უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის საბოლოო სიტყვა სასამართლო პროცესზე – “მე შევასრულე ჩემი მოვალეობა”
1988 წ.N10
უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის საბოლოო სიტყვა სასამართლო პროცესზე – “მე შევასრულე ჩემი მოვალეობა”
ავტორი: ისტორიის დოქტორანტი, დეკანოზი ილია ჭიღლაძე
წინამდებარე ნაშრომი ეძღვნება მეტად საინტერესო საკითხს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი ისტორიიდან, კერძოდ კი ჩვენი ეკლესიის შესწორებულ იულიუსის კალენდართან დამოკიდებულებას. როგორც ცნობილია იულიუსის კალენდარმა განიცადა ორი რეფორმა: პირველი რეფორმა ჩატარდა რომის პაპის გრიგორ XIII-ის მიერ XVI საუკუნეში (გრიგორიუსის კალენდარი), ხოლო მეორე რეფორმა (მართლმადიდებლებისათვის კი პირველი) – 1923 წელს, როდესაც შემოღებული იყო სერბი ასტრონომის მილუტინ მილანკოვიჩის მიერ შემოთავაზებული შესწორებული იულიუსის კალენდარი. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელს ხშირად არაზუსტად ”ახალ სტილადაც” მოიხსენებენ და საქართველოს ეკლესიის დოკუმენტებშიც ის ასეთი სახელწოდებით გვხდება ხოლმე, მაშინ როდესაც საუბარია შესწორებულ იულიუსის კალენდარზე. მართლმადიდებელი ეკლესიების დიდი ნაწილი (კერძოდ: კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, ელადის, კვიპროსის, რუმინეთის, ბულგარეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის, ამერიკის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები) ამჟამად იყენებს შესწორებულ იულიუსის კალენდარს. უფრო სწორედ კი, ეს კალენდარი გამოიყენება საეკლესიო უძრავი დღესასწაულების აღნიშვნისათვის, მაშინ როდესაც აღდგომა და მასთან მიბმული მოძრავი დღესასწაულები აღინიშნება იულიუსის ანუ ძველი კალენდრის და ალექსანდრიის პასქალიის გამოყენებით. სხვა ტერმინი რომ ვიხმაროთ, ხსენებული ეკლესიები ”შერეულ სტილზე” არიან. Read more »