Posts Tagged ‘ ილია მართალი ’

წმ. ილია ჭავჭავაძის „განდეგილის“ საღვთისმეტყველო–ლიტერატურული წყაროს ძიება და ანალიზი

i250064549_67371_2[1]

ავტორი: ისტორიის დოქტორანტი, დეკანოზი ილია  ჭიღლაძე
 

კარგად ცნობილი ფაქტია, თუ რამხელა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია დიდი ილიას პოემა „განდეგილმა“ დღიდან მისი გამოქვეყნებისა  ლიტერატურის კრიტიკოსთა შორის და ზოგადად ფართო საზოგადოებაში. თითქმის საუკუნენახევარი  გვაშორებს ამ დიდებული პოემის შექმნიდან (1883 წ.) და ეს აზრთა სხვადასხვაობა არ ცხრება: მასში ხედავდნენ და ხედავენ: 1. პესიმიზმის ქადაგებას (ესტატე ბოსლეველი, დავით კეზელი, კონსტანტინე გამსახურდია); 2. ბერმონაზვნობის (ანუ ამა სოფლიდან განდგომის) კრიტიკას და უარყოფას (კიტა აბაშიძე, ვახტანგ კოტეტიშვილი, გრიგოლ კიკნაძე, გურამ ასათიანი); 3. განდეგილის დაცემა გაიაზრეს საქართველოს დაცემად (მარჯორი უორდროპი, აკაკი ბაქრაძე, ფატი ფირუაშვილი; ეს მომენტი ჩვენი აზრით სავსებით მართებულად გამორიცხა ნათელა ჩიტაურმა, იხ. მისი :„კვლავ ილიას „განდეგილის“ შესახებ“, ლიტერატურული ძიებანი 2002 №22; ჩვენის მხრივ კი დავამატებთ: განდეგილი კი არ დაეცა მხოლოდ, დამარცხებული ასრულებს ცხოვრებას, საქართველოს დანახვა განდეგილში ეროვნულ–პატრიოტული მოტივისათვის სრულიად მიუღებელი  ალეგორიაა); 4. სულიერი იდეალების და  ხორციელ გრძნობათა შეჯახებით გამოწვეული ტრაგიზმი (გერონტი ქიქოძე, დიმიტრი უზნაძე); 5. პირველად ყველაზე მართებულად „განდეგილის“ შინაარსს ჩაწვდა  აკაკი ბაქრაძე, რომელმაც ასე შეაფასა პოემის დედააზრი : “განდეგილში“ ილიას გამოყენებული აქვს ცოდვით დაცემის კლასიკური სიუჟეტი, მაგრამ ამჯერად დაცემა გამოწვეულია რწმენის ღალატით. ამდენად „განდეგილი“ რწმენის ტრაგედიაა. რწმენის ღალატი კი შედეგია ადამიანის გაორებისა და ნებისყოფის სისუსტისა.“  მაგრამ ა. ბაქრაძემ გაიმეორა რა მარჯორი უორდროპის აზრი განდეგილისა და საქართველოს იგივეობაზე, მცდარ დასკვნებიც გაიმეორა, რითაც გააბუნდოვნა „განდეგილის“ ანალიზი (ბაქრაძის დასკვნებს ძირითად ხაზებში იმეორებს ფატი ფირუაშვილიც).

Read more »