ავტორი – მოსკოვის სასულიერიო აკადემიის პროფესორი ალექსეი ოსიპოვი

სპეციალურად საიტისთვის რუსულიდან თარგმნა ნინო ჯანჯღავამ

მიზეზი იმისა, რომ მე ღვიძლის ცეროზი მაქვს, მარტივი აღმოჩნდა –  მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ბევრი სპირტი დავლიე. ვსვამ, ვსვამ, ვსვამ ბოლოს კი, ღვიძლის ცეროზი და ვამბობ: „ეჰ, ეს ღმერთმა დამსაჯა!“

ნუთუ ღმერთმა დამსაჯა? არა, რა თქმა უნდა! მაგრამ ამას ჩვენ ვხედავთ. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მე ავადმყოფობის მიზეზი ვიცი. როდესაც ადამიანი იტყუება, ვერაგობს, თვალთმაქცობს, იპარავს (უკვე არ ვამბობ იმას, რომ კლავს. მე ვიძახი ისეთ მოვლენებზე, რომლებიც უხილავია სხვებისათვის), გმობს, თავს იკატუნებს, ცბიერობს – ამას ვერავინ ხედავს, ყველაფერი მასში ხდება. გარეგნულად წესიერი ადამიანი ვარ, ჩემი ქმედებანი უნაკლოა. და შიგნით რა? ასე იყოს, სხვები ვერ  ხედავენ, მაგრამ საშინელებაა, რომ მე ვხედავ. და მაშინ როდესაც მე მემართება რაღაცა, რასაც ჩვენ ნაღველს და ტანჯვას ვარქმევთ, მე გაკვირვებული ჩემს თვალებს ზეცისკენ აღვაპყრობ და ვიძახი: „ღმერთო,მე რისთვის დამსაჯე?! მე, ასეთი სუფთა და მშვენიერი!“

ეს სისუფთავე და მშვენიერება, თეოდორ მიხეილის ძე დოსტოევსკის, მშვენივრად ქონდა ნაჩვენები, ჩემი აზრით „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“-ში თავადის პირით, რომელმაც წარმოთქვა ასეთი არაჩვეულებრივი სიტყვები, იმ არსის გამომხატველი,  რომელიც მდებარეობს ჩვენში. „ოჰ, ის რომ გაიხსნას, რაც ადამიანშია ან ადამიანმა გახსნა, ის რაც მასშია, ეს ისიც კი არ არის, რისი გამხელაც სხვებისათვის შეუძლია და არც ის, რისი გამხელაც თავის ყველაზე ახლობელ ადამიანებთანაც კი არ უნდა და არც ის, რასაც თავის თავთან გაამხელდა. ოჰ, ეს რომ მართლა გაიხსნას, მსოფლიო იმისთანა სიმყრალით აივსებოდა, რომ ცხოვრება შეუძლებელი გახდებოდა“.

ჩვენ რომ ჩვენს სულიერ სამყაროს, ჩვენს აზრებს, ჩვენს ფიქრებს, განწყობას, მღელვარებას ცოტათი ყურადღებით მოვეპყროთ,  ვფირქობდეთ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაზე, გვახსენდებოდეს ჩვენი წყენა, შური, თავმოყვარეობა, ალბათ ეს სიტყვები თავში არ მოგმივიდოდა: „ღმერთო, რატომ მსჯი მე?“

თურმე, ობიექტურად არსებობს კანონი, რომელთა დარღვევაც ჩემს თავზე შესაბამის უბედურებებს იწვევს. ამასთანავე ფიზიკურ, მატერიალურ, უხეშ სამყაროში მიზეზი და შედეგი თვალსაჩინოა: ადამიანი სვამს, რის შედეგადაც ავად ხდება, ადამიანი ვარდება სიმაღლიდან – იტეხავს ხელებს და ფეხებს. ხოლო, როდესაც ჩვენ ეს მოვლენები გადაგვაქვს სულიერ სამყაროში მათ მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად სხვაგვარი ხდება.

როდესაც ჩვენ სულიერ სამყაროში შევდივართ, უფრო სწორედ რომ ვთქვათ,  თავისუფლების სამყაროში შევდივართ. თუკი თავში ყოველი სულელური აზრის მოსვლის დროს მე რაიმე მომხვდება, ამის შემდეგად ვიფიქრებ, რომ ასეთი აზრები თავში აღარ მომივიდეს, ამ შემთხვევაში მე მონა ვიქნებოდი და არა ადამიანი. ადამიანი ღვთის სახეა და ამ ღვთიური სახის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის მისი თვისუფალი დამოკიდებულება სიკეთისა და ბოროტებისადმი, როგორც გარეგანი ასე შინაგანი.

მაშ ასე, მე თავისუფლება მაქვს, მაგრამ უნდა ვიცოდე, რომ მე ჩემი სულელური აზრებით ღმერთს კი არ შეურაცხვყოფ, არამედ ჩემი არსებობის ობიექტურ კანონს ვარღვევ. ხოლო ბუნების კანონის დარღვევას სავალალო შედეგები მოყვება. აი, რა ხდება. აი, საიდან იბადება ჩვენი სამყაროს მწუხარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საიდანაა ეს? ხანდახან ეს მწუხარება ძალიან უცნაურია, ხშირად არის, რომ ადამიანს ყველაფერი კარგადა აქვს, მაგრამ სიმშვიდე არა აქვს. იგი მოწყენილი და დადარდიანებულია, ის ადგილს ვერ პოულობს, სულში სასოწარკვეთილება აქვს. საიდან არის ეს ყველაფერი? ყველაფერი იქიდანვეა. როდესაც კანში ბევრი ხიჭვი გერჭობა, მთელი ტანის ქავილი გეწყება. მაშ ასე, ყოველი მწუხარების მიზეზი ჩვენი ყოფიერების ობიექტური სულიერი კანონების დარღვევიდანაა. და თუ გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ეს კანონები თავად უფალია. ჩვენ ღმერთს ჩვენი ცოდვებით არ შეურაცხვყოფთ. მისთვის შეურაცხყოფის მიყენება ჩვენ არ შეგვიძლია. სხვაგვარად ის ყველაზე შეურაცხყოფილი იქნებოდა, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ვცოდავთ. უფალს არ შეურაცხვყოფთ, მაგრამ ჩვენს თავს ჭრილობებს ვაყენებთ იმით, რასაც ქვია ცოდვა.

მაშ ასე, განვიხილოთ უცოდველთა ტანჯვის საკითხი

გასაგებია უკვე ის, რომ ჩვენ ჩვენივე ცოდვების გამო ვიტანჯებით. და ახალშობილები? მართალი ადამიანები? ეს კითხვა ბევრს უჩნდება და ბუნებრივია, რომ კრთები, იმიტომ რომ ეს იმ წამსვე პროტესტს იწვევს. პროტესტის მთავარი კითხვაა – რისთვის იტანჯება უდანაშაულო? თქვენს ყურადღებას საკითხის  დაყენებისკენ მივაპყრობ. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულებით და იურიდიული წესრიგით, სამართლიანობის გაგებაზე დაყრდნობით გავარჩიოთ. უფრო სწორედ გავარკვიოთ მოვლენა სამართლიანია თუ არასამართლიანი. ვიღაც ციხეში გაუშვეს – რისთვის? ის ხომ უდანაშაულოა. ჩვენ ვკრთებით. ყაჩაღი კი საპყრობილის მიღმა დატოვეს. ის ხომ არამზადაა! ყველაფერს ჩვენ ვაფასებთ სამართლიანობის თვალსაზრისით.

გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენი შემეცნების დონეს ყოველთვის ვადაბლებთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთელი ჩვენი ყოფიერება სამართლიანობის პრინციპს ეფუძნება. და ეს ნუ გაგიკვირდებათ. მთელი ქრისტიანობამდელი პერიოდის ცნობიერება და სამწუხაროდ, თანამედროვე ქრისტიანული მსოფლიოც თავის ნიშნულებს უფლებრივ იურიდიულ საფუძვლებზე აგებს, რეალურად კი ეს კანონი არ არის პირველადი, ეს კანონი არ წარმოადენს საფუძველს. სხვათა შორის, იუდაიზმში – ძველი აღთქმის რელიგიაში, მუსულმანურ რელიგიაში (არაფერს ვიტყვი წარმართობაზე) ღმერთსა და ადამიანს შორის ურთიერთობის ძირითადი პრინციპი – ეს არის სამართლიანობის პრინციპი. ეს რელიგიები სწორედ მასზე არიან დაყრდნობილები.

ამ პრინციპის თვალთახედვით ისმება სწორედ კითხვა მართალთა ტანჯვის შესახებ. მთავარი შეცდომა აქ სწორედ რომ საკითხის დაყენებაშია. რომელია ყოფიერების მთვარი პრინციპი? ყოფიერების მთვარი პრინციპი ქრისტიანობამ გახსნა. ეს უხილავი იყო ქრისტიანობამდე. ეს არასდროს არავინ იცოდა. ყოფიერების მთავარი კანონი კი სიყვარულია და არა სიმართლე. ისააკ ასური წერს: „იქ, სადაც შურისძიებაა, არ არის სიყვარული, სადაც სიყვარულია იქ არ არის შურისძიება“. დიდებული ნათქვამია. სამართლიანობა და სიყვარული შეუთავსებელი ცნებებია. სადაც სიმართლეა იქ არ არის სიყვარული. თქვენ არ გეგონოთ, რომ სიყვარული ანგრევს სიმართლეს ან სიმართლე ანგრევს სიყვარულს. არა, არა! ამაში სხვა აზრია ჩადებული.

მე ხშირად მიწევს ასეთი მაგალითის მოყვანა: დედა ცეცხლწაკიდებულ სახლში შედის, სადაც ბავშვს თვისი სიცოცხლის ფასად გადაარჩენს. სამართლიანად მოიქცა თუ არა დედა, რომ დაიღუპა? ყველანი მხრებს აიჩეჩავენ და მეტყვიან: „უკაცრავად, როგორაა საკითხი დაყენებული? რა შუაშია აქ სამართლიანობა და უსამართლობა? ის დაიღუპა, რომელ სამართლიანობაზეა აქ საუბარი? თქვენ რა? ჭკუიდან გადახვედით? ის სიყვარულისათვის დაიღუპა. ის არც ფიქრობდა, რომ თავს წირავდა ბავშვის გადასარჩენად. და რა შუაშია აქ სიმართლე?“ ქრისტე, ალალმართალი უსამართლო ადამიანებისათვის დაისაჯა. მთელი რიგი წმინდა მამებისა ერთი და იგივე აზრს იმეორებენ: ჩვენ რომ ღმერთი სამართლიანად მოგვქცეოდა ჩვენ უკვე დიდი ხნის წინ ფერფლად ვიქნებოდით ქცეულნი, ან ჯოჯოხეთურ ტანჯვაში ვიქნებოდით. ის რომ სამართლიანი ყოფილიყო ჩვენს მიმართ.

ეს კანონი ჩვენს სამეფოში არ მეფობს. ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია მართალთა და უდანაშულოთა ტანჯვა გავიგოთ, ანუ ბავშვების ტანჯვა. როგორ შეიძლება ამის გაგება?

ქრისტიანობამ კიდევ ერთი აზრი გახსნა, რომელზეც კაცობრიობა ოცნებობდა. ქრისტიანობამ განსაცვიფრებელი აზრი გამოთქვა: აღმოჩნდა, რომ ჩვენ ყველა, განურჩევლად იმისა გვიყვარს თუ არა ერთმანეთი, მოგვწონს თუ არა ერთმანეთი, ყველა შემთხვევაში ჩვენ წარმოვადგენთ ერთ ცოცხალ ორგანიზმს. და როგორ ძალიანაც არ უნდა ეზიზღებოდეს ჩემს თვალს ჩემი ხელი, იმიტომ რომ ის ხანდახან ძალიან მაგრად სრესს ამ თვალს, აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი საჭიროა ორგანიზმისათვის. ორგანიზმისათვის შეუძლებელია იყოს ერთი ნაწილის ან მეორის გარეშე. და მეტიც, ეს თვალი და ეს ხელი  უხილავად ერთმანეთზეც ზრუნავენ.

დიდებული ჭეშმარიტება – ეკლესია ქრისტეს სხეულია. სამყაროს ცენტრს ეკლესიის ორგანიზმი წარმოადგენს. ეკლესიის ქვეშ ვგულისხმობ არა მხოლოდ ქრისტიანს, რომელმაც მიიღო ნათლობა. აქ მე მოვიაზრებ ყველა იმ მორწმუნის მთლიანობას სული წმინდაში, რომლების ესწრაფვიან ბიბლიის მიხედვით ცხოვრებას. ეს მხოლოდ მორწმუნეთა შეკრება არაა, ეს არის იმ მორწმუნეების ერთიანობაა სულიწმინდაში, რომლებიც ბიბლიით ცხოვრებას გულწრფელად ესწრაფვიან. სწორედ ამით ერთიანდებიან ისინი სულიწმინდაში. ყოველი მორწმუნის სულიწმინდასთან ზიარება განპირობებულია ღვთის მიმართ მისი ეჭვის ხარისხით. ყველა ქრისტიანი იმდენად არის ეკლესიის ნაწილი, რამდენადაც იგი სულიწმინდასაა ნაზიარები. როდესაც ეს ზიარება მინიმალურია, ის ნაკლებად ჩანს. ზოგჯერ ის შესაძლოა იყოს ძალიან დიდი გაქანების და სწორედ ასეთ ქრისტიანებზე ვსაუბრობ – ანტონი დიდი, არსენ დიდი. ზიარების სიდიდე განსხვავებულია. ჩვენ, ქრისტიანები, სხვადასხვა ხარისხში, მაგრამ ნაზიარებნი ვართ სულიწმინდას. იმ დონეზე ვართ ნაზიარები რა დონეზეცაა ჩვენი ეჭვი მის მიმართ. ადამიანები და არა მხოლოდ ქრისტიანები სამყაროს ერთ მთლიან ორგანიზმს წარმოადგენენ. ჩვენ ყველანი ამ დიდი სამყაროს უჯრედები ვართ. აქვე აღვნიშნოთ, რომ ერთ ორგანიზმს უჯრედების სხვა სახის ერთობლიობა გააჩნია, ხოლო მეორე ორგანიზმს, ცხადია, განსხვავებული. არის შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმის უჯრედების დაჯგუფება ძალიან ჰგავს მეორე ადამიანის ორგანიზმის უჯრედების დაჯგუფებას და სწორედ ამის შედეგია, რომ ასეთი ორგანიზმის მქონე ადამიანები მეტად კარგად უგებენ ერთმანეთს.

ხომ გაგიგიათ ეს ფრაზა: „ოჯახი პატარა ეკლესიაა“. ოჯახში ადამიანები ერთმანეთთან განსაკუთრებით ახლოს არიან. მათ უნდათ ეს თუ არა შეერთებულები არიან ერთმანეთთან. მშობლებისაგან შვილებს მემკვიდრეობით ბევრი რამ გადაეცემათ. მათ კოლოსალური რაოდენობის ძაფი აერთიანებთ.

იმედია თქვენთვის უკვე გასაგებია როგორ გაგრძელდება ჩვენი საუბარი. ცნობიერად თუ არაცნობიერად ჩვენ ერთმანეთს განვიცდით. როდესაც ურთიერთგანცდა გაცნობიერებულად ხდება, თანავუგრძნობთ ადამიანს, ეს სულიერი ნიჭია. თუკი რაიმეს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ადამიანს შევუმციროთ ტანჯვა, ესეც გაცნობიერებული თანაგანცდაა. მაგრამ ჩვენ, როგორც აღმოჩნდა, შეგვიძლია ერთმანეთს გაუცნობიერებულადაც თანავუგრძნოთ.

აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი. ავიღოთ მაგალითად ლაშქრობა. ჯგუფი მიდის. ყველა თავის საზურგე ჩანთას ატარებს. ჩანთით და კომპასით ოდესმე ლაშქრობაში თუ ყოფილხართ? იქ ყოველწამს მოულოდნელობები ხდება. მაგალითად გაივლი ას მეტრს და ნახავ, რომ საითაც გინდოდა იქით არ წავედით. მერე კიდევ ცდით. უცებ ვიღაცას ფეხი გადაუტრიალდება და მისი ჩანთის ტარება იმას მოუწევს, რომელიც უფრო ძლიერია. სუსტს ეტყვიან – გახსენი შენი ჩანთა, ამოალაგე ყველაფერი. ძლიერს კი შესთავაზებენ – შენ ძლიერი ხარ შენ მეტს დაგიდებთ. მერე კი ჩვენ ვიღებთ იმის ჩანთასაც კი ვინც ჯოხით მოდის, ვინაიდან ის კოჭლობს.

ბავშვი სულიერ პლანში ყველაზე ჯანმრთელი არსებაა. ჯერ ლაქების გარეშე, ჯერ არასწორი სულიერი მოქმედებებით დაუმძიმებელი, რასაც ჩვენ ცოდვას ვეძახით. თქვენ როდესმე თუ მიგიქცევიათ ყურადღება იმისათის, რომ გმირები ადამიანებისათვის იღუპებიან. წმინდა ადამიანები სიმართლეს მეფეს პირში ეუბნებიან, ამხილებენ  ძალაუფლებას. მათ ამის ძალა გააჩნიათ. ყოველთვის წუხან და რისკზე მიდიან მხოლოდ საუკეთესო ადამიანები. საუკეთესოები – უფრო სწორად რომ ვთქვათ, ისინი სულიერად ყველაზე ჯანმრთელები არიან. ბავშვები ამიტომ იტანჯებიან. იმიტომ ხდება ასეთი უდანაშაულო ტანჯვა, რომ მათ ყველაზე სუფთა, ბავშვური წმინდა სული აქვთ, რომელსაც ძალუძთ ატარონ ის ტანჯვა, რომელიც ბუნებრივად მომდინარეობს მათი მშობლებიდან, მათი ახლობლებისა და ნათესავებისაგან. მათ ეს შეუძლიათ! რატომ? იმიტომ, რომ ისინი საუკეთესოები არიან.

იტყვით: „ისინი ხომ ამას ვერ აცნობიერებენ!“ ჩვენ პირდაპირ ვიტყვით – ვერა. თქვენ ყველაფერს მარადიული ცხოვრების თავლსაწიერიდან უნდა უყუროთ. ის ყრმა, რომელმაც სხეული შეიმოსა აქ ყველაფერს აცნობიერებს. მას ეს შემეცნება ღმერთმა მისცა, ნიჭი, რომ ეთანაგრძნო მისი საყვარელი ადამიანისათვის. რისი საშუალებითაც  ღვთისაგან მისმა სულმა დაუსრულებელი სიკეთე და მადლი მიიღო.

თქვენ წაიკითხავთ ძველ რომანებს, სადაც ახალგაზრდების სიყვარული დიდებულადაა აღწერილი. თუ როგორ არიან ისინი მზად იმისათვის, რომ გასწირონ თავები ერთმანეთისათვის. გაიხსენეთ „აიდა“, როგორ ამოქოლავენ ერთმანეთის მოყვარე ადამიანებს. აი, როგორი სიყვარულის ძალაა აქ ნაჩვენები. მაგრამ ეს ყველაფერი შესაძლოა იყო მხოლოდ ძალიან სუფთა ადამიანებში, რომელთაც არ იცოდნენ ის საშინელი სიტყვა, რომლის წარმოთქმა მე ასე ძალიან არ მინდა. რაღაცა საშინელებაა! როგორ აბინძურებენ ყველას. ეს არ იცოდნენ წმინდა სულებმა და მათ მართლაც რომ შეეძლოთ ეთანაგრძნოთ საყვარელი ადამიანებისათვის, მიდიოდნენ სიკვდილზე, სატანჯველად და ყველაფერზე მიდიოდნენ, ოღონდაც საყვარელ ადამიანთან ყოფილიყვნენ. როგორ მადლიერებასა და სიხარულს აღავლენენ ღვთის წინაშე ეს ბავშვები, რომლებიც დაიტანჯნენ თავიანთი მშობლებისა და ახლობლებისათვის. არცერთი ბავშვის ტანჯვა მარადიული ცხოვრების თვალსაწიერიდან არ გადის უკვალოდ. აი, სწორედ ასე ისინი ჩვენს ტანჯვას თვიანთ თავზე იღებენ.

რას ნიშნავს როდესაც ჩვენ ვუთანაგრძნობთ? სატანჯველის ნაწილს ჩვენ რეალურად ჩვენს თავზე ვიღებთ. მიაქციეთ ყურდღება ავადმყოფს როგორ ეხმარება ის მომენტი მას, როდესაც მის გარშემო მისი მოსიყვარულე ადამიანები არიან. ეს ხომ ფაქტია! სიტყვები „უმწიკვლო ტანჯვა“ – არასწორია, სულელურია. ღმერთი უცოდველ არსებებს აძლევს  საშუალებას ეს სიყვარული განახორციელონ და შემდეგ მარადისობაში უფალს ემადლიერონ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველა ბავშვს არ ეძლევა, მხოლოდ ზოგიერთებს. ყველა ბავშვს არ შეუძლია ეს ტანჯვა გადაიტანოს და შემდეგ ღმერთს ემადლიეროს. ბევრს არ შეუძლია. სხვათა შორის, ყველას არ  შეუძლია ბავშვად გარდაიცვალოს.

თქვენ გესმით? თვითონ ფაქტი, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ეს იმას მიანიშნებს, რომ თუ არ გავივლით მიწიერ გზას, თუ არ შევიმეცნებთ ჩვენს თავს, თუ არ გავცემთ პასუხს ჩვენივე კითხვას – ვინ ვართ ჩვენ, მაშინ ჩვენ მზად არ ვიქნებით  ცათა სასუფეველი მივიღოთ. ვერ შევძლებთ იმიტომ, რომ გავამპარტავანდებით. ჩვენ აქვე, ამ წამს, ცოტ-ცოტა მოგვეცი რაიმე კარგი – და ეგრევე ცხვირი ჭერს ეწეპება. და როდესაც ჩვენ მოგვეცემა კეთილდღეობა, სახელი, დიდება, ძალაუფლება, მაშინ შესაძლოა ჩვენთვის ეს მისაღებად საერთოდ შეუძლებელი გახდეს. ეშმაკად გადავიქცევით. არიან ისინიც, ვისაც შეუძლიათ ამის მიღება, ესენი ნეტარი ბავშვები არიან. აი, ვის შეუძლია, ჩვენ კი არა. ჩვენ უნდა ჩავვარდეთ ტალახში, დავინახოთ, რომ ტალახში მწოლიარეებს წამოდგომა არაფრით არ შეგვიძლია და შევძახოთ – „უფალო, შეგვიწყალენ!“. დაგვჭირდება თვითშემეცნება, თავმდაბლობა და მხოლოდ შემდეგ მოგვმადლებს უფალი, ჩვენთვის უვნებლად ცათა სასუფეველს. უდანაშაულოდ ტანჯვა არ არსებობს. ასეთად ის მხოლოდ მიწიერ სიბრტყეში აღიქმება. მარადიულობის გადმოსახედიდან – არსებობს ტანჯვა, ოღონდ ის სიყვარულითაა განპირობებული, გაცნობიერებულით თუ გაუცნობიერებელით მსხვერპლით.

მინდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ვთქვა, რომ ქრისტიანული თვალსაზრისით ყოფის მთავარ კანონს სიყვარული წარმოადგენს, ღმერთი კი სიყვარულია. ისე, რომ ყველაფერი გასაგებია. და სულაც რომ არ ყოფილიყო ეს ჩემი განმარტებანი, უბრალოდ რომ გჯეროდეს, რომ ღმერთი სიყვარულია – ის ტანჯვაც კი, რომელსაც აქ ვიღებთ, როგორ განვმარტავდით მას? როგორ და როგორც აუცილებელ მოვლენას, რომელსაც სარგებელი მოაქვს სულისათვის, რადგან ეს ყველაფერი  სიყვარულის გამო ხდება.

და, თუ ღმერთი არ არის? და, თუ ადამიანი მხოლოდ ერთხელ ცხოვრობს? მაშინ რას ნიშნავს ეს მწუხარება და ტანჯვა? მაშინ რა აზრია მათში, მითხარით? საიდან მოდიან ისინი? ადამიანების სიბოროტიდან? მოვლენების თანმიმდევრობიდან? ველური ცუნამიდან? შემთხვევითობიდან? რა უაზრობაა! ღმერთის გარეშე უაზრობა იმკვიდრებს! საშინელება დგება. როგორც კი „ღმერთი სიყვარულია“ –  ყველაფერი ადგილზე დგება ჩვენთვის ყველაფერი გასაგები ხდება. ჩვენ გვესმის, რომ აქ ჩვენი ცხოვრება წამიერია, ისე კი მარადიული და ჩვენი ცხოვრება, სწორედ რომ მარადიულობის გადმოსახედიდან უნდა შევაფასოთ.

ჩვენ ვამბობთ, რომ ბავშვების ტანჯვა სიყვარულს და მსხვერპლს წარმოადგენს. და რა ვუყოთ იმ ახალშობილებს, რომლებიც ვერ აცნობიერებენ მათი ტანჯვა სიყვარულია თუ მსხვერპლი? შემეცნება ხომ მხოლოდ უფროსებს ძალუძთ? და როგორა უნდა განიმარტოს ეს ახალშობილებთან მიმართებაში?

მე სწორედ ამაზე ვიძახდი, რომ ბავშვებს შეუძლიათ მოვლენები ვერ გააცნობიერონ, ვერ აღიქვან. მათ შეუძლიათ მხოლოდ დაიტანჯონ და მორჩა. მე ვიძახი, რომ მატერიალური თვალსაზრისით მათი ტანჯვა უაზრობაა, ბუნების სიუხეშეა. ქრისტიანული თვალსაზრისით ჩვენ ვიძახით, რომ მარადიული ცხოვრების სფეროში, სადაც ჩვენ ყველანი მივდივართ, ბავშვი  მხსნელია. აღმოაჩნდა, რომ მას ჰქონდა შესაძლებლობა დატანჯულიყო ვიღაცისათვის. აი, რაშია საქმე. მან ეს ახლა ვერ გააცნობიერა, მაგრამ გააცნობიერებს შემდეგ.

ამის შემდეგ მე უნდა დავასახელო ერთი  უბრალო ფაქტი, რომელსაც ჩვენ ყველანი ვეჩეხებით. ბავშვების ტანჯვას ძალიან ბევრი მშობელი მიჰყავს სარწმუნოებასთან და ეს არანაირი ძალადობა არ არის. ადამიანი, უბრალოდ იწყებს იმაზე ფიქრს, თუ რაშია ცხოვრების არსი. აი, დაიბადა ადამიანი, ბავშვი და ის უკვე ავადმყოფია, კოჭლი, მახინჯი. მშობელი დაფიქრებას იწყებს. ჩვენ რა, ყოველ წამს ვფიქრობთ ცხოვრების არსზე? რაზეც გინდა იმაზე ვფიქრობთ, ხოლო ცხოვრების არსზე, ისე უბრალოდ, არასოდეს ვფიქრდებით. ხოლო მწუხარება ბავშვების ავადმყოფობის გამო ადამიანს იძულებულს ხდის ბევრი იფიქროს. ბევრი ადამიანი ამ დროს ღმერთს მიმართავს და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც ბავშვების ტანჯვას უკავშირდება. და მე ვფიქრობ, რომ ეს ბავშვები ღმერთის მადლიერები არიან აქაც, თითქოსდა მოვლენის გაუცნობიერებლადაც.

მოცემული თვალსაზრისი ეკლესიის რომელ მამათა ნაშრომშია გამოთქმული?

იცით, არის ეფრემ ასურთან ძალიან კარგი გამონათქვამი ბავშვებზე, რომელთაც ის უწოდებს არა მხოლოდ ღვთიურ ანგელოზებს, არამედ ატარებს ასეთ აზრს, რომ ეს ბავშვები მაღლაც კი დგანან იმ მოღვაწეებზე, რომლეთაც ჩვენ ვიცნობთ. აი, ასე!

მოაქვთ თუ არა ამ ბავშვებს სარგებლობა მათთვის, ვისთვისაც ისინი იტანჯებიან? მე მხედველობაში მყავს მათი ნათესავები. გამოდის, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ დაიტანჯონ საკუთარი თავის გამო და მათ მაგივრად ბავშვები იტანჯებიან. ამით ისინი უფალს აამებენ, მათი ნათესავების სანაცვლოდ.

ვფიქრობ, რომ თქვენს კითხვაზე შემდეგნაირად შეიძლება პასუხის გაცემა: ჩვენ სისხლს მაშინ ვაძლევთ დაზარალებულს, როდესაც ის მას სჭირდება. და როდის აძლევს მშობელი ერთ თირკმელს თავის შვილს? ეს მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის შესაწირავია.

დიახ, ჩვენ ადამიანისათვის მოგვაქვს სარგებლობა. სიყვარული მხოლოდ ერთი რამით იკვებება, ესაა ადამიანისათვის სარგებლობის მოტანა. და თან როგორი? მე მოვიყვანე მაგალითი წმინდა მიწიერი ცხოვრებიდან, სინამდვილეში კი უნდა გავიგოთ, რომ ღმერთი ყველაფერს აკეთებს არა მიწიერი კეთილდღეობის თვალსაზრისით, არამედ ის სულიერი სარგებლობისათვის. ღვთიური განგებულების შესახებ ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ, მაგრამ მე ახლა მინდა ვთქვა ის, თუ რაშია სარგებლობა? სულიერი სარგებლობის ერთერთი სახე, რომელიც განსაკუთრებით თვალნათელია ყველასათვის, არის ის, რომ მშობლები მიმართავენ რწმენას, ეკლესიას, იწყებენ ქრისტიანულ ცხოვრებას. ეს სარგებლობის ყველაზე დიდი ნიშანია.

თუ შეიძლება, რომ უდანაშაულო ბავშვების გარდაცვალებას ასეთი კრიტერიუმით მივუდგეთ, რომ ღმერთი ამ ბავშვებს იცავს შემდგომი ბოროტებისაგან და ამით მათ  სამუდამო სასჯელისაგან ათავისუფლებს?

არა, ასე მსჯელობა არ შეიძლება. თუმცა ეს თვალსაზრისი მრავლად გვხვდება სხვადასხვა თხზულებებში, რომ ღმერთმა იმის გათვლით, რომ ეს ადამიანი უნდა გამხდარიყო ბოროტების მატარებელი, უკვე ბავშვობაშივე მიჰყავს ამ ცხოვრებიდან. მაშინ რატომ არ წაიყვანა მან იუდა, ამისხენით? რატომ კაენიც არ წაიყვანა? პილატე? ღმერთი არასამართლიანია? წაეყვანა ისინი ბავშვობიდანვე. მართლაც, რა მშვენიერია?! იუდა არ იქნებოდა! არაფერი მაგდაგვარი. ეს არასწორია და დაუჯერებელი.

კვდებიან მხოლოდ ისინი, რომლებიც სხვა ადამიანების გამოცდილებაზე დაყრდნობით, იღებენ ამ გამოცდილებას, რომ შემდეგ იცხოვრონ მარადიულ სასუფეველში. მხოლოდ ეს ადამიანები. ყველა ადამიანს თავისი მონაცემები აქვს. ნაწილს ეს შეუძლია, ნაწილს არა. ისე, რომ ეს არის სულიერი წესრიგის მოცემულობები, პიროვნული მომენტები. ყველას არ შეუძლია ბავშვად გარდაიცვალოს და თვიდან აიცილოს სხვადასხვა ქმედებები. არასწორი თვალსაზრისი კი ადამიანის აზროვნებას ჩიხში აქცევს.

იძახიან, რომ მართალ მშობლებს უჩნდებათ ავადმყოფი ბავშვები. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ავადმყოფმა ბავშვმა მისი მეზობლის ცოდვები აიღო?

მე არ მითქვამს „ცოდვები“, გესმით? ცოდვები და ტანჯვა, რომელიც მოდის ცოდვებიდან – ეს სხვადასხვაა. რაც შეეხება მართალ მშობლებს და ავადმყოფ ბავშვებს გეტყვით პირველ რიგში მართალი მშობლების შესახებ. რას ნიშნავს მართალი მშობელი? რას ნიშნავს მართალი ადამიანი?

ადამიანი, რომელიც თავს მართალ ადამიანად თვლის.

არა, ეს ნიშნავს თვლის თავს მართალ ადამიანად კი არა, ხედავს თავს მართალ ადამიანად. არა, ეს არაა საკმარისი კრიტერიუმი. მაგალითად იოანე კრონშტადტელი მართალი ადამიანი იყო. თქვენ ალბათ გახსოვთ მისი დღიურები, ის ხშირად ამბობდა, რომ მან შესცოდა და ღვთის წინაშე ინანიებდა. კი, ბატონო, მასთან იყო სიწმინდე, უბიწოება, მაგრამ მისი ეს დამოკიდებულება სრულყოფილებისაკენ დაუსრულებელი სწრაფვის გამოხატულება იყო. ყველა ცოდვა ტანჯვის მომტანია. ყველა ცოდვა! რა არის ტანჯვა? აი, ნემსი ვუჩხვლიტე  უჯრედს და მთელი ორგანიზმი შეიძრა. ან შემდეგი: – „რა გჭირს?“ – „კბილი მტკივა“ – „ კბილი გასაგებია და შენ რაღას იგრიხები, კბილი თავისთვის ტკიოდეს”, საქმე იმაშია, რომ ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ჩვენც ასევე ვართ ერთმანეთთან დაკავშირებულები. ისე როგორც ორგანიზმში არიან დაკავშირებული ერთმანეთთან უჯრედები, ასევე ვართ ჩვენ ერთმანეთთან დაკავშირებულნი. განსაკუთრებულია ის ერთიანობა, რომელიც მშობელს და შვილს აკავშირებს. ასევეა სულიერად დაკავშირებულ ადამიანებს შორის კავშირი. ცოლ-ქმარს შორის კავშირი.  ახლობლობა სხვადასხვა კატეგორიის შეიძლება იყოს.

შემდეგი კითხვა ასე ჟღერს: რატომ იტანჯებიან უმწიკვლოები და კეთილდღეობაში არიან ცოდვილები?

ეხლა ცოდვილების კეთილდღეობას შევეხოთ. დაიმახსოვრეთ ერთი ძალიან მარტივი რამ. ერთხელ, როდესაც ვიყავი ამერიკაში მივედი სტუმრად ერთ მილიონერ ქალბატონთან, რომელიც მართავდა „გარდაცვალებულთა სახლს“. ეს იყო დამკრძალავი ფირმა, რომელიც  დაკრძალვის ცერემონიებით იყო დაკავებული და ყველაფრით რაც ამასთანაა დაკავშირებული. მაგრამ ეს რიტუალური მომსახურებანი იყო ძალიან სხვადასხვა. ათას დოლარად ქონდათ ჩვეულებრივი კუბო, ხოლო ხუთიათასად იგივე განსაკუთრებული ხისგან დამზადებული, ძვირფასი მასალით. იქ  გვამებს ალამაზებდნენ კიდეც. მოკლედ, ყველაფერი დამოკიდებული იყო იმაზე თუ რამდენს გადაუხდიდნენ. გვამებს ალამაზებენ, ხოლო ავადმყოფებს, ცოცხლებს, კურნავენ. ხანდახან ჭრიან კიდეც. აწვენენ საოპერაციო მაგიდაზე და უკეთებენ სასწრაფო ოპერაციას, რომ გადაარჩინონ. ამოჭრიან რაღაც ნაწილს და აჯანმრთელებენ.

ქრისტემ თქვა „აცადეთ მკვდრებმა დაფლან თავიანთი მკვდრები“. შესაძლებელია მივიდეთ ისეთ სულიერ მდგომარეობამდე, ისეთ უგრძნობელობამდე, რომ ვერანაირმა ავადმყოფობამ და ტანჯვამ ვეღარ მიგვაბრუნოს ჭეშმარიტებისაკენ. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ დავკარგეთ მგრძნობელობა. მე ვიღებ ჭიქა მდუღარე წყალს და ვსვამ. ყველანი შეშფოთებულები მიყურებენ და ცოტა ხანში მე ვკვდები. აღმოჩნდა, რომ მე შიგნით ყველაფერი დავიწვი და ვერ ვიგრძენი. ამ მაგალითიდან ნათლად ჩანს, რომ გრძნობდე ყველაფერს იმას, რაც შენ გვნებს დიდი მადლია. ტკივილი, ტანჯვა, მწუხარება – ეს რისი ნიშანია? იმის, რომ მე მდუღარე დავლიე. მებისმიერი ტანჯვა და მწუხარება რაზე მეტყველებს? შენს თავში ჩაიხედე სასწრაფოდ! დაინახე რა გააკეთე ასეთი? იტყვიან: „უი, კუჭი ამტკივდა“ – „და რა ჭამე? თქვი სასწრაფოდ რა ჭამე?“ ასე არაა?!

აი, რაზე მეტყველებს ტანჯვა და მწუხარება. ხოლო მოაზროვნე ადამიანისათვის ეს უნდა ნიშნავდეს – სასწრაფოდ შეხედე, რა გადაყლაპე? აი, რატომ „ნეტარებენ“ ზოგიერთი მორთული გვამები. რაც მეტი გაქვს ფული, მით მეტად გასალამაზებლები გაქვს. მკვდრები მარხავენ თავიანთ მკვდრებს.