Posts Tagged ‘ თეოლოგია ’

თეოლოგთა, ანუ იმ ადამიანთა სამი კატეგორია, რომელნიც დგანან ღვთის შემეცნების გზაზე

deuscaritasestწმ. დიადოხოს ფოტიკელი (დაახ. 400-474), თავის უმნიშვნელოვანეს ნაშრომში „ასი გნოსტიკური თავი“ (რომელიც „ფილოკალიაშიც“ არის შესული) საუბრობს სულის მიერ ღმერთის შემეცნების გზაზე მდგარ გამოწვევებზე: „თავად მეცნიერების სიტყვა გვასწავლის, რომ როდესაც სული იწყებს ღვთის სიტყვასთან გაშინაურებას, მასზე შეტევას იწყებს ვნებათა სიმრავლე, განსაკუთრებით კი მრისხანება და სიძულვილი“. სწორედ ამ, ერთი შეხედვით უცნაურ პრეამბულაზე დაყრდნობით წმინდა მამა გამოყოფს თეოლოგიურ გნოზისს დაწაფებული, ანუ ღვთის შემეცნების გზაზე მდგომი სულის ძირითად, სამსაფეხურებრივ მდგომარეობას: Read more »

ღვთისმსახურება პანდემიის პირობებში

0_7d797_614e9943_Lავტორი: ზურაბ ჯაში

კორონა ვირუსის პანდემიის გავრცელებამ სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა ეკლესია, საჭირო გახდა ადამიანთა სიცოცხლის დასაცავად გამოძებნოს შესაბამისი საღვთისმსახურო ფორმები. ეკლესიისთვის ძვირფასია ყოველი ადამიანის სიცოცხლე და განუწყვეტლივ ლოცულობს „მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა“, რადგან მას სწამს, რომ მიუხედავად რელიგიური აღმსარებლობისა, თუ მორალური და სულიერი მდგომარეობისა თითოეული პიროვნება შექმნილია ღვთის მარადიული და უსაზღვრო სიყვარულით დანარჩენ კაცობრიობასთან და მთელ სამყაროსთან ერთად; თითოეული პიროვნება გააცხადებს მასში აღბეჭდილ ღვთის ხატებას და მსგავსებას სრულიად განუმეორებელი სახით. ამიტომ, ეკლესიის მწყემსთავართ, ეპისკოპოსებს თვით უფალ იესო ქრისტეს მიერ დაევალათ იზრუნონ თითოეული სულის გადარჩენისთვის. როგორც თავად ის არის მწყემსი კეთილი, რომელიც “თავის სულს დადებს ცხვრებისთვის“ (იოანე 10:11), ასევე ვალდებული არიან ეკლესიის მწყემსთავარნი მსგავსი თავგანწირული სიყვარული გამოავლინონ მათი სულიერი შვილების მიმართ.

Read more »