Posts Tagged ‘ ევოლუცია ’

ევოლუციის თეორია და თანამედროვე რელიგიური ცნობიერება (გაგრძელება)

29/11/2020
By

125469133_3379741252121258_4094702518017020330_n(ბიბლიური ჰერმენევტიკური პერსპექტივა XXI საუკუნეში თეისტური ევოლუციის თვალსაზრისით)

ავტორი: იოანე კაზარიანი

II ნაწილი

პირველი ნაწილი იხილეთ ბმულზე

ყოველივე ზემოთქმული  განსახილველი საკითხის მხოლოდ პროექციაა. ჩვენ ვთავაზობთ მკითხველს, წერილს ოდნავ სხვა, ალტერნატიული კუთხით შეხედოს. ჩვენ ახლა ვერ გავაშუქებთ ევოლუციასა და მასში ადამისა და ევას (როგორც არა პირველი ადამიანების) ადგილთან დაკავშირებულ ყველა საკითხს. ჩვენი პოზიცია მხოლოდ ნაწილობრივ გავაშუქეთ და ჩვენი ხედვის ძირითადი პრინციპები მოვნიშნეთ. წინ კიდევ ბევრი რამ რჩება, კიდევ ბევრი ბიბლიურ-არქეოლოგიური აღმოჩენა გველის. ყურადღებიანი მკითხველი გაგვიგებს და ევოლუციის თეორიასთან დაკავშირებული თანამედროვე მეცნიერული აღმოჩენების შუქზე წერილის სულიერ მხარის ჰერმენევტიკული გააზრებისა და ობიექტურობიდან გამომდინარე ახალ კითხვებს დასვამს. მაგრამ, ამ საკითხის შესახებ ევოლუციის ჭრილში, ვიმედოვნებთ, ვისაუბრებთ ჩვენს შემდეგ სტატიაში უფრო საფუძვლიანად, სადაც შევეცდებით განვიხილოთ, თუ (ჩვენი აზრით) რა გადასცა ადამმა კაცობრიობას. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვფიქრობთ, რომ ადამმა კაცობრიობას ბიოლოგიური სიკვდილი გადასცა (რისი ჩვენებაც ამ სტატიაში ვეცადეთ) თავისი ცოდვით დაცემის შედეგად, მაგრამ მას შეეძლო, კაცობრიობისთვის გადაეცა დაკარგული შესაძლებლობა იმისა, რომ უკეთესი გამხდარიყო ან მთელი კაცობრიობისთვის დაკარგული შესაძლებლობის მაგალითად ქცეულიყო. შემდეგ სტატიაში ზუსტად ამ აზრის განვრცობას ვაპირებთ.

Read more »

ევოლუციის თეორია და თანამედროვე რელიგიური ცნობიერება

25/11/2020
By

125522011_702564397044721_2757146221028471274_n(ბიბლიური ჰერმენევტიკური პერსპექტივა XXI საუკუნეში თეისტური ევოლუციის თვალსაზრისით)

ავტორი: იოანე კაზარიანი

I ნაწილი

„ვინც წმინდა წერილს განსჯის გარეშე მოუსმენს და ყველაფერს პირდაპირი გაგებით მიიღებს, ის ღმერთზე შეუსაბამოდ იფიქრებს; ხოლო ის, ვინც აზრის სიღრმეს ჩაწვდება, ყოველგვარ გაუგებრობას დაძლევს“

იოანე ოქროპირი

თემა, რომელსაც ამ სტატიაში შევეხებით, თემატიკის მოცულობიდან გამომდინარე, მონოგრაფიაზეა გათვლილი, მაგრამ ფორმატის შეზღუდულობის გამო მხოლოდ ის საკითხებს შევეხებით, რომლებიც უფრო აქტუალურად გვეჩვენება. ჩვენ – მორწმუნე ქრისტიანებს (და განსაკუთრებით მათ, ვინც ეკლესიის აპოლოგეტიკურ-მისიონერულ მისიაშია ჩართული) – ახლო მომავალში მოგვიწევს პასუხი გავცეთ მათ, ვინც ბიოლოგიური ევოლუციონიზმისა და კრეაციონიზმის საკითხებითა და მათი მთელ რიგ საკითხებთან თავსებადობა-შეუთავსებლობით არის დაინტერესებული.

Read more »

წმიდა მამები ევოლუციის შესახებ

25/01/2017
By

sotvorenie_gროგორ უნდა გავიგოთ შესაქმის ექვსი დღე   სიტყვასიტყვით თუ სიმბოლურად? ეს საკითხი არასოდეს ყოფილა ძირითადი ეკლესიაში საღვთისმეტყველო კამათების დროს. მაგრამ არც ერთიანი მოსაზრება და თანხმობა ყოფილა ოდესმე: გამოთქვამდნენ სრულიად განსხვავებულ პოზიციებს, მათ შორის, წმიდანებიც.

უნდა ითქვას, რომ ეს ფაქტი ერთ-ერთი მეტნაკლებად ნათელი მაგალითია იმ აზრთა სხვადასხვაობისა მეორეხარისხოვან საკითხებში, რომლებსაც არათუ არ განსჯიდა, არამედ მიესალმებოდა კიდეც ოდესღაც ნეტარი ავგუსტინე.

Read more »