Posts Tagged ‘ ხელდასხმა ’

ქალის დიაკვანად ხელთდასხმის უძველესი ფორმულა

მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე

Adobe Photoshop PDF

 

“სამოციქულო განწესებანი” (Διαταγαί τῶν ἁγίων Ἀποστόλων, Constitutiones Apostolorum) არის IV საუკუნის ქრისტიანული მწერლობის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, რომელსაც სურს მკითხველს გააცნოს მოციქულების მიერ იერუსალიმში გამართული კრების განწესებები და წარმოადგენს სხვადასხვა შედარებით ადრეული ძეგლების კომპილაციას (სირიული Didascalia Apostolorum – III ს.; დიდაქე – II ს.; იპოლიტესათვის მიწერილი Traditio Apostoloca III ს. და ა.შ.). ტექსტის რედაქტირება და კომპილაცია IV საუკუნის მეორე ნახევარში უნდა მომხდარიყო სირიაში (ზოგიერთი მოსაზრებით უშუალოდ ანტიოქიაში). წყარო რვა წიგნისაგან შედგება და წარმოადგენს სხვადასხვა კანონიკური და ლიტურგიული ხასიათის განწესებებს, რომელთა წარმოთქმასაც ტექსტის რედაქტორ-კომპილატორი მოციქულებს მიაწერს[1]: პირველი წიგნი ეთმობა ქრისტიანთა ქცევის ნორმებს, მეორე წიგნი – საეკლესიო იერარქიას, მესამე – ქვრივებს, მეოთხე – ობლებს, მეხუთე – მოწამეებს, მეექვსე – სქიზმებს, მეშვიდე – ქრისტიანულ მორალსა და ქრისტიანული ინიციაციის (ნათლობა) გარემოებებს, მერვე წიგნი კი შეიცავს ევქარისტიულ ლიტურგიას, ხელდასხმათა ლოცვებსა და 85 კანონს, რომელიც მოგვიანებით “მოციქულთა კანონების” სახელით ცალკე ძეგლად გამოეყოფა “სამოციქულო განწესებებს” და შევა მართლმადიდებელი ეკლესიის საერთო კანონიკურ კრებულში, რომელსაც “დიდი სჯულის კანონის” სახელით იცნობს ქართული საეკლესიო ტრადიცია[2].

Read more »