პროტოპრესვიტერ თეოდორე ზისისის პარასინაგოგე [1]

მართლმადიდებლობის ზეიმზე, კვირას, 2017 წლის 5 მარტს, პროტოპრესვიტერმა თეოდორე ზისისმა განაცხადა, რომ წყვეტს თესალონიკის მიტროპოლიტ, უნეტარეს ანთიმოზის მოხსენიებას. ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად კი ასახელებს მიტროპოლიტის ეკუმენისტურ მიდრეკილებებს და ელადის ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ, კუნძულ კრეტაზე ჩატარებული კრების აღიარებას.

სანაცვლოდ, თესალონიკის მიტროპოლიტმა უნეტარესმა ანთიმოზმა თავისი ეპარქიის ყველა ტაძარში, მ. თეოდორე ზისისს აუკრძალა ღვთისმსახურების ჩატარება.

http://neataksi.blogspot.gr/2017/03/blog-post.html

https://www.youtube.com/watch?v=BnkHkhEMSQc

მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა (www.palamacentre.com)

[1] -παρασυναγωγή-ქართ.- გარეშესაკრებელი ან კიდეშესაკრებელი