Blog Archives

პატრიარქი მუსლიმებთან მეგობრობის შესახებ და სამძიმარი იერუსალიმის ტერაქტის გამო

21/11/2014
By

Ilia IIსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II –  ის განცხადებით,  მუსულმანური სამყარო  მეზობელზეც უფრო მეტად ახლობელია ქართველებისთვის. ამის შესახებ უწმინდესმა  რელიგიური ტოლერანტობისადმი მიძღვნილი საერთაშორისო  კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ბაქოში ეუთოს ორგანიზებით გაიმართა.

როგორც უწმინდესმა ბრძანა, გარკვეული ძალები ცდილობენ  მიზანმიმართულად შექმნან დაპირისპირების კერები და დაარღვიონ  საუკუნოვანი ტოლერანტული სივრცე, რელიგიის  ლიდერების  ვალია, პასუხი გასცენ ამ პროვოკაციებს და ერთობლივად გადადგან პრევენციული ნაბიჯები.

კონფერენციის მონაწილეებისადმი უწმინდესის მიმართვა:

„თქვენო აღმატებულებავ, ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარევ,  შეიხ-ალ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა ზადე,პროექტის კოორდინატორო და ეუთოს ელჩო ქ.ბაქოში, ბატონო ალექსი ჩაჰთაჰთინსკ, გულითადად  მოგესალმებით თქვენ და აქ დამსწრეთ, ასევე ყველა იმ ადამიანს, რომელთათვისაც ძვირფასია ჭეშმარიტი შემწყნარებლობა. მე ვარ იმ ქვეყნის სულიერი ლიდერი, რომლის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის, ანუ მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის, 20 საუკუნეა ცხოვრების წესად არის ქცეული ღვთის მცნება: ,, შეიყუარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. . . და მეორე, მსგავსი ამისი:  შეიყუარე მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი,“ რაც გულისხმობს იმას, რომ საკუთარი თავივით უნდა შევიყვაროთ  ნებისმიერი ადამიანი განურჩევლად რწმენისა, ეთნიკური წარმომავლობისა, სქესისა და ასაკისა. . .მაგალითად, საყოველთაოდ იყო ცნობილი, თუ როგორი პატივისცემით ეპყრობოდა საქართველოს უდიდესი მეფე, დავით აღმაშენებელი ჩვენთან მცხოვრებ სხვა რელიგიის წარმომადგენლებს, მათ შორის მუსლიმებს; უწესებდა მათ გარკვეულ შეღავათებს, ხელს უწყობდა ადათ-წესების დაცვაში და სხვა. ეს არ იყო გამონაკლისი პერიოდი საქართველოს წარსულისა. ამ პრინციპით იცხოვრა ჩენმა ხალხმა და მიგვაჩნია, რომ  სწორედ ღვთისაგან დალოცვილი მოსიყვარულე გულის გამო გადაურჩა იგი ისტორიის ქარტეხილებს. ამგვარმა დამოკიდებულებამვე განაპირობა საქართველოში მკვიდრი  სხვა ერისა და რელიგიის წარმომადგენელთა კეთილგანწყობაც ქართველებისადმი და ისიც, რომ ორივე მხარე მუდამ უფრთხილდებოდა და პატივს სცემდა სხვის სარწმუნოებას და ურთიერთმეგობრობას, რაც ქმნიდა უნიკალურ ტოლერანტულ გარემოს.ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. ჩვენ თბილი დამოკიდებულება გვაქვს საქართველოში მცხოვრებ სხვა და სხვა რელიგიის წარმომადგენლებთან და მათ ხელმძღვანელებთან; განსაკუთრებით ხშირია ჩვენი შეხვედრები და ვიზიტები მუსლიმთა სულიერ და პოლიტიკურ ლიდერებთან აზერბაიჯანში, თურქეთში, ქუვეითში, იორდანიაში, პალესტინაში. . . საქართველოში რელიგიურ უმცირესობებს გააჩნიათ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი და სრულიად თავისუფალნი არიან თავის საქმიანობაში.  ჩვენ გვაქვს ერთობლივი პროექტებიც, რაც ურთიერთდაახლოებას უწყობს ხელს. ალბათ, მოგეხსენებათ, რომ  ქართველი ერის ერთი ნაწილი მუსლიმურ რელიგიას აღიარებს, რომელთაგან უმრავლესნი თურქეთის რესპუბლიკაში ცხოვრობენ, ნაწილი კი, – აზერბაიჯანსა და ირანში. ჩვენი სისხლისა და ხორცის, ჩვენი მუსლიმი ქართველების , –   გურჯების, ლაზების,  ფერეიდნელების, მაზანდარელების, ინგილოების, იგივე ჰერების, – გამო ზოგადად მუსულმანური სამყარო  მეზობელზეც უფრო მეტად ახლობელი  არის ჩვენთვის.თუნდაც ის ფაქტი, რომ საქართველოში 300-ზე მეტი  მეჩეთი და ჯამე ფუნქციონირებს, ნათელი დადასტურებაა მუსლიმებისადმი ჩვენი კეთილი დამოკიდებლებისა.მაგრამ, გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ  მიზანმიმართულად შექმნან დაპირისპირების კერები და დაარღვიონ  საუკუნოვანი ჩვენი ტოლერანტული სივრცე. ჩვენი,  რელიგიის  ლიდერების,  ვალია, პასუხი გავცეთ იმ პროვიკაციებს, რომელიც  სარწმუნოების  ნიადაგზე  სხვა და სხვა ნიადაგზე იჩენს ხოლმე თავს. ამ შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი, ალბათ, ისიც არის, რომ გაერთიანებული ძალით ვიმოქმედოთ, რათა არსებული პრობლემები დავძლიოთ და პრევენციული ნაბიჯებიც გადავდგათ. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მის აღმატებულებას,  შეიხ-ულ ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა ზადევს, რომელთანაც მრავალწლიანი მეგობრობა მაკავშირებს,  მან არაერთხელ ითამაშა დიდი როლი კრიზისული სიტუაციების განმუხტვაში და ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობის განმტკიცებაში. იგი ამიტომაც დაჯილდოვდა საქართველოს ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენებით. ასევე გამორჩეულია აზერბაიჯანის პრეზიდენტის, მისი აღმატებულება, ბატონ ილხამ ალიევის როლი  ჩვენს ქვეყნებს შორის განსაკუთრებულად კეთილი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. ვიმედოვნებთ, მათი მზრუნველობა მომავალშიც არ მოაკლდებათ აქ მცხოვრებ ქართველებს, – როგორც მუსლიმებს, ისე მართლმადიდებლებს და  დაკმაყოფილდება   მათი რელიგიური მოთხოვნილებები.ბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი ღრმა პატივისცემა ამ საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორის,  ეუთოს  მიმართ და შეხვედრის მონაწილეებისადმი და გისურვოთ დიდი წარმატებები თქვენს ღვთისსათნო საქმიანობაში“,- ბრძანა უწმინდესმა.

20 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში კი სრულიად საქართველოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იერუსალიმში განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და ებრაელ ხალხს მომხდარის გამო უსამძიმრებს.

„გვინდა გამოვხატოთ ჩვენი დიდი წუხილი და შეშფოთება 18 ნოემბერს იერუსალიმში, ებრაული რელიგიური სასწავლებელის სინაგოგაში, მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, რომლის შედეგადაც ხუთი პიროვნება გარდაიცვალა, მათ შორის ოთხი რაბინი, არიან დაშავებულებიც. ჩვენ ვგმობთ ამ ქმედებას და გულითადად ვუსამძიმრებთ განსვენებულთა ოჯახებსა და მთელ ებრაელ ხალხს. დიდად სამწუხაროა ისიც, რომ, რელიგიურ ნიადაგზე საერთოდ გახშირდა პროვოკაციული ქმედებები და იქმნება შთაბეჭდილება, რომ მიზანმიმართულად ხდება დაპირისპირების კერების შექმნა.
შევთხოვთ ღმერთს, მოგვმადლოს კეთილგონიერება და მშვიდობა“,- ნათქვამია უწმინდესის განცხადებაში.

წყარო: Frontnews 

პატრიარქი ტოლერანტობის შესახებ

18/11/2014
By

ilia IIსაქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მოსახლეობას ტოლერატობის დღეს ულოცავს, განცხადება პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას გააკეთა. ილია მეორის განცხადებით, ქართველი ხალხი მუდამ შემწყნარებელი იყო სხვა რელიგიების და სხვა ეროვნების წარმომადგენლების მიმართ. პატრიარქმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შემწყნარებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საკვირაო წირვის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რამდენიმე გვარი დალოცა და სასულიერო პირები დააჯილდოვა. საქართველოს პატრიარქმა მრევლს შეახსენა, რომ მომავალ კვირას არის გიორგობა და სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის დასრულებიდან 10 წლისთავი სრულდება, რასთან დაკავშირებითაც საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.
“დღეს არის დღე, რომელსაც ეწოდება ტოლერანტობის დღე. შემწყნარებლობა, ტოლერანტობა – ეს ახალი სიტყვაა და ხალხმა უკვე იცის რას ნიშნავს. ქართველი ხალხი მუდამ შემწყნარებელი იყო სხვა რელიგიების, სხვა ეროვნების წარმომადგენლების მიმართ. თქვენ იცით, რომ 26 საუკუნეა ებრაელები ჩვენთან არიან, ასევე მუსულმანები და სხვა რელიგიის, თუ ეროვნების წარმომადგენლები. ქართველი ადამიანი მუდამ შეიწყნარებდა ამას და პატივს სცემდა მათ რელიგიას და ეროვნებას. დღეს არის საერთაშორისო დღე და ღმერთმა ინებოს მშვიდობა იყოს საქართველოში”, – განაცადა ილია მეორემ.

 

წყარო 

სიტყვის მნიშვნელობა და ძალა

17/11/2014
By

1950_400_16509953704მთავარეპისკოპოსი სერგი პრაღელი
(კოროლიოვი) (1881 – 1952)

ადამიანებს შორის ურთიერთობა ძირითადად სიტყვის მეშვეობით მყარდება და ეს ძალზე მნიშვნელოვანია. სიტყვა, რომელიც ადამიანებს მოგვეცა, არის ანარეკლი სიტყვისა, რომელიც “ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის” (იოან. 1,14). ღმერთმა თქვა, იყოს ნათელი!” (დაბ. 1,3) და არარსებულმა, სიტყვის მეშვეობით შეიძინა არსებობა. სიტყვა უდიდესი ძალაა: “უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა” (ფს. 32,6). ადამიანშიც სიტყვის მეშვეობით აშკარავდება დაფარული. აქედან ჩანს, რამდენად ფრტხილად უნდა მოვეკიდოთ სიტყვას; რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სიტყვას თან ახლდეს სიკეთის ატმოსფერო. სიტყვიერი ურთიერთობის მეშვეობით ვცდილობთ მოვიპოვოთ და ჩვენს არსებაში დავამკვიდროთ მადლი. თუკი საუბრისას მადლიანი სიტყვის ძალით ავივსეთ, დიდხანს გვრჩება კეთილი გრძნობა რაღაც უაღრესად ფასეულთან შეხებისა, რაც ღვთაებრივთან გვაერთიანებს. ადამიანტა ურთიერთობაში სიტყვა მათს დაახლოებასა და გაერთიანებას უნდა იწვევდეს და არა დაშორებასა და განცალკევებას. რეზონირებად სივრცეში მოხვედრილ სიტყვას უდიდესი ძალა აქვს და უდიდეს ზემოქმედებას ახდენს მთელ ჩვენს ცხოვრებაზე. ჩვენ ცოდვიან მდგომარეობაში ვცხოვრობთ. ჩვენს სიტყვას ჩვენი ცოდვიანობა ასუსტებს და ცხოვრებაში სრულხმიანი ვერ შედის. მხოლოდ ცოდვისგან განწმენდილ სიტყვას აქვს სრული ძალა, რამდენადაც ამ შემთხვევაში იგი ქვეყნიერების შემქმნელ სიტყვასთან არის შეერტებული. სიტყვა, რომელიც ჩვენი სულის საგანძურიდან მომდინარეობს და ადამიანური ბუნების ცოდვიანობით არ არის შესუსტებული, ჩვენს არსებაში დასადგურებული პოტენციური სიკეთის გამო, სიკეტისა და სინატლის მატარებელია, რამდენადაც სიტყვა-ღმერთთან არის შეერთებული. ასეთი სიტყვა ხორცს ისხამს.

Read more »

საპატრიარქოს განცხადება

14/11/2014
By

get_img“როგორც ცნობილია, ა.წ. 15 ნოემბერს თბილისში იმართება აქციაც და კონტრ-აქციაც. გარკვეულწილად ორივე მხარე ცდილობს, ეკლესია ჩართონ ამ პროცესებში. იმ აზრსაც ავრცელებენ, თითქოს კონტრ-აქცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით ტარდება.

ამიტომაც, საზოგადოებას გვინდა განვუმარტოთ, რომ 15 ნოემბერს დაგეგმილი არც ერთი ღონისძიება არც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და არც ზოგადად საქართველოს ეკლესიის ინიციატივით არ ხორციელდება. ეს არის ამ თავყრილობების ორგანიზატორთა თავისუფალი ნების გამოხატულება.
ჩვენ, ჩვენის მხრივ მოვუწოდებთ ორივე მხარეს, თავი აარიდონ პროვოკაციებსა და ურთიერთდაპირისპირებას. ქვეყნის გამთლიანება ქვეყნის შიგნიდან უნდა დაიწყოს, – ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა.
საქართველოს ეკლესია დღესაც და ყოველთვისაც ლოცულობდა და ქმედით ნაბიჯებს დგამდა საქართველოს საზღვრების აღდგენისა და ჩვენი ხალხის ერთობისათვის.
ჩვენ კვლავაც შევთხოვთ ღმერთს, რათა უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობითა და კეთილდღეობით”

14 ნოემბერი, 2014 წელი

 

წყარო

სიზმარი – ქრისტიანული თვალსაზრისი

14/11/2014
By

Dream Scapeავტორი: არქიმანდრიტი ხარლამპი ვასილოპულოსი

ხილვები

სიზმრების გარდა, არსებობს ხილვებიც. მათ სხვაგვარად გამოცხადებებს ან ჩვენებებსაც უწოდებენ. ეს არის ზებუნებრივი მოვლენა, რომელსაც ადამიანი ხედავს სიფხიზლეში და არა ძილის დროს. ხილვის ჭვრეტაში ადამიანის ყველა გრძნობა მონაწილეობს. ისევე, როგორც სიზმრები, ხილვებიც შეიძლება მომდინარეობდეს როგორც ღვთისაგან, ისე ეშმაკისაგან.

Read more »

მართლმადიდებლობის გზა ( ნაწილი III )

10/11/2014
By

ware_orthodox_wayმიტროპოლიტ კალისტე უეარის წიგნიდან “მართლმადიდებლობის გზა”.
წიგნის ქართული თარგმანი გამოიცა თბილისში, 2008 წელს გამომცემლობა “ნათლისმცემლის” მიერ.
ინგლისურიდან თარგმნა და გამოსაცემად მოამზადა ნანა ბაღათურიამ.

ჩვენი ცენტრი მადლიერებას გამოხატავს მთარგმნელისადმი  წიგნის გამოქვეყნების ექსკლუზიური უფლებისათვის

© საავტორო უფლებები დაცულია.

მართლმადიდებლობის გზა

ეპისკოპოსი კალისტე უეარი

(გაგრძელება)

(I თავი იხილეთ აქ )
(II თავი იხილეთ აქ )

 

მართლმადიდებლობის გზა

III თავი
ღმერთი _ როგორც შემოქმედი

წმ. ანტონი დიდთან უდაბნოში მივიდა ერთი ბრძენი და უთხრა: ”მამაო, როგორ უძლებ ცხოვრებას აქ, სადაც არ შეგიძლია ნუგეშინისცემა მიიღო წიგნებიდან?” ანტონი დიდმა უპასუხა: “ჩემი წიგნი, ფილოსოფოსო, ქმნილების ბუნებაა და როდესაც კი მომესურვება, შემიძლია მასში ღვთის მოქმედება წავიკითხო”.

ევაგრე პონტოელი
“იცოდე, რომ შენშია მცირე სამყარო: მზეც, მთვარეცა და ვარსკვლავებიც”.
ორიგენე

Read more »

ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობა

03/11/2014
By

quote-rosa2ავტორი– პროტოპრესვიტერი მარკოზ ტყემალაძე (1859-1937)

აზნაურობითა მით, რომლითა

ქრისტემან ჩვენ განგვააზნაურნა,

მტკიცედ ჰსდეგით და ნუ კვალად

უღელსა მას მონებისასა თავს იღებთ

(გალ5.1)

დღესდღეისობით გამწვავებულია საკითხი მდედრობითი სქესის ამაღლებაზე, რაც შეიძლება ქალთა უფლებათა გაფართოებაზე და მამაკაცთა უფლებებთან გათანასწორებაზე. ამ საკითხს დიდი მნიშვნელობა აქვს და მისი გონივრულად ახსნა, განმარტება ბევრს ნათელს მოჰფენს სხვა, ჩვენი ცხოვრების შესახებ დაყენებულ საკითხებსაც. რას თხოულობენ ჩვენი დედები და დანი?! ისინი თავგანწირულად იბრძვიან, რათა მიიღონ მოქალაქეობრივი უფლებანი ისეთივე, როგორიც ეძლევათ მამაკაცებს და ამ უფლებათა ღირსეულად ასრულებისათვის თხოულობენ, მისცენ მათ საშუალება განათლებისა.

Read more »

მეცნიერებას ასარწმუნოებდა და სარწმუნოებას ამეცნიერებდა

30/10/2014
By

12864247“მე ვიცი სახილველი, ზღვაზე უფრო ღრმა და ლამაზი, ვარსკვლავებიან ცაზე უფრო დიდებული. ეს ახალგაზრდების სულის სიღრმეა”, – წერდა დიდი იტალიელი პოეტი პეტრარკა. ზნეობრივად წმინდა, მტკიცე, სულით ნათელი ახალგაზრდის აღზრდა ყველა ერის, ყველა ხალხის პედაგოგიური დოქტრინის ანი და ჰოეა. ამ საქმეში ოჯახთან და ეკლესიასთან ერთად გადამწყვეტი როლი სკოლასაც აკისრია. ყველა საგანს თავისი დატვირთვა აქვს სკოლაში, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლიტერატურის შესწავლა, რადგან იგი სულიერ საზრდოს აწვდის ახალგაზრდის გონებასა და გრძნობას. “მის გამონარკვევზედ აგებს იგი შემდგომ თავის რწმენას, თავის მოძღვრებას და ამ გამონარკვევის მიხედვით არჩევს ცხოვრების საგანს საზოგადო საქმიანობისთვის” (წმინდა ილია მართალი).

Read more »

რათა არ დაისადგუროს წყვდიადმა

27/10/2014
By

554921_404517869646995_1026744728_n ავტორი: პროფესორი ალექსი ოსიპოვი

რელიგია, ფილოსოფია და მეცნიერება – აი, სამი ძირითადი მამოძრავებელი ძალა კაცობრიული ცივილიზაციისა, რომელიც ყოველთვის მიმართულია ერთი მიზნისაკენ – ადამიანისათვის სრულყოფილი კეთილდღეობის ძიებისაკენ. დღევანდელი სიტუაციის მიხედვით, ალბათ ზედმეტია ამ ძიების შედეგებზე ბევრი საუბარი; მსოფლიო დგას გლობალური კრიზისის ზღვარზე, რაც ქმნის იმის საშიშროებას, რომ მოისპოს არა მარტო მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის ყველა მიღწევა, არამედ თავად სიცოცხლეც დედამიწაზე.

Read more »

მართლმადიდებლობის გზა ( ნაწილი II )

23/10/2014
By

ware_orthodox_wayმიტროპოლიტ კალისტე უეარის წიგნიდან “მართლმადიდებლობის გზა”.
წიგნის ქართული თარგმანი გამოიცა თბილისში, 2008 წელს გამომცემლობა “ნათლისმცემლის” მიერ.
ინგლისურიდან თარგმნა და გამოსაცემად მოამზადა ნანა ბაღათურიამ.

ჩვენი ცენტრი მადლიერებას გამოხატავს მთარგმნელისადმი  წიგნის გამოქვეყნების ექსკლუზიური უფლებისათვის

© საავტორო უფლებები დაცულია.

მართლმადიდებლობის გზა

ეპისკოპოსი კალისტე უეარი

(გაგრძელება)

(I თავი იხილეთ აქ )

II თავი

ღმერთი _ როგორც სამება

სასოება ჩემდა მამა:
შესავედრებელად ჩემდა ძე:
მფარველ ჩემდა სულიწმიდა:
სამებაო წმიდაო, დიდება შენდა.

წმ. იოანიკეს ლოცვა

Read more »