პატრიარქის სამძიმარი ბარაკ ობამას და ამერიკელ ხალხს

nonviolence_sculpture

წყარო: News.boom.ge

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას და ამერიკელ ხალხს სამძიმარს უცხადებს. “თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო! საქართველოს მოსახლეობის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გიცხადებთ გულითად თანაგრძნობას ნიუთაუნის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვლოცულობთ გარდაცვალებულთათვის. გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ გარდაცვალებულთა ახლობლებს და მთელ ამერიკელ ხალხს”, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ამერიკის შტატის კონეკტიკუტის ქალაქ ნიუტაუნის სენდი-ჰუკის სკოლაში 20 წლის ადამ ლანცამ 27 ადამიანი მოკლა. ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით, ადამ ლანცამ ჯერ სახლში მოკლა საკუთარი დედა, რომელიც მასწავლებელი იყო. შემდეგ კი, სკოლაში მივიდა, სადაც ცეცხლი გახსნა. ბოლო მონაცემებით, ცეცხლს 20 ბავშვი და 7 მოზრდილი ემსხვერპლა. გარდაცვლილია თავად ადამ ლანცაც, რომელმაც, სავარაუდო თავი მოიკლა.

Print Friendly

Comments are closed.