ინტერვიუ მთავარეპისკოპოს იობთან (გეჩა), უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ

17/09/2018
By

gecha

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების მზადების პროცესი უკვე პრაქტიკულ დონეზეა. ამან რუსეთის მართლმადიდებელი და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) წარმომადგენლებში ბევრი უარყოფითი ემოცია გამოიწვია, მათ (ეკლესიებმა, ნ.ბ.), მსოფლიო საპატრიარქო და პატრიარქი ბართლომეოსი «პაპიზმის ერესში» და სხვა ადგილობრივი მართლამადიდებელი ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულეს, ამის გამო ახალი, შიდა მართლმადიდებლური სქიზმაც  მწიფდება. მსგავსი აგრესიული ბრალდებები არ შეიძლება დედაეკლესიისაგან, მსოფლიო საპატრიარქოსაგან, უპასუხოდ დარჩეს. «ცერკვარიუმი»  (Cerkvarium)    მადლობას უხდის ტელმესუს არქიეპისკოპოს იობს (გეჩა), იმ მწვავე საკითხების განმარტებისათვის, რომელიც მორწმუნე მართლამადიდებელებს აშფოთებს.

მეუფე, მოსკოვის საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ავტოკეფალიის მოთხოვნა მხოლოდ ეკლესიის კანონიკური პრეროგატივაა და ყველაფერი  დანარჩენი  “სქიზმის ლეგალიზაციაა”, მაგრამ ეკლესიათა ყველა ბოლო ავტოკეფალია კონსტანტინოპოლისგანაა მიღებული, რაც ძალინ რთული და მტკივნეული პროცესი იყო. არსებობს კი რამე აღიარებული კანონები ავტოკეფალიისათვის, ვინ ვის უნდა მიმართოს, როგორ და როდის ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საკითხზე ყველაზე დიდი გამოცდილება კონსტანტინოპოლშია.

თუ მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიას შეისწავლით ტექსტებისა დადოკუმენტების მიხედვით და არა  მითებისა და ყალბი ისტორიოგრაფიის შექმნით, აშკარა იქნება, რომ აბსოლუტურად ყველა თანამედროვე ავტოკეფალია მსოფლიო საპატრიარქოს მიერაა გამოცხადებული. მაშინაც კი, თუ ავიღებთ რუსეთში მართლმადიდელური ეკლესიის ისტორიას, ვნახავთ რომ მათი ავტოკეფალიურობა 1448 წელსაა თვითგამოცხადებული, როდესაც მოსკოვმა მიტროპოლიტი იონა დამოუკიდებლად, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს თანხმობის გარეშე აირჩია.

ამასთანავე საინტერესოა ფაქტი, რომ  რუსეთის ეკლესიასკონსტანტინოპოლისაგან ავტოკეფალიის “ტომოსი” არასოდეს მიუღია. 1589-1590 წლებში,მსოფლიო პატრიარქ იერმია მეორემ, სიტუაციის ნორმალიზებისათვის მოსკოვის საყდარისაპატრიარქო რანგში აიყვნა, დართო ნება მოსკოვის ეპისკოპოსს პატრიარქად მოხსენიებულიყო,იმ პირობით, რომ ის  მოიხსენიებდა მსოფლიო პატრიარქს და აღიარებდა მას როგორც მის თავსადა პროტოსსპირველს”, როგორც ეს წერილშია აღნიშნული. მოგვიანებით,  ყველა იმ ავტოკეფალიებს, რომლებიც მეცხრამეტე და მეოცე საუკენეში გამოცხადდა, ეს სტატუსი მსოფლიო საპატრიარქოსაგან მიენიჭა: საბერძნეთს (1850 წელს), სერბეთს (1879 წელს და 1922წელს საპატრიარქოდ), რუმინეთს (1885 წელს და 1925 წელს საპატრიარქოდ), პოლონეთს (1924წელს), ალბანეთს (1937 წელს), ბულგარეთს (1945 წელს და საპატრიარქოდ 1961წელს),საქართველოს (1990 წელს)  და ჩეხეთის მიწებსა და სლოვაკეთს (1998 წელს).  თითოეული ესაღიარება დაკავშირებული იყო პოლიტიკურ ფაქტორთან და ავტოკეფალია თითოეული ქვეყნისფარგლებში გამოცხადდა, როგორც ეკლესიის ერთობის უზრუნველსაყოფი გზა, ასევე ერთობისგამხატულება ადგილობრივ ეკლესიებს შორის. მსოფლიო საპატრიარქოს გარდა,მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში, არცერთ სხვა ადგილობრივ ეკლესიას არმიუნიჭებია, არ უღიარებია ავტოკეფალია. მართალია,  რომ რუსეთის მართლმადიდებელმაეკლესიამ შეიძლება ითქვას რომ მიანიჭა ავტოკეფალია საქართველოს მართლმადიდებელეკლესიას (1943 წელს), ჩეხეთსლოვაკეთს (1951 წელს) და ამერიკას (1970 წელს), მაგრამ ესავტოკეფალიები არ იყო აღიარებული მართლამადიდებლური სისავსის მიერ, რადგან რუსეთისმართლმადიდებელ ეკლესიას არ გაჩნია მსგავსი პრეროგატივა, უზრუნველყოს, მიანიჭოსავტოკეფალია. დროთა განმავლობაში, მსოფლიო საპატრიარქომ დაარეგულირა ვითარება, 1990წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ხოლო 1998 წელს ჩეხეთისმიწებისათვის ავტოკეფალიის მინიჭებით.

შესაძლებელია ითქვას, რომ უკრაინაში გამოყოფიდან გამომდინარე რთული მდგომარეობა, იმის გამოა, რომ  ერთ დროს რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ,უკრაინის ეპისკოპოსთა საბჭოს, 1991 წლის ავტოკეფალიის მოთხოვნასთან დაკავშირებით უარი განუცხადა?

ჩემი აზრით დიახ! თუ ავტოკეფალია გამოცხადდებოდა მალევე,  1991 წლის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, შესაძლებელი იქნებოდა 30 წლიანი მტკივნეული დამავნე სქიზმის თავიდან აცილება, რომელიც 1989 წელს დაიწყო. ეს იყო უკრაინისმართლამდიდებელი ეკლესიის საყოველთაო  საეპისკოპოსო კრების პოზიცია, დოკუმენტირომელიც უკრაინის დამოუკიდებლობიდან დაუყონებლივ, მიიღეს 1991 წლის ნოემბრისკრებაზე: კრებას სჯერა, რომ უკრაინის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი, ხელს შეუწობსუკრაინაში მართლამდიდებელობის ერთიანობის განმტკიცებას, ხელს შეუწყობსავტოკეფალიური გაყოფის აღმოფხვრას, წინ აღუდგება უნიატურ და კათოლიკურ ექსპანსიებს,შემოიკრებს და მიაღწევს შეთანხმებას დაპირისპირებულ აღმსარებლობებს შორის, გააერთიანებსუკრანიაში მცხოვრებ სხვდასხვა ეროვნების მქონე მოქალაქეს, ამით კი  ხელს შეუწყობს უკრანელი  ხალხის ერთობასა და კონსოლიდაციას. გადაწყვეტილებას ერთვის გამონაკლისისგარეშე ყველა იმდროინდელი ეპისკოპოსისი ხელმოწერა, რომელიც შედიოდა უკრანისმართლმადიდებელ ეკლესიაში, მათ შორისაა იმ დროინდელი ჩერნივტისა და ბუკოვნიისეპისკოპოსი, ახლა კი მიტროპოლიტი კიევისა და სრულიად უკრაინისა ონუფრი. სხვათა შორის,ისინი ხშირად ივიწყებენ (ან შეგნებულად ფარავენ), რომ ე.წ. ხარკოვის საბჭომ”, რომელმაცმიტროპოლიტი ვლადიმირი (სადობანი) ფილარეტის (დენისენკო) ნაცვლად, კიევისმიტროპოლიტად აირჩია, ეს პოზიცია გაიმეორა და მოსკოვის პატრიარქ ალექსი მეორეს შემდეგისიტყვებით მიმართა: ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინის მართლმადიდებლურიეკლესიის  კანონიკური ავტოკეფალიის საკითხი, ღვთისა და ახალი მეთაურის შემწეობით, ახლომომავალში წამრატებით დაგვირგვინდება, მთელი უკრაინის სამწყსოს ერთობითა და ახალიენერგიით ახალი დიდების კაშკაშა ნუგეშით, უკრანიის მართლმადიდებელი ეკლესიაკანონიკურ ავტოკეფალიას მიიღებს.”

 

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, კონსტანტინოპოლს პაპიზმის ერესში მუდმივად ადანაშაულებს, მაგრამ იმავე მოსკოვის  საპატრიარქოში, “მესამე რომისდოქტრინა ძალიან პოპულარულია, რომლის მიხედვითაც რუსეთის მართლმადიდებლმაეკლესიამ  დიპტიხში პირველი ადგილი უნდა დაიკავოს. რა შეუძლია  კონსტანტინოპოლისსაპატრიარქოს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მსგავსი, იმპერიალისტური გზებისათუ მეთოდების წინააღმდეგ მოიმოქმედოს?

მოსკოვის თეორია “მესამე რომის” შესახებ არ არის საეკლესიო დოქტრინა და არცკანონიკური (საეკლესიო) სამართლის სფერო. ეს მითი მეთქვსმეტე საუკუნეში  ბერმა-სტარეცმაფილათეოსმა (ფსკოველი) შექმა, მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესია არ ცხოვრობს მითებისსაფუძველზე. მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიამ არ იცის პირველი და მეორე რომი,არამედ მხოლოდ  ძველი ( რომი) და ახალი (კონსტანტინეპოლი). მესამე რომი არ არსებობს.მართლმადიდებლობა ცოცხლობს არ მხოლოდ წმინდა წერილის, არამედ  მსოფლიო კრებათამოძღვრებისა და კანონების საფუძველზე. ცხადი და აშკარაა, რომ ამ ორმა საყდარმა (რომმა დაკონსტანტინეპოლმა) ეს განსაკუთრებული უფლებები მსოფლიო კრებების ფარგლებში მიიღეს დადღეს მართლმადიდებელთა შორის რომელს შეუძლია მსოფლიო კრებების და დადგენილებები გააუქმოს ან მათ დაუპირისპირდეს? მაშინ, როდესაც ყველა მართლმადიდებელმა ეპისკოპოსმა,ეპისკოპოსად კურთხევის წინ, რწმენის აღიარებისას, დადო პირობა რომ ის დაიცავს არა მხოლოდსაეკლესიო წესებსა და კანონებს, არამედ მსოფილიო და ადგილობრივი კრებებისდადგენილებებსაც.

 

ინტერვიუში, მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი) განაცხადა: ”განსხვავებითკათოლიკური ეკლესიისაგან, მართლამდიდებელ ეკლესიას ყოველთვის ქონდა ადგილობრივი ეკლესიების განსხვავებული სისტემა, სადაც თითოეული დამოუკიდებელიადა არა დაქვემდებარებული, ამგვარად, მსოფლიო საპატრიარქოც დანარჩენების მიმართთანაბარია. რამდენად სწორია ადგილობრივი ეკლესიების მსგავსი გაგება? სხვა ადგილობრივი ეკლესიების საქმეებში (პრობლემებში) ჩარევისას, მსოფლიო პატრიარქის ქმედების რასაზღვრები და ლიმიტები არსებობს?

რაც შეეხება იმ ბრალდებებს, რომ კონსტანტინოპოლი “პაპიზმის ერესში” ჩავარდა,წმინდა წერილი უნდა გავიხსენოთ, მოციქული პავლე ეკლესიას ქრისტეს სხეულს ადარებს,სადაც ქრისტე თავია  და ჩვენ კი წევრები ვართ (ეფეს. 5;23:30; 1 კოლ.1;18), მაგრამ ჩვენთვის,მართლმადიდებლებისათვის, ეკლესია არ არის რაღაც აბსტრაქტული, როგორც ესპროტესტანტებთანაა, არამედ ის არის ძალიან კონკრეტული, კუნთოვანი ორგანიზმი, რომელიცკონკრეტული ადამიანებისაგან შედგება.  აქედან გამომდინარე, მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური მოწყობის თანახმად, ადგილობრივი ეკლესიის მეთაური კონკრეტული ადამიანი-ეპისკოპოსია.  მოციქულთა 34-ე კანონის თანახმად, რეგიონალურმა ეპისკოპოსებმა უნდააღიარონ ის ვინც არის პირველი-პროტოსი, აღიარონ ის როგორც თავი და არაფერი მოიქმედონმასთან შეთანხმების გარეშე. ეს წესი ყოველთვის გამოიყენებოდა საყოველთაო ეკლესიაში,ამიტომ ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთი, ის არის ერთი წმინდა, კათოლიკე დასამოციქულო ეკლესია და არა დაყოფილი ადგილობრივი ეკლესიების კონფედარაცია, როგორცამას პროტესტანტებთან ვხვდებით. რამდენადაც  ეკლესია არის ერთობა, ერთი ქრისტეს სხეული,მას აქვს ერთი თავი. ეკლესია არ არის მრავლთავიანი მონსტრი! შესაბამისად, მოსკოვისსაპატრიარქო წოდების მინეჭების წერილში აღინიშნა, რომ მოსკოვის ეპისკოპოსმა უნდა აღიაროსკონსტანტინოპოლის სამოციქულო ტახტი როგორც მისი თავი და პროტოსი”, როგორც ამას სხვამართლმადიდებელი პატრიარქები აღიარებენ. ამ ყველაფერზე  უარის თქმა ნიშნავს არა მხოლოდრუსეთის ეკლესიის იმ პრივილეგიების დაკარგვას, რომელიც მას კონსტანტინოპოლისსაპატრიარქო აქტებით მიენიჭა,  არამედ მართლმადიდებელი ეკლესიის დოქტრინის, ეკლესიისგადაწყვეტილებებისა და წმინდა წერილის დატოვებას.

 

რა განსაკუთრებული პრივილეგიების ან ფუნქციების ფარგლებში მოქმედებსმსოფლიო პატრიარქი?

მსოფლიო პატრიარიქი არ არის ერთადერთი სხვა მართლმადიდებელ პატრიარქებსშორის. ის არ არის მხოლოდ პირველი თანასწორთა შორის” . სხვათა შორის, ლათინურიფორმულა, “primus inter pares”-პირველი თანსწორთა შორის, არ არის ნახსენებიმართლმადიდებლური ეკლესიის არცერთ კანონში, პირიქით, ვხვდებით ფორმულას-“presbeia timês”- “seniority of honour” -რაც უფროსისადმი პატივისცემას ნიშნავს. წმინდა კანონთათანახმად, მსოფლიო პატრიარქმა, როგორც თავმა და პროტოსმა-პირველმამართლმადიდებელ ეკლესიაში უნდა უზრუნველყოს ადგილობრივი ეკელსიების ერთობა დამათი კოორდინაცია. ეს აშკარა იყო მეოცე საუკუნეში, მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდადა დიდი კრების მოსამზადებელ და ადგილობრივი ეკლესიების შიდა დიალოგისას მიმდინარესაყოველთაო პროცესების დროს. გამომდინარე მისი როლიდან, რომ ადგილობრივი ეკლესიების ერთობა უზრუნველყოს და მათ კორდინირება გაუწიოს,  მსოფლიო საპატრიარქო, როგორც ესუკვე ავღნიშნეთ, ახალი ადგილობრივი ეკლესიების ავტოკეფალიას აცხადებს და ანიჭებს კიდეც მათ. გარდა ამისა, მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრების მე-9 და მე-17 კანონების თანახმად,მსოფლიო საპატრიარქოს აქვს უფლება საეკლესიო აპელაცია მიიღოს, საჩივარი   ეპისკოპოსებისაგან, მათ შორის სხვა ადგილობრივი ეკლესიების კლერიკოსთაგან დაეპისკოპოსებისგანაც. ამის გარდა, მსოფლიო საპატრიარქოს უფლება აქვს სტავროპეგია შექმნას,მათ შორის სხვა ადგილობრივი ეკლესიების ტერიტორიაზე.

 

რამდენად შეიძლება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურმაწარმომადგენლმა იფიქროს, რომ მას,  უკრაინასთან მიმართებით გამოხატულ საკუთარ პოზიციაში, სხვა ადგილობრივი ეკლესიების  პრიმატებისაგან და ეპისკოპატისაგან უზარმაზარი მხარდაჭერა აქვს? რამდენად შესაძლებელია, რომ სხვა ბერძნული ეკლესიებისმეთაურების განმარტება ამგვარად იყოს ინტერპრეტირებული, რომ უკრაინა ექსკლუზიურადარის რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკური ტერიტორია? არსებობს თუ არასაერთომართლმადიდებლური შეთანხმება ამის შესახებ?

თქვენს კითხვაში ორი საკითხი უნდა გაიმიჯნოს: პირველი არის რუსეთისმართლმადიდებლური ეკლესიის (მიტროპოლიტი ონუფრის მეთაურობით) აღიარების საკითხი;მეორე-უკრაინიის იურისდიცქციის საკითხია.  პირველ ნაწილიში ნათელია, რომ ამმომენტისათვის უკრაინაში არსებული სამი იურისდიქციიდან, საყოველთაომართლმადიდებელი ეკლესიისაგან მხოლოდ უკრანის მართლმადიდებელი ეკლესია-მოსკოვისსაპატრიარქოა აღიარებული, როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი,რომელიც თავის მხრივ თავის კანონიკურ აღიარებას იღებს მსოფლიო საპატრიარქოდან,რომელიც თავის მხრივ, ევქარისტიულ ერთობაშია დანარჩენ ადგილობრივ მართლმადიდებელეკელესიებთან.  დანარჩენი ორი 1989 წლიდან აღარ არიან რა ერთობაში მოსკოვისსაპატრიარქოსთან, მიიჩნევა, რომ ისინი არიან სქიზმატები და დანარჩენი ადგილობრივიმართლმადიდებელი ეკლესიებისგან არ არიან აღიარებულნი. რაც შეეხება მეორე ნაწილს, უნდააღინიშნოს, რომ უკრაინის საეკლესიო იურისდიქცია მსოფლიო საპატრიარქოს ექსკლუზიურიუფლებაა. როდესაც 1589-1590 წლებში რუსეთის ეკლესიამ საპატრიარქო სტატუსი მიიღო, კიევისმიტროპოლიტი  (პოლონეთ-ლიტვის სახელმწიფოში, საყდარი კიევში) კონსტანტინოპოლისიურისდიქციაში დარჩა. მოგვიანებით, უკრაინის მარცხენა სანაპირო, პერეილევის კრების შემდეგ(1654 წელი), ანექსირებულ იქნა და მოსკოვის სახელმწიფოს შეუერთდა. ამავდროულად, 1967წლიდან მიმდინარეობდა მუდმივი ომები რუსეთსა და თურქეთის სახელმწიფოებს შორის დაროდესაც 1681 წლიდან კიევის ტახტი ვაკანტური დარჩა, მოსკოვის პატრიარქმა, სამხედროლიდერის ივან სამოილოვიჩის მოთხოვნით 1685 წელს, უკანონოდ აკურთხა გედეონსვიატოპოლ-ჩერვეტინსკი, შემდეგ კი 1986 წლის ბოლოს რუსეთის პატრიარქმა, მსოფლიოპატრიარქ დიონისე მეოთხესაგან მხოლოდ კიევის მიტროპოლიტის კურთხევის ნებართვაზე მიიღო წერილი,  რომელიც მომავალში განაგრძობდა მსოფლიო პატრიარქის მოხსენიებას დაიქნებოდა მსოფლიო პატრიარქის ეგზარქი. ირკვევა რომ, პოლიტიკური მდგომარეობის გამო,კიევის მიტროპოლიტი აღმოჩნდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში,მაგრამ კიევის სამიტროპოლიტოს გადატანა მოსკოვში 1686 წელს არ მომხდარა, როგორც ესპოლონეთის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების 1924 წლის ტომოსში იყო ხაზგასმული: იმძლიერი კანონიკური ხმის მოვალეობის  მოსმენით, რომ წმინდა მართლმადიდებელიეკლესიებზე ზრუნვა ჩვენს წმინდა მსოფლიო საპატრიარქო ტახტს მიემართება; ვხედვათ, რომისტორიაც ამოწმებს ზემოთქმულს (რადგან გვიწერია, რომ კიევის სამიტროპოლიტოს ჩვენი კათედრისა და მასზე დამოკიდებული ლიტვისა და პოლონეთის ეკლესიების ჩამოშორება და მათი რუსეთის წმინდა ეკლესიაზე მიმაგრება, არ უთანხმდებოდა ადრიდანვე არსებულ იურიდიულ-კანონიკურ წესდებებს, ისევე როგორც ეს ქმედებები არ შეესაბამებოდა იურიდიულკანონიკურ ნორმებს, ვგულისხმობთ კიევის მიტროპოლიის თვითმართველობის გამოცხადებას,რომელიც მსოფლიო საპატრიარქოს ტახტის საეგზარქოსო იყო)”. აქედან გამომდინარე, როდესაცუკრაინა აღარ არის რუსეთის ნაწილი (როგორც იყო საბჭოთა კავშირის დროს) და როდესაც ისთითქმის 30 წლის განმავლობაში საეკლესიო სქიზმას უძლებს, რომლის გამოც  მრავალიმილიონობით ადამიანი კანონიკური ეკლესიის ფარგლებს გარეთ რჩება,  და რომლითაც დღესრუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიას არ ხელეწიფება ეს მდგომარეობა გამოასწოროს,მსოფლიო საპატრიარქო ვალდებულია მისი პრეროგატივების  შესაბამისად სათანადო ზომები მიიღოს, რათა საეკლესო ერთობა უზრუნველყოს. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არისსხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეებში ჩარევა, არამედ ეს არის მსოფლიოსაპატრიარქოს საკუთარ კანონიკურ ტერიტორიაზე, კიევის სამიტროპოლოს ტერიტორიაზე მოქმედება.

 

ევქარისტიული კავშირის მუდმივივი გაწყვევეტის საშიშროების გამოდმოსახედიდან. არის მზად მსოფლიო საპატრიარქო, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკაფალიის მინიჭების პასუხად, რუსეთის მართლმადიდებელი  ეკლესიიდან წამოსულ მსგავს პროტესტს წინ აღუდგეს? წარმოიდგინეთ, უკრაინა იღებს ავტოკეფალიას და რუსეთი არ აღიარებს მას, რა იქნება შემდეგ? როგორც კალისტოს უეარმა ბრძანა, თქვენ არ შეგიძლიათ  “ევქარიისტიის ბოროტად გამოყენება”, რომელიც ევქარისტიული თანაზიარებისგაწყვეტით შანტაჟია. შეიძლება იმოქმედოს  ევქარისტიული ერთობის გაწყვეტამ რუსეთის ეკლესიის ეკლესიოლოგიურ სინდისზე? ამ შემთხვევაში, აუცელებელია თუ არა ვიცოდეთ,თუ ვინ არის ერთობის მსგავსი გაწყვეტის  ინიციატორი?

მე ვეთანხმები დიოკლეიის მიტროპოლიტ კალისტოსს “ევქარისტიის ბოროტადგამოყენებისთან” დაკავშირებით. ევქარისტიული ერთობა აუცილებელია დოგმატური მიზეზით შეწყდეს და არა გამოგონებული მიზეზებით. ხშირად გვესმის რუსეთის მართლმადიდებელიეკლესიის წარმომადგენლებისგან, იმ საფრთხეზე, თითქოს და შეიძლება იმაზე მეტად საშინელი სქიზმა მივიღოთ, ვიდრე 1054 წელს იყო. ესეც ძალიან დიდი მითია. ერთმანეთისანათემატიზაცია, რომისა და კონსტანტინოპოლის მხრიდან, იყო შედეგი იმ ევქარისტიულიკავშირის  განახლების წარუმატებელი მცდელობისა, რომელიც ორ ეკლესიას შორის მეთერთმეტესაუკენეში, რწმენის სიმბოლოში ფილიოკვეს დამატების გამო დაიწყო. სწორედ ამ დამატებისგამო, კონსტანტინოპოლმა ჩათვალა, რომ რომმა რწმენა შეიცვალა. საკითხი იყო დოგმატური. აქედან გამაომდინარე, დღეს დიალოგი მართლმადიდებელ ეკელესიასა და კათოლიკურეკლესიას შორის არის თეოლოგიური ხასიათის. ახლა კი უკრაინის საკითხთან მიმართებით,ავტოკეფალიურობისა და სქიზმის პრობლემატიკასთან დაკავშირებით ყველამ იცის, რომსაკითხი თეოლოგიური არაა,  ერესში არავის დადანაშაულება არაა საჭირო. ამიტომაც,ევქარისტიული ერთობის გაწყვეტა იმ შემთხვევაში თუ უკრაინა მიიღებს ავტოკეფალიას არისევქარიისტის ბოროტად გამოყენება.

 

მოსკოვი იმუქრება, რომ უკრანაში ავტოკეფალიის გამოცხადების შემთხვევაშიმოხდება სისხლიანი ხოცვა? აქვს კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს გეგმა, მშვიდობიანად, ომის გარეშე  შექმნას უკრაინაში ავტოკეფალია? როგორ შეიძლება აღიკვეთოს შეზღუდვა მათირელიგიური უფლებებისა და თავისუფლებისა ვისაც აქვს სურვილი დარჩეს მოსკოვისიურისდიქციაში? ამასთანავე, როგორ მოხდება საეკლესიო ქონების მთლიანად გადანაწილება?

როგორც საფრანგეთის მიტროპოლიტმა ემანუელმა ინტერვიუში უკვე  აღნიშნა:‘’კონსტანტინოპოლის საპატრიარქო არ იმუქრება და არც მუქარას იღებს, დედაეკლესიამ აჩვენა,რომ ის დავების მოგვარებისა და მოსალოდნელი სქიზმების დაძლევისთვის ზრუნავს და ახლის (სქიზმის, ნ.ბ.) წარმოქმნა არანაირად სურს ”.  მსოფლიო საპატრიარქო არ სთავაზობს უკრაინასავტოკეფალიას, როგორც იარაღს ომისთვის, არამედ როგორც მედიკამენტს, რომ განკურნოსსაეკლესიო  სქიზმა, რომელმაც თითქმის უკვე  30 წელი გასტანა. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ,უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) საეპისკოპოსო სისრულემშესთავაზა ეს მედიკამენტი რუსეთის პატრიარქს 1991-1992 წლებში. როგორც ვნახეთ, მეოცესაუკინის განმავლობაში, მსოფლიო პატრიარქი მისი პრეროგატივის საფუძველზე, ყოველთვისუზრუნველყოფდა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობას, აცხადებდა რაახალ ავტოკეფალიურ ეკლესიებს, ის ამ სახით ახალი ავტოკეფალიური ეკლესიის  ადგილობრივიავტოკეფალიური ეკლესიების წიაღში შემოყვანას უზრუნველყოფდა და ასევე ყველა ადგილობრივ ეკლესიას შორის ერთიანობის მისაღწევად იღწვოდა. მსოფლიო საპატრიარქოს როლია მართლამადიდებელი ეკლესიის ერთობას ემსახუროს.

 

რუსეთის ეკლესია ამტკიცებს, რომ უკრაინისათვის ავტოკეფალიურობისმინიჭება საერთომართლმადიდებლურ ერობას ემუქრება. არის ეს უარისაერთომართლმადიდებლური კრების ერთობისათვისათვის ძირის გამომთხრელი?

დღეს, მართლმადიდებელ ეკლესიაში ხშირად საუბრობენ კრებსითობაზე დაივიწყებენ, რომ პრიმატის გარეშე  კრებსითობა არ არსებობს.  სამწუხაროდ, ბევრიმართლმადიდებელი, პაპიზმთან საბრძოლველი პროტესტანტული არგუმენტებით პრიმატს სრულად უარყოფს, მაგრამ წმინდა  საეკლესიო კანონები ნათლად საუბრობენ, რომ არ შეიძლებაიყოს სინოდი ან კრება პროტოსის, მეთაურის გარეშე, და არც პროტოსი, მეთაური, სინოდის ანკრების გარეშე. ეს ყოველივე ნათლადაა ჩამოყალიბებული მოციქულთა 34-ე კანონში, სადაცაღნიშნულია, რომ ეპისკოპოსებმა უნდა აღიარონ ის ვინც არის მათ შორის უპირატესი, განიხილონ ის როგორც მეთაური (თავი) და არაფერი მნიშვნელოვანი  არ მოიმექმედონ მისითანხმობის გარეშე, მაგრამ მასაც (თავს, პირველს) არაფრის გაკეთება არ შეუძლია ყველასთანხმობის გარეშე. ამგვარად მათ შორის თანხმობაჰარმონია იქმნება და ”ღმერთი იდიდება ძის მიერ სულიწმიდაში”, მაგრამ კრებსითობის ფარგლებში, საეკლესიო კანონები ხაზს უსვამს,  რომპირველს, პროტოსს, გააჩნია პასუხისმგებლობა მოიწვიოს კრება, სინოდი, ხოლო დანარჩენებსაქვთ ვალდებულება მონაწილეობა მიიღონ მასში.  მაგალითად, მეოთხე მსოფლიო კრების მე-19კანონი ნათლად აღნიშნავს, რომ ეპისკოპოსები, რომლებიც  უარყოფენ სინოდის მოწვევას, აუცილებლად უნდა გამოსწორდენ. დღეს, მართლმადიდებელ ეკლესიაში იმ გააზრების უარყოფა, რომ მსოფლიო პატრიარქი არის პირველი თავი და მტკიცება იმისა, რომმართმადიდებელი ეკლესია არ არის ერთი, მეტიც, ის არის გარკვეული ადგილობროვი თუნაციონალური  ეკლესიების კონფედერაცია,  მართლმადიდებლურ ეკლესიოლოგიასა დაკრებსითობას ეწინააღმდეგება, რაც არცერთ შემთხვევაში ჰარმონიის მიღწევასა და სქიზმების განკურნებას არ დაეტანხმება, მეტიც, ეს ყოველივე მართლმადიდებელი ეკლესიის დანაწევრებას,კონფლიქტებისა და  სქიზმებს გამწვავებასა და გაღვივებას შეუწყობს ხელს.

 

ქართული წყარო: https://www.palamacentre.com

წყარო: https://panorthodoxcemes.blogspot.com

სპეციალურად საიტისთვის თარგმნა ნოდარ ბარათაშვილმა

ტექსტის თარგმანი შესრულებულია მისი ავტორის, მთავარეპისკოპოს იობის (გეჩა)თანხმობის საფუძველზე.

Print Friendly

Comments are closed.