ზურაბ კიკნაძე

zurab-22ზურაბ კიკნაძე – თსუ პროფესორი, ორიენტალისტი_ასირიოლოგი, ბიბლეისტი, ფოლკლორისტი, ლიტერატორი,

დაიბადა თბილისში 1933 წელს, 3 ოქტომბერს;
1951 წელს დაამთავრა თბილისის მე-7 ვაჟთა საშუალო სკოლა;
1951 წელსვე ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე და
1956 წელს დაამთავრა სემიტოლოგიის განხრით;
1956-1960 წლებში სწავლობდა მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში შუმეროლოგიას;
1960 წლიდან დაიწყო მუშაობა აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად და დღემდე მუშაობს წამყვან მეცნიერ თანამშრომლად ძველი აღმოსავლეთის ენათა განყოფილებაში;
1977 წლიდან არის თსუ ფოლკლორისტიკის კათედრის გამგე, თსუ დიდი საბჭოს წევრი.
1965 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (“გილგამეშის ეპოსი”);
1985 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (“ქართულ მითოლოგიურ გადმოცემათა სისტემა”).
მისი საუნივერსიტეტო კურსებია: ქართული ფოლკლორი, ქართული მითოლოგია, ქართული საკულტო ზეპირსიტყვიერება, ქართული კულტურა და ცივილიზაცია, ბიბლიის შესავალი, ძველი აღთქმა, წინა აზიის მითოლოგია და რელიგიები.
კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიისა და აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტებზე, ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სულხან-საბა
ორბელიანის სახ. თეოლოგიის, ფილოსოფიის, ისტორიის და კულტურის
ინსტიტუტში, თეატრალურ ინსტიტუტში.
1990-1991 წლებში კითხულობდა ლექციებს ახლადდაარსებულ თსუ-ს ახალციხის ფილიალში,
1994-1997 წლებში _ აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლქციების კურს ქართულ მითოლოგიაში.
1999 წლიდან ილია ჭავჭავაძის სახ. ენისა და კულტურის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციების კურსს “ქართული კულტურა”.
2002 წლიდან დღემდე საბა-სულხან ორბელიანის სახელობის თეოლოგიურ ინსტიტუტში კითხულობს ლექციების კურსს “ბიბლიის შესავალი”, “ხუთწიგნეული”.
1963 წლიდან აქვეყნებს თარგმანებს, წერილებს, ესეებს და მონოგრაფიებს კულტურის, ლიტერატურისა და რელიგიის საკითხებზე.

მონაწილეობდა ძველი და ახალი აღთქმის ახალ ქართულად თარგმნაში;
არის ივ. მაჩაბლის (1978), თბილისის უნივერსიტეტის (1986) და სახელმწიფო (2005) პრემიების ლაურეატი.
მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში (პეტერბურგი, მოსკოვი, იერუსალიმი, ხოლონი, პარიზი, რომი), ბიბლიური საზოგადოების ფორუმებზე (ბუქარესტი, კვიპროსი, მოსკოვი, ბრიუსელი), მიწვეული იყო ლექციების წასაკითხად (პეკინი, როდოსი, მალაგა, გრანადა).

მისი ხელმძღვანელობით დაცულია რვა საკანდიდატო დისერტაცია, გაწეული აქვს რამდენიმე ათეული საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციის ოპონენტობა.

1992-1993 წწ. მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა და ეროვნებათშორის ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ.

მონაწილეობდა გაეროს ეგიდით ჩატარებულ ადამიანის უფლებათა დაცვის მსოფლიო კონგრესზე (ვენა, 1993).

არის საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალის “არილის” სარედაქციო საბჭოს წევრი, გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოში წარმომადგენლობის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი გამგეობის თავმჯდომარე დღიდან დაარსებისა (1996).

Print Friendly

Comments are closed.