Blog Archives

იესოს ლოცვა

20/10/2014
By

img13-02ავტორი: არქიეპისკოპოსი პავლე

„ჩვენი სარწმუნოება“, თესალონიკე, 1993 წ.

„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“ – აი, ესაა „იესოს ლოცვის“ სიტყვები. შეიძლება უფრო მოკლედ ითქვას: „იესუ, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე“ ან „უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე“.

მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი სულ იესოს სახელს იმეორებდა. „იესოს ლოცვას“ გამუდმებით უნდა ამბობდეს მორწმუნე. ამგვარად თუ აღესრულება მოციქულის მოწოდება: „მოუკლებელად ილოცევდით“ (I თეს. 5, 17).

როგორ უნდა იქცეს „იესოს ლოცვა“ განუწყვეტელ ლოცვად? როგორ მოვახერხოთ ეს? პირველად იმით ვიწყებთ, რომ გამუდმებით ვიმეორებთ ამ ლოცვის სიტყვებს: „უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“. ასეთ დროს ლოცვა ჩვეულებრივ ან დაბალ ხმაზე ან სულაც, გონებაში შეიძლება წამოვთქვათ. მალე მივხვდებით, რომ ეს არც ისე იოლი საკეთებელი ყოფილა. ეს საქმე მტკიცე გულმოდგინებას მოითხოვს. კარგი იქნება, დღის გარკვეული დრო საკუთრივ „იესოს ლოცვას“ თუ დაეთმობა. იგი შეიძლება ჩავრთოთ დილა-საღამოს ლოცვებშიც. მაგალითად, ლოცვების წაკითხვამდე და წაკითხვის შემდეგ ვიტყვით რამდენიმე წუთის განმავლობაში ამ ლოცვას. ზოგჯერ შეიძლება დილის ან საღამოს ლოცვების ნაცვლად ვილოცოთ „იესოს ლოცვით“, ესე იგი ის დრო, რომელიც ამ ლოცვებისთვისაა საჭირო (მაგალითად, 10-15 წუთი), მთლიანად „იესოს ლოცვას“ ეთმობა.

Read more »

ეპისკოპოს ანტონის აზრი ფშავ-ხევსურთა სარწმუნოებაზე

16/10/2014
By

post-18-1310661982

 

ავტორი: ვაჟა-ფშაველა

მკითხველებმა ვგონებ უნდა იცოდნენ ეპისკოპოს ანტონის აზრი ქართველ მთიელების სარწმუნოებაზე. ყოვლად სამღვდელო ანტონმა იმოგზაურა ფშავ-ხევსურეთში 1912 წ. ამ მოგზაურობის შედეგი, ჩვენდა საუბედუროდ, ძალიან სამწუხარო გამოდგა, რამაც ძალიან დაგვაღონა და დაგვაფიქრა. ეპისკოპოს ანტონს სასულიერო მთავრობის წინაშე ფშავ-ხევსურნი დაუხასიათებია როგორც წარმართნი კერპთთაყვანისმცემლები, სადაც ვითომ საჭირო იყოს ახლად გავრცელება ქრისტიანობისა მოძრავი ეკლესიების საშუალებით. ვიდრე ჩვენ მღვდელმთავრის გამოქვეყნებული აზრის აწონ-დაწონვას შეუდგებოდეთ, საჭიროდ მიმაჩნია აღვნიშნო ერთი ფაქტი: 18–19 წლის წინათ, ვიდრე ეპისკოპოსი ანტონი ინახულებდა ფშავ-ხევსურეთს, იქ მისიონერის როლს ასრულებდა ეპისკოპოსი ლეონიდი, ეპისკოპოს ანტონზე არა ნაკლებ განათლებული ფორმალურად და არა ნაკლებ რჯულისა და სარწმუნოების ერთგული, მაგრამ იმას არც ოფიციალურად, არც კერძო საუბრის დროს წარმართებად არ მოუნათლია ფშავ-ხევსურნი. არ ვიცით რამ აიძულა ყოვლად სამღვდელო ანტონი შაედგინა ასეთი მკაცრი ოქმი მთიელთა სარწმუნოებრივ მდგომარეობის გამო?!.

Read more »

მართლმადიდებლობის გზა

13/10/2014
By

ware_orthodox_wayიბეჭდება მიტროპოლიტ კალისტე უეარის წიგნიდან “მართლმადიდებლობის გზა”.
წიგნის ქართული თარგმანი გამოიცა თბილისში, 2008 წელს გამომცემლობა “ნათლისმცემლის” მიერ.
ინგლისურიდან თარგმნა და გამოსაცემად მოამზადა ნანა ბაღათურიამ.

ჩვენი ცენტრი მადლიერებას გამოხატავს მთარგმნელისადმი  წიგნის გამოქვეყნების ექსკლუზიური უფლებისათვის

© საავტორო უფლებები დაცულია.

მართლმადიდებლობის გზა

ეპისკოპოსი კალისტე უეარი

პროლოგი

საგზაო ნიშნულები

მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება

იოანე 14:6

ეკლესია გვაძლევს არა სისტემას, არამედ გასაღებს; არა ღვთის ქალაქის
გეგმას, არამედ მასში შესვლის საშუალებას. შეიძლება ვინმეს ქალაქის გეგმის უქონლობის გამო გზა აებნეს, მაგრამ ის ყველაფერს შუამავლის გარეშე, უშუალოდ დაინახავს და ნანახი მისთვის სინამდვილე იქნება. ვისაც მხოლოდ ქალაქის გეგმა აქვს შესწავლილი, შეიძლება გარეთ დარჩეს და ვერაფერი იპოვოს.

პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი

მეოთხე საუკუნეში ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე ცნობილი მამა სერაპიონ სინდონელი ერთხელ რომს გაემგზავრა წმინდა ადგილების მოსალოცად, სადაც უამბეს ერთი განდეგილი ქალის შესახებ, რომელიც პატარა სენაკში ცხოვრობდა და იქიდან არასოდეს გამოდიოდა. მამა სერაპიონი, რომელიც სკეპტიკურად იყო განწყობილი ცხოვრების ასეთი წესის მიმართ, რადგან თვითონ ბევრს მოგზაურობდა, ეწვია განდეგილს და ჰკითხა: “რატომ ზიხარ აქ?” მან უპასუხა: “მე არ ვზივარ, მე ვმოგზაურობ”.

Read more »

ინტერვიუ ლევან გიგინეიშვილთან

06/10/2014
By
0თუ ეკლესიამ მხარი არ აუბა ისტორიას და თავის ლიტურგიულ ცხოვრებაში ჩაიკეტა, მაშინ ის გნოსტიკურ სექტად იქცევა

რუსუდან დარჩიაშვილი

 გვესაუბრება ფილოლოგი ლევან გიგინეიშვილი.

თქვენი აზრით, როგორია რელიგიის როლი და მნიშვნელობა თანამედროვე საზოგადოებაში? რა ადგილი უკავია ადამიანის სოციალურ და პირად ცხოვრებაში? რა უბიძგებს ადამიანს ღმერთის ძიებისკენ?

ძალიან ზოგადი კითხვაა, რადგან მასში არ არის განსაზღვრული რომელი რელიგიის როლი, რომელი საზოგადოების ცხოვრებაში… ამ განსაზღვრებების გარეშე ყოველი მსჯელობა შეიძლება წყლის ნაყვა აღმოჩნდეს. შევეცდები, ისეთივე პასუხი გავცე, როგორიც კითხვაა: რელიგიაში თუ ვიგულისხმებთ ყველა ეპოქაში მცხოვრები ადამიანების განცდას თუ რწმენას, რომ არის რაღაც პირველადი და ობიექტური მოწესრიგებულობა სამყაროში, რომელსაც ადამიანი არ ქმნის, რომლის შეცნობაც და აღმოჩენაც მას უსასრულოდ შეუძლია და რომლის შეცნობაზეც არის დამოკიდებული თვით ადამიანის ცხოვრების სისავსე და ბედნიერება, მაშინ ამ განცდას თუ რწმენას ნებისმიერ ცხოვრებაში, ძველსა თუ თანამედროვეში, არა მარტო აქვს, არამედ უნდა ჰქონდეს როლი. სოკრატე ამბობს, არ ღირს იცოცხლო ის სიცოცხლე, რომელშიც მის საზრისზე არ ფიქრდები; რელიგიაც, ფართო და დაუკონკრეტებელი გაგებით, სწორედ ამ საზრისის შესახებ ყველაზე სიღრმისეულ დაფიქრებასთანაა დაკავშირებული.

Read more »

რენესანსი და ქრისტიანობა

02/10/2014
By

ავტორი: თეიმურაზ ბუაძე

გამოვიდა  ჟურნალ “გული გონიერის” მე 9 ნომერი, რომლიდანაც გთავაზობთ ამ სტატიას, კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მადლიერებას ჟურნალის რედაქციისადმი, ამ და სხვა სტატიების გამოქვეყნების ექსკლუზიური უფლებისათვის 

 

უკვე დიდი ხანია, რაც სიტყვა „რენესანსი“ კულტურული აღორძინების სინონიმად იქცა. ცხადია, ეს იმის გამოა, რომ იტალიური რენესანსი კაცობრიობის კულტურული და არტისტიკული ძალმოსილების ყველაზე ინტენსიურ, ყველაზე კრეატიულ გამოვლინებად მიიჩნევა. ისევე, როგორც ყველა კულტურული მნიშვნელობის მქონე ისტორიულ ფენომენს, რენესანსსაც წინ უძღოდა და შემდგომში მის ხასიათს განსაზღვრავდა გარკვეული მსოფლმხედველობრივი და ისტორიული წანამძღვრები. ჩვენი სტატიის მიზანი თავად რენესანსული მსოფლმხედველობის და მისი ისტორიული წანამძღვრების ქრისტიანული თვალსაზრისით +გაანალიზების მცდელობაა. ჩვენი მიზანია ასევე შევაფასოთ, რამდენად შეესაბამება რენესანსული ეპოქის თვითაღქმა და ჩვენს დროში მასზე გავრცებული შეხედულებები რეალურ სინამდვილეს; გვინდა ასევე ვაჩვენოთ, რომ კულტურული და, მით უმეტეს, სულიერი ცხოვრების არაერთი ასპექტით აღორძინების ეპოქამ გარკვეული რეგრესი განიცადა შუა საუკუნეებთან შედარებით.

Read more »

„დიაკონნი – სიტკბოებანი იგი ჩემნი“

30/09/2014
By

Oi8vdXBsb2FkLndpa2ltZWRpYS5vcmcvd2lraXBlZGlhL2NvbW1vbnMvMi8yYy9TYWludF9TdGVwaGVuXzExY2VudC5qcGc=&f=frameავტორი:  ბექა ებრალიძე

I

დიაკონი (ბერძ. – მსახური) ეკლესიის მღვდელმსახურთა პირველი საფეხურია, პრესვიტერობისა (მღვდლობის, ანუ ხუცესობის) და ეპისკოპოსობის წინ.

დიაკონთა მსახურება მოციქულთა დროიდან იღებს სათავეს. როდესაც საუბარი ეხება დიაკვნობის მსახურების წარმომავლობას, პირველ რიგში მიგვითითებენ ხოლმე საქმე მოციქულთას მე-6 თავზე, სადაც შვიდეულის გამორჩევა და ხელდასხმაა მოთხრობილი: „ხოლო იმ დღეებში, როცა იზრდებოდა მოწაფეთა რიცხვი, ელინისტებს შორის დაიწყო დრტვინვა ებრაელთა წინააღმდეგ, ვინაიდან მათი ქვრივები უგულებელყოფილნი იყვნენ ყოველდღიური მსახურებისას. მაშინ თორმეტმა მოციქულმა მოუწოდა მოწაფეთა სიმრავლეს და თქვა: არ შეგვფერის ზურგი ვაქციოთ ღვთის სიტყვას და ტაბლებს ვემსახუროთ. მაშ, აირჩიეთ, ძმანო, თქვენს შორის შვიდი სარწმუნო, სულით წმიდითა და სიბრძნით აღსავსე კაცი, და მათ მივანდოთ ეს მსახურება. ხოლო ჩვენ ლოცვასა და სიტყვის მსახურებას მივუძღვნათ თავი. მოეწონა ეს სიტყვა მთელ კრებულს და აირჩიეს სტეფანე, რწმენითა და სულით წმიდით აღსავსე კაცი, ფილიპე და პროხორე, ნიკანორი და ტიმონი, პარმენი და ნიკოლაოსი, ანტიოქელი პროზელიტი, რომლებიც წარადგინეს მოციქულთა წინაშე; ილოცეს და ხელი დაადეს მათ“ (საქ.6.1-6). Read more »

მუსლიმი თეოლოგების ღია წერილი ტერორისტების წინააღმდეგ

26/09/2014
By

_77807117_77807116ამ დღეებში მუსლიმი თეოლოგების მიერ გავრცელებულ ღია წერილს ე.წ. “ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) წინააღმდეგ ასობით ისლამისმცოდნე და მუსლიმი თეოლოგი შეუერთდა, ღია წერილში “ისლამური სახელმწიფოს”  ტერორისტულ ორგანიზაციის ისლამის დამახინჯებაში ამხელენ.

წერილში მოყვანილია 24 პუნქტი, სადაც ისლამის სწავლებაზე დაყრდნობით ხდება იმ იდეოლოგიის დამხობა, რომლითაც ხელმძღვანელობენ ტერორისტები; 24 პუნქტიდან (სრულად მოყვანილია ინგლისურ ენაზე)  მოგვაქვს ამონარიდები:
“6. ისლამში აკრძალულია მოკლან უდანაშაულონი.
  7 . ისლამი კრძლავს ელჩების, დიპლომატების და ემისრების მოკვდინებას, შესაბამისად ჟურნალისტებისაც და ჰუმანიტარული დახმარების თანამშრომლებისაც…
15. ისლამი კრძალვს ბავშვებისათვის მათი უფლებების წართმევას…
17. ისლამში იკრძალება ადამიანთა წამება.
18. ისლამი კრძალავს მიცვალებულთა დამახინჯებას…”

 

24 პუნქტი (ინგლისურად)

1. It is forbidden in Islam to issue fatwas without all the necessary learning requirements. Even then fatwas must follow Islamic legal theory as defined in the Classical texts. It is also forbidden to cite a portion of a verse from the Qur’an—or part of a verse—to derive a ruling without looking at everything that the Qur’an and Hadith teach related to that matter. In other words, there are strict subjective and objective prerequisites for fatwas, and one cannot ‘cherry-pick’ Qur’anic verses for legal arguments without considering the entire Qur’an and Hadith.

2. It is forbidden in Islam to issue legal rulings about anything without mastery of the Arabic language.

3. It is forbidden in Islam to oversimplify Shari’ah matters and ignore established Islamic sciences.

4. It is permissible in Islam [for scholars] to differ on any matter, except those fundamentals of religion that all Muslims must know.

5. It is forbidden in Islam to ignore the reality of contemporary times when deriving legal rulings.

6. It is forbidden in Islam to kill the innocent.

7. It is forbidden in Islam to kill emissaries, ambassadors, and diplomats; hence it is forbidden to kill journalists and aid workers.

8. Jihad in Islam is defensive war. It is not permissible without the right cause, the right purpose and without the right rules of conduct.

9. It is forbidden in Islam to declare people non-Muslim unless he (or she) openly declares disbelief.

10. It is forbidden in Islam to harm or mistreat—in any way—Christians or any ‘People of the Scripture’.

11. It is obligatory to consider Yazidis as People of the Scripture.

12. The re-introduction of slavery is forbidden in Islam. It was abolished by universal consensus.

13. It is forbidden in Islam to force people to convert.

14. It is forbidden in Islam to deny women their rights.

15. It is forbidden in Islam to deny children their rights.

16. It is forbidden in Islam to enact legal punishments (hudud) without following the correct
procedures that ensure justice and mercy.

17. It is forbidden in Islam to torture people.

18. It is forbidden in Islam to disfigure the dead.

19. It is forbidden in Islam to attribute evil acts to God.

20. It is forbidden in Islam to destroy the graves and shrines of Prophets and Companions.

21. Armed insurrection is forbidden in Islam for any reason other than clear disbelief by the ruler and not allowing people to pray.

22. It is forbidden in Islam to declare a caliphate without consensus from all Muslims.

23. Loyalty to one’s nation is permissible in Islam.

24. After the death of the Prophet, Islam does not require anyone to emigrate anywhere.

 

წყარო:

http://www.bbc.com/news/world-29357419

http://www.huffingtonpost.com

http://lettertobaghdadi.com/index.php

Isis- ის შესახებ სტატიები:

http://www.radiotavisupleba.ge/ 

http://iveria.biz/print:page,1,781-isis-.html

 

 

ნულოვანი ტოლერანტობა პედოფილიას – რომის პაპი

24/09/2014
By

zeroრომის კათოლიკური ეკლესია იზიარებს რომის პაპის ნულოვან ტოლერანტობას კათოლიკური ეკლესიის შიგნით პედოფილიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომის პაპის – ფრანცისკეს ნებართვით შინაპატირობაში აიყვანეს 66 წლის არქიეპისკოპოსი იოზეფ ვესლოვსკი, რომელიც ბრალდებულია დომინიკის რესპუბლიკაში არასრულწლოვანებთან სქესობრივი კავშირის მრავალჯერად დამყარებაში; არქიეპისკოპოსი დიდი ხანი იყო დანიშნული ამავე რესპუბლიკაში ელჩად.

შინაპატიმრობამდე ყოფილი ელჩი და არქიეპისკოპოსი შიგა საეკლესიო სასამართლომ დასაჯა და ის ერისკაცის დონემდე დაიყვანა, რომის პაპის პირადი მითითებით ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა იქნება  გატარებული პედოფილიაში ბრალდებულ სასულიერო პირებისადმი.

ეს იყო პირველი მოვლენა, როდესაც საერო ხელისუფლების მიერ მოხდა კათოლიკე სასულიერო მაღალი იერარქიის პირის დაკავება პედოფილიის ბრალდებით.

მსგავსი ნულოვანი ტოლერანტობა იქნება მიმართული მაფიასთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილ სასულიერო პირების მიმართ; რომის პაპმა ივნისის ბოლოს “მაფიას (ნდრანგეტა) ბოროტის თაყვანისცემა უწოდა” 

დოკუმენტები:

დომინიკის რესპუბლიკის ერთერთი ცნობილი ჟურნალისტი ნურია პიერა ინტერვიუს იღებს ერთერთ მსხვერპლ არასრულწლოვანისაგან

 

ვატიკანის ოფიციალური წყარო :  Pope wants rigor in child abuse cases as former Nuncio placed under house arrest

იტალიური გაზეთები: http://www.corriere.it ; http://www.repubblica.it/

 

 

11 სექტემბერს დანგრეულ მართლმადიდებლურ ტაძარს აღადგენენ

17/09/2014
By

The-new-Saint-Nicholas-Greek-Orthodox-Church-at-Ground-Zero-04-30-14-620x350ნიუ – იორკი; წმ. ნიკოლოზის ბერძნული მართლმადიდებლური ტაძარი , რომელიც 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის დროს დაინგრა, მალე აღდგება, ა.წ. ოქტომბერში იკურთხება ტაძრის საძირკველი. ტაძართან ერთად აშენდება მთელი კომპლექსი.

ამერიკის ბერძნული მართლმადიდებლური სამთავარეპისკოპოსო (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო) აცხადებს, რომ ტაძრის საძირკვლის კურთხევას აშშ-ის უმაღლესი თანამდებობის პირები, მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები და სხვა კონფესიათა ლიდერები დაესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ მცირე ზომის ბერძნულ-მართლმადიდებლური წმ. ნიკოლოზის ტაძარი , ნიუ-იორკში 1916 წელს ააშენეს და 2001 წლის 11 სექტემბერის ტერაქტისას, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სამხრეთ შენობის ჩამოქცევისას დაინგრა.

stnicholaschurch1

წყარო

რუსეთის პატრიარქმა კირილმა სეპარატისტ ლეონიდ თიბილოვს უმასპინძლა

15/09/2014
By

uxsheniცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი ლეონიდ თიბილოვი მოსკოვის საპატრიარქოში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს შეხვდა.  სააგენტო “რესის” ინფორმაციით, დეფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანმა განა იანოვსკაიამ განაცხადა, რომ თიბილოვმა და პატრიარქმა კირილმა განიხილეს საკითხები, რომლებიც უკავშირდება ე.წ. სამხრეთ ოსეთში სასულიერო და ეკლესიური ცხოვრების საკითხებს. განა იანოვსკაიას ინფორმაციით, პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ, თიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ე.წ. სამხრეთოსურ ეპარქიასთან თანამშრომლობას აპირებს

“შეხვედრაზე განიხილებოდა საკითხები სამხრეთ ოსეთში ეკლესიის განვითარებისა და რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსული მართლმადიდებლური ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა თიბილოვმა. მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა არის დადასტურება მყარი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისა ცხინვალსა და მოსკოვს შორის. თიბილოვის განცხადებით, მან რუსეთის პატრიარქს მადლობა გადაუხადა და ჯანმრთელობა უსურვა, პატრიარქმა კირილმა კი სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ადამიანები დალოცა.

 

წყარო

წყარო