Posts Tagged ‘ იოანე კაზარიანი ’

კოგნიტური რევოლუცია II ნაწილი

18/01/2021
By

125469133_3379741252121258_4094702518017020330_nკოგნიტიური განვითარების პერიოდის ისტორიამდელი ადამიანის პიროვნულობის საკითხისათვის

კიდევ ერთხელ მეცნიერებისა და რელიგიის სინთესზე და პირველი ადამიანების ბიბლიურ სახეზე თეისტური ევოლუციონიზმის კუთხით

(ბიბლიური ჰერმენევტიკური პერსპექტივა XXI საუკუნეში თეისტური ევოლუციის თვალსაზრისით)

ავტორი: იოანე კაზარიანი

II ნაწილი

პირველი ნაწილი იხილეთ ბმულზე

საკითხს იმის სამართლიანობა-უსამართლობაზე, რომ სიკვდილი ყველაზე ვრცელდება, რამდენიმე ალტერნატიული გადაწყვეტა აქვს. რატომ უნდა იტანჯებოდეს ყველა, თუ ერთი დაეცა? უნდა გვესმოდეს, რომ ბიბლიურ დროს მეფე ან მეთაური კორპორატიული პირი იყო, რომლის საქციელიც ყველა ქვეშევრდომზე ვრცელდება. მესოპოტამიის, ეგვიპტეს და ძველი აღმოსავლეთის უძველეს სამეფოებში ზუსტად ასეთი ურთიერთობები იყო დამყარებული. იმ დროს მეფე ხალხის მამა იყო, რომელსაც ღმერთები ან ღმერთი ხალხის მწყემსობის უფლებას ანიჭებდა. მეფე თავის სამწყსოზე იყო პასუხისმგებელი. მეფე უბრალოდ ხალხის მამა კი არ იყო, არამედ მისი მთავარი ქურუმიც, რომელსაც თავის სახელით და ხალხის სახელით ღმერთებს მსხვერპლს წირავდა.

Read more »

კოგნიტური რევოლუცია

12/01/2021
By

125469133_3379741252121258_4094702518017020330_nკოგნიტიური განვითარების პერიოდის ისტორიამდელი ადამიანის პიროვნულობის საკითხისათვის

კიდევ ერთხელ მეცნიერებისა და რელიგიის სინთესზე და პირველი ადამიანების ბიბლიურ სახეზე თეისტური ევოლუციონიზმის კუთხით (*)

(ბიბლიური ჰერმენევტიკური პერსპექტივა XXI საუკუნეში თეისტური ევოლუციის თვალსაზრისით)

ავტორი: იოანე კაზარიანი

I ნაწილი

 „πίστει νοου̃μεν…“ (Εβρ. 11, 3)

ყველაზე მშვენიერი, რისი განცდაც შეგვიძლიაეს არის იდუმალების შეგრძნება. ის ყოველი ჭეშმარიტი მეცნიერებისა და ხელოვნების წყაროა. ვისაც ის არასოდეს არ განუცდია ეს განცდა, ვინც აღტაცებით შეპყრობილი არ გაჩერებულა და დაფიქრებულა, ის მკვდარს ჰგავს, მისი თვალები კი დახუჭულია. ცხოვრების იდუმალებაში შიშნარევმა წვდომამ რელიგიის წარმოქმნას მისცა იმპულსი. ნამდვილი რელიგიურობის საფუძველი იმის ცოდნაა და გრძნობა, რომ მიუწვდომელი მართლაც არსებობს და თავს ავლენს იმ უდიდეს სიბრძნესა და სრულყოფილ სილამაზეში, რომელსაც ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობებით მხოლოდ პრიმიტიულ ფორმებში თუ შევიცნობთ

ალბერტ აინშტაინი

Read more »

ევოლუციის თეორია და თანამედროვე რელიგიური ცნობიერება (გაგრძელება)

29/11/2020
By

125469133_3379741252121258_4094702518017020330_n(ბიბლიური ჰერმენევტიკური პერსპექტივა XXI საუკუნეში თეისტური ევოლუციის თვალსაზრისით)

ავტორი: იოანე კაზარიანი

II ნაწილი

პირველი ნაწილი იხილეთ ბმულზე

ყოველივე ზემოთქმული  განსახილველი საკითხის მხოლოდ პროექციაა. ჩვენ ვთავაზობთ მკითხველს, წერილს ოდნავ სხვა, ალტერნატიული კუთხით შეხედოს. ჩვენ ახლა ვერ გავაშუქებთ ევოლუციასა და მასში ადამისა და ევას (როგორც არა პირველი ადამიანების) ადგილთან დაკავშირებულ ყველა საკითხს. ჩვენი პოზიცია მხოლოდ ნაწილობრივ გავაშუქეთ და ჩვენი ხედვის ძირითადი პრინციპები მოვნიშნეთ. წინ კიდევ ბევრი რამ რჩება, კიდევ ბევრი ბიბლიურ-არქეოლოგიური აღმოჩენა გველის. ყურადღებიანი მკითხველი გაგვიგებს და ევოლუციის თეორიასთან დაკავშირებული თანამედროვე მეცნიერული აღმოჩენების შუქზე წერილის სულიერ მხარის ჰერმენევტიკული გააზრებისა და ობიექტურობიდან გამომდინარე ახალ კითხვებს დასვამს. მაგრამ, ამ საკითხის შესახებ ევოლუციის ჭრილში, ვიმედოვნებთ, ვისაუბრებთ ჩვენს შემდეგ სტატიაში უფრო საფუძვლიანად, სადაც შევეცდებით განვიხილოთ, თუ (ჩვენი აზრით) რა გადასცა ადამმა კაცობრიობას. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვფიქრობთ, რომ ადამმა კაცობრიობას ბიოლოგიური სიკვდილი გადასცა (რისი ჩვენებაც ამ სტატიაში ვეცადეთ) თავისი ცოდვით დაცემის შედეგად, მაგრამ მას შეეძლო, კაცობრიობისთვის გადაეცა დაკარგული შესაძლებლობა იმისა, რომ უკეთესი გამხდარიყო ან მთელი კაცობრიობისთვის დაკარგული შესაძლებლობის მაგალითად ქცეულიყო. შემდეგ სტატიაში ზუსტად ამ აზრის განვრცობას ვაპირებთ.

Read more »

ევოლუციის თეორია და თანამედროვე რელიგიური ცნობიერება

25/11/2020
By

125522011_702564397044721_2757146221028471274_n(ბიბლიური ჰერმენევტიკური პერსპექტივა XXI საუკუნეში თეისტური ევოლუციის თვალსაზრისით)

ავტორი: იოანე კაზარიანი

I ნაწილი

„ვინც წმინდა წერილს განსჯის გარეშე მოუსმენს და ყველაფერს პირდაპირი გაგებით მიიღებს, ის ღმერთზე შეუსაბამოდ იფიქრებს; ხოლო ის, ვინც აზრის სიღრმეს ჩაწვდება, ყოველგვარ გაუგებრობას დაძლევს“

იოანე ოქროპირი

თემა, რომელსაც ამ სტატიაში შევეხებით, თემატიკის მოცულობიდან გამომდინარე, მონოგრაფიაზეა გათვლილი, მაგრამ ფორმატის შეზღუდულობის გამო მხოლოდ ის საკითხებს შევეხებით, რომლებიც უფრო აქტუალურად გვეჩვენება. ჩვენ – მორწმუნე ქრისტიანებს (და განსაკუთრებით მათ, ვინც ეკლესიის აპოლოგეტიკურ-მისიონერულ მისიაშია ჩართული) – ახლო მომავალში მოგვიწევს პასუხი გავცეთ მათ, ვინც ბიოლოგიური ევოლუციონიზმისა და კრეაციონიზმის საკითხებითა და მათი მთელ რიგ საკითხებთან თავსებადობა-შეუთავსებლობით არის დაინტერესებული.

Read more »

ცხოვრება წმინდა მამისა ჩვენისა სოფრონისა, ივერიის ახტალის ეპისკოპოსისა

cmsofroni 2თარგმანი და სქოლიოები   იოანე კაზარიანისა
რედაქტორი – ისტორიის დოქტორანტი, მამა ილია ჭიღლაძე

რედაქტორის წინასიტყვაობა

წარმოგიდგენთ საქართველოს ეკლესიის ისტორიის აქამდე უცნობ ფაქტებს, რომელიც დიდი ისტორიული და სულიერი მნიშვნელობისაა. ეს გახლავთ საქართველოს და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოთა მღვდელმთავრის,  ბერძნული ეკლესიის მიერ კანონიზირებული წმინდანის, ახტალის (ისტორიულ ქვემო ქართლში, ამჟამად სომხეთის რესპუბლიკაში შემავალი დასახლებული პუნქტი) ეპისკოპოსის, ეროვნებით ბერძენის, წმ. სოფრონის (1738-1803 წ.წ.) ცხოვრება, რომელიც წინამდებარე სვინაქსარული ცხოვრების მთარგმნელმა იოანე კაზარიანმა გაგვაცნო და ჩვენი თხოვნით თარგმნა ბერძნული ორიგინალის  მართლმადიდებლური სომხურენოვანი გამოცემიდან: წმიდა სოფრონი ახტალელი, ერევანი, 2010, გვ. 13-20 (სომხურ ენაზე) და შედარებულია  ბერძნული სვინაქსართან (იხ. http://www.egolpion.com/ag-sofronios_axtaleias.el.aspx). წმ. სოფრონი ახტალელი ქართული ისტორიოგრაფიისათვის აქამდე სავსებით უცნობი პიროვნებაა, თუმცა ბერძნულ ეკლესიაში საკმაოდ ცნობილი და პატივდებული წმინდანია, მისი ხსენება დადგენილია 7 სექტემბერს. ჩვენს გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი , რომ წმინდა სოფრონის პიროვნება  აქამდე უცნობი იყო ქართული საზოგადოებისათვის. საჭიროა, ქართველ მეცნიერთა მიერ შესაბამისი პერიოდის ქართული ნარატული წყაროების დეტალური კვლევა, იქნებ აღმოჩნდეს მის შესახებ დამატები ცნობები. ახტალის  საეპისკოპოსო საქართველოს ისტორიაში საკმაოდ კარგად ცნობილი ეპარქიაა, ხოლო ახტალის ღვთისმშობლის შობის სახელობის კათედრალი ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების და ფრესკული მხატვრობის უკვდავი შედევრი და სიამაყეა. ეს ტაძარი აიგო მეცამეტე საუკუნის დამდეგს საქართველოს ამირსპასალარის და ათაბაგის ივანე მხარგრძელის დაკვეთით, როგორც  მისი საძვალე და საეპისკოპოსო ცენტრი. ახტალის მღვდელმთავარი ატარებდა ტიტულს ”დიდი სომხითის მიტროპოლიტი”-სა და  მცხეთის საკათოლიკოსოს მღვდელმთავართა შორის, კათოლიკოს-პატრიარქის შემდგომ უპირატესი პატივის მქონე იყო.  დაახლოებით XV საუკუნისათვის (საქართველოსათვის  განსაკუთრებით კრიტიკულ ეპოქაში) ეს ეპარქია არსებობას წყვეტს. ახტალის ეპარქია აღდგა მეფე ერეკლე მეორის  ბრძანებით, როდესაც მან ანატოლიიდან ჩამოასახლა იქ ბერძენი მემადნეები ოქროსა და ვერცხლის მოსაპოვებლად. აქამდე ქართულ ისტორიოგრაფიაში ცნობილი იყო ამ პერიოდის ახტალის ორი ეპისკოპოსი: ვარლამ ერისთავი (შემდგომში საქართველოს პირველი ეგზარქოსი) და იოაკიმე ბერძენი. წინამდებარე  ბერძნული სვინაქსარული ცხოვრებიდან კი ვიგებთ, რომ მეფე ერეკლეს მათზე უწინარეს   ახტალის ეპისკოპოსად დაუგენია წმ. სოფრონი, რომელიც ამ ეპარქიას მართავდა 1777-1794 წლებში. საჭიროა წმ. სოფრონი ახტალელი ეპისკოპოსის სახსენებელი შევიდეს საქართველოს ეკლესიის კალენდარში. საქართველოში მოღვაწე, აქამდე  უცნობი წმინდანი, მღვდელმთავარი სოფრონ ახტალელი ჰფარავდეს ჩვენს ერს და სრულიად საქართველოს, ამინ!

Read more »