Posts Tagged ‘ საგალობელი ’

დიდი შაბათის ერთი ბერძნული ჰიმნისათვის

7885735276_4258450d67

ავტორი: მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე

თანამედროვე ქართულ საღვთისმსახურო პრაქტიკაში, დიდი შაბათის ცისკრის დასასრულს, „დიდება მაღალიანის“ შემდეგ, „წმიდაო ღმერთოს“ გალობისას აღესრულება პროცესია გარდამოხსნით[i]. ბერძნულ საღვთისმსახურო პრაქტიკაში კი გარდა „წმინდაო ღმერთოსი“, შესაძლებელია სხვა ტროპართა გალობაც, მათ შორის არის Τὸν ἥλιον κρύψαντα[ii]-ც, რომელიც ქართულ მარხვანში არ მოიპოვება.

ტროპარის ტექსტი ძირითადად წარმოადგენს იოსებ არიმათიელის ემოციურ მონოლოგს პილატეს წინაშე, სადაც იესო ქრისტე გამოცხადებულია უცხოდ (ξένον), რომელიც შემომწირდა სოფელში (ξενωθέντα ἐν κόσμῳ) და როგორც უცხოსა (ὡς ξένος) და ნამდვილ მწირს, არა აქვს თავის მისადრეკი ადგილი, თვინიერ საფლავისა. Read more »