Blog Archives

მოგვიწოდებს თუ არა ძალადობისკენ წმ. იოანე ოქროპირი?

13/07/2021
By

800px-Johnchrysostomავტორი: იოანე კაზარიანი

 

ბოლო დროს, მორწმუნე მართლმადიდებელ ქრისტიანებს შორის აქტუალური გახდა წმ. იოანე ოქროპირის სიტყვები ძალადობის შესახებ, რომელიც მან გამოთქვა „საუბრებში ქანდაკებათა შესახებ“ (1, 12), სადაც, როგორც ეს შეიძლება გულუბრყვილო მკითხველს მოეჩვენოს, წმინდანი კეთილმსახურების დასაცავად ძალადობას ამართლებს. წმინდანის ეს სიტყვები გარკვეულ ისტორიულ კონტექსტსა და Consensus patrum კონტექსტში უნდა გავიგოთ, ანუ თუ რამდენად შეესაბამებოდა წმ. იოანე ოქროპირის ეს სიტყვები მსოფლიო ეკლესიის მამათა აზრს.

Read more »

მეცნიერული და რელიგიური კოსმოგენეზი

27/06/2021
By

160216806_807930600073999_711917279082989261_nმეცნიერული და რელიგიური კოსმოგენეზი:

მეცნიერულ-რელიგიური კოსმოლოგიური სინერგიის პერსპექტივების შესახებ
ავტორი – იოანე კაზარიანი

 

ნაწილი I

 „მეცნიერება რელიგიის გარეშე – კოჭლია, ხოლო რელიგია მეცნიერების გარეშე – ბრმა“

ა. აინშტაინი

„ვერც ერთი ადამიანი
შვიდ დღეში სამყაროს შექმნას ვერ ახსნის,
ვერც მის განგებას აღწერს,
თუნდაც ათასი პირი ჰქონოდა და ათასი ენა სცოდნოდა;
თუნდაც, ამ ქვეყნად ათასი წელი ეცხოვრა
მაინც ვერ იტყვის რაიმე ღირსეულს
ამის შესახებ, რადგან  ამ ექვს დღეში არსებული
ღვთის სიბრძნე დიდია და განუზომელი“.

 წმ. თეოფილე ანტიოქიელი

 

აქ მოყვანილი დიდი მეცნიერისა (ა. აინშტაინი) (1)  და ადრეული ქრისტიანული აპოლიგეტის, – წმ. თეოფილე ანტიოქიელის († II ს.), (2) სიტყვები ქმნილი სამყაროს დასაბამის – კოსმოგენეზის – ღრმა გააზრების ნათელი მაგალითია. მიუხედავად იმისა, რომ ხსენებულ მოღვაწეებს თვრამეტი საუკუნე ჰყოფს, მათ თავიანთ გამონათქვამებში (თავისი დროისთვის დამახასიათებელი) ფიზიკური სამყაროს საწყისების შესახებ ინტელექტუალური გონება გამოამჟღავნეს. თითოეულმა მათგანმა ეს თავისი გაგებით გამოხატა, თუმცა ეს გაგება მაინც რელიგიუირი იყო. ჩვენ ახლა არ შევადარებთ მათი რწმენის და რელიგიური თუ არარელიგიური იდენტობის ზომას, რადგან ჩვენ მათ მიერ სამყაროს სწორი ხედვისა და სამყაროს საწყისების გააზრების ხასიათს ვეხებით. ეს სამყაროს საიდუმლოებას ეხება, ხოლო საიდუმლოება, როგორც ერთგვარი მისტიურობა, ყოველთვის კორელირებს რელიგიასთან; ეს უკანასკნელი კი სხვადასხვა ფორმით ავლენს თავს. ჩვენს წინა სტატიებშ ა. აინშტაინი არაერთხელ გვისენებია. მას საოცარი თვისება გააჩნდა: ის ძალიან ფაქიზი და მგრძნობიარე იყო ფიზიკის მიმართ, რაც კოსმოგენეზის შემსწავლელი ასტროფიზიკის საფუძველია. დიდი მეცნიერი „იდუმალების შეგრძნებაზე“  წერდა, რომელიც „ჭეშმარიტი მეცნიერებისა და ხელოვნების წყაროა“ (3). ამიტომ, ის საიდუმლოებასა და მეცნიერებას არ ჰყოფდა. მისთვის არა მხოლოდ სამყაროს საწყისები იყო მიუწვდომელი კატეგორია, არამედ თავად სამყაროს შექმნის, სიცოცხლის საიდუმლოებაც. ამიტომ, ა. აინშტაინის თანახმად: „ცხოვრების იდუმალებაში შიშნარევმა წვდომამ რელიგიის წარმოქმნას მისცა იმპულსი“. რელიგიის გარეშე, სამყაროს მეცნიერულ სურათს აზრი არ აქვს. ასეთი სურათი არასრულია და აზრობრივ კატეგორიებში ვერ ჯდება. რელიგიურ გააზრებასა და ინტერპრეტაციას მოწყვეტილი მეცნიერება – უაზრობაა, რასაც ათეისტ მეცნიერთა ნაწილი აცხადებს კიდეც, მაგრამ ამ მხრივ, ა. აინშტაინი სამყაროს ონთოლოგიურ საწყისებთან დაკავშირებით თავისი გრძნობის სიღრმეს ავლენს. ამიტომაც, ის ხედავდა, რომ: „მეცნიერება რელიგიის გარეშე – კოჭლია, ხოლო რელიგია მეცნიერების გარეშე – ბრმა. ასეთი ზუსტი დაკვირვება შეეძლო მხოლოდ იმ ადამიანს, რომელიც სამყაროს საფუძვლების მიუწვდომლობას აცნობიერებდა (და არა მხოლოდ ესმოდა რა ქმნილი კოსმოსის ფიზიკური კანონები). ამიტომ, ა. აინშტაინი იმ აზრს ემხრობოდა, რომ მეცნიერებამ ფიზიკური-რაციონალური კანონების მექანიზმები უნდა აღწეროს, რელიგია კი თავის ინტერპრეტაციას უნდა იძლეოდეს. მას მიაჩნდა, რომ კოსმოსური ბუნების სწორი გაგების საწყისი ღრმა კრძალვისა და იდუმალების გრძნობაშია.

Read more »

ნეტარი თეოდორიტე კვირელის შესახებ

18/06/2021
By

200367853_495643204879623_7302417547299783975_nერთი არაავთენტური წერილის შესახებრომელიც ნეტ. თეოდორიტე კვირელის სახელითV მსოფლიო კრებაზე წაიკითხეს

ავტორი: იოანე კაზარიანი

 

წინამდებარე სტატია ერთი ყალბი თხზულების საკითხს განიხილავს, რომელიც ნეტ. თეოდორიტე კვირელის (+457) წერილის სახით, V მსოფლიო კრებაზე (553 .) წაიკითხეს იმის ვითომდა დასტურად, რომ ნეტ. თეოდორიტე წმ. კირილე ალექსანდრიელის სახელს ჩირქს სცხებდა მასთან შერიგების შემდეგ. ბიზანტიის იმპერიის აღმოსავლეთ ტერიტორიაზე შექმნილმა რთულმა საეკლესიოპოლიტიკურმა ვითარებამ (V სოფლიო კრების წინა პერიოდში) აიძულა იმპერატორი იუსტინიანე I მონოფიზიტებთან საკმაოდ დიდ დათმობებზე წასულიყო, რაც V საუკუნის პირველი ნახევრის ანტიოქიის ეკლესიის სამი ცნობილი ღვთისმეტყველის  თეოდორე მოფსუესტელის, ნეტ. თეოდორიტე კვირელის და ივა ედესელისხსოვნას ჩრდილს აყენებდა, რადგან ისინი მონოფიზიტებმა (წმ. კირილეს ზღვარგადასული თაყვანისმცემლები) ანათემას გადასცეს. ეს ანათემა განსაკუთრებულად ეხებოდა ნეტ. თეოდორიტეს, მონოფიზიტების მთავარ მტერს. მონოფიზიტების გულისმოგების მიზნით იმპერატორმა იუსტინიანემ .. „სამი თავისბრძანება გამოსცა, რომელმაც ჩვენამდე სრული სახით ვერ მოაღწია. ედიქტს «სამი თავი» იმიტომ კი არ ეწოდა, რომ დასახელებული სამი ღვთისმეტყველი ნესტორიანელთა სამი «თავი» იყო, არამედ იმიტომ, რომ თითოეულ მათგანს იმპერატორის განკარგულებაში სამი ცალკე თავი ეძღვნებოდა. შემდგომში თითოეულ თავს იმ ღვთისმეტყველის სახელი ეწოდა. დასახელებული “სამი თავიდან” ჩვენ თეოდორიტე კვირელზე ვისაუბრებთ.

Read more »

„სიცოცხლის ხე“ და თეისტური ევოლუცია

24/05/2021
By

125469133_3379741252121258_4094702518017020330_n„სიცოცხლის ხის“, „სიშიშვლის“ ბიბლიური გაგებისა და თეისტური ევოლუციის პერსპექტივაში ბოროტების პრობლემის შესახებ

(ბიბლიური ჰერმენევტიკული პერსპექტივა XXI საუკუნეში თეისტური ევოლუციის თვალსაზრისით)

ავტორი: იოანე კაზარიანი

«Γνθι σεαυτόν» („შეიცანი თავი შენი“)

წარწერა აპოლონის ტაძარში, დელფოსში Read more »

ანთროპოგენეზის პოლიგენეზი და მონოგენეზი

26/04/2021
By

125469133_3379741252121258_4094702518017020330_nპოლიგენეზი და მონოგენეზი თეისტური ევოლუციის ჭრილში.

მთელი ქმნილების ბიოქიმიის ერთობის შესახებ

ავტორი: იოანე კაზარიანი

(ბიბლიური ჰერმენევტიკული პერსპექტივა XIX საუკუნეში თეისტური ევოლუციის თვალსაზრისით)ღმერთს სურს, რომ ადამიანის გონებამ ყველაფერი გამოიკვლიოს და შეიცნოს

ტერტულიანე

 „ბუნების წესი თავად წესის ბუნებად იქცევა“ – პიტერ მუნცი Read more »

ეკლესია და Homo sapiens

01/04/2021
By

125522011_702564397044721_2757146221028471274_n

Homo-sapiens-ების პრეისტორიული საზოგადოება, როგორც ეკლესიური თემის (ἐκκλησία) წინასახე (ბიბლიური ჰერმენევტიკური პერსპექტივა XXI საუკუნეში თეისტური ევოლუციის თვალსაზრისით)

ავტორი: იოანე კაზარიანი

ღვთისმეტყველება, რომელიც კაცობრიობის ბედსა და ისტორიის აზრს უპირველეს მნიშვნელობას ანიჭებს, გარდაუვალად შეხვდება იმ სამყაროს, რომელშიც რეალური ადამიანები ცხოვრობენდღევანდელი ღვთისმეტყველება მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ კაცობრიობა და კოსმოსიც თავის საგნად აქციოს; მან როგორც კაცობრიობის მისწრაფებანი, ისე მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევები უნდა მიიღოს მხედველობაში

დუმიტრუ სტანილოე Read more »

დაცემული ბუნება და თერმოდინამიკა

07/03/2021
By

dc3e26e4-7d14-4666-8bd4-cd97779fdd26ავტორი: იოანე კაზარიანი

ნეოჰერმენევტიკული შეხედულება რომ. 8, 19-23-ზე თეისტური ევოლუციის ჭრილში.
(„დაცემული“ ბუნების საკითხი და თერმოდინამიკის მეორე კანონი)

 „რეალობის რაციონალური ბუნების რწმენისთვის ან ყოველშემთხვევაში მისი იმ ნაწილისთვის, რომელსაც ადამიანის გონება წვდება, „რელიგიაზეუკეთეს ტერმინს ვერ გამოვნახავ. იქ, სადაც ეს გრძნობა არ არის, მეცნიერება უნაყოფო ემპირიად იქცევა

ალბერტ აინშტაინი

გონიერი ქმნილების საბოლოო მიზანი მისი ბუნების შესაძლებლობებს აღემატება

თომა აქვინელი Read more »

ცნობიერების მეტაფიზიკა XXI საუკუნის გამოწვევების ფონზე

22/02/2021
By

time

(სტატიების ციკლიდან თეისტურ ევოლუციაზე)

ავტორი: იოანე კაზარიანი

„ცნობიერება ფიზიკური სამყაროს სურათში ვერ ჯდება“

როჯერ პენროუზი

თეისტური ევოლუციის საკითხისადმი მიძღვნილ ჩვენს წინა სტატიებში (1) ჩვენ ზოგიერთ ბიბლიურ ნეოჰერმენევტიკულ საკითხებს შევეხეთ და ამავე ასპექტში ანთროპოლოგიური საკითხიც განვიხილეთ. ჩვენ ვისაუბრეთ ადამიანის არსის უხილავ მხარეზე – გონიერ სულზე, ცნობიერებასა და თვითშეგნებაზე. ამავე საკითხებს ვეხებოდით ჩვენს ერთ-ერთ წინა ნაშრომში (2). ამ სტატიაში გვსურს, უფრო ღრმად შევეხოთ ადამიანის ცნობიერების საკითხს. რათქმაუნდა, ადამიანის ცნობიერების ონტოლოგიას ჩვენ ბოლომდე ვერ ამოვწურავთ (ეს საკითხი დღემდე რჩება გადაუწყვეტად). ჩვენ მხოლო ჩვენთვის საინტერესო თემაზე დავსვამთ აქცენტებს.

Read more »

სურბ სარგისი, ერეტიკოსი თუ მართლმადიდებელი წმინდანი?

30/01/2021
By

church+calendarავტორი: იოანე კაზარიანი

 

წმინდა სარგისი (სომხ. սուրբ Սարգիս, ანუ — წმინდა სერგი), ან როგორც ჩვენშია მიღებული „სურბ სარგისი“ – სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე სათაყვანებელი წმინდანია. ადამიანი, რომლის ქრისტიანული მოწამეობრივი ღვაწლი სომხეთში ქრისტიანობის გავრცელების ადრეული პერიოდიდანვე იყო ცნობილი სომეხ ქრისტიანებში. წმ. სარგისი მიჩნეულია სომხეთის ადგილობრივი ეკლესიის მოწამედ, მისი სახელი არ გვხდება არცერთ ცნობილ მართლმადიდებლურ წმინდათა ცხოვრების აღწერაში, და არც კალენდრებში.

Read more »

ანგელოლოგია და ანთროპოლოგია

25/01/2021
By

ანგელოლოგია და ანთროპოლოგია: ანგელოზებისა და ადამიანების შექმნის საკითხის შედარებითი ანალიზი თეისტური ევოლუციის თვალსაზრისით

(ბიბლიური ჰერმენევტიკული პერსპექტივა XIX საუკუნეში თეისტური ევოლუციის თვალსაზრისით)

ავტორი: იოანე კაზარიანიtouchingthevoid4601

„ანგელოზი არის არსება გონისმიერი, მარადმოძრავი, თვითუფლებრივი, უსხეულო, ღვთისადმი მომსახურე, მადლით უკვდავების მიმღები ბუნებაში, რომლის არსების სახე და საზღვარი მხოლოდ შემოქმედმა უწყის. იგი ითქმის უსხეულოდ და უნივთოდ ოდენ ჩვენთან შედარებით, რადგან უდარებელია მხოლოდ ღმერთი და მხოლოდ ღვთაებაა ჭეშმარიტად უნივთო და უსხეულო, რის გამოც მასთან შედარებით ყოველივე განხშოებულია და ნივთიერი“

წმ. იოანე დამასკელი Read more »