ბართლომე I იწვევს მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს.

Ecumenical Patriarch Bartholomew I atten              ინგლისურიდან თარგმნა ზურაბ ჯაშმა                             

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომე I-მა მოიწვია ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი და მთავარეპისკოპოსი შეხვედრაზე სტამბოლში, მომავალ მარტის თვეში, რათა ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი შეხედულებები 2015 წლისთვის დაგეგმილი საყოველთაო მართლმადიდებლური კრების მოსამზადებელი კომისიისთვის მითითებებისა და დროის განრიგის თაობაზე. ამ დრომდე შეხვედრების უმეტესობა ეთმობოდა მხოლოდ პროცედურულ საკითხებს.

მეთაურთა ბოლო შეხვედრა შედგა 2008 წელს, ასევე სტამბოლში.

მოსამზადებელი კომისიის შესახებ საუბრის გარდა მარტის შეხვედრა ასევე მოტივირებულია კონსტანტინოპოლის საყდრის სურვილით, შეახსენოს და ეკლესიებს, რომ მათ არ ძალუძთ ერთობლივი ინიციატივების გარეშე მიიღონ ეკონომიურად გლობალიზებული და სულიერად დანაწევრებული მსოფლიოს გამოწვევები. მართლმადიდებლურ წრეებში ეს განიხილება როგორც მცდელობა თავი დააღწიონ თვით-მარგინალიზაციას გამოწვეულს ადგილობრივი ნაციონალური მენტალობით, რაც ახასიათებთ მართლმადიდებელ ეკლესიებს თანამედროვე ეპოქაში და რაც ნაწილობრივ განპირობებულია პოსტ-ოტომანური ფილეტიზმით (ნაციონალიზმით).

აგრეთვე მისი ისტორიული ზენაციონალური მენტალობის წყალობით კონსტანტინეპოლი ცდილობს ხელი შეუშალოს მართლმადიდებელი სამყაროს ჩაკეტვას თავის თავში. ეს იმიტომ, რომ მართლმადიდებლურ სამყაროში ბევრს წარმოუდგენია მართლმადიდებელი ეკლესია დამფრთხალი ახალი ეპოქის სოციალური გამოწვევებით, ეკლესია, რომელიც კმაყოფილდება მარტივი ქველმოქმედებით და მხოლოდ დაკავებულია ცალკეულ სოციალურ საკითხებზე მსჯელობით (ზოგიერთ ეკლესიებში ესეც არ აინტერესებთ, ზ.ჯ.), და თავს არიდებს უპასუხოს მთელ კრიზისს, რომელსაც მოუცავს ადამიანის ყოფიერება თანამედროვე საზოგადოებაში. ასევე იმიტომ, რომ ცალკეული მართლმადიდებელი ეკლესიები მათი სინოდების თანხმობით იღებენ “ადგილობრივ” გადაწყვეტილებებს ისე, რომ არ ითვალისწინებენ საყოველთაო უნივერსალურ მოთხოვნილებებს და გამოწვევებს.

კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის ეკუმენური დიალოგის თანათავჯდომარე პერგამოს მიტროპოლიტი და გამოჩენილი ღვთისმეტყველი იოანე ზიზიულასი ამასთან დაკავშირებით წერს: “მართლმადიდებლობისთვის, და ასევე მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის, უდიდეს საფრთხეს არ წარმოადგენს ათეიზმი, ზოგადად სეკულარული ძალაუფლება ან მისი სხვადასხვა სახის მტრები. ისტორიის განმავლობაში ვერავინ შეძლო ჭეშმარიტების განქარვება. უდიდესი საფრთხე მოდის თვით-მარგინალიზაციისგან. და ეს ხდება ყოველ ჯერზე, როდესაც მოძრაობა, სულიერი ძალა უარს ამბობს პირისპირ დადგეს და დიალოგში ჩაებას მისი ეპოქის ყველა სოციალურ და ინტელექტუალურ მოძრაობებთან. რა საჭიროა იმის მუდმივად შეხსენება, რომ ისტორია არ არის მონოლითური.”

ზიზიულასი დასძენს: “ისტორია არის სივრცე, რომელშიც შენ ახორციელებ ადამიანის თავისუფლებას. და თავისუფლება ადამიანის “ცხოვრების რკალში” ხასიათდება სხვადასხვა მოსაზრებების გამოხატვით და აქედან გამომდინარე “შენ” და “არას” დიალექტიკით. მხოლოდ დასასრულს (ესქატოლოგიური მნიშვნელობით) ადამიანის თავისუფლება გამოიხატება როგორც “დიახ”, რომელიც მიმართულია ღმერთისა და ჭეშმარიტებისაკენ.

ჟამთა სვლაში ეკლესია დაფუძნებულ იქნა ამ შეხედულებაზე. თავიდანვე პირველმა ქრისტიანულმა თემებმა თავი მიუძღვნეს კონსტრუქციულ დიალოგს იუდაიზმსა და ბერძნულ სამყაროსთან. ამან მიაღწია თავის უმაღლეს მწვერვალს ეგრეთ წოდებულ პატრისტიკულ (წმინდა მამათა, ზ.ჯ.) პერიოდში, როდესაც ეკლესიას ჰქონდა იმის სიმხნევე, რომ შეჭიდებოდა კონსტრუქციულ დიალოგს მისი დროის კულტურასთან, და ის აღებეჭდა მისი ჭეშმარიტების ნიშნით. მხოლოდ თანამედროვე მსოფლიოში მოხდა კულტურის სივრცეში ეგრედ წოდებული დაყოფა საკრალურსა და პროფანულს შორის, რამაც განდევნა ეკლესია კულტურისა და სამოქალაქო სფეროდან. ეს გახდა ზიანის მომტანი არამხოლოდ ეკლესიისათვის არამედ თვითონ ცივილიზაციისათვის”.

“ამიტომ – განაგრძობს ზიზიულასი – ნებისმიერი გაქცევა ისტორიული რეალობიდან და იდენტობის ძებნა მხოლოდ წარსულში იმ ისტორიული, სოციალური და კულტურული კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, რომელშიც განვითარდა ამ იდენტობის ტრადიცია, ტოლფასია პირველ რიგში მართლმადიდებლობის რომანტიზაციის და შემდეგ მისი მარგინალიზაციის”.

“ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია – ამბობს პერგამოსის მიტროპოლიტი – რომ ჩვენ ეკლესიურმა ადამიანებმა, ჩვენ ვთქვათ უარი ჩვენს ნარცისისტულ თვითკმაყოფილებაზე, რასაც მივყავართ უნაყოფო დაპირისპირებამდე. ამის სანაცვლოდ ჩვენ უნდა ვისწავლოთ, როგორ შევთავაზოთ ქმნილებას ჩვენი უფლის ჭეშმარიტი მოწმობის არსი”.

 

წყარო შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://www.asianews.it/news-en/Bartholomew-convokes-the-Primates-of-the-Orthodox-Churches-29964.html

Print Friendly

Comments are closed.