გადადგა ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი უნეტარესი ქრისტეფორე

ch112 აპრილს წმინდა სინოდის სხდომაზე გადაგომის შესახებ განცხადება გააკეთა უნეტარესმა ქრისტეფორემ, მიტროპოლიტმა ჩეხეთისა და სლოვაკეთისა. უნეტარესი ქრისტეფორეს მიერ დღესვე მოეწერა ხელი მინდობილობას, რომლის მიხედვითაც ეკლესიის მეთაურის პოსტს დროებით ოლუმოცკო-ბრენსკის მთავარეპისკოპოსი სიმეონი შეასრულებს. მეუფე სიმეონის პრესსამსახურის განცხადებით მიტროპოლიტმა ქრისტეფორემ თავისი გადაწყვეტილება შეაფასა როგორც ეკლესიის ერთიანობის შენარჩუნებისათვის აუცილებელი ნაბიჯი.

შეგახსენებთ, რომ მიტროპოლიტ ქრისტოფორეს შესახებ მედიაში ვრცელდებოდა ინოფორმაცია იმის შესახებ, რომ ის სისტემატიურად არღვევდა მონაზვნურ აღთქმას და არაკანონიერი შვილები ჰყავდა. ქრისტეფორეს განცხადებით ის მზად არის იურიდიულად დაამტკიცოს თავისი სიმართლე ამ საკითხთან დაკავშირებით.

ბექა ებრალიძე

© Juniortheologians

Print Friendly

Comments are closed.