ევროკავშირი – მსოფლიო პატრიარქი ბართლომე

03/02/2017
By

539260_465249516828615_1141464478_nყველაზე ნათელი დადასტურება და  განსხეულება თანამედროვე მულტიკულტურიზმის  – ევროპის კავშირის აღმოცენებაა.  1950 წელს  საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა ევროპულ საზოგადოებას შესთავაზა შეექმნათ ქვანახშირისა და ფოლადის საზოგადოება. 1951 წელს სწორედ ამ ორგანიზაციით დაიწყო ევროპის კავშირის შექმნა. ამჟამად ევროკავშირში  28 წევრი ქვეყანა ერთიანდება და კვლავაც აგრძელებს გაფართოებას.

მე როგორც  თურქეთის მოქალაქე, იმედი  მაქვს რომ ჩემი ქვეყანა დაიმსახურებს ევროკავშირის  სრულ წევრობას, როდესაც  იქნება ამისათვის შესრულებული აუცილებელი წინაპირობები. აგრეთვე, დაცული იქნება ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები რელიგიური და სხვა უმცირესობების უფლებები. ჩემი აზრით თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება იქნება  მნიშვნელოვანი მონაპოვარი მუსულმანურ სამყაროსა და დასავლეთს შორის არსებული ურთიერთობებისათვის.

მართალია ევროკავშირმა გაიარა რამოდენიმე სერიოზული კრიზისული პერიოდი. მოხდა მისი დამფუძნებლების იდეალისტური შეხედულებების კორექტირება და რაღაცეებზე უარის თქმაც.   მაგრამ ამან არ უნდა გადაფაროს  ჩვენთვის მისი მნიშვნელოვანი მიღწევები. უკანასკნელი სამოცი წელიწადია ევროპა არ შეურყევია დიდ ომებს. შესაძლოა ეს ყველაზე გრძელი პერიოდია ევროპული მშვიდობის რომის იმპერიის დაცემის შემდეგ. დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით მინიმალურია ძალადობა და სისხლისღვრა –  დარღვეულია რკინის ფარდა. ევროპელი ხალხები ტკბებიან თავისუფლების, სამართლიანობის და დემოკრატიის ისეთი ხარისხით, რომელიც  ჯერ კიდევ 1930-იან წლებში წარმოუდგენელი იყო.

ჩვენთვის, მართლმადიდებლებისათვის  ყოველ საღვთო ლიტურგიაზე მშვიდობისათვის მლოცველებს ეს სერიოზული მიზეზია ასეთ ნაბიჯებს  შევხვდეთ მადლიერებით.  მაგრამ  იმავდროულად ჩვენ ვიცით,რომ  თვითდამშვიდების საფუძველი არ არსებობს. მშვიდობა და თავისუფლება – ეს არა მხოლოდ ღვთის წყალობაა,  აგრეთვე  ცხოვრების გძელვადიანი ამოცანაა.

ისლამის მიმდევართა რიცხვი დასავლეთში თვალნათლივ იზრდება და უფროდაუფრო შესამჩნევი ხდება  მთელს მსოფლიოში, მაგრამ პრობლემა ამაში არ მდგომარეობს. პრობლემა იმაშია, რომ დასავლეთი არ აღმოჩნდა მზად ამ გამოვლინებისთვის, განსხვავებით  მებრძოლი და თავდაჯერებული ისლამისაგან. ამჟამად დასავლეთი იმყოფება პოსტმოდერნულ მორალურად ინდიფერენტულ ეპოქაში. მნიშვნელოვანი პრობლემა დასავლეთის არა ისლამის აღზევებაშია, არამედ სეკულარიზმის ტრიუმფალურ სვლაში.  იქმნება შთაბეჭდილება, თითქოსდა  ქრისტიანობამ  მოიხსნა  დასავლური ცივილიზაციის სულიერი ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა.   ის გაქრა საზოგადოებრივი სივრციდან და დაუთმო ადგილი აგნოსტიციზმს, ათეიზმსაც კი. ეს უკანასკნელი კი იქცა დასავლური სამყაროს ინტელექტუალური ტალღის სავარცხელად.

 

წყარო:  Каллист (Уэр), епископ. Предисловие / Уэр Каллист, епископ Диоклийский // Приобщение к таинству: Православие в третьем тысячелетии / Всесвятейший Вселенский Патриарх Варфоломей. М. : Эксмо, 2008. С. 18.

თავისუფალი თარგმანი –  შოთა კინწურაშვილი

Print Friendly

Comments are closed.