Posts Tagged ‘ მსოფლიო საპატრიარქო ’

მსოფლიო საპატრიარქოს განცხადება (18.03.2020)

90086453_2532882260267647_8086692161531150336_n

 

რადგან მსოფლიოში გრძელდება კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისი, მსოფლიო საპატრიარქო თვალყურს ადევნებს მდგომარეობას თავისი უმაღლესი პასუხისმგებლობის განცდით მორწმუნეთა და განურჩევლად ყველა ადამიანის წინაშე და 11 მარტის გადაწყვეტილების შემდეგ, დამატებით, ქალაქში მყოფ იერარქთა შეკრებისას აცხდებს:

  1. მსოფლიო საპატრიარქო ყველას გასაგონად იმეორებს, შეამცირონ სახლიდან გამოსვლა და გარეთ მოძრაობა, დარჩნენ სახლში, მათივე უსაფრთხოებისა და სხვა ადამიანების დაცვისათვის.
  2. აქებს იმ ადამიანების თავგანწირვის სულს, რომლებიც იღწვიან ჯანდაცვის სეფორში და გამოხატავს პატივისცემას მათ მიმართ, რომლებიც ზეადამიანური შრომითა და მცდელობებით ეხმარებიან დაავადებულ თანამოქალაქეებს, მიუხედავად იმ საფრთხისა, რომელსაც Covid 19 წარმოდგენს მათთვის.
  3. ხაზს უსვამს იმ საჭირო ზომების შესრულების აუცილებლობას, რასაც შესაბამისი პასუხიმგებელობის მქონე ჯანდაცვის დარგის წარმომადგენლები ითხოვენ.
  4. მსოფლიო საპატრიარქოს ზოგიერთი ეპარქიაში უკვე მიღებული გადაწყვეტილებების ფონზე, დღეს აცხადებს საეკლესიო გადაწყვეტილებას, მარტის ბოლომდე შეწყდეს ყველა რელიგიური მსახურებისა და წესების შესრულება, გარდა პირადი ლოცვებისა ეკლესიებში, რომლებიც რჩებიან ღია. ეს შეზღუდვები გადაიხედება მოგვიანებით, პანდემიის გავრცელებისა შესაბამისად.
  5. საპატრიარქო და სტავროპიგიალურ მონასტრებში გაგრძელდება რეგულარული მსახურებები სასულიერო პირთა და საძმოს მონაწილეობით, მაგრამ არ იქნებიან დაშვებული მომლოცველები და ვიზიტორები.
  6. იგივე წესით, მსოფლიო საპატრიარქოს ადმინისტრაცია დარჩება დაკეტილი, მომდევნო სიახლეებამდე, მაგრამ მსოფლიო პატრიარქი და საპატრიარქო რეზიდენციის სასულიერო დასი განარგძობს საღმრთო მსახურებებს და ამ მძიმე განსაცდელის ჟამს ილოცებს მთელი მსოფლიოსათვის.

18 მარტი, 2020 წ.

წმინდა სინოდის გენერალური სამდივნოდან

თარგმნა ლევან ბუკიამ

ფოტო: მსოფლიო პატრიარქის იერარქებთან შეხვედრისას./მსოფლიო საპატრიარქო / Νίκος Μαγγίνας

 

 

მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის განცხადება კორონავირუსთან დაკავშირებით

patriarchates-logoთარგმნა დიაკონმა ირაკლი ჯინჯოლავამ

 

მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა, რომელიც ყოვლადუწმინდესი მსოფლიო პატრიარქის თავჯდომარეობით იქნა მოწვეული, სხვა საკითხებთან ერთად, საფუძვლიანად განიხილა Covid-19 (კორონა) ვირუსის გარშემო არსებული ფაქტები და სამოძღვრო (პასტორალური) პასუხისმგებლობის სულისკვეთებით ხაზი გაუსვა შემდეგს:

1) მიუხედავად სიტუაციის სერიოზულობისა, მნიშვნელოვანია სიფრთხილე, მოთმინება და პანიკის თავიდან აცილება.

2) ეკლესიამ უკვე აჩვენა და კვლავაც აგრძელებს პატივისცემას სამედიცინო მეცნიერების მიმართ. ამრიგად, ეკლესია მოუწოდებს ყველა მორწმუნეს დაიცვან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური მითითებები, ასევე, შესაბამისი მითითებები და სამართლებლივი რეგულაციები, რომელიც გამოსცა შესაბამისი ქვეყნის სამოქალაქო ხელისუფლებამ.

3) მსოფლიო საპატრიარქო მადლობას უხდის ყველას, ვინც თავგანწირვით მუშაობს ჯანმრთელობის ყველა სფეროში – იქნება ეს სამედიცინო, საექთნო თუ კვლევითი – რათა დამარცხდეს ახალი პანდემია.

4) ქრისტეს წმინდა და დიდმა ეკლესიამ თავისი ორიათასწლიანი მწირობის გამოცდილებით იცის, რომ წმინდა ზაიარება არის „სიკვდილის საწინააღმდეგო საშუალება“ და მართლმადიდებელი სწავლება წმინდა ევქარისტიაზე კვლავაც უცვლელი რჩება.

5) თავისთავად ცხადია, რომ ღმერთის რწმენა, როგორც გადალახვა ადამიანური გონიერებისა და არა მისი გაუქმება, ლოცვასთან ერთად აძლიერებს თითოეული ქრისტიანის სულიერ ბრძოლას. მაშასადამე, კონსტანტინოპოლის დედა ეკლესია მოუწოდებს თავის სულიერ შვილებს მთელ მსოფლიოში, რათა გააძლიერონ თავიანთი ლოცვები, რომ ღმრთის შეწევნითა და ნათლით ეს თანამედროვე გასაჭირი დაძლეულ იქნას.

11 მარტი, 2020 წ.

წმინდა სინოდის გენერალური სამდივნოდან

მსოფლიო საპატრიარქოს უპირატესობა აღმოსავლეთის სხვა ეკლესიებთან მიმართებაში

13/09/2016
By

patriarchates-logoავტორი: ვასილი სტავრიდისი,
(თეოლოგია. 42, გვ 314-328.)

თარგმანი: თორნიკე მამნიაშვილი

  • წინაპირობები და მიზეზები, რომლებიც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული.

ქრისტიანობის ისტორიის პირველ ათასწლეულში კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის საპატრიარქოები განვრცობილნი იყვნენ 3 კონტინენტის – ევროპის, აზიისა და აფრიკის გეოგრაფიულ ტერიტორიებზე. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში შედიოდა ბალკანეთის ნახევარკუნძულის ნაწილი, კუნძულები და მცირე აზია. სირიაში განთავსებული ძირითადი ნაწილის გარდა, ანტიოქიის საპატრიარქოს იურისდიქციის ქვეშ პერიოდულად ექცეოდა ხოლმე მისგან ჩრდილოეთით მდებარე სომხეთი და აღმოსავლეთით მდებარე სპარსეთი. იერუსალიმის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა ანტიოქიის სამხრეთით მდებარე რეგიონები ვიდრე ეგვიპტემდე, ხოლო ალექსანდრიის საპატრიარქოს – ეგვიპტე და მისი სამხრეთი მეზობელი რეგიონები. მორწმუნეთა ძირითადი ნაწილი, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ ამ ეკლესიებს, იყვნენ ბერძნული, სირიული, სომხური, ქართული, სპარსული და კოპტური წარმოშობისა. ალექსანდრე დიდის დაპყრობების გამო ამ გეოგრაფიულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაში გავრცელდა ელინიზმი, მაგრამ რამდენად ძლიერი იყო ბერძნული იდეების ზეგავლენა ავტოქტონი ხალხების აზროვნების წესზე, ენასა და ცხოვრების წესზე, რჩება ღია საკითხად. უეჭველია, რომ ამ რეგიონში მდებარე ყოველი დიდი ქალაქი იყო ელინისტური კულტურის ცენტრი, დროის მცირე თუ დიდი მონაკვეთის განმავლობაში.

Read more »