Blog Archives

ევოლუციის თეორია და თანამედროვე რელიგიური ცნობიერება (გაგრძელება)

29/11/2020
By

125469133_3379741252121258_4094702518017020330_n(ბიბლიური ჰერმენევტიკური პერსპექტივა XXI საუკუნეში თეისტური ევოლუციის თვალსაზრისით)

ავტორი: იოანე კაზარიანი

II ნაწილი

პირველი ნაწილი იხილეთ ბმულზე

ყოველივე ზემოთქმული  განსახილველი საკითხის მხოლოდ პროექციაა. ჩვენ ვთავაზობთ მკითხველს, წერილს ოდნავ სხვა, ალტერნატიული კუთხით შეხედოს. ჩვენ ახლა ვერ გავაშუქებთ ევოლუციასა და მასში ადამისა და ევას (როგორც არა პირველი ადამიანების) ადგილთან დაკავშირებულ ყველა საკითხს. ჩვენი პოზიცია მხოლოდ ნაწილობრივ გავაშუქეთ და ჩვენი ხედვის ძირითადი პრინციპები მოვნიშნეთ. წინ კიდევ ბევრი რამ რჩება, კიდევ ბევრი ბიბლიურ-არქეოლოგიური აღმოჩენა გველის. ყურადღებიანი მკითხველი გაგვიგებს და ევოლუციის თეორიასთან დაკავშირებული თანამედროვე მეცნიერული აღმოჩენების შუქზე წერილის სულიერ მხარის ჰერმენევტიკული გააზრებისა და ობიექტურობიდან გამომდინარე ახალ კითხვებს დასვამს. მაგრამ, ამ საკითხის შესახებ ევოლუციის ჭრილში, ვიმედოვნებთ, ვისაუბრებთ ჩვენს შემდეგ სტატიაში უფრო საფუძვლიანად, სადაც შევეცდებით განვიხილოთ, თუ (ჩვენი აზრით) რა გადასცა ადამმა კაცობრიობას. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვფიქრობთ, რომ ადამმა კაცობრიობას ბიოლოგიური სიკვდილი გადასცა (რისი ჩვენებაც ამ სტატიაში ვეცადეთ) თავისი ცოდვით დაცემის შედეგად, მაგრამ მას შეეძლო, კაცობრიობისთვის გადაეცა დაკარგული შესაძლებლობა იმისა, რომ უკეთესი გამხდარიყო ან მთელი კაცობრიობისთვის დაკარგული შესაძლებლობის მაგალითად ქცეულიყო. შემდეგ სტატიაში ზუსტად ამ აზრის განვრცობას ვაპირებთ.

Read more »

ევოლუციის თეორია და თანამედროვე რელიგიური ცნობიერება

25/11/2020
By

125522011_702564397044721_2757146221028471274_n(ბიბლიური ჰერმენევტიკური პერსპექტივა XXI საუკუნეში თეისტური ევოლუციის თვალსაზრისით)

ავტორი: იოანე კაზარიანი

I ნაწილი

„ვინც წმინდა წერილს განსჯის გარეშე მოუსმენს და ყველაფერს პირდაპირი გაგებით მიიღებს, ის ღმერთზე შეუსაბამოდ იფიქრებს; ხოლო ის, ვინც აზრის სიღრმეს ჩაწვდება, ყოველგვარ გაუგებრობას დაძლევს“

იოანე ოქროპირი

თემა, რომელსაც ამ სტატიაში შევეხებით, თემატიკის მოცულობიდან გამომდინარე, მონოგრაფიაზეა გათვლილი, მაგრამ ფორმატის შეზღუდულობის გამო მხოლოდ ის საკითხებს შევეხებით, რომლებიც უფრო აქტუალურად გვეჩვენება. ჩვენ – მორწმუნე ქრისტიანებს (და განსაკუთრებით მათ, ვინც ეკლესიის აპოლოგეტიკურ-მისიონერულ მისიაშია ჩართული) – ახლო მომავალში მოგვიწევს პასუხი გავცეთ მათ, ვინც ბიოლოგიური ევოლუციონიზმისა და კრეაციონიზმის საკითხებითა და მათი მთელ რიგ საკითხებთან თავსებადობა-შეუთავსებლობით არის დაინტერესებული.

Read more »

უკვდავება

08/11/2020
By

123830300_1849453381860671_6120437977928141107_nI ლექცია ციკლიდან „სიცოცხლე სიცოცხლის შემდეგ“

ავტორი: დეკანოზი ალექსანდრე მენი

 

ტექსტის მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით თამარ კოტრიკაძეს
და გამოქვეყნების უფლებისათვის – “კავკასიურ სახლს”
ალექსანდრე მენი. „სიცოცხლის, სიკვდილისა და რწმენის სიმბოლოს შესახებ“.
თარგმნა თამარ კოტრიკაძემ. თბ., 2019 წ. გვ. 304-331.

 

დღეს იმაზე ვისაუბრებთ, რაც თითოეულ ადამიანს ეხება. შეიძლება სიცოცხლის ხანმოკლეობა და წარმავალობა დავივიწყოთ, მაგრამ ის ადრე თუ გვიან მაინც შეგვახსენებს თავს.

როდესაც ადამიანი საკუთარ თავს მაღალ იდეალებს უყენებს, მიზნებს ისახავს, ხშირად ავიწყდება, ჩვენი ცხოვრება რამდენად მოკლეა. ბევრი ადამიანი წინათაც და ახლაც რაღაც ღვარძლიანი ნიშნისმოგებით ცდილობს ისეთი მეცნიერული არგუმენტები მოიძიოს, რომელიც ადამიანის სულის უკვდავების შესახებ უძველეს მოძღვრებას გააცამტვერებს. არადა ეს სხვა არაფერია, თუ არა მეცნიერებას ამოფარებული სწრაფვა განადგურებისაკენ, იმისკენ, რომ კაცობრიობას წაერთვას უსანუკვრესი, უძვირფასესი სასოება, თუმცა მისი მესვეურები ამაოდ ირჯებიან, რადგან ცივილიზაციის ყველა ეტაპი, ყველა საზოგადოება სულის უკვდავების იდეისაგან განუყოფელია.

Read more »

წმინდა წერილი და საეკლესიო გადმოცემა

10/09/2020
By

svasennom-pisanii-i-svasennomავტორი: ზურაბ ჯაში

პირველად დაიბეჭდა ჟურნალში „გული გონიერი“ N 23|2019. მადლობას ვუხდით ჟურნალის რედაქციას გამოქვეყნების ნებართვისათვის.

 

რეფორმაციის პერიოდიდან მოყოლებული წმინდა წერილსა და საეკლესიო გადმოცემას შორის ურთიერთმიმართება ერთერთი პრობლემურ საკითხად იქცა ზოგადად ქრისტიანული ღვთისმეტყველების ისტორიაში, რამაც ასევე გავლენა მოახდინა თანამედროვე მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაზე. რეფორმაციის პრინციპი sola scriptura (მხოლოდ წმინდა წერილი) მიზნად ისახავდა ბიბლიის ჭეშმარიტების ერთადერთ კრიტერიუმად წარმოჩენას და მისი წაკითხვის შუქზე საეკლესიო ინსტიტუტებისა და დოქტრინის კრიტიკულად განსჯას. ამის საპირისპიროდ, რომის პაპ პავლე III-ის მიერ 1544 წელს ქ. ტრენტში მოწვეული კრება, სხვა კონტრრეფორმაციულ დებულებებთან ერთად, ამტკიცებდა, რომ გამოცხადებული ჭეშმარიტება გადმოცემულია „in libris scriptis et sine scripto traditionibus“ (ლათ. „წმინდა წერილის წიგნებსა და, წერილის გარდა, გადმოცემაში“)[1]. აქ არ განვიხილავთ რეფორმაციული და რომის კათოლიკური პრინციპების საღვთისმეტყველო განმარტებებს, რაც ცდება წინამდებარე სტატიის ავტორის კომპეტენციის ფარგლებს, არამედ იმას, თუ როგორი იყო ადრეული ეკლესიის სწავლება ამ საკითხთან მიმართებით და, შესაბამისად, როგორი უნდა იყოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია, რომელიც საკუთარ თავს განსაზღვრავს როგორც ადრეულ ეკლესიასთან განუწყვეტელ ერთიანობაში მყოფ ქრისტეს სხეულს.
Read more »

ქარისაგან რხეული ლერწამი

15/08/2020
By

~

ავტორი: იოანე კაზარიანი

ლერწმისა, ქარისაგან შერყეულისა (ლუკა. 7, 24)

მაცხოვრის ეს სახარებისეული სიტყვები, რომლითაც ჩვენი მოკლე სტატიაა დასათაურებული, ახალი აღთქმის მკითხველისთვის კარგადაა ცნობილი. ამ მუხლის მრავალი განმარტება არსებობს წმინდა მამებისგან. თუმცა, ის, რასაც ახალი არქეოლოგიური მონაცემების ფონზე თანამედროვე ბიბლეისტიკა გვთავაზობს, ქრისტეს ამ სიტყვების უფრო ღრმად გაგებაში გვეხმარება. ცნობილი გერმანელი ბიბლეისტები მარტინ ჰენგელი (Martin Hengel) და ანა მარია შვემერი (Anna Maria Schwemer), არანაკლებ ცნობილი ასევე გერმანელი ბიბლეისტის გერდ ტაისენის (Gerd Theißen), ქრისტეს ხსენებული გამონათქვამის ფრიად საინტერესო განმარტებას გვთავაზობენ, განიხილავენ რა მას  კონტექსტში. ეს არის ქრისტეს ხატოვანი გამოთქმა იოანე ნათლისმცემლის შესახებ (ლუკა. 7, 24 და შემდ. = მათე. 11, 7 და შემდ) და ხსენებული ბიბლეისტები მას შემდეგნაირად განიხილავენ:

რისთვის დადიოდით უდაბნოში? ქარისაგან რხეული ლერწმის ხილვად? … ლბილი სამოსით მოსილი კაცის ხილვად? მაგრამ ლბილი სამოსით მოსილნი … მეფეთა დარბაზებში არიან

Read more »

წმინდა წერილის ინტერპრეტაციებისა და განმარტებების პერმანენტულობა

22/07/2020
By

მართლმადიდებელ ეკლესიაში წმინდა წერილის ინტერპრეტაციებისა და განმარტებების პერმანენტულობის შესახებ

 

ავტორი: იოანე კაზარიანი

ამ სტატიაში განხილული თემა – საკმაოდ ღრმა და ფართოა, და რადგანაც მას აქ მცირე სტატიის (და არა მონოგრაფიის) ფორმატში განვიხილავთ, შევეცდებით, ამ საკითხის მხოლოდ იმ მხარეებზე გავამახვილოთ ყურადღება, რომლებიც ჩვენი აზრით უმნიშვნელოვანესია. ჰერმენევტიკაზე (როგორც მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების განუყოფელ ნაწილზე, რომელიც წმინდა წერილის ტექსტების ინტერპრეტაციას ახდენს და განმარტავს) საუბრისას ე.წ. მართლმადიდებლურ „ტრადიციონალიზმს“ შევეხებით.

Read more »

სამეცნიერო ათეიზმთან დიალოგის პერსპექტივებსა და მეთოდიკაზე

22/06/2020
By

finding-gods-willმისიონერული ხედვა

ავტორი: იოანე კაზარიანი

ეს მოკლე სტატია წარმოადგენს მისიონერული ხედვის ნაყოფს ავტორისა, რომელმაც ათეიზმის – უფრო ზუსტად კი, სამეცნიერო ათეიზმის – წარმომადგენლებთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება შეიძინა. სამეცნიერო ათეიზმთან ურთიერთობის პერსპექტივისა და მეთოდიკის ჩვენეული ხედვა, გარდა პირადი გამოცდილებისა, სხვა ადამიანების – თეისტების (მორწმუნეების) და ათეისტების – გამოცდილებასაც ეყრდნობა, რადგან მრავალი ჩვენთაგანისთვის ღმერთის არსებობის აღიარება-არაღიარების საკითხი ფრიად მნიშვნელოვანია. დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მეცნიერი ათეისტი (მეცნიერებში ვგულისხმობთ ფიზიკოსებს, ბიოლოგებს, ანთროპოლოგებსა და მეცნიერების სხვა დარგების წარმომადგენლებსაც) – არ არის. მეცნიერებს შორის მორწმუნე და რელიგიური ადამინების წილი საკმაოდ დიდია.

Read more »

კორონავირუსი და ზიარება

25/03/2020
By

church_result-936x560ორონავირუსი და ზიარება. თითოეული მორწმუნისთვის კოვზის გაწმენდა რატომ გახდა პრობლემა?

ავტორი:  დეკანოზი დიმიტრი გოტოვკინი
ბელგოროდის სახელმწიფო ნაციონალური კვლევითი უნივერსიტეტი

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმ. სინოდმა ტაძრებში კორონავირუსის ინფექციის გადაცემის რისკის შესამცირებლად მიიღო ინსტრუქცია. ერთ-ერთი ღონისძიება იყო კოვზის დეზინფექცია ზიარების წინ მრევლის თითოეული წევრისთვის. ამან კამათი გამოიწვია. შეიძლება თუ არა ზიარებისას დაავადდე კორონავირუსით.

Read more »

მართლმადიდებელ ეკლესიათა გადაწყვეტილებები COVID-19 – თან (ე.წ. კორონა ვირუსთან) დაკავშირებით

23/03/2020
By

anticoronaართულ საზოგადოებაში ხშირად დაისმის შეკითხვები ე.წ. კორონა ვირუსთან დაკავშირებულ იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც სხვადასხვა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა მიიღეს. წმინდა გრიგოლ პალამას მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს მაქსიმალურად მოკლე მონახაზს, რომლითაც ზემომოყვანილ შეკითხვებზე პასუხის მიღებაა შესაძლებელი.

Read more »

„ჭეშმარიტად მყოფის“ პლატონურ-ფილონისეული გაგება და მისი გააზრება წმ. ირინეოს ლიონელის ღვთისმეტყველებაში

09/09/2019
By

69656383_399044471026037_5906741296667557888_nავტორიიოანე კაზარიანი

მღვდელმოწამე ირინეოსი, ლიონის ეპისკოპოსი (დახ. 130-202 წწ.), ძველი ეკლესიის ერთ-ერთი გამორჩეული მამა და აპოლოგეტია. ის ბრწყინვალე ღვთისმეტყველია, რომელმაც ეკლესიის გადმოცემისა (რამოდენიმე გამონაკლისის გამო) და იმ დროინდელი ერესების (გნოსტიკური სექტების) არსი განმარტა, ერესების, რომლებიც ემტერებოდნენ ეკლესიას მისი ისტორიის პირველ ეტაპზე. წმ. ირინეოს ლიონელი საეკლესიო გადმოცემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. ის წმ. პოლიკარპე სმირნელის (+ 156 წ.) მოწაფე [1] იყო და მისგან შეითვისა გადმოცემა [2]. ამგვარად, ირინეოსის მიერ შეთვისებული საეკლესიო ტრადიცია წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველისგან მომდინარეობს, რომლის მოწაფეც იყო პოლიკარპე [3]. მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას წმ. ირინეოსი თავის ორ მთავარ ნაშრომში გადმოსცემს: „მხილება და დამხობა ცრუ ცოდნისა“ ან მოკლედ “ერესების წინააღმდეგ“ (Adversus haereses, ხუთ წიგნად), და „სამოციქულო ქადაგების გაცხადება“. წმ. ირინეოსს სხვა ნაწარმოებიც ეკუთვნის, მაგრამ ჩვენამდე სრული სახით მხოლოდ ხსენებული ნაშრომები შემოინახა.

Read more »