Posts Tagged ‘ მართლმადიდებელი ეკლესიები ’

მსოფლიო პატრიარიარქი ზიარების წესთან დაკავშირებით ადგილობრივი ეკლესიების მეთაურებს მიმართავს

saertoმსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ 17 მაისს წერილით მიმართა ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურებს.

მან წერილში ხაზი გაუსვა მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ზიარების მნიშვნელობას და იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც დააყენა ეკლესიები კორონავირუსის პანდემიამ: მას შემდეგ, რაც ზოგიერთმა საპატრიარქომ მიიღო მტკივნეული გადაწყვეტილება, მრევლის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, უარი ეთქვათ საჯარო ღვთისმსახურებებზე, მრავალ ქვეყანაში პანდემიის ტალღის შენელებისა და ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნების კვალდაკვალ, აქტიურად განიხილება ზიარების გაცემის წესებთან დაკავშირებული საკითხები.

პატრიარქმა ბართლომემ გამოთქვა სურვილი მოუსმინოს სხვა ადგილობრივი ეკლესიების მეთაურებს და მათთან ერთად მიიღოს კორდინირებული გადაწყვეტილება, პანდემიისას ზიარების ფორმებთანა და სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებათა მიერ შემუშავებული უსაფრთხოების ნორმათა გათვალისწინებასთან დაკავშირებით.

წყარო