენტრის პოზიცია ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების პრიმატთა გადაწყვეტილებით 2016 წლის ივლისში დაგეგმილი წმინდა და დიდი კრების, დოკუმენტებისა და რეგლამენტის  შესახებ შემდეგია:

Read more »

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებები (6-7 ივნისი, 2016)

08/06/2016
By

Patriarhia_Romanaრუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა უწმინდესი პატრიარქი დანიელის თავმჯდომარეობით, 2016 წლის 6-7 ივნისს, საპატრაირქო რეზიდენციაში.

რუმინეთის ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწვყვეტილებით, ის მიიღებს მონაწილეობას წმინდა და დიდ კრებაში.

გადაწყვეტილებათა შორის არის საკითხები:

~ მოახდინოს ახალი გზების იდენტიფიცირება, რათა მხარი დაუჭიროს ოჯახს, ახალგაზრდებსა და ღარიბ სამრევლოებს;

~ გააძლიეროს მართლმადიდებელი ახალგაზრდების რელიგიური განათლება ეპარქიებში, სკოლებისა და აქტივობების მეშვეობით ეკლესიის მხრიდან;

~ ნათლობისა და ჯვრისწერის მსახურებათა თარგმანები დაამტკიცა ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ და იტალიურ ენებზე – განსაკუთრებით მისიონერული გამოყენებისათვის რუმინეთის გარეთ;

~ დაამტკიცა რუმინეთის საპატრირქოს დელეგაციის რაოდენობა, რომელებიც მონაწილეობას მიიღებენ მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდ კრებაში, ასევე დოკუმენტთა დღის წესრიგის ცვლილებები რწმენის ერთობის შეერთებისათვისა და თანაპასუხისმგებლობა ეკლესიის ცხოვრებასა და მისიაში საერთომართლმადიდებელ დონეზე.

 

წმინდა სინოდი მოუწოდებს სასულიერო პირებს, მონაზვნებსა და საეროთ, რათა გააძლიერონ ლოცვა, რომ წმინდა და დიდმა კრებამ გამოხატოს რწმენა ერთი, წმინდა და კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიისა, ასევე ხელი შეუწყოს ლიტურგიკულ ერთობასა და ძმურ თანამშრომლობას მართლმადიდებელი მსახურების საკეთილდღეოდ დღევანდელ მსოფლიოში.

წყარო

აღებულია საიტიდან : http://www.kreba2016.ge/

მოამზადა ირაკლი ჯინჯოლავამ

 

რეზოლუცია თესალონიკის უნივერსიტეტიდან წმინდა და დიდი კრების შესახებ

03/06/2016
By

banner-vertical-300ppiთესალონიკის უნივერსიტეტის სამოძღვრო და სოციალური ღვთისმეტყველების ფაკულტეტის რეზოლუცია, წმიდა და დიდი კრების თაობაზე

თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის სამოძღვრო და სოციალური ღვთისმეტყველების ფაკულტეტის კრებაზე (2016 წ. მაისი, სესია #563) იმსჯელეს  მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიების პრიმატთა სინაქსისის შესახებ, რომელიც  გაიხსნა 2016 წლის იანვარში. შეგახსენებთ, რომ წმინდა და დიდი კრება  უნდა გაიმართოს მომავალი სულთმოფენობის დღესასწაულზე (2016 წ. 18-27 ივნისი),  კუნძულ კრეტის მართლმადიდებელ აკადემიაში, კოლიმბარსა და ხანიაში.[1] ვლოცულობთ ამ ჩანაფიქრის წარმატებით განხორციელებისათვის.

მსოფლიოს საპატრიარქოს, როგორც მეთაურ ეკლესიის მორჩილი პასუხისმგებლობით და ყველა სხვა ავტოკეფალურ ეკლესიათა, განსაკუთრებით კი მათ იერარქთა, ერთობლივი ძალისხმევით, რამდენიმე საუკუნოვანი შუალედის შემდეგ, საყოველთაო მართლმადიდებლურ დონეზე სინოდალური ინსტიტუტი ხელახლა აღდგა. თანამედროვე მსოფლიოში ეს მოვლენა ყველას ავსებს სიყვარულით, იმედითა და მართლმადიდებლობის მოწმობის მოლოდინით.

ჩვენ, ნდობით აღჭურვილი სწავლულები  ვეკუთვნით ფაკულტეტს, რომლის წევრებიც მონაწილეობდნენ და მომავალშიც ჩართულნი იქნებიან  კრების მოსამზადებელ საქმიანობაში. ამ უმნიშვნელოვანეს დღეს გულისყურით ვაკვირდებით საჯარო დიალოგის მიმდინარეობას, იმ იერარქთა და ღვთისმეტყველთა განცხადებებს,  რომლნიც ტრიალებენ ინსტიტუციონალურ პროცესთა შიგნით, დოკუმენტების ანგარიშებს, ოქმებს და კრების წინა პერიოდის საკონფერენციო მასალებს. ყოველივე ზემოთ თქმულის შესაბამისად ვაცხადებთ შემდეგს:

1) კრების მოწვევითაა  დამტკიცებული მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობა, მისით დაიძლია ეთნოფილეტიზმის ის მწვავე უძლურება, რომელიც უკანასკნელი 5 საუკუნეა ეკლესიოლოგიურ ერთობას ემუქრება და მართლმადიდებლობას აგდებს გასაჭირში.

2) ამასთანავე ეს მოვლენა არის იმ წამოყენებულ ბრალდებებზე პასუხი, რომლის მიხედვითაც თითქოსდა მართლმადიდებელ ეკლესიას საყოველთაო დონეზე  არ შეუძლია კრებსითად ფუნქციონირება, რადგან სინოდალური ინსტიტუტის  ეკლესიოლოგიური ფუნდემენტური პრინციპი  დასუსტდა და საჭიროა მისი უარყოფითად შეფასება.

3) ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები საყოველთაო დონეზე მიმართავენ გადამწყვეტ მოქმედებებს, რათა განამტკიცონ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე დაგროვილი სამოძღვრო, სოციალური და კანონიკური პრობლემები, როგორებიცაა მართლმადიდებელი დიასპორა, ქორწინება და სხვა საკითხები, რომლებიც ასახვას ჰპოვებენ შიდა მართლმადიდებლურ და ეკლესიის გარეთ მიმდინარე განხილვებში. რადგან ვდგევართ იმ უამრავი გამოწვევის წინაშე, რომლემაც ახლახანს ნახსენებ ეკლესიოლოგიურ განხილვებში იჩინა თავი, უმთავრესად აუცილებელია რომ მაქსიმალურად შემოწმდეს სინოდალური საქმიანობა, რათა პასუხისმგებელნი ვიყოთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

4)ვინაიდან მართლმადიდებელი მრევლი ამჟამად გაშლილია მთელს მსოფლიოში, აუცილებელია რომ სათანადო სამოძღვრო ზრუნვა გამოიხატოს ინოვაციურ და კომპეტენტურ სინოდალურ გადაწყვეტილებებში. შესაბამისად ეკლესიას არ შეუძლია გულგრილად დატოვოს  ახალი პრობლემები და საზოგადოებრივი გამოწვევბი, მაგ. ეთიკა, ბიოეთიკა…

5) იქიდან გამომდინარე, რომ წმიდა და დიდ კრებასთან ერთად განახლდა სინოდალურობა, რაც ყოვლადუწმინდესმა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემაც აღნიშნა თავის სიტყვაში სინაქსისზე და რაც არის გაგრძელება მე-20 საუკუნის დასაწყისში დაწყებული სინოდალური პროცესებისა, ჩვენ ვლოცულობთ და ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესები კვლავ გაგრძელდება.

ჩვენ, როგორც ნდობით აღჭურვილი  სწავლულები, ყველა ვალდებულნი ვართ, რომ შევეწიოთ ეკლესიას თავის საქმეებში, რადგან ღვთისმეტყველება გამოიხატება არა მხოლოდ აკადემიური დანიშნულებით, არამედ როგორც მსახურება ცოცხალ საეკლესიო კავშირში, რაც ნათლად გამოიხატება თანამედროვე მსოფლიოში.

აღდგომილი ქრისტეს მეოხებითჩვენ ვლოცულობთ კრების წარმატებისათვის.

სამოძღვრო და სოციალური ღვთისმეტყველების ფაკულტეტის შეკრების სახელით,

პრეზიდენტი

პროფესორი კონსტანტინის პ. ხრისტუ

 

[1]კოლიმბარი-ადგილი, რომელიც მდებარეობს დასავლეთ კრეტის ჩრდილო ნაწილში, 24 კილომეტრის მანძილზე ქალაქ ხანიადან.

 

წყაროები: http://www.past.auth.gr და http://basilica.ro

www.kreba2016.ge

 

მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ულტიმატუმი

02/06/2016
By

Alexander-Nevsky-cathedral-Sofia-Bulgaria-photo-Clive-Leviev-Sawyer-6-604x272 (1)

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ულტიმატუმი სრულიად მართლმადიდებლურ კრებას

 

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობითმა ორგანომ- წმიდა სინოდმა, პირველ ივნისს განაცხადა, რომ მისი დელეგაცია შეიძლება  არდაესწროს სრულიადმართლმადიდებელთა კრებას, რომელიც კუნძულ კრეტაზე უნდა გაიმართოს ამა წლის 16-26 ივნისს.

წმ.სინოდმა მკაცრად მოითხოვა კრების გადადება მანამ, სანამ მათი სხვადასხვა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. თუ გავითვალისწინებთ რომ ამ ,,ულტიმატუმის’’ შესრულება ნაკლებადსავარაუდოა, წმ.სინოდის აღნიშნული განცხადება, კრებაზე არდასწრების დაანონსებაა.

სრულიადმართლმადიდებლური კრება პირველად იგეგმება უკანასკნელი 1 000 წლის მანძილზე, მაგრამ მის შესახებ დღესაც ურთიერთგამომრიცხავი აზრები ვრცელდება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი ფაქტი ისიცაა, რომ იგი ტარდება კუნძულ კრეტაზე და არა სტამბოლში, სადაც იმყოფება მსოფლიო პატრიარქი. ეს ცვლილება განპირობებული იყო რუსეთის ეკლესიის მოთხოვნით, რადგან უკანასკნელ პერიოდში დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა, ოფიციალურ მოსკოვსა და ანკარას შორის.

ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომლის მეთაურებიც განიცდიან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა სერიოზულ გავლენას, განაცხადა რომ არ მიიღებს მონაწილეობას კრებაში, თუკი ,,თემატურ და საორგანიზაციო’’ ცვლილებების თაობაზე, ბულგარელთა შენიშვნები არ იქნება ანგარიშგაწეული და პატივცემული.

წმიდა სინოდმა პირველ ივნისს განაცხადა, რომ კრეტაზე გასამართ წმიდა და დიდი კრების თაობაზე ჰქონდა ,,ვრცელი განხილვები.’’ ეკლესიის იერარქებმა შექმნეს არაერთი პრეტექსტი, რათა გადაედოთ სრულიად მართლმადიდებელი კრება და გაეცხადებინათ, რომ თუკი აღნიშნული მოვლენა მათ მიერ შემოთავაზებულ ვადამდე გაიმართება, ბულგარეთის ეკლესია მასში მონაწილეობას არ მიიღებს.

წმ.სინოდმა გამოყო 6 საკითხი, რომლებიც მოიცავს შემდეგს:

ეკლესიამ მოითხოვა მართლმადიდებელი ქრისტიანობის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე გარკვეულ საკითხთა დღის წესრიგიდან ამოღება და დასძინა რომ ,,საერთომართლმადიდებლური კრების რეზოლუციის მიღებისათვის არის შესაფერისი ჟამი და დროული სიტუაცია.’’

(წმ.სინოდს არ განუცხადებია თუ რის შესახებ იყო ეს საკითხები), სამაგიეროდ აღნიშნა ავტოკეფალურ ეკლესიების უკვე ოფიციალურად განცხადებული პოზიცია, რომ არ ეთანხმებიან ზოგიერთ იმ ტექსტს, რომლებიც დამატებულია კრებაზე განსახილველ მასალებში. ასევე გააპროტესტა რეგლამენტი, რომლის მიხედვითაც დიდი და წმინდა კრების  მსვლელობისას დოკუმენტების რედაქტირება შეუძლებელია. უფრო მეტიც, ბულგარეთის ეკლესია აპროტესტებს კრების შეხვედრებისთვის დათქმულ დარბაზში, ავტოკეფალურ ეკლესიათა პირველიერარქების განლაგების წესს, რადგან ის არღვევს ,,მართლმადიდებელ ეკლესიების მეთაურთა შორის თანასწორობის პრინციპს.’’ წმ.სინოდმა ასევე გააპროტესტა სრულიად მართლმადიდებელ კრებაზე დამკვირვებელთა და სტუმართა ადგილების შეუსაბამო მდებარეობა.

საბოლოოდ მმართველობითმა ორგანომ უარი განაცხადა, ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის, სრულიადმართლმადიდებლურ კრებაში მონაწილეობისთვის საჭირო ,,დიდი და გაუმართლებელი’’ ხარჯების გაღებაზე.

წმ.სინოდმა განაჩინა, რომ სრულიადმართლმადიდებლური კრებისთვის ეს გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო, რათა გადაიდოს იგი იქამდე, სანამ მოსამზადებელი სამუშაოები გაგრძელდება, ხოლო თუკი ეს პროცესები არ განახლდება, ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ მიიღებს მასში მონაწილეობას.

მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა

წყაროები:

http://sofiaglobe.com/2016/06/01/bulgarian-orthodox-church-withdraws-from-pan-orthodox-council-in-crete/

 

http://www.bg-patriarshia.bg/news.php?id=205494

ოქმი

 

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2016 წლის 1 ივნისის განჩინება საერთო მართლმადიდებლურ კრებასთან დაკავშირებით

2016 წლის 1 ივნისს ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი შეიკრიბა სრული შემადგენლობით, რათა განეხილა 2016 წლის 16-26 ივნისს კუნძულ კრეტაზე დაგეგმილი საერთო მართლმადიდებლური კრების ჩატარების საკითხი.

სინოდი წინადადებით გამოდის გადაიდოს დაგეგმილი კრება, და ასევე უარი ითქვას კრებაში მონაწილეობის მიღებაზე თუ კი არ იქნება გათვალისწინებული და პატივცემული ბულგარეთის შენიშვნები მომავალი კრების თემატურ და ორგანიზაციულ ცვლილებებთან დაკავშირებით.

ამ პოზიციის დაკავებამდე, წმინდა სინოდმა გაითვალისწინა შემდეგი არსებითი მიზეზები და გარემოებები:

1. მომავალი კრების დღის წესრიგში წმინდა მართლმადიდებლობისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აქტუალური თემების არ არსებობა, რომლებიც საჭიროებენ საერთომართლმადიდებლური კრების დაუყონებლივ დადგენილებებს.

2. მომავალი კრების უკვე დამტკიცებულ ტექსტებთან დაკავშირებით წარმოქმნილი უთანხმოებანი, რომლებიც ოფიციალურად დააფიქსირეს ადგილობრივმა მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა.

3. დაგეგმილი კრების უკვე მიღებული რეგლამენტის მიხედვით კრების მუშაობის პროცესში ტექსტების რედაქტირების შეუძლებლობა.

4. მომავალი კრების დარბაზში ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებისთვის შემოთავაზებული განლაგების რიგითობა, რომელიც არღვევს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების თანაბარუფლებიანობის პრინციპს.

5. კრებაზე სტუმრებისა და დამკვირებელთა შეუფერებელი განლაგება.

6. აუცილებლობა დიდი და უსაფუძვლო ხარჯების გაღებისა, იმ შეთხვევაში თუ კი ბულგარეთის ეკლესია მიიღებს მონაწილეობას კრებაზე.

წმინდა სინოდმა კენჭისყრის შედეგად ერთსულოვნად დაადგინა:

I. წმინდა სინოდი მოითხოვს, რომ ამა წლის 16-26 ივნისს დაგეგმილი მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი და წმინდა კრება გადატანილი იქნას, რათა გაგრძელდეს მზადება მის ჩასატარებლად.

II. წინააღმდეგ შემთხვევაში ბულგარეთის ეკლესიის წმინდა სინოდი, კატეგორიულად აცხადებს თავის გადაწყვეტილებას არ მიიღოს მონაწილეობა 16-26 ივნისს დაგეგმილ მართლმადიდებელი ეკლესიის დიდ და წმინდა კრებაზე.

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური საიტი: bg-patriarshia.bg

 

წყარო

პეტიცია, რათა შეიქმნას ქალ კონსულტანტთა სპეციალური დელეგაციაც დიდი და წმიდა კრებისთვის

25/05/2016
By

პეტიციაპეტიცია, რათა შეიქმნას ქალ კონსულტანტთა სპეციალური დელეგაცია, დიდი და წმიდა კრებისთვის

სულთმოფენობის დღესასწაულის დროს, კუნძულ კრეტაზე გაიმართება საყოველთაო მართლმადიდებლური კრება, რომელშიც ხმის მიცემის უფლებით ისარგებლებენ 14 ავტოკეფალური ეკლესიის იერარქები. გარდა ამისა მათ ეყოლებათ კონსულტანტებისგან შემდგარი საკუთარი დელეგაციები, რომლებშიც გაწევრიანებულები იქნებიან სასულიერო პირები, ბერები და (ან) სამოქალაქო წარმომადგენლები, რომლებიც არ ისარგებლებენ ხმის მიცემის უფლებით, თუმცა ჩვენ არ ვართ დარწმუნებულნი, რომ რომელიმე მათგანი იქნება მდედრობითი სქესის წარმომადგენელი. შედეგად ვიღებთ იმას, რომ ქალებს, რომლებიც შეადგენენ მართლმადიდებლური მრევლის სულ მცირე 50%-ს, თეორიული შანსიც კი არ ექნებათ საკუთარი წვლილი შეიტანონ იმ კრებაში, რომლის კანონებიც იმოქმედებს ეკლესიის სხეულის მთელ სისავსეზე.

როგორც წესი საეკლესიო კრებები იკრიბებოდა ეპისკოპოსების გარშემო და მათში არასოდეს იღებდნენ მონაწილეობას მდედრობითი სქესის წარმომადგენლები. თუმცა, წმიდა და დიდი კრების სამდივნოს შეუძლია გამოასწოროს უკვე დასკვნით ფაზაში  შესული პროცესები და მისცეს ქალებს უფლება, მონაწილეობა მიიღონ ეკლესიის ამ უმნიშვნელოვანეს კრებაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ აზრზს, რომ 14 ავტოკეფალური ეკლესიის თითოეულ დელეგაციაში შედიოდეს 3 ქალბატონი, რომლებიც წარმოადგენენ საყოველთაო მართლმადიდებლური კრების კონსტრუქციულ საკანონმდებლო ორგანოს. მსოფლიოს პატრიარქს თავის საკონსულტაციო ჯგუფში ჰყავს მდედრობითი სქესის წარმომადგენლები, ჩვენ მივმართავთ სხვა პატრიარქებს, რომ მიბაძონ მის მაგალითს.

მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა

წყარო

p.s. პეტიცია არის ერთი ადამიანის , დოქტორ Patricia Bouteneff– ის  პირადი ინიციატივა და არ გამოხატავს რომელიმე ორგანიზაციის, ან ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას, სურვილის შემთხვევაში პეტიციაზე ხელის მოსაწერად გადადით შემდეგ ლინკზე:https://www.change.org/…/centreorthodoxe-gmail-com…