კორონავირუსი და ზიარება

25/03/2020
By

church_result-936x560ორონავირუსი და ზიარება. თითოეული მორწმუნისთვის კოვზის გაწმენდა რატომ გახდა პრობლემა?

ავტორი:  დეკანოზი დიმიტრი გოტოვკინი
ბელგოროდის სახელმწიფო ნაციონალური კვლევითი უნივერსიტეტი

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმ. სინოდმა ტაძრებში კორონავირუსის ინფექციის გადაცემის რისკის შესამცირებლად მიიღო ინსტრუქცია. ერთ-ერთი ღონისძიება იყო კოვზის დეზინფექცია ზიარების წინ მრევლის თითოეული წევრისთვის. ამან კამათი გამოიწვია. შეიძლება თუ არა ზიარებისას დაავადდე კორონავირუსით.

ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ დეკანოზ დიმიტრი გოტოვკინის, ბელგოროდის სახელმწიფო ნაციონალური კვლევითი უნივერსიტეტის ასპირანტის სტატიას.

ამ საკითხს სკეპტიკურად შეხვდა ცნობილი მისიონერი და მქადაგებელი დეკ. მაქსიმე მაქსიმოვი, პოპულალური ბლოგერი მღვდელი ნიკოლოზ ბაბლინი და სხვა სასულიერო პრები და ერისკაცნი. დეკ. ანდრეი ტკაჩოვმა საერთოდ განაცხადა რომ ვინც ტაძარში მისვლის შიშის გამო თავს არიდებს, რომ რაიმე ვირუსისგან არ დაავადდეს, ის მშიშარა და ურჩია. ისინი სახლში დასხდნენ და „არ აამღვრიონ წყალი“ მორწმუნეებსა და რწმენაში ძლიერთ შორის.
სკეპტიკოსების ძირითადი თეზისებია:
1. ბარძიმში იმყოფება თვითონ უფალი იესო ქრისტე, თავისი სისხლით და ხორცით, ამიტომ ზიარებისას არანაირი სენი არ გავრცელდება, ქრისტეს ბარძიმი სტერლდება მლოცველთა რწმენით.
2. ყველა ეპიდემიისას ხალხი ტაძარში დიდი რაოდენობით მიდიოდა, აღასრულებდნენ ჯვრით მსვლელობას, არავინ არ დასნეულებულა და არ მომკვდარა
3. სასულიერო პირი ზიარების ბოლოს სრულიად, ბოლომდე იღებს ბარძიმში არსებულ წმინდა ნაწილებს, არ ეკითხება მზიარებლებს რითი არიან ისინი დაავადებულნი. ბარძიმიდან რაიმე სენი რომ ვრცელდებოდეს, მაშინ მღვდელი კარგი ხნის მომწყდარნი უნდა იყვნენ.
მოკამათენი ახალი წესის შემოტანის გამო მეორე მხარეს ბრალდ დებს ურწმუნოებაში, ნოვატორობაში, ცვლილებების დანერგვასა და კიდევ ბევრ რამეში.
მე თითქმის 13 წელია რაც სასულიერო პირი ვარ, სხვადასხვა პირობებში ვმსახურობდი, მამაკაცთა მკაცრ კოლონიაში შტატიან მღვდლად, რაიონულ საავადმყოფოში სულიერ მღვდლად. ჩემს აზრებს ვუზიარებ ყველა სკეპტიკოსს და ყველა მას ვინც ამ სტატიას წაიკითხავს.
1. ეკლესიას არ აქვს დოგმატი იმის შესახებ, რომ კოვზით არ გადაედება რაიმე დაავადება მრევლს, ეკლესიას ასეთი სწავლება არ აქვს.თუ არსებობს კერძო აზრი, თუნდაც უმრავლესობის, და კანონიზირებულთაგანაც მხარდაჭერილი, რომელიც ჩვენს ყოფით ცხოვრებაში დამკვიდრდდა იმის წყალობით, რომ ამას ქადაგებს ბევრი მამა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს შეხედულება, რომ კოვზით დაავადება არ ვრცელდება, ჭეშმარიტებაა და ითვლება ეკლესიურ სწავლებად.
2. ეკლესიას არ აქვს სწავლება იმის შესახებ, რომ საიდუმლოება ცვლის მატერიის ბუნებას. ნათლობისას, ემბაზში წყალი იგივე ბუნებისა რჩება, მირონის შემადგენელი კეთილსურნელოვანი ზეთი რჩება ზეთად, პური და ღვინო ბარძიმში რჩება პურად და ღვინოდ. ყველა ამ მატერიას აქვს ის თვისება რომ შეიძლება გაიხრწნეს, მოეკიდოს ობი, ბაქტერიები და ვირუსები. ეს მატერიები ნამდვილად იკურთხება და ამით სულიერი სამყაროს ნაწილი ხდება და მოწმუნეებამდე მიაქვს ღვთის მადლი. თუმცა თვითონ ისინი მიწიერი სამყაროს გამოხატულებად რჩებიან, რომელიც ხრწნილობას ექვემდებარებიან. ეკლესიას ასეთივე სწავლება აქვს წმინდანების შესახებ, თუმცა ამის მიუხედავად, წმინდანები ცოდავდნენ, ავადმყოფობდნენ და კვდებოდნენ.
3. წმინდა ნაწილები, რომლის შესახებაც სამღვდელო კონდაკის „სასწავლო ცნობებშია“ მოცემული, შეიძლება დაზიანდეს სოკოვანი დაავადებით და ზიარებისთვის უსარგებლოდ გამოდგეს. დაზიანებული წმ. ნაწილები მღვდელმა უნდა მიიღოს თვითონ წირვის მერე, მრევლის მათით ზიარება დაუშვებელია. „უწყებანში“ ნათლად წერია, რომ ბარძიმში შეიძლება მოხვდეს მომწამვლელი ნივთიერება (მაგ: შხამიანი ქვეწარმავლები, მწერები), ამ შემთხვევაში ბარძიმში არსებული ნივთიერება ისეთ ადგილას უნდა ჩაისხას, სადაც ფეხი არ მოხვდება, არც ისინი მიეცემა მრევლის საზიარებლად. რატომ არ აქვს ეკლესიას ვირუსების და ბაქტერიების შესახებ ასეთი ზუსტი სწავლება? როდესაც იწერებოდა ეს შემთხვევები ზიარებასთან დაკავშირებით, არავინ არ ეჭვობდა იმას, რომ ადამიანის სიკვდილი შეიძლება გამოიწვიოს უხილავმა ბაქტერიებმა საზიარებელი კოვზით. იმ დროს ცნობილი იყო მხოლოდ საწამლავები და სოკოები.
4. წმ. ზიარება ადამიანს აახლოვებს, აკავშირებს ღმერთთან. ტაძარი კი ამ შეხვედრის ადგილია. ქრისტიანთა საქმეა ეს შეხვედრა მოამზადოს მაქსიმალურად წმინდად. ხოლო მღვდელმა მთელი მრევლისთვის წმინდა უნდა ჰყოს. ამ შეხვედრის სიწმინდე, ჰიგიენა მღვდელმა უნდა უზრუნველყოს და ეს საქმე ღმერთისგან არ უნდა მოვითხოვოთ- ღმერთო მოახდინე სასწაული და გაასტერილე ჩვენს ირგვლივ ყველაფერი.
5. ძვ. აღთქმა ამოწმებს, რომ მსხვერპლად წირავდნენ მხოლოდ ჯანმრთელ ცხოველებს, რომლებსაც არანაირი ნაკლი არ ჰქონდათ. ეს წმ. ზიარების წინასახე იყო. ქრისტეს მსხვერპლს ტყუილად არ ვუწოდებთ ქრისტეს უმწიკვლო ტარიგს. ძვ. აღთქმაში მთელი კოდექსია მოცემული წესების დაცვის სიწმინდეზე, იმიტომ რომ ძველ ხალხს ძალზე ეშინოდა საშიში ავადმყოფობის გავრცელების, იმ დროს ყველაზე საშიში კეთრი იყო. ამიტომ მღვდლები მხოლოდ რელიგიურ ჭურჭელს კი არ აქცევდნენ ყურადღებას, არამედ ხალხსაც, ცხოველებს და კეთრით დაფარულ სამოსსაც. თუმცა ჩვენ, XXI საუკუნის ადამიანებმა დავივიწყეთ ჰიგიენის მოთხოვნები. საიდუმლოების დროს გამოყენებული მატერიის სიწმინდეზე, პასუხისმგებელია მღვდელი. წყალი, კარგი სეფისკვერი სუფთა ფქვილისგან, სუფთა ღვინო, სუფთა ჭურჭელი და შესამოსელი, ტაძრის სისუფთავე და სხვა. რაშია პრობლემა თუ ყოველი მორწმუნე სუფთა კოვზით მიიღებს სიწმინდეს? ნუთუ ეს ღმერთის და რწმენის შეურაცხყოფაა? მაშინ რატომ იბანს მღვდელს ხელი წირვის დაწყების წინ და წმ. პურის გატეხვის წინ? დაე ღმერთმა შენი ხელები განწმინდოს წყლის გარეშე, შენი რწმენა ხომ ასე მყარია?
6. ის აზრი რომ საუკუნეების განმავლობაში მორწმუნეები ეზიარებოდნენ ტაძარში და არ დასნეულებულან მხოლოდ მოძველებული შეხედულებაა, რომელიც დარწმუნებაზეა დამყარებული. სტატისტიკა კი არავის უწარმოებია. ისტორიული პრეცენდენტები, როდესაც ხალხს წამლავდნენ ზიარებით შემონახულია, ხოლო დაობებული ტარგი შეიძლება ყველა მღვდელს ჰქონდეს ტრაპეზზე თუ იქ სინესტეა და განიავება არ ხერხდება. მაშ რატომ შეიძლება რომ ბარძიმში აღმოჩნდეს საწამლავი და ობი, ხოლო ბაქტერია და ვირუსი კი არა? ხალხი საუკუნეების განმავლობაში დადიოდნენ ეკლესიაში, დადიოდნენ ჯვრით ქალაქის და სოფლის ქუჩებში, ეზიარებოდნენ და ემთხვეოდნენ ხატებს, მიუხედავად ამისა, მაინც მთელი ქალაქები ნადგურდებოდა ეპიდემიისგან, მათ შორის სასულიერო პირები, ეპისკოპოსები და მონაზვნები. ეს ფაქტია, ხოლო ზუსტად სად დაავადდა ესა თუ ის პიროვნება ამის შესახებ არ არსებობს სტატისტიკა, თუ გავითვალისწინებთ საინკუბაციო პერიოდს.
7. თუ ჩვენი რწმენა ასეთი მტკიცეა, დიდება უფალს! არ შეგვეყრება არაფერი და არ დაავადდებით- ალილუია! ჩვენ სასულიერო პირები მზად ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა იმ ადამიანების ავადმყოფობაზე და სიკვდილზე, რომლებიც არაფრად აგდებენ ჰიგიენის წესებს, არა იმიტომ რომ ასე წრფელად ენდობიან ღმერთს, არამედ იმიტომ რომ ფანატიკურად და ბრმად გვენდობიან ჩვენ, სასულიერო პირებს, რომლებიც მთელი კაცობრიობას ვუკიჟინებთ რომ კოვზისგან შეუძლებელია დასნეულება? მეორეხარისხოვანი პრინციპებისთვის სიკვდილი ფანატიზმი და სიბნელეა. ჩემი აზრით, ღირს განვასხვავოთ ქრისტესთვის სიკვდილი და გაუწმენდავი კოვზით გამოწვეული სიკვდილი.
8. ჩვენ ყველას გვყავს მეუღლეები, მიიუხედავად იმისა რომ ისინი ძალიან გვიყვარს, ვიცავთ ჰიგიენის დადგენილ წესებს. ნუთუ ამ წესების ჩვენ შორის არსებულ სიყვარულს ძირს უთხრის? შენი ქმარი, რომელიც დაავადებულია ანგინით, აკოცებ მეუღლეს? რატომაც არა, სიყვარულს ხომ შეუძლია სასწაულის მოხდენა! მოდით პავლე მოციქულის სიტყვის მიხედვით- ჭეშმარიტი სიყვარული სძლევს შიშს- არ დავიჯეროთ მოსიყვარულე ადამიანებს შორის ვირუსის გავრცელება? ამით გავზომოთ ჩვენი სიყვარულის ძალა და სიღრმე?
9. ჩვენ ხშირად უცნაურად ვიქცევით, ორმაგი სტანდარტით. ვამტკიცებთ, რომ ეკლესია არასოდეს ილაშქრებდა მეცნიერების წინააღმდეგ, ჩვენ მეცნიერებთან ერთად ჭეშმარიტი პარტნიორები ვართ და ერთად ვებრძვით ამ ცრურწმენას, სიბნელეს… ექიმის მსახურება კურთხეულია ღმერთისგან, არ შეიძლება რომ არ გავუფრთხილდეთ ღმერთისგან ბოძებულ საჩუქარს- სიცოცხლეს. ამასთანავე, ამ პოსტულატებს ვცვლით წესებზე, რომლებიც ღმერთთან და რწმენასთან არანაირი კავშირი არ აქვთ.
კოვზი, სუფთა, პრაქტიკული დანიშნულების საგანია, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა ჩვენს ლიტურგიაში, როგორც სიახლის შემოტანა და მორჩილება „დროის სულისადმი,“ მოდი მცირედით მაინც დავუჯეროთ მედიკოსებს, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. არ უნდა ავტეხოთ პანიკა და მოვაწყოთ პიკეტები ლოზუნგებით „ დევნა რწმენასა და ზიარებაზე“ „მართმადიდებლობა ან სიკვდილი“ „ბოლო ჟამნი, აპოსტასია“.
10. ზიარების წესი ეკლესიაში ქრისტიანობის ისტორიის განმავლობაში იცვლებოდა. თავიდან აცხობდნენ უფუარ პურს, რაც მოსეს კანონით იყო დადგენილი, აკურთხებდნენ, ტეხდნენ და ურიგებდნენ მორწმუნეებს საიდუმლო სერობისას, სასმისს უფლის სისხლით ჩამოატარებდნენ მორწმუნეებს შორის.
მერე შეიცვალა ბევრი რამ, რაც ზიარებასაც შეეხო: გამოჩნდა გაფუებული პური, საკურთხეველი და ოდიკი, სპეციალური ჭურჭელი, ლახვარი და კოვზი. ეს ყველაფერი ეკლესიის ისტორიული გზაა, იმიტომ რომ იცვლებოდა ცხოვრებისეული გარემოებები. ეკლესია გამოიმუშავებდა ახალ წესებს, ლიტურგიას და კერძოდ ზიარებას.
რა უშლის ეკლესისას შეცვალოს ეს პრაქტიკა, ტექნიკური მომენტები, ისე რომ საიდუმლოს არსს არ შეეხოს? რომელი დოგმატი ეწინააღმდეგება ამას? რატომ არ შეიძლება წმინდა პურის ნაწილი დავალბოთ ბარძიმში ინდივიდუალურად და პირის ღრუში ჩავუდოთ მორწმუნეებს?
ყველას არ შეუძლია გაიმარჯვოს შიშებზე, ჩვევებზე. ზოგი ზიზღიანი ადამიანია, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად არ შეუძლია გადალახოს ეს მდგომარეობა. რა გვიშლის ხელს მორწმუნეების შესახვედრად რომ გადავდგათ ნაბიჯი?
მე წელიწად-ნახევარი ვმსახურობდი ციხეში და ვაზიარებდი ტუბერკულიოზით დაავადებულებს და არ ვეკითხებოდი თუ რისგან იყვნენ ავად. ეს არ ნიშნავს, რომ მე დარწმუნებული ვარ ჩემს უკვდავებაში, იმაში რომ არასოდეს დავსნეულდებოდი კოვზით. ეს ნიშნავს რომ მე მღვდელი ვარ, და მზად ვარ მოვკვდე ნებისმიერ დღეს, ნებისმიერი ავადმყოფობისგან და წავრსდგე უფლის წინაშე. ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი მრევლი მივაჩვიო სასწაულისადმი ბრმა რწმენას, უგულვებელყო მრევლის ჯანმრთელობა და სიცოცხლე.
რა თქმა უნდა უფალი იქმს სასწაულებს თავისი სისხლით და ხორცით, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უფლება გვაქვს მოვითხოვოთ ისინი და დასაშვები წესებით არ გავუფრთხილდეთ ჩვენს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, მითუმეტეს ჩვენი მოყვასის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. „არა განსცადო ღმერთი შენი“- ასე ამბობს უფალი.

 

თარგმანი: დეკანოზი ლევან მექოშვილი
წყარო: http://rostoveparhia.ru/stati/koronavirus-i-prichastie-pochemu-ochishchenie-lzhitsy-radi-kazhdogo-stalo-problemoy/

 

Print Friendly

Comments are closed.