ე.წ. “მართლმადიდებლური სტალინიზმის” შესახებ

04/09/2014
By

7d4c3da51578მღვდელს, რომელიც ამბობს, რომ სტალინს ცილი დასწამეს, არასოდეს სმენია რუს  ( და არა მარტო – რედაქცია) ახალმოწამეთა და აღმსარებელთა შესახებ

ავტორი: პავლე, მიტროპოლიტი მინსკისა და სლუცკისა (პონომარიოვი)

პავლემ მიტროპოლიტმა რიაზანისა და მიხაილოვსკისა (ამჟამად მიტროპოლიტი მინსკისა და სლუცკისა, სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი – რუსეთის საპატრიარქო) ტელეკომპანია “სოიუზის” ეთერში გამოთქვა თავისი დამოკიდებულება ე.წ. “მართლმადიდებლური სტალინიზმის” შესახებ და მოჰყვა იმაზე, თუ რატომ ხდება ასე, როდესაც “მართლმადიდებელ სასულიერო პირთა შორისაც კი არიან ისეთები, ვინც თვლის, რომ სტალინს ცილი დასწამეს”. მეუფის თქმით, მორწმუნე ადამიანი შეუძლებელია იყოს “სტალინისტი”.

“მე აქამდეც მისაუბრია ამ თემაზე. ნიურნბერგის პროცესმა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გაასამართლა ფაშიზმი, მაგრამ ლენინიზმი, მარქსიზმი, ათეიზმი, სტალინიზმი, სამწუხაროდ, ჯერ ისევ გაუსამართლებელია. არ მომხდარა პოლიტიკური თუ იდეოლოგიური შეფასება. ამის გაკეთება კი ნამდვილად საჭიროა, რადგან უამრავი ადამიანი – მილიონობით, თუ ათობით მილიონი დაიღუპა ამ იდეოლოგიის გამო. ეს ღვთისმებრძოლი, ანტიადამიანური იდეოლოგიაა. უფალი დროისა და ადამიანური კონფლიქტების მიღმიერია. იმის გამო, რასაც ჩვენ აქ, დედამიწაზე ვიგონებთ, როგორც ხალხში იტყვიან ხოლმე, ღმერთს არც სცხელა და არც სცივა. აი, ჩვენთვის კი, ნებისმიერ იდეოლოგიას მოაქვს სარგებელი ან ზიანი. ამგვარად, ათეიზმის, მარქსიზმის, ლენინიზმისა და სტალინიზმის იდოლოგიამ კოლოსალური ზიანი მოგვიტანა. და დღემდე, სხვათა შორის ათეიზმიც, უდიდესი რაოდენობის ადამიანთა სულებს ღუპავს.

რაც შეეხება სტალინიზმისადმი ზოგიერთი ღვთისმსახურის შემწყნარებლურ პოზიციას…ჩვენს ძმათა შორისაც არიან სხვადასხვაგვარი ადამიანები. ვფიქრობ, მღვდელს, რომელიც ამბობს, რომ სტალინს ცილი დასწამეს, როგორც ჩანს, არასოდეს წაუკითხავს მეოცე ასწლეულის ისტორია, არასოდეს წაუკითხავს რუს ახალმოწამეთა და აღმსარებელთა ცხოვრება. როგორც ჩანს, მათ არ იციან, რამხელა ზიანი მოუტანეს მათ ჩვენს ხალხს. არა მხოლოდ ეკლესიას, არამედ კაცობრიობას, ხალხს. რა, სტალინი ყრუ, მუნჯი და ბრმა ხომ არ ყოფილა? ნუთუ, ვერ ხედავდა რა ხდებოდა გარშემო? განა თავად არ იღებდა მონაწილეობას ტერორისტულ აქტებში? განა თავად არ მონაწილეობდა იმ ტერორში, რომელიც 30 იან წლებში მიმდინარეობდა ჩვენთან? ვინ მართავდა ქვეყანას მაშინ? როგორ თუ “ცილი დასწამეს”? ის იდგა საჭესთან, მისი ხელმოწერა კი მრავალი დახვრეტის დოკუმენტზეა.

ეს საშინელი მოვლენა ჩვენი ხალხის ცხოვრების ნაწილია, დაიღუპა უამრავი ადამიანი, მათ შორის საეკლესიო პირები – ეპისკოპოსები, სამღვდელოება, მონაზვნები, მრევლი, სამხედრო მეთაურები, პოლიტიკოსები. ეს ძალიან სეროზული თემაა. ეს უთუოდ ჩვენი ხალხის რწმენის გამოცდის დრო იყო. ჩვენ რა გვიჭირს, შეგვიძლია გვწამდეს ღვთისა, დავდიოდეთ ეკლესიაში, მაგრამ, აბა, სცადე და წარმოავლინე საკუთარი თავი როგორც პატიოსანმა და ჭეშმარიტან მორწმუნე ადამიანმა მაშინ, როდესაც პოლიტიკური ან რელიგიური დევნა ხორციელდება. სწორედ აქ ჩნდება, ვინ როგორი აღზრდილია: ზოგი საკუთარი რწმენისთვის თავგასაწირად მზად არის, სიკვდილისთვისაც კი, სხვა კი იხიბლება, ზოგი აღმოაჩენს, რომ “სტალინისთვის ცილი დაუწამებიათ”. მე სრულებით არ ვეთანხმები მოსაზრებას, თითქოს მას ცილი დასწამეს. ეს რაღაც მიამიტური სისულელეა, მაგრამ, როგორც ჩანს, მრავალი განიცდის ამას. ის, ვისაც სერიოზულად უმუშავია ახალმოწამეთა დოკუმენტებზე, ან ზოგადად რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მე 20 ასწლეულის ისტორიაზე, ამგვარი ილუზიებისგან შორს არის.

ჩვენი ქვეყნის მაშინდელი ლიდერები (მე ვერც კი ვუწოდებ მათ ჩვენებად) ატარებდნენ ანტირუსულ და ანტიადამიანურ პოლიტიკას. მართალია, თუკი ჩვენ ვისაუბრებთ პოლიტიკოსებისა თუ მხედართმთავრების რეპრესიების შესახებ და დავინახავთ თუ ვინ, რომელი ან როდის მოაყოლა რეპრესიაში, შესაძლებელი იქნება დავინახოთ საკმაოდ სახასიათო ხაზი: მე ვიტყოდი, რომ აღესრულებოდა საღვთო სამართალი – ის ვინც ხვრეტდა რევოლუციის შემდგომ სრულიად უდანაშაულო გლეხებს, ვინც აკულაკებდა, ვინც ხვრეტდა და ასახლებდა მორწმუნეთ, მონაზვნებს, ეპისკოპოსებს, თავის მხრივ, ისინიც იყვნენ დახვრეტილნი მათზე უარესი მხეცების მიერ, ვინც თავად ისინი ჩაანაცვლა. დადგა 30 იანი წლები – ხვრეტდნენ მათ, ვინც ხოცავდა უდანაშაულოებს 20 იან წლებში. 1937-1939 წლებში კი ხვრეტდნენ მათ, ვისაც მანამდე დაეხოცა სხვა სამხედრო მეთაურები. უფალს უთქვამს, გსურთ უჩემოდ ცხოვრება? იცხოვრეთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ის ვინც იტანჯა რწმენისათვის, ქრისტესათვის, ეკლესიისათვის, შევიდნენ ცათა სასუფეველში. შემდგომ კი წამოვიდა ისეთები, მე ვიტყოდი, პოლიტიკური გარჩევები, უფრო კი ყაჩაღური, ამ ეგრეთწოდებულ ელიტაში, სადაც თავადაც კი არ იცოდნენ, ვინ ვის უთვალთვალებდა, ვინ ვის უსმენდა, ვინ ვის ასმენდა, ერთმანეთს ასახლებდნენ, ერთმანეთს ხვრეტდნენ. რა, სტალინმა ყველაფერი ეს არ იცოდა? ბოლო-ბოლო, ხალხისა და ქვეყნის წინაშე მაინც უნდა აეღო პასუხისმგებლობა, როგორც მმართველს. და ვფიქრობ, რომ ის ამ ყველაფრით წარდგა ღვთის წინაშე”.

Print Friendly

Comments are closed.