ცნობილი ღვთისმეტყველი და პროფესორი, პროტოდიაკონი ანდრეი კურაევი , რომელიც სახალხოდ საუბრობდა ე.წ. “გეი-ლობზე” რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში ჯერ გასული წლის ბოლოს  აკადემიიდან დაითხოვეს;  ამ დღეებში ინტერენტში გავრცელებულ “სამშობლოს (რუსეთის) მოღალატეთა შავ სიაში” მოხვდა, რადგან მხარს უჭერდა უკრაინას, მასთან ერთად შავ სიაში ბევრი ცნობილი პიროვნებაა შეტანილი,ულ  57 გვარი , მათ შორისაა , რადიოსადგურ ” მოსკოვის ექოს”, რადიოსადგურ “თავისუფლებას”,  ტელეკომპანია “დოჟდის: და ინტერნეტპორტალი   “Lenta.ru” -ს კოლექტივები, ასევე ბორის აკუნინი, ირინა ხაკამადა და სხვა პოლიტიკოსები, მსახიობები და მომღერლები. 

პროტოდიაკონი ანდრეი კურაევი ცნობილია თავისი გამოსვლით ჩერემენეცკის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის მონასტერში გამართულ პირველ მართლმადიდებელ მისიონერულ კონფერენციაზე 2013 წლის 26 ივნისს; სადაც ის ვრცლად საუბრობს აფხაზეთის შესახებ და ემხრობა საქართველოს ტერიტორიალურ მთლიანობას (ამონარიდი) :”ფაქტია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე არის გასაოცარი უძველესი ქრისტიანული მართლმადიდებლური ტაძრები, არსებობდა უძველესი მართლმადიდებელი აფხაზეთის სამეფო, არსებობდა აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია. ყველაფერი ეს სიმართლეა! საქმე ის არის, თუ რა კავშირი აქვთ ამასთან იმათ, ვინც დღეს იქ ცხოვრობს. პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ეს ადამიანები თავის თავს „აფსუას” უწოდებენ, თავის ქვეყანას – „აფსნის” და არა აფხაზეთს. სიტყვა „აფხაზეთი” კი ქართული სიტყვაა, ე.ი. ისინი, ვინც ოდესღაც თავის თავს აფხაზებს უწოდებდნენ, ქართული ეთნოსის ნაწილს წარმოადგენდნენ, როგორც მეგრელები და სხვანი…