Blog Archives

საპატრიარქოს პრესსამსახურის განცხადება

11/09/2014
By

geopat
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქობულეთში მომხდარ ფაქტს გმობს და ემიჯნება

საპატრიარქოს პრესსამსახურის განცხადება დეკანოზმა დავით შარაშენიძემ წაიკითხა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გუშინ ქობულეთში მომხდარი ფაქტი მორწმუნე მუსლიმთა რელიგიური გრძნობების უხეში შეურაცხყოფაა და ასეთი ქმედება მიუღებელია როგორც ქრისტიანული, ისე ნებისმიერი ტრადიციული რელიგიისათვის. განცხადების თანახმად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გმობს და ემიჯნება მომხდარს.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სხვადასხვა კონფესიების ურთიერთპატივისცემის გარემოში თანაარსებობა საუკუნეების განმავლობაში დამახასიათებელი იყო ჩვენი ყოფისათვის. განცხადებაში მაგალითად მოყვანილია წმინდა დავით აღმაშენებლის ცხოვრება, რომელიც პატივისცემით ეპყრობოდა სხვა რელიგიის წარმომადგენლებს, მათ შორის მუსლიმებს.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ერეკლე მეორის გვერდით საქართველოსთვის ბორჩალოელი მუსლიმები იბრძოდნენ და რომ ასეთი მაგალითები საქართველოს ისტორიაში სხვაც ბევრი იყო.
“ტრადიცია დღესაც გრძელდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს მეტად თბილი დამოკიდებულება აქვს საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებთან, მათ შორის მუსლიმებთან. ასევე საუკეთესო ურთიერთობა აქვს დამყარებული ისლამური ქვეყნების მეთაურებთან და სულიერ ლიდერებთან აზერბაიჯანში, თურქეთში, ირანში, ქუვეითში. სამწუხაროდ, აღინიშნა ისიც, რომ რამდენიმე წელია პერიოდულად მომსწრენი ვხდებით გარკვეული ძალების პროვოკაციული მცდელობებისა, რომელთა მიზანია საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაცია”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში საპატრიარქო ეჭვს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარი ერთი მხრივ დაემთხვა იმ დროს, როდესაც საქართველოში დაგეგმილია თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველოს თავმჯდომარის ვიზიტი, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწვევით ჩამოდის თბილისში და მეორე მხრივ, თბილისში იმართება ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია რელიგიის თავისუფლების თემაზე, რომელშიც გაეროს სპეციალური მომხსენებელი მონაწილეობს.
“რა თქმა უნდა, პროვოკაციას ჩვენ ვხედავთ 10 სექტემბერს ჩადენილ ქმედებაში, მაგრამ ვხედავთ იმაშიც, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ და ხელისუფლებასთანაც შეუთანხმებლად მოხდა ისლამური სკოლა-პანსიონის აშენება, რომლის რელიგიური დანიშნულებაც ეჭვგარეშეა. საქართველოს კანონმდებლობა მუსლიმებს ან სხვა რომელიმე კონფენსიის წარმომადგენლებს შეიძლება აძლევდეს ამის ნებას, მაგრამ მორალურად და მითუმეტეს, რელიგიურად გამართლება არ აქვს ისეთ ქმედებას, რომელიც ხალხში დიდ შფოთსა და დაპირისპირებას იწვევს”, _ ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, განმარტებულია, რომ საქართველოში რელიგიათაშორისი კეთილგანწყობა ურთიერთპატივისცემას და ანგარიშის გაწევას ემყარებოდა და ეს დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს.

წყარო

ე.წ. “მართლმადიდებლური სტალინიზმის” შესახებ

04/09/2014
By

7d4c3da51578მღვდელს, რომელიც ამბობს, რომ სტალინს ცილი დასწამეს, არასოდეს სმენია რუს  ( და არა მარტო – რედაქცია) ახალმოწამეთა და აღმსარებელთა შესახებ

ავტორი: პავლე, მიტროპოლიტი მინსკისა და სლუცკისა (პონომარიოვი)

პავლემ მიტროპოლიტმა რიაზანისა და მიხაილოვსკისა (ამჟამად მიტროპოლიტი მინსკისა და სლუცკისა, სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი – რუსეთის საპატრიარქო) ტელეკომპანია “სოიუზის” ეთერში გამოთქვა თავისი დამოკიდებულება ე.წ. “მართლმადიდებლური სტალინიზმის” შესახებ და მოჰყვა იმაზე, თუ რატომ ხდება ასე, როდესაც “მართლმადიდებელ სასულიერო პირთა შორისაც კი არიან ისეთები, ვინც თვლის, რომ სტალინს ცილი დასწამეს”. მეუფის თქმით, მორწმუნე ადამიანი შეუძლებელია იყოს “სტალინისტი”.

Read more »

ვილოცებ მშვიდობისათვის დონბასში (უკრაინა) – პატრიარქი ილია II

02/09/2014
By

ilia IIდონეცკის ეპარქიის ცნობით 31 აგვისტოს საღამოს, გაიმართა საუბარი დონეცკისა და მარიუპოლის მიტროპოლიტ ილარიონს (შუკალო) და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II შორის, მიტროპოლიტმა ილარიონმა თხოვა უწმიდესს ილოცოს დონბასში მშვიდობისათვის და  საომარი ვითარების გამო იძულებით ლტოლვილებისა და მსხვერპლთათვის; პასუხად უწმიდესმა აღუთქვა ძმური თანადგომა და დონეცკის ეპარქიისათვის ლოცვა.

***

ჩვენის მხრივ კიდევ ერთხელ სინანულით აღვნიშნავთ, რომ არც ხსენებულ საიტზე ( www.http://donetsk.church.ua/) , რომელიც ეკუთვნის უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიას (მოსკოვის საპატრიარქო), არც რუსულ მართლმადიდებლურ საინფორმაციო სააგენტოს საიტზე (http://www.pravmir.ru/) და არც რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ საიტზე  http://www.patriarchia.ru  , სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ოფიციალური ტიტულატურა: უწმიდესი და უნეტარესი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსიმცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა (რუსულ ენაზე : Святейший и Блаженнейший Илия II, Католикос-Патриарх Грузии, Архиепископ Мцхета-Тбилиси и митрополит Пицунды и Цхум-Абхазети ) არ არის სრულად მითითებული, კერძოდ ხსენებულ საიტებზე,  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულატურა ძველი სახით არის დაფისქირებული: Святейший и Блаженнейший Католикос-Патриарх всея Грузии, Архиепископ Мцхетский и Тбилисский  სადაც არ არის ასახული 2010 წლის 21 დეკემბრის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის  გადაწყვეტილება:

2010 წლის 21 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომამ განიხილა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი და მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება:

ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველობა, ისტორიულ საბუთებზე დაყრდნობით და დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით გადაეცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და ამიერიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული იქნება შემდეგი:

უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის…”

პატრიოტიზმი ძველ და ახალ აღთქმაში

01/09/2014
By

1281_2_562______ ავტორი: იღუმენი ფილარეტი

თარგმნა ლევან მექოშვილმა (დეკანოზი ლევან მექოშვილი)

ერთიანი და მყარი ოჯახი სახელმწიფოს და საზოგადოების ძირითადი უჯრედია. თვით ძლიერი და ორგანიზებული ქვეყანაც დაინგრევა და დაიშლება, თუ მასში მოშლილია ოჯახი და ოჯახური პირობები არახელსაყრელია, თუ აღზრდის საკითხი დავიწყებულია. თუ ოჯახი ძლიერია და ბავშვთა აღზრდა ჯანმრთელ საწყისებზე მიმდინარეობს, მაშინ, სახელმწიფოებრივი ცხოვრების გარეგნული ფორმების დაშლაც ვერ ავნებს ხალხის ცხოვრებისუნარიანობას, იგი მაინც შეძლებს სახელმწიფოებრივი ერთიანობისა და სიძლიერის აღდგენას.

Read more »

ღვთისმშობლის თაყვანისცემა მართლმადიდებლურ ტრადიციაში

29/08/2014
By

gvtismshobeliავტორი: თემურ ბუაძე
ღვთისმეტყველების დოქტორი

არაერთი წმინდა მამა და ცნობილი საეკლესიო ავტორი ასწავლის, რომ იესოს ლოცვა – „უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი“, ლაკონურად, ერთი წინადადებით გადმოსცემს სახარებისეული გამოცხადების უმთავრეს ჭეშმარიტებას. ამ ლოცვის მიმართვითი ნაწილი – „უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო“, აცხადებს, რომ ადამიანური სახელის და ბუნების მქონე კაცი – იესო – არის „ქრისტე“, ანუ ღვთივცხებული მესია, რომელიც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა პირით აღუთქვა ღმერთმა ცოდვით დაცემულ კაცობრიობას; იგი არის ასევე „ღვთის ძე“, ანუ ღვთაებრივი ბუნების მატარებელი ღმერთკაცობრივი პიროვნება. უფალი იესო ქრისტე ცხებულია თავისი ადამიანური ბუნებით, ღვთაებრივი ბუნებით კი იგი მაცხოვარია, რომელსაც ცოდვილთა შეწყალება ხელეწიფება. Read more »

რჩეული ამონარიდები – 2

25/08/2014
By

6b593b1397a3 დღევანდელი ამონარიდების ავტორია : იღუმენი პეტრე მეშჩერინოვი

 1. ასეთია ნიმუში ანტიქადაგებისა
2. 
ხშირად ადამიანურ კეთილგონიერებას ვკარგავთ
 3. მისტიფიკატორული მორჩილება

 

ასეთია ნიმუში ანტიქადაგებისა

ისევე, როგორც ყოველი ადამიანი ერთმანეთისაგან განსხვავდება და ყველას თავისი შესაძლებლობა აქვს, გარეგნული ეკლესიურობისა და ეკლესიის დისციპლინარული ნორმებიც თითოეულისათვის ინდივიდუალური უნდა იყოს. ეკლესიის არსი იმაში კი არ არის, რომ ყველასათვის საერთო „ჩარჩოებში“ მოათავსოს ადამიანი, არამედ მან გონივრულად და ინდივიდუალურად ისარგებლოს იმ საშუალებებით, რაც ეკლესიას აქვს და იპოვოს თავისი გზა ქრისტესაკენ. ამაში ვლინდება ეკლესიისათვის დამახასიათებელი უდიდესი პატივისცემა პიროვნებისადმი, მისი თავისუფლებისადმი და მისდამი ნდობა. ჩვენთან, სამწუხაროდ, სწორედაც პიროვნებისადმი პატივისცემა მოისუსტებს. ითვლება, რომ ეკლესიაში ყველა ერთნაირი უნდა იყოს, რომ ყოველი ადამიანისთვის მხოლოდ ერთი და იგივე ხსნის რეცეპტია გამოწერილი; მაგრამ ეკლესია, სრულიადაც არაა ყაზარმა, სადაც ყველა ვალდებულია „იცხოვროს მწყობრში“.

Read more »

სარწმუნოების სიმბოლო (ნაწილი 2)

21/08/2014
By

normal_1963_jubileemagazine_jpgავტორი: პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი 

მთარგმნელები: ოთარ ზოიძე; ფრიდონ საყვარელიძე; გამომცემლობა: “წიგნის სახელოსნო” თბილისი; 2011 წელი

ავტორი: პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
იხილეთ I ნაწილი

გაგრძელება

8. და ჯუარს-ეცუა ჩუენთვის პონტოელისა პილატეს ზე…


რა მნიშვნელობა აქვს იმ მოკლე ჩამონათვალში, რაც სწამს ეკლესიას, პილატეს *21 ხსენებას? რატომ იხსენება მხოლოდ ეს ერთი სახელი ქრისტეს ჯვარცმასთან, სიკვდილთან და აღდგომასთან დაკავშირებით, ერთი სახელი იმ უთვალავი ადამიანის სახელთაგან, რომლებიც მონაწილეობდნენ უდანაშაულო მოძღვრის გასამართლებას და წამებაში? ამ კითხვას უნდა გავცეთ ორი პასუხი, ჩვენი რწმენისათვის ერთნაირად მნიშვნელოვანი, არსებითი, ცენტრალური.
Read more »

“დაუბრუნეთ ყირიმი უკრაინას” – მიტროპოლიტი ონუფრი

20/08/2014
By

mpუკრაინის ავტონომიური მართლმადიდებლური ეკლესიის  (მოსკოვის საპატრიარქო – УПЦ МП) ახლადარჩეულმა მეთაურმა, მიტროპოლიტმა ონუფრიმ, რომლის  უკრაინის ავტონომიური ეკლესიის მეთაურად აღსაყდება კვირას აღესრულა (უკრაინის ავტონომიური ეკლესია შედის მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში და სარგებლობს ფართო ავტონომიით), ინტრონიზაციის  მომდევნო დღესვე დაადასტურა, თავისი პოზიცია, რომ ყირიმის ნახევარკუნძული არის უკრაინის ტერიტორია და უნდა დაბრუნდეს უკრაინის შემადგენლობაში.

ყირიმში არსებული მართლმადიდებლური ეკლესიები დღესაც ექვემდებარება კიევს (უმე მპ), მთავარეპისკოპოსმა ონუფრემ აღნიშნა, რომ კავშირი მოსკოვთან მხოლოდ კანონიკურია და ყველა საკითხი წყდება უმე-ს შიგნით, ხოლო უკრაინის აღმოსავლეთით კონფლიქტი არავითარ შემთხვევაში არაა კონფესიათაშორისი დაპირისპირება, არამედ პოლიტიკური.”

მთავარეპისკოპოსმა ონუფრემ გამოაცხადა , რომ დაიწყებს მოლაპარაკებებს ე.წ. კიევის საპატრიარქოსთან, რომელიც არ ემორჩილება მოსკოვის საპატრიარქოს, რომლის წინამძღოლმა ფილარეტმა ეჭვი შეიტანა ახლადარჩეული იერარქის პატრიოტიზმში, ფილარეტის აზრით, ვინც არ ემხრობა უმე-ს ავტოკეფალიას, იგი ეწინააღმდეგება უკრაინის ევროინტეგრაციას; თუმცაღა როგორც აღინიშნა უმე -ს (მოსკოვის საპატრიარქოს) წინამძღოლი ონუფრე მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

წყარო

პროტოდიაკონი ანდრეი კურაევი შავ სიაში მოხვდა

19/08/2014
By

 news_15895ცნობილი ღვთისმეტყველი და პროფესორი, პროტოდიაკონი ანდრეი კურაევი , რომელიც სახალხოდ საუბრობდა ე.წ. “გეი-ლობზე” რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში ჯერ გასული წლის ბოლოს  აკადემიიდან დაითხოვეს;  ამ დღეებში ინტერენტში გავრცელებულ “სამშობლოს (რუსეთის) მოღალატეთა შავ სიაში” მოხვდა, რადგან მხარს უჭერდა უკრაინას, მასთან ერთად შავ სიაში ბევრი ცნობილი პიროვნებაა შეტანილი,ულ  57 გვარი , მათ შორისაა , რადიოსადგურ ” მოსკოვის ექოს”, რადიოსადგურ “თავისუფლებას”,  ტელეკომპანია “დოჟდის: და ინტერნეტპორტალი   “Lenta.ru” -ს კოლექტივები, ასევე ბორის აკუნინი, ირინა ხაკამადა და სხვა პოლიტიკოსები, მსახიობები და მომღერლები. 

პროტოდიაკონი ანდრეი კურაევი ცნობილია თავისი გამოსვლით ჩერემენეცკის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის მონასტერში გამართულ პირველ მართლმადიდებელ მისიონერულ კონფერენციაზე 2013 წლის 26 ივნისს; სადაც ის ვრცლად საუბრობს აფხაზეთის შესახებ და ემხრობა საქართველოს ტერიტორიალურ მთლიანობას (ამონარიდი) :”ფაქტია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე არის გასაოცარი უძველესი ქრისტიანული მართლმადიდებლური ტაძრები, არსებობდა უძველესი მართლმადიდებელი აფხაზეთის სამეფო, არსებობდა აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია. ყველაფერი ეს სიმართლეა! საქმე ის არის, თუ რა კავშირი აქვთ ამასთან იმათ, ვინც დღეს იქ ცხოვრობს. პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ეს ადამიანები თავის თავს „აფსუას” უწოდებენ, თავის ქვეყანას – „აფსნის” და არა აფხაზეთს. სიტყვა „აფხაზეთი” კი ქართული სიტყვაა, ე.ი. ისინი, ვინც ოდესღაც თავის თავს აფხაზებს უწოდებდნენ, ქართული ეთნოსის ნაწილს წარმოადგენდნენ, როგორც მეგრელები და სხვანი…

ღვთიური სიყვარულის შესახებ (გაგრძელება)

18/08/2014
By

profiriწმიდა მამა პორფირი კავსოკალიველი 

მთარგმნელი ბერი ერმოლაოსი

ქრისტიანის სული უნდა იყოს ნატიფი, მგრძნობიარე, გახსნილი და დახვეწილი. ის ოცნებებში უნდა ცხოვრობდეს და ფარფატებდეს (წმიდა მამას, რა თქმა უნდა, არა აქვს მხედველობაში ოცნებებს აყოლა და ოცნებებით ცხოვრება, რაც ადამიანს, როგორც სულიერ ცხოვრებაში, ასევე ერშიც, უეჭველად ტრაგედიამდე მიიყვანს. მას იმის თქმა უნდა, რომ ქრისტიანის სული დახვეწილი, მოშურნე, უფლისა და მოყვასისადმი სიყვარულით ანთებული უნდა იყოს. – მთარგმნ.). ის უსასრულობაში უნდა დაფრინავდეს, ვარსკვლავთა შორის დასრიალებდეს, ღვთის სიდიადესა და მდუმარებაში ჩაიძიროს. ვისაც უნდა გახდეს ქრისტიანი, ჯერ პოეტად უნდა იქცეს. აი, რაშია საიდუმლოება: უნდა უყვარდეს და დაიტანჯოს მისთვის, ვინც უყვარს. სიყვარული გვიბიძგებს ვიღვაწოთ, შეყვარებულის ძიებაში მთელი ღამე ზეზეურად გავათენოთ, სიარულით ფეხები დაგვისისხლიანდეს. სიყვარულით გაგიჟებული ადამიანი ნებისმიერ მსხვერპლზე მიდის, არაფერს არ უშინდება – არც მუქარას, არც სიძნელეებს. ქრისტესადმი სიყვარული კი უფრო დიადია, უსასრულოდ ამაღლებული მდგომარეობაა.

Read more »