ახალი ამბები

რუსეთის პატრიარქი ათონის ივერთა მონასტერში

119044.p2013 წლის 5 ივნისს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე ათონის ივერთა მონასტერს ეწვია, სადაც მონასტრის მსახურებთან ერთად აღასრულა ლოცვა და თაყვანისცა ამავე მონასტრის, ივერიის ღვთისმშობლის ხატს.

პატრიარქმა რუსეთის ეკლესიის ოფიციალურ დელეგაციასთან, ათონის მთაზე კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელთან, მილეტის მიტროპოლიტ აპოსტოლოსთან და მონასტრის საძმოსთან ერთად ილოცა. ტაძარში იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ცენტრალურ ფედერალურ ოკრუგში – ა. დ. ბელგოვი, სახელმწიფო დუმის დსთ-სა და თანამემამულეებთან ურთიერთობების საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლ.ე. სლუცკი.

ლოცვის შემდეგ პატრიარქი მონასტრის იღუმენს, არქიმანდრიტ ნათანაელს მიეგება. შემდგომ აღნიშნეს, რომ მონასტრის სალოცავთა შორის უმთავრესი – ივერიის ღვთისმშობლის ხატი – წარმოადგენს მოსკოვის გულს. მამა ნათანაელმა თქვა: “კარიბჭის ღვთისმშობელი” წარმოადგენს წმინდა რუსეთის გულს, ჩვენ კი ძმები ვართ, რადგან გვყავს საერთო დედა და მფარველი “კარიბჭისა”. მოსკოვი რომ მოვინახულეთ, თავს საკუთარ სახლში ვგრძნობდით, და როცა აქ მომლოცველებს ვღებულობთ – პირველ რიგში, თქვენ, თქვენო უწმინდესობავ, – ვგრძნობთ, რომ ძმებსა და ნათესავებს ვღებულობთ ჩვენს საკუთარ სახლში – “კარიბჭის” ღვთისმშობლის სახლში. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ყველანი მოსკოველები ვართ, რუსი მომლოცველები –  წმინდა მთისა”.

შემდგომ კი რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა მიმართა იღუმენსა და მონასტრის ძმობას (მოგვყავს მცირე შემოკლებით):

“მაღალღირსო მეუფეო, მიტროპოლიტო აპოსტოლოს! თქვენო ღირსებავ, მამა ნათანაელ, ამ წმინდა მონასტრის იღუმენო! უხუცესო მამაო ბასილ! და ძვირფასო ძმებო!

მსურს მადლობა გითხრათ ამ შესანიშნავი საშუალებისთვის, მომეცა რა შესაძლებლობა, ჩემს ცხოვრებაში კვლავ ვწვეოდი ივერიის მონასტერს. ყოველთვის, როცა ფეხს ვადგამ ათონზე, მაშინვე მოვდივარ “კარიბჭის” ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის მოსალოცად. უწინ მომლოცველებთან ერთად თან ვახლდი ჩემს კურთხეულ წინამორბედებს: უწმინდეს პატრიარქ პიმენსა და უწმინდეს პატრიარქ ალექსი II-ს, და ახლაც მომეცა შესაძლებლობა, ვყოფილიყავი აქ, ამ ღირსშესანიშნავ ჟამს. უნდა ითქვას, რომ, სავარაუდოდ, თითოეული რუსი პილიგრიმი განსაკუთრებული განიცდით მოეშურება ამ წმინდა მონასტრის თავშესაფარში.

ჩვენი ქვეყნის გულს, დედაქალაქ მოსკოვს, საკმაოდ მძიმე ბედი აქვს, რთული ისტორია. მონღოლ-თათარების 300 წლიანი ბატონობის დროს მტრის ლაშქარი თავს ესხმოდა და არბევდა მას, სხვა შემთხვევებში კი განადგურების ზღვარზეც იდგა. ალექსეი მიხაილის ძის მეფობის დროს, პატრიარქ ნიკონის რჩევით, რუსები თხოვნით გამოეშურენ აქ, ათონის მთაზე, ივერიის მონასტერში, რომ ხატი წაებრძანებინათ დედაქალაქ მოსკოვში. რუს ხალხს სჯეროდა, რომ ეს ხატი შეაჩერებდა შემოსევებსა და თავდასხმებს დედაქალაქზე. მონასტრის ძმებმა დაწერეს ამ ხატის საოცარი ასლი და გაუგზავნეს რუსეთის მეფეს, ალექსეი მიხაილოვიჩს. 1648 წელს ამ ხატს საზეიმოდ მიეგება მოსკოვი.

მოგვიანებით დაიწერა კიდევ ერთი ასლი , რომელიც განთავსდა ჭიშკართან, წითელ მოედანზე, რათა დაცულიყო დედაქალაქის ცენტრი. მძიმე შემთხვევებში მოსკოველები ლოცვით მიმართავდნენ მფარველ ღვთისმშობელს, სანამ ივერიის წმინდა გამოსახულება ზეციური დედოფლისა არ მოუვლენდა მათ დახმარებას.”

მასალა მოამზადა აკაკი ჯოხაძემ
წყარო: http://www.pravoslavie.ru

კათოლიკოს-პატრიარქმა ვლადიმერ პუტინს წერილით მიმართა

DSCN0787 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რუსი ჯარისკაცების მიერ სოფელ დიცთან საქართველოს დროებითი საზღვრის გადმოწევის გამო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს წერილობით მიმართა.

მის აღმატებულებას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ვლადიმერ პუტინს. თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, გამოვთქვამთ შეშფოთებას რუსი ჯარისკაცების მიერ სოფელ დიცთან საქართველოს დროებითი საზღვრის გადმოწევის გამო. ეს არის ჩვენი მოსახლეობისთვის მეტად მტკივნეული და მოულოდნელი ქმედება, მითუმეტეს იმ მცდელობების ფონზე, რასაც ჩვენი ქვეყნები ურთიერთობის ნორმალიზებისათვის აკეთებენ და რაც, საქართველოში არსებული რთული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენთვის ადვილად განსახორციელებელი არ არის. ვიმედოვნებთ, თქვენ სწორ შეფასებას მისცემთ შექმნილ ვითარებას და მიიღებთ სათანადო ზომებს აღნიშნული მდგომარეობის დროულად გამოსწორებისათვის.
პატივისცემით
სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II

წყარო:
http://patriarchate.ge/

წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის წმინდა ნაწილი საქართველოში

news_33901საქართველოში წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის წმინდა ნაწილი ჩამოაბრძანეს.

მღვდელმთავრის ხელის მტევანი საბერძნეთის კუნძულ კორფუდან მიტროპოლიტმა ნექტარიუსმა, კორფუს მერთან და  სასულიერო პირებთან ერთად ჩამოაბრძანა.

წირვის დასასრულს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II მ, მიტროპოლიტი ნექტარიუსი და კორფუს მერი წმინდა ნინოს ოქროს ორდენით დააჯილდოვა.

თავის მხრივ, მიტროპოლიტმა ნექტარიუსმა იქადაგა და უწმინდესს პანაღია უსახსოვრა.

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხელის მტევანს საბერძნეთში 2 ივნისს წააბრძანებენ, მანამდე კი სიწმინდის ხილვის შესაძლებლობა მრევლს სამების საკათედრო ტაძარში, თერჯოლის რაიონსა და ბოდბის დედათა მონასტერში ექნება.

გთავაზობთ ამ ქადაგებების აუდიო ჩანაწერს.

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

რელიგიური გაერთიანებების განცხადება

Save-Family
გვინდა გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება 17 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრესი დასაყრდენია, ხოლო მისი უზრუნველყოფა – საზოგადოებრივი დემოკრატიული პროცესების წარმატებით წარმართვის აუცილებელ პირობას. ეს თავისუფლება ერთის მხრივ ინდივიდის თვითრეალიზაციის საშუალება, ხოლო მეორეს მხრივ საზოგადოებისათვის საჭირბოროტო თემებზე აზრის გამოთქმის, დისკუსიების, დებატების გზით შეთანხმების მიღწევისა და საზოგადოების განვითარების წინაპირობაა.
დემოკრატიული საზოგადოებისათვის ასევე ფასეულია შეკრებების თავისუფლების უზრუნველყობა, რომელიც გამოხატვის რეალიზების ერთ-ერთი საშუალებაა. ამასთან საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ როგორც გამოხატვის, ასევე შეკრების თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს და იგი რიგი პირობების შედეგად შეიძლება შეიზღუდოს.
საქართველოს კონსტიტუცია, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია თუ სხვა საერთაშორისო დოკუმენტები ამომწურავად მიუთითებენ იმ პირობებს რომლის დროსაც შეიძლება შეზღუდული იყოს იგი. სხვასთან ერთად ესენია უწესრიგობისა და დანაშაულის აღკვეთა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დანაშაულის თავიდან აცილება, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვა, ჯანმრთელობისა და მორალის დაცვა. ზემოაღნიშნულში ორი ფასეულობის – რელიგიისა და გამოხატვის თავისუფლების კონფლიქტიც მოიაზრება. თუ ევროპული სასამართლოს პრაქტიკას გადავხედავთ თვალნათლივ დავინახავთ, რომ აქ ერთიანი ევროპული სტანდარტის დადგენილი არ არის. ამის გამო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა თუ მორალურ კრიტერიუმებთან დაკავშირებულ საქმეებში ევროპული სასამართლო ყოველთვის ეროვნულ სასამართლოებს უტოვებს შეხედულების საკმაოდ ფართო არეს, რათა მათ საკუთარი ქვეყნის თავისებურებებიდან გამომდინარე დაადგინონ, თუ სად გადის ეს ზღვარი და რას მოითხოვს საზოგადოებრივი ინტერესი. და როგორც წესი ეს დავა მორალის, საზოგადოებრივი ზნეობისა თუ რელიგიური გრძნობების სასრგებლოდ წყდება. ამიტომ ქვეყანაში სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმ ტრადიციული რელიგიების მიმდევარია, რომლის მოძღვრების მიხედვით ერთსქესიან ადამიანთა სქესობრივი ურთიერთობები ცოდვად მიიჩნევა, 2012 წლის 17 მაისის მსგავს პროპაგანდისტულ აქციებზე საზოგადოებას ლეგიტიმური უფლება აქვს, მშვიდობიანი, არაძალადობრივი ფორმით გამოხატოს პროტესტი.
სამწუხაროდ, გასულ წელს, ჩვენ მომსწრენი გავხდით არაერთი უხამსი და საზოგადოებრივი მორალისათვის შეუფერებელი ქმედებისა, რომელთაც ადგილი ჰქონდათ არასრუსწლოვანთა თვალწინ. იმედია, წელს მსგავს მოვლენებს არ ექნება ადგილი. ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება არის ხელშეუხებელი. ამასთან, მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს საჯაროდ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავიანთი სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებისა და პროპაგანდისაგან თავი შეიკავონ, რადგან ამგვარი ქმედება საზოგადოებრივი მორალისათვის არის მიუღებელი.

1. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
2. ამიერკავკასიის მუსულმანთა სამმართველოს წარმომადგენელი საქართველოში
3. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო
4. სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია
5. ამიერკავკასიის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია
6. ევანგელურ–ლუთერანული ეკლესია საქართველოში
7. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია
8. მეშვიდე დღის ქრისტიან – ადვენტისტთა ეკლესია საქართველოში
9. ხსნის არმია საქართველოში

წყარო: http://www.patriarchate.ge/ 

თურქეთის ევროპულ ნაწილში მართლმადიდებლური ტაძარი გაიხსნა

bartholomew11 მაისს, ედირნის (ბიზანტიური ადრიანოპოლისი) პროვინცია უზუნ – კოპრუში (მაკრა- ეთირი), იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში, კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ბართლომეოსმა  „ეკლესიის კარის გახსნის“ წესი შეასრულა. 
90 წლის შემდეგ , რაც ბერძენმა მოსახლეობამ მაკრა – ეთირი დატოვა, საბერძნეთსა და თურქეთს შორის მოსახლეობის გაცვლის შედეგად, მიტოვებული ტაძარი ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით გარემონტდა .
წყლის კურთხევის შემდეგ პატრიარქმა ბართლომეოსმა არტოკლასია (პურის კურთხევა) აღასრულა, მოიხსენია ტაძრის ქტიტორები და მაკრა-ეთირში მცხოვრები ყოველი ქრისტიანი. ამ მოვლენას დასავლეთ თრაკიიდან (საბერძნეთის შემადგენლობაში) სადაც ბერძენ ლტოლვილთა შთამომავლები ცხოვრობენ, ათასობით მომლოცველი ესწრებოდა, რომლებსაც დიდიმოტიკის, ორესტიადისა და სუფლიის მიტროპოლიტი დამასკინი ხელმძღვანელობდა, გვატყობინებენ სააგენტოები „Амен“ და „Ромфея“

წყარო – http://www.sedmitza.ru/text/3681714.html

თარგმნა ალექსანდრე აღლაძემ

თურქეთში მსოფლიო პატრიარქის მკვლელობას გეგმავდნენ

Патриарха Варфоломея
თურქეთში გახსნეს შეთქმულება, რომელიც მსოფლიო პატრიარქის – ბართლომეოსის მკვლელობას ისახავდა მიზნად.

სტამბული: თურქულ პოლიციას მიუვიდა ცნობები (ზოგიერთი სხვა წყაროს მიხედვით შეთქმულების შესახებ პოლიციას ანონიმური წერილით აცნობეს – ს.ფ.), რომ მზადდებოდა შეთქმულება კონტანტინეპოლელი პატრიარქის ბართლომეოსის წინააღმდეგ, თავდასხმა 2013 წლის 29 მაისს ,  თურქების მიერ კონსტანიტინეპოლის აღების  560 წლისთავზე უნდა მომხდარიყო, იუწყებიან სააგენტოები “ამენ” და “რომფეია”.

სამი ეჭვმიტანილიდან ერთი – ქ.კაისერში მცხოვრებია დაკავებული, იგი ცნობილი იყო თავისი ულტრანაციონალისტური შეხედულებებით, დანარჩენი ორი იძებნებიან.

ეს უკვე მეორე განუხორციელებელი თავდასხმის გეგმაა მსოფლიო პატრიარქზე, 2009 წელს თურქი სამხედროების მიერ შემუშავებული გეგმა Cage ითვალისწინებდა კონსტანტინეპოლის პატრიარქის ფიზიკურ ლიკვიდაციას.

მასალა მოამზადა სერგო ფარულავამ
წყარო: http://www.sedmitza.ru 

800 ოტრანტოელი მოწამე

08next2_190ვატიკანი 800 ოტრანტოელ მოწამეს განადიდებს, რომლებიც XV ს-ში მუსულმანთა მიერ აღესრულნენ. 
ოტრანტოს კათედრალი (სამხრეთ იტალია), 1480 წელს ოსმანთა იმპერიის მეომართა მიერ თავმოკვეთილი, 800 ქრისტიანის თავის ქალითაა შემკული. კვირას, 12 მაისს, მას შემდეგ რაც პაპი ფრანცისკი ოტრანტოელ მოწამეთა კანონიზირებას მოახდენს, ეს თავის ქალები წმინდა ნაწილები გახდება. 
ამჟამინდელი პაპი კანონიზირებულ წმინდანთა რაოდენობის მიხედვით რომის ყველა პაპს შორის რეკორდს მოხსნის – გვატყობინებს WWRN. თუმცა ოტრანტოელ მოწამეთა კანონიზაცია ჯერ კიდევ პაპმა ბენედიქტე XVI -მ დაგეგმა და განაცხადა კიდეც ამის შესახებ რამდენიმე წუთით ადრე სანამ თავის გადადგომის შესახებ ამცნობდა საზოგადოებას. 
800 ოტრანტოელი მაცხოვრებლის სახელი, გარდა მკერავი ანტონიო პრიმალდოსი, დღესდღეობით დაკარგულია. ისინი ისლამის მიღებაზე უარის თქმის გამო დახოცეს. თავის სამწყსოზე ადრე კი ოტრანტოს მთავარეპიკოპოსი იქნა იატაგანებით მოკლული. 
2007 წელს პაპმა ბენედიქტე XVI -მ 800 ოტრანტოელი მაცხოვრებელი აღიარა როგორც მოწამეები „მოკლულნი რწმენის მოძულეთა მიერ“

წყარო http://www.sedmitza.ru/text/3662901.html

თარგმნა ალექსანდრე აღლაძემ

გიორგობის დღესასწაულის გადატანა ზოგრაფის მონასტერში

zographou2აღდგომის დღესასწაულის გამო ათონის ზოგრაფის მონასტერს გადააქვს წმინდა გიორგის ხსენების დღე 6 დან 9 მაისს, გვატყობინებს ბულგარული ვებ გვერდი „24 საათი“ 
ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდში ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ საძმოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
„აღდგომა – ეს არის უდიდესი დღესასწაული ქრისტიანებისთვის, რადგან ამ დღეს უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ სძლია სიკვდილს და ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა ვიყოთ უკვდავნი. რადგან გიორგობის დღე ემთხვევა აღდგომის მეორე დღეს, ამის გამო ჩვენ გადავწევთ მას რამოდენიმე დღით, რათა შესაფერისი პატივი მივაგოთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას „ – განაცხადა ზოგრაფის მონასტრის პირველმა ეპიტროპმა, მღვდელმონოზონმა ბესარიონმა. 
ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდს ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია ზოგრაფის მონასტრის საძმოს გადაწყვეტილების თაობაზე. მანამდე ცნობილი იყო რომ, წელს, ბულგარეთის ეკლესიებში გადატანილი იყო ბულგარეთის განმანათლებლის მეფე ბორის მიხეილის ხსენების დღე 2 მაისიდან 9 რიცხვში, რადგან ემთხვევა ვნების ხუთშაბათს.  Read more »

დაძაბულობა იერუსალიმის და ანტიოქიის ეკლესიებს შორის

теофилიერუსალიმის საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება ყატარის იურისდიქციული კუთვნილების შესახებ.

ყატარი ყოველთვის ეკუთვნოდა იერუსალიმის მართლმადიდებელ ეკლესიას – მიიჩნევს პატრიარქი თეოფილე
იერუსალიმი. იერუსალიმის პატრირქმა თეოფილე III -მ ოფიციალური წერილით უპასუხა ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის პროტესტს ყატარის მთავარეპისკოპოსად არქიმანდრიტ მაკარის დადგინების შესახებ. ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილება არაკანონიერია, რადგან ყატარი იმყოფება ანტიოქიის საპატრიარქოს იურისდიქციაში.
იერუსალიმის საპატრიარქოს პასუხში ნათქვამია რომ თეოფილე ΙΙΙ და იერუსალიმის ეკლესიის სინოდი წუხს წარმოქმნილი გაუგებრობის გამო, მაგრამ არ შეუძლია სინოდის გადაწყვეტილების გაუქმება, რამდენადაც ყატარი ყოველთვის ეკუთვნოდა იერუსალიმის ეკლესიას როგორც ნაწილი „არაბეთისა“, რომელიც იხსენიება იერუსალიმის პატრიარქის ოფიციალურ ტიტულშიც: „პატრიარქი წმიდისა ქალაქისა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა, სირიისა, არაბეთისა, ტრანსიორდანისაა, კანის გალილეისა და წმინდა სიონისა“. გარდა ამისა, ცნება „სრულიად პალესტინა“ მოიცავს  ბიზანტიურ პროვინციის პალესტინა “მესამის”, ბუნებრივ გაგრძელებას, რომელსაც წარმოადგენს არაბეთის ნახევარკუნძული.
წერილში აღნიშნულია რომ არაბეთის ნახევარკუნძულის სირიელი-იაკობიტები, განსაკუთრებით კი იემენისა, დაკავშირებული არიან სირიასთან, მაგრამ იურისდიქციული გაყოფა მონოფიზიტური სირიულ-იაკობიტური ეკლესიისა სხვაა, ვიდრე მართლმადიდებელი ეკლესიებისა.
1997 წელს იერუსალიმის პატრიარქმა დიოდოროსმა ყატარის მართლმადიდებელ სამწყსოზე ზრუნვისთვის არქიმანდრიტი თეოფილე (ამჟამინდელი პატრიარქი თეოფილე III ) დანიშნა. 1999 წლის ნოემბერში პატრიარქი დიოდოროსი ეწვია ყატარს. 2001 წელს არქიმანდრიტი თეოფილე შეცვალა არქიმანდრიტმა მაკარმა, რომელმაც ააშენა ღირსი ისააკ ასურისა და დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარი. 2010 წელს პატრიარქი თეოფილე III ოფიციალური ვიზიტით ეწვია ყატარს. მთელი ამ დროის მანძილზე ანტიოქიის საპატრიარქოს მხრიდან არანაირი პროსტესტი არ გამოთქმულა.
წერილში ნათქვამია რომ „ყატარის მიწა იერუსალიმის საპატრიარქოს მიერაა დარგული და მორწყული“
რაც შეეხება ანტიოქიის საპატრიარქოს იერარქთა ერთ-ერთ ტიტულს – მიტროპოლიტი ბაღდადისა და ქუვეითისა, წოდება „ქუვეითისა“ 1964 წელს იერუსალიმის პატრიარქ ბენედიქტეს ნებართვით იქნა დამატებული, გვატყობინებს სააგენტო „Ромфея“

მოამზადა ალექსანდრე აღლაძემ
წყარო: http://www.sedmitza.ru

კიევის კონფესიათაშორისი ფორუმი

112991.p  კონფერენცია: << კიევის კონფესიათაშორისი ფორუმი>> გახსნა, იქ სტუმრად მყოფმა იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე lll

2013 წლის 23-24 აპრილს ქალაქ კიევში შედგა რიგით მესამე საერთაშორისო საეკლესიო კონფერენცია << კიევის კონფესიათაშორისი ფორუმი>, ამ ფორუმა შეკრიბა ასზე მეტი მონაწილე სხვა და სხვა ქვეყნებიდან. ფორუმი გახსნა მისმა უნეტარესობამ პატრიარ1მა წმინდისა ქალაქისა ერუსალემისა და სრულიად პალესტინისა თეოფილე მესამემ, გადმოსცემს ОВЦС.

მისი უნეტარესობის კიევისა  და მთელი უკრაინის მიტროპოლიტისა ვლადიმერის მისასალმებელი სიტყვა  გააჟღერა უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის საქმეთა მმართველმა ბორისპოლის მიტროპოლიტმა  ანტონმა.

ფორუმის გახსნას ასევე ეწრებოდნენ უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის შიდა საეკლესიო ურთიერთობის ხელმძღვანელი  ლუგანსკისა და ალჩეევის მთავარეპისკოპოსი მიტროფანი, ასევე მოსკოვის საპატრიარქოს შიდა ეკლესიური ურთიერთობების ხელმძღვანელის მოადგილე ეღუმენი ფილარეტი (ბულეკოვი) და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების (ОВЦС МП) ხელძღვანელი დიაკონი დიმიტრი საფონოვი.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლეონიდ კოჟარმა, რომელიც ესალმებოდა მონაწილეებს უკრაინის პრეზიდენტის სახელით, ხაზი გაუსვა იმ უდიდეს მნიშვნელობას რომელსაც უკრაინის მთავრობა ანიჭებს ეკლესიას.

იმავე დღეს მისმა უნეტარესობა პატრიარქმა ფეოფილემ მოინახულა კიევ-პეჩორსკის ლავრა, სადაც იგი შეხვდა მის უნეტარესობას უნეტარესობას კიევისა  და მთელი უკრაინის მიტროპოლიტის ვლადიმერს, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსებს და სხვა სასულიერო პირებს.
კონფერენციის მუშაობის მეორე დღე, რომელიც მიმდინარეობდა უკრაინის უმაღლესი რადას შენობაში,  გახსნა იღუმენმა ფილარეტმა (ბულეკოვმა), რომელიც მიეძღვნა სახელმწიფოსა და რელიგიური ორგანიზაციების ურთიერთობას ისტორიის თანამედროვე ეტაპზე.

მართლმადიდებელი მონაწილეების ინიციატივით ფორუმზე იქნა მიღებული მიმართვა მსოფლიო საზოგადოებასთან, რომელშიც მოუწოდევენ რომ  მიღებული იქნას ყველა ზომები სირიაში დატყვევებულ ანტიოქიის საპატრიარქოსა და სირიულ-იაკობიტური ეკლესიის წევრ მღვდელმთავართა  განთავისუფლებაში.

მოამზადა ბაჩო გაბუნიამ
წყარო: http://www.pravoslavie.ru