Posts Tagged ‘ სერგი ბულგაკოვი ’

პროტოპრესვიტერი სერგი ბულგაკოვი – ჩემი ხელდასხმა

11ef17535d430edcf8c4bb0b22331f34მღვდლის ოჯახში დავიბადე, ჩემში ექვსი თაობის ლევიტელის სისხლი ჩქეფს. გავიზარდე წმინდა სერგის ტაძარში, მისი ლოცვით მადლიანად გარემოცული. ჩემი ბავშვობის ესთეტიური, მორალური და ყოფითი შთაბეჭდილებები დაკავშირებულია ამ ტაძართან.  მისი საფარველქევშ იწვოდა გული ლოცვითი აღტაცებითა და ირწყვებოდა დამარხული ცრემლებით. დაახლოებით 12-13 წლის განმავლობაში, ვიყავი ეკლესიის ერთგული შვილი აღზრდითა და შეგნებით. ვსწავლობდი სასულიერო სკოლაში, თავდაპირველად სასულიერო სასწავლებელში (ოთხკლასიანი) მშობლიურ ქალაქ ლივნაში, შემდეგ ორლოვის სასულიერო სემინარიაში (3 წელი).

სასულიერო სემინარიის პირველ-მეორე კლასებში დაიწყო რელიგიური კრიზისი, რომელიც დასრულდა მართალია არა ტრაგედიით, მაგრამ დიდი ტკივილით: მრავალი, მრავალი წლის მანძილზე რელიგიური რწმენის დაკარგვით.  და 14-იდან დაახლოებით 30 წლამდე უძღები შვილი შორეულ ქვეყანაში გადაიხვეწა, მოხიბლული და ტკივილიანი, ალბათ მრავალთათვის, მაგრამ პირველ რიგში მშობელებისათვის. მე მქონდა რაღაც დასაკარგი, მაგრამ მას უბრძოლველად შეველიე, ზოგჯერ თვითმკვლელობაზეც კი მიფიქრია უღმერთობისგან. როგორც ჩანს ბიძგის მომცემი იყო ყმაწვილური თავმოყვარეობა: სკოლაში წარჩინებული მოსწავლე ვიყავი, თუმცა ეს არ ყოფილა სერიოზული მიზეზი. Read more »