წირვა ერის მშვიდობიანობისა და კეთილდღეობისათვის ბულგარეთში

bulagarpresბულგარეთის პრეზიდენტმა როსენ პლევნელიევმა სთხოვა ქვეყანაში არსებულ ძირითადი სარწმუნოების წარმომადგენლებს უახლოეს პარასკევ, შაბათ და კვირის დღეებში თავიანთ ტაძრებში აღასრულონ სპეციალური წირვა ბულგარელი ერის მშვიდობის, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის არსებული კრიზისის მძიმე პირობებში, გადმოგვცემს Седмица.ru ბულგარული სააგენტოს „ფოკუსის“ ბმულის თანდართვით.
პრეზიდენტის ამდაგვარი თხოვნის მიზეზი გახდა ის ღრმა სასოწარკვეთილება, რომელმაც მოიცვა მთელი ბულგარეთი და რომელმაც გაზარდა თვითმკვლელობის რიცხვი ქვეყანაში.
2013 წლის 4 აპრილს პრეზიდენტთან შეხვედრისას იმყოფებოდნენ ბულგარეთის პატრიარქის ნეოფიტის ვიკარი, ეპისკოპოსი იოან ზნეპოლსკი (ბულგარეთის მართლმადიდებულური ეკლესია), მუფთის ხელმძღვანელის მოადგილე ბირალი ალი, საეპისკოპოსო კონფერენციის წარმომადგენელი ეპისკოპოსი ქრისტო პროიკოვი (კათოლიკური ეკლესია), ეპარქიალური საბჭოს წარმომადგენელი რუბენ ოჰანეს გრიქორიანი (სომხური სამოციქულო ეკლესია), ცენტრალური ებრაული საბჭოს წარმომადგენელი რობერტო შლომ ჯერასი და პასტორი ევგენი დიმიტრი ნაიდენოვი, გაერთიანებული ევანგელისტური ეკლესიის წარმომადგენელი–თავმჯდომარე.
„ბულგარეთისათვის ამ რთულ მდგომარეობაში აუცილებელია რომ ყველა – სახელმწიფო ინსტიტუტები, მოქალაქეები, სულიერი ლიდერები გაერთიანდნენ და ერთობლივად მოიძიონ მართებული გადაწყვეტილება ქვეყნისა და ხალხისთვის“ – განაცხადა შეხვედრაზე 
ბულგარეთის პრეზიდენტმა რ. პლევნელიევმა.

წყარო:
http://www.pravoslavie.ru/news/60632.htm
ქეთი ქევანიშვილი

Print Friendly

Comments are closed.