პირველი აფეთქება განხორციელდა ქალაქ ტანტაში, წმ. გიორგის სახელობის კოპტურ ქრისტიანულ ტაძარში, როდესაც მიმდინარეობდა სადღესასწაულო ღვთისმსახურება. აღნიშნული აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 27 ადამიანი, ხოლო დაშავდა 78-ზე მეტი.
მეორე აფეთქება მოხდა თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ, ამჯერად ქალაქ ალექსანდრიის წმ.მარკოზის სახელობის საკათედრო ტაძარში, რის შედეგადაც გარდაცვლილია 17, ხოლო დაშავებულია 48 ადამიანი. ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით აფეთქების დროს ტაძარში ასევე იმყოფებოდა ქრისტიანი კოპტების პატრიარქიც, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით ის არ დაშავებულა.
აფეთქების გეგმის მიხედვით, რაც შეიძლება დიდი უნდა ყოფილიყო მსხვერპლი, ამიტომ ტერაქტისთვის ბზობის დღესასწაული შეარჩიეს, მომხდარი დაგმო მუსლიმანური სამყაროს ლიდერებმა, ადგილობრივმა მუსლიმებმა დაშავებულთათვის სისხლი გაიღეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეგვიპტელი მუსლიმები მეჩეთებში შეიკრიბნენ და კოპტურ ეკლესიაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ქრისტიანებისთვის სისხლი გაიღეს. მათ ქალაქ ტანტაში ხმის გამაძლიერებლები გამოიყენეს, რათა მოქალაქეებისთვის სისხლის ჩაბარებისკენ მოეწოდებინათ, რადგან საავადმყოფოებში სისხლის მარაგი იწურებოდა.
ამას გარდა ამ დღეებში ქრისტიანი და მუსლიმი ეგვიპტელები ერთობლივად პატივს მიაგებენ მუსლიმან პოლიციელ ქალბატონს 55 წლის ნაგვა აბდელ – ალიმს, რომელიც დაიღუპა მაშინ, როცა ცდილობდა შეეჩერებინა ISIS-ის ტერორისტი ალექსანდრიის ქრისტიანულ ტაძარში შესვლისგან.
კოპტი ქრისტიანების განცხადებით ვერავინ შეძლებს მტრობა ჩამოაგდოს ეგვიპტელ ქრისტიან და მუსლიმ ძმებს შორის, ეგვიპტეში ქრისტიანთა რაოდენობა 10%-ს აღწევს, მათ შორის უმრავლესობა არის ე.წ. მიაფიზიტური ქრისტიანული მიმდინარეობის, რომლებიც არ აღიარებენ ქალკედონის კრების მიერ მიღებულ დოგმატს ქრისტეში ორ ბუნებას განკაცების შემდეგ .
კოპტ ქრისტიანებს სამძიმრის წერილით მიმართეს მსოფლიო რელიგიათა ლიდერებმა, მათ შორის ალექსანდრიის მართლმადიდებელმა პატრიარქმა თეოდოროს II მ , რუმინეთის პატრიარქმა დანიელმა, რუსეთის პატრიარქმა კირილემ