Posts Tagged ‘ მღვდელი ილია ჭიღლაძე ’

ცხოვრება წმინდა მამისა ჩვენისა სოფრონისა, ივერიის ახტალის ეპისკოპოსისა

cmsofroni 2თარგმანი და სქოლიოები   იოანე კაზარიანისა
რედაქტორი – ისტორიის დოქტორანტი, მამა ილია ჭიღლაძე

რედაქტორის წინასიტყვაობა

წარმოგიდგენთ საქართველოს ეკლესიის ისტორიის აქამდე უცნობ ფაქტებს, რომელიც დიდი ისტორიული და სულიერი მნიშვნელობისაა. ეს გახლავთ საქართველოს და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოთა მღვდელმთავრის,  ბერძნული ეკლესიის მიერ კანონიზირებული წმინდანის, ახტალის (ისტორიულ ქვემო ქართლში, ამჟამად სომხეთის რესპუბლიკაში შემავალი დასახლებული პუნქტი) ეპისკოპოსის, ეროვნებით ბერძენის, წმ. სოფრონის (1738-1803 წ.წ.) ცხოვრება, რომელიც წინამდებარე სვინაქსარული ცხოვრების მთარგმნელმა იოანე კაზარიანმა გაგვაცნო და ჩვენი თხოვნით თარგმნა ბერძნული ორიგინალის  მართლმადიდებლური სომხურენოვანი გამოცემიდან: წმიდა სოფრონი ახტალელი, ერევანი, 2010, გვ. 13-20 (სომხურ ენაზე) და შედარებულია  ბერძნული სვინაქსართან (იხ. http://www.egolpion.com/ag-sofronios_axtaleias.el.aspx). წმ. სოფრონი ახტალელი ქართული ისტორიოგრაფიისათვის აქამდე სავსებით უცნობი პიროვნებაა, თუმცა ბერძნულ ეკლესიაში საკმაოდ ცნობილი და პატივდებული წმინდანია, მისი ხსენება დადგენილია 7 სექტემბერს. ჩვენს გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი , რომ წმინდა სოფრონის პიროვნება  აქამდე უცნობი იყო ქართული საზოგადოებისათვის. საჭიროა, ქართველ მეცნიერთა მიერ შესაბამისი პერიოდის ქართული ნარატული წყაროების დეტალური კვლევა, იქნებ აღმოჩნდეს მის შესახებ დამატები ცნობები. ახტალის  საეპისკოპოსო საქართველოს ისტორიაში საკმაოდ კარგად ცნობილი ეპარქიაა, ხოლო ახტალის ღვთისმშობლის შობის სახელობის კათედრალი ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების და ფრესკული მხატვრობის უკვდავი შედევრი და სიამაყეა. ეს ტაძარი აიგო მეცამეტე საუკუნის დამდეგს საქართველოს ამირსპასალარის და ათაბაგის ივანე მხარგრძელის დაკვეთით, როგორც  მისი საძვალე და საეპისკოპოსო ცენტრი. ახტალის მღვდელმთავარი ატარებდა ტიტულს ”დიდი სომხითის მიტროპოლიტი”-სა და  მცხეთის საკათოლიკოსოს მღვდელმთავართა შორის, კათოლიკოს-პატრიარქის შემდგომ უპირატესი პატივის მქონე იყო.  დაახლოებით XV საუკუნისათვის (საქართველოსათვის  განსაკუთრებით კრიტიკულ ეპოქაში) ეს ეპარქია არსებობას წყვეტს. ახტალის ეპარქია აღდგა მეფე ერეკლე მეორის  ბრძანებით, როდესაც მან ანატოლიიდან ჩამოასახლა იქ ბერძენი მემადნეები ოქროსა და ვერცხლის მოსაპოვებლად. აქამდე ქართულ ისტორიოგრაფიაში ცნობილი იყო ამ პერიოდის ახტალის ორი ეპისკოპოსი: ვარლამ ერისთავი (შემდგომში საქართველოს პირველი ეგზარქოსი) და იოაკიმე ბერძენი. წინამდებარე  ბერძნული სვინაქსარული ცხოვრებიდან კი ვიგებთ, რომ მეფე ერეკლეს მათზე უწინარეს   ახტალის ეპისკოპოსად დაუგენია წმ. სოფრონი, რომელიც ამ ეპარქიას მართავდა 1777-1794 წლებში. საჭიროა წმ. სოფრონი ახტალელი ეპისკოპოსის სახსენებელი შევიდეს საქართველოს ეკლესიის კალენდარში. საქართველოში მოღვაწე, აქამდე  უცნობი წმინდანი, მღვდელმთავარი სოფრონ ახტალელი ჰფარავდეს ჩვენს ერს და სრულიად საქართველოს, ამინ!

Read more »

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილი დიპტიხში

1800355_224291177767075_597660871_nინტერვიუ ისტორიის დოქტორანტთან, მღვდელ ილია ჭიღლაძესთან

ჟურნალისტი: თეონა ნოზაძე

კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოში პანორთოდოქსულ შეკრებაზე ილია მეორემ წუხილი გამოთქვა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კონსტანტინოპოლის ეკლესიის დიპტიხში თავისი კუთვნილი ადგილი არ უკავია.„ფრიად ვწუხვართ იმის გამო, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ჯერ კიდევ თავისი კუთვნილი ადგილი არ უკავია კონსტანტინოპოლის ეკლესიის დიპტიხში. თუ ეს არ გამოსწორდება და თუ ყველა თემა არ იქნება შეტანილი მომავალი კრების განსახილველ საკითხთა დღის წესრიგში, ჩვენთვის მასში მონაწილეობის მიღება ძალიან რთული იქნება,“ – ბრძანა უწმინდესმა. რას  ნიშნავს დიპტიხი და რის მიხედვით ენიჭება ადგილი ეკლესიას დიპტიხში?

ბერძნული სიტყვა დიპტიხი (δίπτυχος) ქართულად ითარგმნება როგორც ”ორად დაკეცილი”, ანუ ”ორკარედი” (”ორფრთიანი”), ასე ეწოდებოდა თავისი ფორმის გამო იმ მოსახსენებელს, რომელშიც ჩამოწერილი იყო და არის ეკლესიათა მეთაურების სახელები და ტიტულებები.

Read more »