ტერმინისათვის “ლიტურგია”

 

msoflio_eklesia_

ავტორი: იეროდიაკვანი ლეონიდე ებრალიძე

ლიტურგია (ბერძ. Λειτουργία) – საერთო (სახალხო, საზოგადო) საქმე – კომპოზიტური ტერმინი, შედგენილია ბერძნული სიტყვებისაგან Λάος (ერი, ხალხი) და ἔργον (საქმე).

ელინურ ეპოქაში Λειτουργία იხმარებოდა ფართო მნიშვნელობით, დაწყებული მონათა მხრიდან ბატონისათვის გაწეული მომსახურების, დამთავრებული მეგობრისათვის გაწეული პატარა დახმარების მნიშვნელობით[i]. მოგვიანებით ტერმინმა შეიძინა კერძო პირისაგან საზოგადო სარგებლისათვის მსახურების მნიშვნელობა, შემდეგ კი იგი იძენს სახელმწიფოს, ან ღვთაების წინაშე გაწეულ საველდებულო სამსახურის მნიშვნელობას[ii].

სეპტუაგინტაში[iii] ტერმინი თითქმის გამონაკლისის გარეშე იხმარება ლევიტელთა მსახურების აღსანიშნავად (საერთო ჯამში 170-ჯერ) და თარგმნის ებრაულ Seret და Haboda -ს, მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ებრაული სიტყვები მიემართებიან ლევიტელთათვის განკუთვნილ კულტმსახურებას[iv].

სეპტუაგინტაში, მხოლოდ გამოსვლათა წიგნში Λειτουργία რვაჯერ არის გამოყენებული, პირველად 28-ე თავში, სადაც უშუალოდ სამღვდელო მსახურების დეტალებზეა საუბარი, შემთხვევითი არ არის, რომ გამოსვლათა წიგნის 28-ე თავი ასე იწყება: მიიახლოვე აარონი, შენი ძმა, თავის შვილებიანად ისრაელიანთაგან, რომ მღვდლობა გამიწიოს: აარონი და მისი შვილები: ნადაბი, აბიჰუ, ელიაზარი და ითამარი (გამოს. 28:1), სწორედ ამ კონტექსტში ვხვდებით პირველად ჩვენს ტერმინს სამოცდაათთა თარგმანში[v]:

κα σται Ααρων ν τ λειτουργεν κουστ  φων ατο εσιντι ες τ γιον ναντον κυρου κα ξιντι να μ ποθν.

იყოს იგი აჰარონზე მსახურებისას, რათა ისმოდეს მისი ხმა წმიდაში უფლის წინაშე შესვლისას და გამოსვლისას, რომ არ მოკვდეს.

et vestietur ea Aaron in officio ministerii ut audiatur sonitus quando ingreditur et egreditur sanctuarium in conspectu Domini et non moriatur.

და იყოს აჰრონ მსახურებასა შინა მისსა, ისმოდის ჴმაჲ მისი, შე-რა-ვიდოდის სიწმიდესა წინაშე უფლისა და გამო-რა-ვიდოდის, რათა არა მოკუდეს (გამოს.28:35).

 

თუმცა მას იშვიათი გამონაკლისების სახით სულიერი მსახურების მნიშვნელობითაც ვხვდებით:

ποταμς πυρς ελκεν μπροσθεν ατο χλιαι χιλιδες λειτοργουν ατ κα μριαι μυριδες παρειστκεισαν ατ κριτριον κθισεν κα ββλοι νεχθησαν.

ცეცხლის მდინარე მოედინებოდა და მის წინიდან გამოდიოდა. ათასი ათასეული ემსახურებოდა მას და ათი ათასეული იდგა მის წინაშე; დაჯდა მსაჯული და გადაიშალა წიგნები.

Fluvius igneus, rapidusque egrediebatur a facie eius. millia millium ministrabant ei, et decies millies centena millia assistebant ei: iudicium sedit, et libri aperti sunt.

მდინარე ცეცხლისაჲ იზიდვოდა, გამომავალი წინაშე მისსა, ათასნი ათასთანი ჰმსახურებდეს მას და ბევრნი ბევრთანი წარდგომილ იყვნეს წინაშე მისსა სამსჯავროს (დან.7:10).

ძველი აღთქმის ძველ ქართულ ვერსიაში (მცხეთური ხელნაწერი) ლიტურგია უმრავლეს შემთხვევაში სწორედ “მსახურებად” არის თარგმნილი.

ახალ აღთქმაში ტერმინი 15-ჯერ არის ნახსენები, სხვადასხვა მნიშვნელობით.

) საზოგადო მსახურების მნიშვნელობით, სამოქალაქო ხელისუფლების მორჩილების კონტექსტში:

δι τοτο γρ κα φόρους τελετε, λειτουργο γρ θεο εσιν ες ατ τοτο προσκαρτεροντες

წორედ ამისათვის იხდით ხარკს, ვინაიდან ისინი ღვთის მსახურები არიან და დღენიადაგ მიძღვნილნი არიან ამ საქმეზე.

Ideo enim et tributa praestatis: ministri enim Dei sunt, in hoc ipsum servientes.

ამისთჳს ხარკსაცა მისცემდით, რამეთუ მსახურნი ღმრთისანი არიან, ამისთჳსცა მოღუაწებასა განკრძალულ არიან (რომ. 13:6).

ბ) ძვ. აღთქმის (კონკრეტულად ზაქარიას) სამღვდელო მსახურების აღსანიშნავად:

κα γένετο ς πλήσθησαν α μέραι τς λειτουργίας ατο πλθεν ες τν οκον ατο.

მისი მსახურების დღენი რომ დასრულდა, შინ დაბრუნდა.

Et factum est ut impleti sunt dies officii eius, abiit in domum suam.

და ვითართცა აღესრულნეს დღენი იგი მსახურებისა მისისანი, წარვიდა სახიდ თჳსა (ლკ. 1:23).

გ) ქრისტეს სამღვდელმთავრო მისიის, სამღვდელმთავრო მსახურების აღსანიშნავად:

τν γίων λειτουργς κα τς σκηνς τς ληθινς, ν πηξεν κύριος, οκ νθρωπος.

ის არის მსახური წმიდაიში და ჭეშმარიტი კარვისა, უფალმა რომ ააშენა და არა ადამიანმა.

sanctorum minister, et tabernaculi veri, quod fixit Dominus, et non homo.

წმიდათა მსახური და კარვისა მის ჭეშმარიტისაჲ, რომელი აღაშენა უფალმან და არა კაცმან (ებრ. 8:2 [Cf. ებრ. 2:6]).

მაშინ, როდესაც ამავე ეპისტოლეში ქრისტეს, როგორც მელქისედეკის წესით მღვდლის მსახურება შედარებულია ძველი აღთქმის მღვდელთა მსახურებასთან, ქრისტეს მსხვერპლი ძველი აღთქმის მღვდელთა მსხვერპლთან:

Κα πς μν ερες στηκεν καθ’ μραν λειτουργν κα τς ατς πολλκις προσφρων θυσας, ατινες οδποτε δνανται περιελεν μαρτας .

მღვდლები კი დგანან ყოველდღიურ მსახურებად და მრავალგზის სწირავენ ერთსა და იმავე მსხვერპლს, რომელთაც არ ძალუძთ ცოდვების მოსპობა.

Et omnis quidem sacerdos praesto est quotidie ministrans, et easdem saepe offerens hostias, quae numquam possunt auferre peccata.

და ყოველი იგი მღდელი დგან დღითი დღე მსახურებასა მას და მათვე მსხუერპლთა შესწირავნ მრავალ-გზის, რომელნი-იგი არასადა შემძლებელ არიან აჴოცად ცოდვათა (ებრ. 10:11).

დ) მოციქულ პავლეს სამოციქულო მსახურების (ქრისტიანთა სულიერი ღვაწლის) მნიშვნელობით:

ες τ εναί με λειτουργν χριστο ησο ες τ θνη, ερουργοντα τ εαγγέλιον το θεο, να γένηται προσφορ τν θνν επρόσδεκτος, γιασμένη ν πνεύματι γί.

რომ ვიყო იესო ქრისტეს მსახური წარმართებთან და ღვთის სახარების მღვდელმსახური, რათა მისაღები გახდეს წარმართთა შესაწირი, სულიწმიდის მიერ განწმედილი.

ut sim minister Christi Iesu in gentibus: sanctificans Evangelium Dei, ut fiat oblatio gentium accepta, et sanctificata in Spiritu Sancto.

რაჲთა ვიყო მე მსახურ იესუ ქრისტესა წარმართთა მიმართ, მღდელობის მოღუაწე სახარებისა მის ღმრთისა, რაჲთა იყოს მსხუერპლი იგი წარმართთაჲ შეწირულ და განწმედილ სულითა წმიდითა (რომ. 15:16 [Cf. ფილიპ. 2:17]).

ე) ღვთის წინაშე ანგელოზთა მსახურების აღსანიშნავად:

οχ πντες εσν λειτουργικ πνεματα ες διακοναν ποστελλμενα δι τος μλλοντας κληρονομεν σωτηραν;

განა ყველანი მომსახურე სულები არ არიან, მათთვის სამსახურად წარმოგზავნილნი, ვინც გადარჩენა უნდა დაიმკვიდროს?

Nonne omnes sunt administratorii spiritus, in ministerium missi propter eos, qui haereditatem capient salutis?

ანუ არა ყოველნივე არიანა მოხარკე სულებ, მსახურად მოვლინებულ მათთჳს, რომელთაჲ-იგი დამკჳდრებად არს ცხორებაჲ? (ებრ.1:14).

ვ) იერუსალიმის ეკლესიისათვის გაწეული მატერიალური დახმარების აღსანიშნავად:

εδκησαν γρ, κα φειλται εσν ατν· ε γρ τος πνευματικος ατν κοιννησαν τ θνη, φελουσιν κα ν τος σαρκικος λειτουργσαι ατος.

ინებეს და მოვალენიც არიან მათ წინაშე. ვინაიდან, თუ წარმართები ეზიარნენ მათ სულიერში, ხორციელად უნდა მოემსახურონ მათ.

Placuit enim eis: et debitores sunt eorum. Nam si spiritualium eorum participes facti sunt gentiles, debent et in carnalibus ministrare illis.

ჯერ-იჩინეს და თანამდებცა არიან მათა. რამეთუ უკუეთუ სულიერთა მათ თანა-ეზიარნეს წარმართნი, თანა-აც და ჴორციელთა მათ შინა მსახურებად მათდა (რომ. 15.27; [Cf. 2კორ. 9:12; ფილიპ. 2:25,30]).

ზ) ქრისტიანული კულტმსახურების მნიშვნელობით (ერთადერთხელ ახალ აღთქმაში):

λειτουργούντων δ ατν τ κυρί κα νηστευόντων επεν τ πνεμα τ γιον, φορίσατε δή μοι τν βαρναβν κα σαλον ες τ ργον προσκέκλημαι ατούς.

უფლის მსახურებასა და მარხვაში იყვნენ ისინი, რომ უთხრა მათ სულიწმიდამ: “გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმისთვის, რისთვისაც მოვუწოდე”.

Ministrantibus autem illis Domino, et ieiunantibus, dixit illis Spiritus Sanctus: Segregate mihi Saulum et Barnabam in opus ad quod assumpsi eos.

და ვიდრე-იგი ჰმსახურებდეს უფალსა და იმარხვიდეს, ჰრქუა მათ სულმან წმიდამან: გამომირჩიენით მე ბარნაბა და სავლე საქმესა, რომელსა მე უწოდი მათ (საქ. 13:2).

სავარაუდოდ წმ. წერილში ქრისტიანული კულტმსახურების მნიშვნელობით “ლიტურგიის” ხმარებისაგან თავშეკავება გამოწვეულია იუდაური ლიტურგიისაგან გამიჯვნის ხაზგასმით.

ძველი აღთქმის წიგნთა ძველი ქართული თარგმანის დარად ახალი აღთქმის წმ. გიორგი მთაწმინდელის რედაქციაში “ლიტურგია” “მსახურებად” არის თარგმნილი, გამონაკლისს წარმოადგენს ებრ. 1:14 (მოხარკე). ქართული თარგმანის დარად კი (მიუხედავად იმისა, რომ ლათინურ ენაში წმ. წერილის თარგმნასთან ერთად, უამრავი ბერძნული სიტყვა უთარგმნელად გადავიდა), ვულგატაში[vi] არცერთხელ არის გადატანილი ბერძნული ტერმინი, როგორც წესი ის ითარგმნება როგორც ministerium, სხვა შემთხვევებში როგორც officium, ritus, munus და სხვ. ვულგატაში მოცემულმა თარგმანებმა თავისთავად ლათინური ლიტურგიული ტერმინოლოგია განსაზღვრა და თითოეული მათგანი დღემდე ხმარებაშია.

აღსანიშნავია, რომ პოსტაპოსტოლურ ქრისტიანულ ლიტერატურაში მაინც ვხვდებით ტერმინის ვარიაციულ გამოყენებას, მიუხედავად იმისა, რომ იგი დროთა განმავლობაში უფრო და უფრო კრისტალირდება როგორც ქრისტიანული ღვთისმსახურების აღმნიშვნელი, წარმოდგენილ ვარიაციათაგან ძირითადია[vii]:

ა) ძველი აღთქმის კულტმსახურების მნიშვნელობით, 1 Clem 32,2; 40,2;

ბ) გულმოწყალებით შთაგონებული რელიგიური პრაქტიკის მნიშვნელობით, Haermae Pastor sim. 5,3,8;

გ) ღმერთის მსახურების მნიშვნელობით, 1 Clem 34,5; Haermae Pastor sim. 7,6; sim. 9, 27, 3;

დ) კრებულში თითოეულისათვის მიცემული მსახურების მნიშვნელობით, 1 Clem 41, 1;

ე) ეპისკოპოსის, პრესვიტერისა და დიაკვნის მსახურების მნიშვნელობით, Didache 15,1; 1 Clem 44, 2-6; Eusebius, Historia ecclesiastica, 3,13.34; Constitutiones Apostolorum 8, 4,5; 8,18,3;

მიუხედავად ამ მცირე ვარიაციებისა, მალევე, პოსტაპოსტოლური ეპოქის ქრისტიანულ მწერლობაში ტერმინი იმკვიდრებს თავის ადგილს, ისე მყარად, რომ მას დღემდე არ გამოსჩენია კონკურენტი.

როგორც უკვე ვთქვით, წმ. წერილის ლათინურ თარგმანში Λειτουργία არ გადმოსულა ბერძნული ფორმით, შესაბამისად ადრეულ ლიტურგიულ ტექსტებში ის არც გამოიყენებოდა, მეორეს მხრივ ბიზანტიურ – ორთოდოქსულ გარემოში ტერმინის მნიშვნელობამ ატროფია განიცადა და ხალხურ ცნობიერებაში დამკვიდრდა როგორც ევქარისტიული ძღვენის სინონიმი, ხშირად მისი ევქარისტიულობის მსაზღვრელი ზედსართავის “საღმრთოს” გარეშეც კი (Θεία Λειτουργία – საღმრთო ლიტურგია).  მოცემული ატროფია აისახა  ევქარისტიისათვის განკუთვნილ საღვთისმსახურო წიგნებზეც, უკვე XII საუკუნიდან მოყოლებული იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება წიგნის პირველი სიტყვიდან ἡ λειτουργἰα – ნაწარმოები სათაური λειτουργιάριον ან λειτουργικόν[viii]. ლიტურგიული მეცნიერების განვითარებასთან ერთად, ტერმინს ნელნელა დაუბრუნდა თავისი ყოვლისმომცველი მნიშვნელობა და დღეს თვინიერ “საღმრთო ლიტურგიისა” სხვადასხვა ენაზე გამოცემულ ლიტერატურაში, შევხვდებით ასევე, “ჟამნთა ლიტურგიას”, “ნათლობის ლიტურგიას”, “ჯვრისწერის ლიტურგიას” და ა.შ. თუმცა ქართულ პრაქტიკაში ჩვენი ტერმინის ატროფიის პრობლემა დღემდე დგას.

1558 წელს გ. კასანდერმა (G., Cassander) გამოსცა წიგნი სახელწოდებით: Liturgica de ritu et ordine dominicae caenae, quim celebrationem Graeci liturgiam, Latini missam appelarunt. პირველად ლათინურენოვან სივრცეში სიტყვა ლიტურგია სწორედ ამ წიგნის სათაურით შემოდის და როგორც ვხედავთ, სათაურის დასაწყისში, ის არა არსებითი სახელით არის წარმოდგენილი, არამედ ზედსართავი სახელის ნეუტრ. ფორმით: Liturgica. ლათინურის დარად ბერძნულშიც Λειτουργική – ზედსართავი სახელია, ნაწარმოები არსებითი სახელიდან Λειτουργία. რუსულენოვან სივრცეში (და რუსულის გავლენით ქართულშიც) ლიტურგიული მეცნიერების აღსანიშნავად შემოვიდა ტერმინი “ლიტურგიკა” (Литургика) – რაც მცდარი უნდა იყოს. ანუ თუ ლათინურ ფორმაში ფრაზა “ლიტურგიული მეცნიერება” ჟღერს როგორც “Scientia Liturgica” სადაც ზედსართავი სახელი Liturgica ნაწარმოებია არსებითი სახელიდან Liturgia, ქართულში არსებითი სახელიდან “ლიტურგია” ზედსართავი სახელის საწარმოებლად არ არის საჭირო “კა” სუფიქსის დამატება, არამედ მიიღებს ფორმას “ლიტურგიული” (როგორი?). ვფიქრობთ სწორედ ამ ლათინური ფორმის კალკი უნდა იყოს “ლიტურგიკა” – კონკრეტული დისციპლინის სახელად ქცეული ზედსართავი სახელი, რომელსაც საზღვრული (Scientia) დაეკარგა.

 

[i] Cf. Sartore, D. – Triacca, A.M. – Cibien, C. – Sartore, D., Liturgia, Cinisello Balsamo, 2001,

[ii] Cf. Scientia liturgica. 1, 1, Casale Monferrato 1998, გვ. 17;

[iii] სეპტუაგინტა (LXX) – ძველი აღთქმის უძველესი ბერძნული თარგმანი, დაწყებული პტოლემე II-ის ბრძანებით დაახლოებით ქრისტემდე 250 წელს ეგვიპტის ალექსანდრიაში (რის გამოც მას, აგრეთვე, ალექსანდრიულ ვერსიასაც უწოდებენ) და დასრულებული, სავარაუდოდ, ქრისტემდე 150 წელს. მისი სახელწოდება უკავშირდება ლეგენდას, რომლის თანახმადაც თარგმანი 72 იუდეველმა 72 დღეში შეასრულა. სეპტუაგინტამ მცირე ხანში მოიპოვა ავტორიტეტი. ძველი აღთქმის ციტირებისას ახალი აღთქმის ავტორები სწორედ სეპტუაგინტის ტექსტს ანიჭებენ უპირატესობას. (Cf. პეტროზილო, პ., ქრისტიანობის ლექსიკონი, იტალ. თარგმ. სააკაშვილი, მ., რედ. ღაღანიძე, მ., თბილისი 2011).

[iv] Cf. Dizionario teologico interdisciplinare. 1. 1., Torino 1977, გვ. 68.

[v] წმ. წერილის კომპარაციისათვის ციტატებს განვალაგებთ შემდეგი მიმდევრობით: ბერძ. ძველი აღთქმის წიგნებისათვის სეპტუაგინტა, ახ. აღთქმის წიგნებისათვის ახალი ქართული თარგმანი (ახალი გადამუშავებული გამოცემა), ვულგატა, ძველი ქართული თარგმანი (“მცხეთური ხელნაწერი” – გიორგი მთაწმინდელი), ტექსტებისათვის იხ. http://holybible.ge/

[vi] ვულგატა – ბიბლიის ლათინური თარგმანი, რომელიც 383-406 წლებში, პაპ დამასუს I – ის დავალებით, წმიდა იერონიმემ შეასრულა. მრავალი საუკუნის მანძილზე, ვატიკანის II კრების მიერ გატარებულ ლიტურგიულ რეფორმამდე, ვულგატა ლათინური ეკლესიის ოფიციალური ტექსტი იყო, შემდეგ ტექსტი გადაიხედა და ნეოვულგატის სახელით გამოიცა. (Cf. პეტროზილო, პ., ქრისტიანობის ლექსიკონი, იტალ. თარგმ. სააკაშვილი, მ., რედ. ღაღანიძე, მ., თბილისი 2011).

[vii] Cf. Dizionario teologico interdisciplinare. 1. 1., Torino 1977, გვ. 69.

[viii] Cf. Дмитриевский, А., Служебник — книга таинственная: (По поводу сужденийо ней в новейшей художественной литературе): Публичное чтение,  Труды Киевской духовной академии 10, 1903, გვ. 191;

 

 

Print Friendly

Tags: ,

Comments are closed.