Posts Tagged ‘ დიდი შაბათი ’

ფსევდო-ეპიფანე – დიდი შაბათის ჰომილია

ib_home_0_21-2-Copy-720x320 2ქადაგება, რომელიც  ეპიფანე კვიპრელს (430) მიეწერება, პატრისტიკულ და ლიტურგიულ ლიტერატურაში ცნობილია „დიდი შაბათის ჰომილიის“ სახელით (Homilia in sabbato magno / Homilia in divini corporis sepulturam, CPG 3768). ტექსტის ზუსტი წარმომავლობა უცნობია, თუმცა დიდი ალბათობით ის ნამდვილად კვიპროსელ ეპისკოპოს ეპიფანეს უნდა წარმოექთვა, მაგრამ არა ცნობილ სალამინელ მოღვაწეს, არამედ VII საუკუნის თეოლოგს. ჰომილიის ნაწილი დღემდე გამოიყენება რომაულ ლიტურგიულ ტრადიციაში დიდი შაბათის პატრისტიკულ საკითხავად, ძველი და ახალი აღთქმის საკითხავების გვერდით. გთავაზობთ ცნობილი ქადაგების ერთი მონაკვეთის ქართულ თარგმანს (ტექსტისათვის იხ. PG 43:440-464).

Read more »

დიდი შაბათის ერთი ბერძნული ჰიმნისათვის

7885735276_4258450d67

ავტორი: მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე

თანამედროვე ქართულ საღვთისმსახურო პრაქტიკაში, დიდი შაბათის ცისკრის დასასრულს, „დიდება მაღალიანის“ შემდეგ, „წმიდაო ღმერთოს“ გალობისას აღესრულება პროცესია გარდამოხსნით[i]. ბერძნულ საღვთისმსახურო პრაქტიკაში კი გარდა „წმინდაო ღმერთოსი“, შესაძლებელია სხვა ტროპართა გალობაც, მათ შორის არის Τὸν ἥλιον κρύψαντα[ii]-ც, რომელიც ქართულ მარხვანში არ მოიპოვება.

ტროპარის ტექსტი ძირითადად წარმოადგენს იოსებ არიმათიელის ემოციურ მონოლოგს პილატეს წინაშე, სადაც იესო ქრისტე გამოცხადებულია უცხოდ (ξένον), რომელიც შემომწირდა სოფელში (ξενωθέντα ἐν κόσμῳ) და როგორც უცხოსა (ὡς ξένος) და ნამდვილ მწირს, არა აქვს თავის მისადრეკი ადგილი, თვინიერ საფლავისა. Read more »