საფრანგეთში მღვდელს ყელი გამოჭრეს

26/07/2016
By
13626399_1064708730261152_3273312247644106081_nსაფრანგეთში თავდამსხმელებმა მღვდელს სავარაუდოდ, ყელი გამოჭრეს
მძევლების გათავისუფლების ოპერაცია მსხვერპლით დასრულდა საფრანგეთში. დანით შეიარაღებული ორი მამაკაცი ქალაქ პირი სენ ეტიენ დიუ რუვრეს ეკლესიაში შეიჭრა და იქ მყოფი მღვდელი მორწმუნეებთან და მონაზვნებთან ერთად მძევლად აიყვანა.

ერთ-ერთმა მონაზონმა გაქცევა მოახერხა და მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა. ტაძარი სპეცრაზმმა ალყაში მოაქცია. გაისმა სროლიც ხმაც. პოლიციელებმა ორივე თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს. მოკლულია მღვდელიც, 86 წლის კათოლიკე სასულიერო პირს თავდამსხმელებმა ყელი გამოჭრეს.

საავადმყოფოში არიან გადაყვანილი დაჭრილი მძევალი და პოლიციელი. სენ ეტიენ დიუ რუვრეში უკვე გაემგზავრნენ საფრანგეთის პრეზიდენტი და შინაგან საქმეთა მინისტრი. თავდასხმის მოტივი უცნობია.

თვითმხილველთა განცხადებით, ეკლესიაში შეჭრის დროს თავდამსხმელები ალაჰის სადიდებელ სიტყვებს ამბობდნენ.

პასუხისმგებლობა მომხდარ ტერაქტზე უკვე აიღო ე.წ. “ისლამურმა სახელმწიფომ”

წყარო

უცხოური წყაროები

bvoltaire.fr

bbc.com

Print Friendly

Comments are closed.