Posts Tagged ‘ მსოფლიო პატრიარქი ’

“პაპიზმის ერესი” – გიორგი დემაკოპულოსი

Ilarion_Alfeevუკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე რუსულ საეკლესიო და სამოქალაქო მედიასაშუალებებში მიმდინარე პროპაგანდისას არაერთხელ დაადანაშაულეს მსოფლიო პატრიარქი “პაპიზმის ერესში”. მსგავს ბრალდებას, უპირველეს ყოვლისა, რუსული საიდუმლო სამსახურების მიერ პროვოცირებული, ფანატიკურად განწყობილი სასულიერო პირები იყენებენ თავიანთ გამოსვლებში, მაგრამ საკითხმა სერიოზული სახე მიიღო, როდესაც ეს ფრაზა მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევმაც გააჟღერა. გთავაზობთ ფორდემის უნივერსიტეტის მართლმადიდებლური კვლევების ცენტრის თანა-პრეზიდენტის გიორგი დემაკოპულოსის გამოხმაურებას.


სამმხრივი დისკუსია უკრაინას, რუსეთსა და მსოფლიო საპატრიარქოს შორის, უკრაინის საეკლესიო დამოუკიდებლობის შესახებ, ჩვენი თაობის მართლმადიდებელ ქრისტიანთა ერთობის უდიდეს გამოწვევად იქცა. წმინდად პოლიტიკური თვალსაზრისით, უკრაინის ავტოკეფალია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გამოუსწორებელი შედეგების მომტანი იქნება. რუსეთის ეკლესია არა მხოლოდ დაკარგავს თავისი სამრევლოების ერთ მესამედს და ძირი გამოეთხრება “რუსკი მირი”-ს (რუსული სამყაროს) პროექტს, არამედ დრამატულად გაცრუვდება მოსკოვის მხრიდან მსოფლიო მართლმადიდებლობაზე ლიდერობის პრეტენზიაც.

Read more »

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე – ქადაგება, წარმოთქმული სამი მღვდელმთავრის, ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის და იოანე ოქროპირის დღესასწაულზე

a35b9a1e939112245f37e8e746493744

თარგმნა იეროდიაკვანმა ლეონიდე ებრალიძემ

ეკლესიამ დასაწყისიდანვე, მოციქულთა დროიდან, მიიღო ბერძნული ლიტერატურიდანა და ფილოსოფიიდან მომავალი კეთილი გავლენა და შეცდომა არის ამ ეპოქის ყველა ქრისტიანი პროტაგონისტის უწიგნურად მიჩნევა.

მაგალითად, მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი გახლდათ პითაგორიზმის შესანიშნავი მცოდნე და განსწავლული ბერძნულ ფილოსოფიაში ელინისტი ფილოსოფოსის, ფილონის მეშვეობით. მისი ლოგოსის თეოლოგია, სახარების პროლოგში ეხმიანება პლატონისა და ფილონის ფილოსოფიას.

მოციქული პავლე გახლდათ საუკეთესო ბერძნული კულტურის მატარებელი.   მოციქულნი პეტრე და ანდრია იყვნენ ბერძნული ენის შესანიშნავი მცოდნენი, რასაც პეტრეს ორი კათილიკე ეპისტოლე გვიდასტურებს.

იგივე შეგვიძლია ვთქვათ მახარებელ ლუკაზე, რომელიც ექიმიც კი იყო. პირველი ქრისტიანული ტექსტები, რომლებიც შეიცავენ ჩვენი რწმენის საძირკვლის, იესო ქრისტეს საქმეებსა და სიტყვებს, ფორმათა თვალსაზრისით ენათესავებიან ქსენოფონტესეულ “მოგონებები სოკრატეზე”, და ბერძნული ფილოსოფიის სხვადასხვა ნამუშევრებს. იმისთვის, რომ მივხვდეთ ამ ყველაფერს, საჭიროა ახალი აღთქმის შესწავლა.

Read more »

მსოფლიო პატრიარქის საშობაო ეპისტოლე 2016

26/12/2016
By

8e16c75337ბართლომე

წყალობითა ღვთისაითა

მთავარეპისკოპოსი კონსტანტინეპოლისა

და  მსოფლიო პატრიარქი

სრულიად ეკლესიას  მადლი, მშვიდობა და წყალობა

ბეთლემის მაცხოვნებელი შობისგან

„ქრისტეს განკაცება არის ჩემი ახალი შექმნა“

 გრიგოლ ღვთისმეტყველი

უფლის მიერ საყვარელო დანო და ძმანო

ჩვენ ვუგალობთ და ვადიდებთ ერთარს და სამპიროვან ღმერთს. მან წელსაც ღირსგვყო გვეზეიმა მისი ძის იესოს შობის უდიდესი დღესასწაული, რომლის ხორცშესხმა ბეთლემში მოხდა.

წმინდა ეკლესია სიხარულით აღვსილი ზეიმობს, ვინაიდან ქრისტემ „ხორციელი სხეული მიიღო“ (იოანე ოქროპირი, ქადაგება იესოს გაძევების შესახებ) და ამგვარად გახდა „კოსმოსი კოსმოსში“(ორიგენე, იოანეს სახარების კომენტარები). ღვთის წყალობას მარტო ადამიანთა მოდგმა არ ზეიმობს, არამედ „მთელი შესაქმე“. „დღეს ყოველივე აღივსება სიხარულით, რადგან ქრისტე ქალწულისაგან იშვა“ (ქრისტეშობის ცისკრის საგალობელი).

Read more »