Posts Tagged ‘ თანალმობა ’

წმ. ისააკ ასური თანალმობის, სამართლისა და მხილების შესახებ

Isak_Sirinის საქმეები, რომელბსაც თან შეუბრალებლობა ახლავს, მამის თვალწინ დაკლული შვილივით არიან ღვთის წინაშე. იგი, ვინც სულით ავადმყოფია და ამხანაგს უსწორებს, იმ ბრმას ჰგავს, რომელსაც სხვების მეგზურობა უკისრია. თანალმობა და სამართალი ერთი და იგივე სულში ისე არიან, როგორც კაცი, რომელიც თავის სახლში ერთდროულად სცემს თაყვანს ღმერთსა და კერპს. ყველგან, თანალმობა არის სამართლის მტერი.

სამართალს ერთი საზომი აქვს, რომელიც ყველას თანაბრად უდგება და არ უსადაგებს არავის თავის მისაგებელს, მოქმედებს იმის მიხედვით, რასაც ხედავს. გულმოწყალება კი, სიკეთით აღძრული სურვილია რომელიც ყველაფერს შენდობას მოჰფენს; არ მიუზღავს მას ვინც ბოროტს იმსახურებს, არც მას ვინც კეთილს იმსახურებს, არამედ უხვად გასცემს ორმაგს.

როგორც აალებადი აბედი და ცეცხლი არ შეიძლება იყოს ერთ სახლში, ასევე სამართალი და გულმოწყალება ერთ სულში. როგორც ერთი მარცვალი ქვიშა ვერ გადასწონის ოქროს სიმრავლეს, ასევე ვერ გადასწონის ღვთისათვის სამართალი გულმოწყალებას. Read more »