Posts Tagged ‘ უკრაინა ’

“პაპიზმის ერესი” – გიორგი დემაკოპულოსი

Ilarion_Alfeevუკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე რუსულ საეკლესიო და სამოქალაქო მედიასაშუალებებში მიმდინარე პროპაგანდისას არაერთხელ დაადანაშაულეს მსოფლიო პატრიარქი “პაპიზმის ერესში”. მსგავს ბრალდებას, უპირველეს ყოვლისა, რუსული საიდუმლო სამსახურების მიერ პროვოცირებული, ფანატიკურად განწყობილი სასულიერო პირები იყენებენ თავიანთ გამოსვლებში, მაგრამ საკითხმა სერიოზული სახე მიიღო, როდესაც ეს ფრაზა მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევმაც გააჟღერა. გთავაზობთ ფორდემის უნივერსიტეტის მართლმადიდებლური კვლევების ცენტრის თანა-პრეზიდენტის გიორგი დემაკოპულოსის გამოხმაურებას.


სამმხრივი დისკუსია უკრაინას, რუსეთსა და მსოფლიო საპატრიარქოს შორის, უკრაინის საეკლესიო დამოუკიდებლობის შესახებ, ჩვენი თაობის მართლმადიდებელ ქრისტიანთა ერთობის უდიდეს გამოწვევად იქცა. წმინდად პოლიტიკური თვალსაზრისით, უკრაინის ავტოკეფალია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გამოუსწორებელი შედეგების მომტანი იქნება. რუსეთის ეკლესია არა მხოლოდ დაკარგავს თავისი სამრევლოების ერთ მესამედს და ძირი გამოეთხრება “რუსკი მირი”-ს (რუსული სამყაროს) პროექტს, არამედ დრამატულად გაცრუვდება მოსკოვის მხრიდან მსოფლიო მართლმადიდებლობაზე ლიდერობის პრეტენზიაც.

Read more »

რატომ სჭირდება უკრაინას თავისუფალი და აღიარებული ეკლესია?

12-14-3164_76284471550_592706550_2133059_2977409_nუკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით გთავაზობთ არქიმანდრიტ კირილე ჰოვორუნის ინტერვიუს (თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური), რომელიც ინგლისურენოვანი გამოცემის http://euromaidanpress.com -ის ჟურნალისტ ალია შანდრასთან ჩაიწერა. ინტერვიუში არქიმანდრიტი ახდენს უკრაინაში არსებული რელიგიური სიტუაციის სინთეტურ ანალიზს და ეხება უკრაინის ეკლესიის ისტორიის საინტერესეო მხარეებს. საკითხის მრავალფეროვნებისა და სირთულისაგან გამომდინარე, შესაძლოა მკითხველისათვის საინტერესო იყოს ინტერვიუში განხილული ზოგიერთი საკითხი.

თარგმნა მღვდელ-მონოზონმა ლეონიდე ებრალიძემ

 


 

  • უკრაინის საეკლესიო სტრუქტურა მეტწილად კომპლექსურია, რატომ აქვს უკრაინას ასეთი სტრუქტურა? და რომელ სტრუქტურას ვგულისხმობთ, როდესაც ვსაუბრობთ ავტოკეფალიაზე?
  • საეკლესიო მოწყობა უკრაინაში, არ არის ჩვეულებრივი. მართლმადიდებელი ქვეყნების უმრავლესობაში არის ერთი ეკლესია. ერთ სახელმწიფოში ერთი ეკლესიის იდეა ასახავს მართლმადიდებელ ეკლესიოლოგიას, რომელიც ჩამოყალიბდა წარსულში, განსაკუთრებით შუა საუკუნეებში და მე ვიტყოდი, რომ ეს მოწყობა ნორმატიულია მართლამდიდებელ ქვეყნებში. ამ გაგებით ის არ არის ნორმატიული უკრაინისათვის, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით რომ არანორმალურია. “კანონიკური [ეკლესია]” ნიშნავს “ლეგიტიმურს”, ანუ მას, რომელიც აღიარებულია ეკლესიად სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ, რომლებიც აღიარებენ ერთმანეთს და არიან ერთმანეთთან თანაზიარებაში.
  • რამდენ ეკლესიაზე ვსაუბრობთ?
  • ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოში თხუთმეტ ეკლესიაზე. ზოგიერთ მათგანს მეთაურობს პატრიარქი, ანუ არიან საპატრიარქოები, ზოგიერთი კი საპატრიარქო არ არის, მაგრამ არის ავტოკეფალური ეკლესია. ამ გაგებით ავტოკეფალია, მართლმადიდებელი ეკლესიისათვის, ნორმალური სტატუსია და წარმოადგენს საეკლესიო ერთობის ერთადერთ ფორმას. ეს არის ეკლესიის მოწყობის ყველაზე ძველი და ყველაზე მიღებული ფორმა.

Read more »