ახალი ამბები

წინასააღდგომო და აღდგომის მსახურებების განრიგი

sameba1დღეს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩატარებული ლოცვის მიწურულს, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით გამოცხადდა წინასააღდგომო და სააღდგომო მსახურებების განრიგი. გთავაზობთ ამ განრიგის გამოცხადების აუდიო ჩანაწერს.

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

სერბეთის ეკლესიის ღია მიმართვა

PIriney_s სერბეთის პატრიარქმა და წმინდა სინოდის წევრებმა გააკეთეს ღია მიმართვა სერბეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მისამართით. ძირითადი აზრი მიმართვისა იყო დაფიქსირება ეკლესიის პოზიციისა მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რომელთა შედეგიც შეიძლება გახდეს კოსოვოს ფორმალური დამოუკიდებლობის აღიარება სერბეთის მხრიდან. კოსოვოს დამოუკიდებლობის ფაქტიური აღიარების თემა ხშირად ისმის მოლაპარაკებებში სადაც აქტიურად მონაწილეობენ ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები, მათი მხრიდან ეს ისმის როგორც პირობა სერბეთის შემდგომი ინტეგრაციისთვის ევრო კავშირში. პარტიარქის მიმართვის ადრესატები არიან სერბეთის პრეზიდენტი ტომისლავ ნიკოლოჩი, პრემიერ-მინისტრი ივიცა დაჩიჩი და პირველი ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ვუჩიჩი.
“სერბეთისთვის და მისი ხალხისთვის ამ ურთულეს, გადამწყვეტ და შეიძლება ითქვას საბედისწერო მომენტში , ჩვენ მოგმართავთ თქვენ სერბეთის მართმადიდებლური ეკლესიის სახელით,  მოგმართავთ მამობრივი და ძმური მზრუნველობით და გთხოვთ პატივი სცეთ თქვენს რწმენას და მოუხმოთ პატრიოტულ თვითშეგნებას და არ დაგავიწყდეთ სახელმწიფროებრივი პასუხისმგებლობა – ნახსენებია მიმართვაში,- ჩვენ არ მოგმართავთ თქვენ ჩვეულებრივი მეთოდით , არამედ მოგმართავთ ღიად, ჩვენ ამას ვაკეთებთ რიგი მიზეზების გამო, რომელთა შორის უმთავრესია დროის უქონლობა (ბრიუსელის ულტიმატუმის  ვადა) და ამიტომ საჭიროა ყველაზე დამაჯერებელი მეთოდით უარი ეთქვას იმ უპასუხისმგებლო სიცრუეს, რომელიც ვრცელდება ამ ბოლო დროს გარკვეული პიროვნებების მიერ საინფორმაციო საშუალებებით ისინი ამტკიცებენ რომ თითქოს ჩვენი ეკლესია სდუმს კოსოვოს თემასთან დაკავშირებით.
ეკლესია თავისი მსახურების ბუნებიდან არ შეიძლება იყოს წინააღმდეგი ევროპელი ხალხის გაერთიანებისა და ასევე არ მოდის წინააღმდეგობაში კიდევ უფრო ღრმა პროცესების გაერთიანების გზაზე. ამასთან ერთად ეკლესია არის წყარო ისტორიულიად სწავლებისა, ხალხთა გაერთიანებისა ღმერთისკენ მიმავალ სწავლებაში. მაგრამ დღეს ჩვენ ამაზე არ გვაქვს საუბარი. დღეს სერბეთისგან ულტიმატუმის ენით ითხოვენ ფაქტიურად განზე გადგომას კოსოვოსა და მეტოქიისაგან, ჩვენი ეკლესიურობის საწყისი წყაროდან, წყაროდან რომლიდანაც აღმოცენდა სამოქალაქო და სახელმწიფო წყობა და იქ არის დატოვებული ჩვენი წინაპართა კვალი, კვალი სერბი ხალხისა იმათ ძალაუფლების ქვეშ ვინც მისი დიდი ნაწილი ან გაანადგურა ან განდევნა ქვეყნიდან გაურკვეველი და ბუნდოვანი მოლაპარაკებების დასაწყებად, მოლაპარაკებებისა რომლის შედეგსაც წინასწარვერავინ ვერ წარმოიდგენს
დღევანდელი ევროპული გაერთიანების სულისკვეთება სამწუხაროდ არ მიესადაგება ძველი და კეთილი ევროპის სულისკვეთებას” ნათქვამია მიმართვაში. ჩვენ როგორც ადრე ისევე ვართ მომხრენი თავისუფალი სულიერი და ეკონომიური გაერთიანების იდეისა ევროპული სახელმწიფოების, და მათ შორის მოვიაზრებთ სერბეთსაც. ჩვენ ღრმად გვჯერა რომ არც-ერთი სერბეთის სახელმწიფო მოღვაწე, მათ შორის დღევანდელი ხელისუფლებაც არ სარგებლობს უფლებით და არ აქვთ მანდატი რომ მიიღონ პირობები რომლებიც არ ჰქონია წაყენებული არცერთ კანდიდატ ქვეყანას როგორც ევროპაში გაერთიანების პირობად. ამ გაერთიანების წევრობის ბილეთი საკმაოდ ძვირია ჩვენთვის. სერბეთი ვერ დაეთანხმება იმას, რომ წინასწარ გადაიხადოს ასეთი ფასი იმ პროდუქტში რომელიც შეიძლება არასდროს არ იყოს მოწოდებული. სერბეთს ეს არასდროს გაუკეთებია მიუხედავად იმ სირთულეებისა რომლის გამო მას უგემია საუკუნეეების მანძილზე..

თქვენი, ხელისუფლებაში მყოფთა მთავარი წინასაარჩევნო პირობა, იყო ის რომელმაც თქვენ მოგიტანათ ხალხის ნდობა იმ ცუდ და გაურკვეველ პერიოდში და რითიც თქვენ მოგენიჭათ უფლება განგესაზღვრათ სერბეთის კურსი , რომ არანაირი პირობებით თქვენ არ დათმობდით, არ გადასცემდით და არ გაყიდიდით კოსოვოს და მეტოქიას, ისტორიულ უძველეს სერბეთს.

ჩვენ, მღვდელთმთავარნი სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა დარწმუნებული ვართ რომ გამოვხატავთ და წარმოვადგენთ ინტერესებს მთლიანად ჩვენი მრევლისა და ამიტომ ვალდებულად ვთვლით თავს რომ შეგახსენოთ თქვენს მიერ დადებული წინასასარჩევნო პირობა და გარწმუნებთ რომ ჩვენ დიდი უმრავლესობა სერბეთის მოსახლეობასთან ერთად ველოდებით თქვენს მიერ ამ დაპირების ასრულებას. ჩვენ ამას ვაკეთებთ დღეს იმიტომ რომ მთლიანად აღვიქვამთ ამ მომენტის ტრაგედიულობას და პასუხისმგებლობას რომლებიც თქვენს მხრებზე დევს” – ნათქვამია ღია მიმართვაში რომელიც გამოაქვეყნა სერბეთის მართმადიდებლური ეკლესიის საიტმა და გავრცელდა ბეჭდურ მედიაშიც.

მოამზადა: ბაჩო გაბუნიამ

წყარო: http://www.pravoslavie.ru

სომხები თურქეთისაგან ტაძრების დაბრუნებას ითხოვენ

არმ

სომხურმა ეკლესიამ თურქეთის სახელმწიფოსაგან ჩამორთმეული სომხური ტაძრებისა და საეკლესიო ქონების დაბრუნება მოითხოვა

ჩვენ მოვუწოდებთ  თურქეთის რესპუბლიკის და მათგან მოვითხოვთ შემდეგს:   სცნონ სომეხი ერის გენოცდი, სომეხ ერს,  რომელთაც შეულახეს ადამიანური და ეროვნული უფლებები, მთლიანად აუნაზღაურონ  კომპენსაცია და სასწრაფოდ დაბრუნონ სომხური ეკლესიები, მონასტრები, საეკლესიო ქონება და სომეხი ერის სულიერი და კულტურული ცენტრები სომეხ ხალხს, როგორც კანონიერ მემკვიდრეს”, წერია საერთო მიმართვაში,რომელიც გააკეთა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ II და  კილიკიის კათოლიკოსმა არამ I, რომელიც თანადროულად წინამძღვრობს სომხური ეკლესიის დამოუკიდებელ საკათალიკოსოს ლიბანში; ტექსტი გაავრცელა სააგენტო “Интерфакс”-მა.

“სომხური სამოციქულო ეკლესიის” (სსე), პრესამსახურში იუწყებიან, რომ მაღალიერარქთა ეს მიმართვა დაკავშირებულია სომეხი ერის გენოციდის იუბილესთან დაკავშირებით.
დღევანდელი თურქეთის რესპუბლიკა როგორც სამართალმემკვიდრე ოსმალეთის იმპერიისა, არა მარტო უარყოფს სომეხთა გენოციდის ფაქტს, არამედ ისევ აგრძელებს ანტისომხურ პოლიტიკას და ინარჩუნებს  ჩამორთმეულ სომეხი ერის საეკლესიო ქონებას, რელიგიურ და კულტურულ ღირებულებებს.
დოკუმენტში  ხაზგასმულია, რომ 1915 წელს 1,5 მლნ სომეხი გახდა ოსმალეთის იმპერიის გენოციის მსხვერპლი, ხოლო გადარჩენილებმა თავი შეაფარეს სომხეთს, სირიას, ლიბან და სხვა არაბულ ქვეყნებს (ასევე საქართველოსაც -ს.ფ.).

წყარო: http://www.newsru.com   

წმინდა სინოდის დადგენილება (23.04.2013)

sapatriarqoo_2139 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქია მცხეთა-თბილისის ეპარქიას შეუერთდა. გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე იაკობ იაკობაშვილი კი, ბოდბის ეპარქიას უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა განუცხადა.

ესაა ჩვეულებრივი, რიგითი საგაზაფხულო სხდომა, რომელზეც წმინდა სინოდმა 2 საკითხი განიხილა. პირველი საკითხი ეხება ეპარქიებში არსებულ მდგომარეობას. გაკეთდა მოხსენებები, აღინიშნა, რომ უნდა გავაძლიეროთ ეპარქიებში ჩვენი საქმიანობა როგორც საგანმანათლებლო-კულტურული, სულიერი, ისე სოციალური მიმართლებით“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მისი თქმით, მეორე საკითხი შეეხებოდა ბოდბის მიტროპოლიტის მეუფე დავითის მიმართვას, რომლის მიხედვითაც მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პენსიაზე გასვლა ითხოვა, წმინდა სინოდმა კი, ეს თხოვნა დააკმაყოფილა.

ჟურნალისტის კითხვაზე წმინდა სინოდის სხდომაზე, ხომ არ შეეხო საუბარი მიმდინარე აქტუალურ თემებს, როგორიცაა ID ბარათები და თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ტაძრების მდგომარეობა, მეუფემ უპასუხა, რომ როგორც წესი, სხდომაზე საუბარი მრავალ საკითხს შეეხება, თუმცა დადგენილება სინოდმა ამ 2 საკითხზე მიიღო.

„ვფიქრობთ საკითხებზე, რომელზეც ეკლესიას უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, კვლავ და კვლავ მსჯელობის აუცილებლობა არ არსებობს. როცა დადგება ამის აუცილებლობა, ეკლესია თავის სიტყვას იტყვის“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

წყარო: http://news.ge

ჩვენის მხრივ მკითხველს შევახსენებთ ამ თემასთან დაკავშირებულ სხვა მასალებს, რომლებიც ჩვენს საიტზე გამოქვეყნდა:

საპატრიარქოს წმინდა სინოდის (05.07.2012) სხდომის ოქმი

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური კომისიის მიერ მიღებული შემაჯამებელი დოკუმენტი ინდივიდუალური ნომრების პრობლემასთან დაკავშირებით

არის თუ არა ინდივიდუალურ ნომრებსა და ელექტრონულ დოკუმენტებში აპოკალიპტური რიცხვი 666?

შტრიხ კოდების შესახებ– ავტორი: ზაზა ოსმანოვი

„ბოლო ჟამი“ მართლმადიდებლურ ტრადიციასა და დღევანდელობაში -ავტორი: ზურაბ ჯაში

სირიაში მიტროპოლიტი და მთავარეპისკოპოსი გაიტაცეს

სირია  სააგენტო ПРАВМИР- ის ცნობით, 22 აპრილს, გამთენიისას, ჩრდილოეთ სირიის ქალაქ ალეპოს გარეუბანში, გატაცებულ იქნენ: მიტროპოლიტი პავლე იაზიგი (ანტიოქიის ალეპოს სამთავარეპიკოპოსო ეპარქია), დოქტორი პატროლოგიაში, რომელიც გახლავთ ასევე  ამჟამინდელი ანტიოქიელი პატრიარქის – იოანე Х ღვიძლი ძმა, მასთან ერთად გაიტაცეს მთავარეპისკოპოსი მარ გრიგორი იბრაჰიმი (სირიის მიაფიზიტური ეკლესიის იერარქი), მძღოლი კი  მოკლეს.

SANA-ს სააგენტოს ცნობით:”ტერორისტებმა ეპისკოპოსთან მანქანას სოფელ კფარ დაელთან დაესხნენ თავს, მანქანიდან მძღოლი გადმოათრიეს და ეპისკოპოსები შეიპყრეს”, ბერძნულ-მართლმადიდებლური ეპარქიას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია იუწყება AFP.

ალეპოს  ქრისტიანული მოსახლეობის მონათხრობის მიხედვით,  მთავარეპისკოპოსმა იბრაჰიმმა  მიტროპოლიტი პავლე  წამოიყვანა  თურქეთ-სირიის სასაზღვრო პუნქტიდან ” ბაბ-ალ-ხავა”-დან.

მკითხველს შევახსენებთ, რომ ქრისტიანები სირიაში მხოლოდ 5% შეადგნენ…

წყარო: http://www.pravmir.ru 
მასალა მოამზადა სერგო ფარულავამ

პ.ს. და ბოლოს უცვლელად გთავაზობთ სამენოვან, ინგლისურ-არაბულ-ბერძნულ ლოცვას, რომელიც  ბერძნულ-მართლმადიდებლურ სივრცეში გავრცელდა მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, მიტროპოლიტ პავლეს განთავისუფლებისათვის და შემოგთავაზებთ ამ ლოცვის მოკრძალებულ ქართულ თარგმანს :

My LADY, THEOTOKOS, PROTECT YOUR SON & SERVANT; HIS EMINENCE METROPOLITAN OF THE ORTHODOX CHURCH OF ALEPPO & ISKENDERUN k.k. PAUL YAZIGI & PRAY TO YOUR SON & LORD TO LEAD HIM BACK SAFE TO HIS PARISH & SPIRITUAL CHILDREN!!

ياوالدة الاله سيدتي، احفظي ابنكِ وعبدكِ، سيادة المطران بولس يازجي، مطران حلب واسكندون للروم الارثوذوكس وتشفعي الى ابنك والهك ان يعيده بنعمته سالماً لرعيته وأولاده الروحيين!

ΠΑΝΑΓΙΑ ΚΑΙ ΘΕΟΤΟΚΕ ΜΟΥ, ΠΡΟΣΤΑΤΕΨΕ ΤΟΝ ΓΙΟ ΚΑΙ ΔΟΥΛΟ ΣΟΥ, ΤΟΝ ΣΕΒΑΣΜΙΟΤΑΤΟ ΜΗΤΡΟΠΟΛΙΤΟΥ ΧΑΛΕΠΙΟΥ ΚΑΙ ΑΛΕΞΑΝΔΡΕΤΤΑ, κ.κ. ΠΑΥΛΟ YAZIGI ΚΑΙ ΠΡΕΣΒΕΥΕ ΣΤΟΝ ΓΙΟ Κ ΘΕΟ ΣΟΥ ΝΑ ΤΟΝ ΕΠΙΣΤΡΕΨΕΙ ΚΑΛΑ ΣΤΗΝ ΕΚΚΛΗΣΙΑ ΚΑΙ ΤΑ ΠΝΕΥΜΑΤΙΚΑ ΤΕΚΝΑ ΤΟΥ!!

ჰოი, ყოვლადწმიდაო დედაო ღვთისაო, დედაო ჩვენო, დაიცავი შენი მსახური და შვილი ალეპოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი პავლე იაზიგი, ევედრე ძესა შენა და უფალსა ჩვენსა, რაითა მშვიდობიანად დაუბრუნდეს მის სამწყსოს და მის სულიერ შვილთ!

საპატრიარქოს განცხადება (21.04.2013)

geopatსაქართველოს საპატრიარქო აიდი ბარათების შემოღებასთან დაკავშირებით გამართულ აქციას გამოეხმაურა.

“საინფორმაციო საშუალებებიდან გახდა ცნობილი, რომ დღეს, 21 აპრილს, იუსტიციის სამინისტროსთან მოეწყო საპროტესტო აქცია ახალი ID ბარათების შემოღებასთან დაკავშირებით და აქციის ხელმძღვანელები საპატრიარქოს სახელითაც მოქმედებდნენ.

განვმარტავთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს აღნიშნულ ღონისძიებასთან არავითარი კავშირი არ აქვს,”- აღნიშნულია განცხადებაში.

წყარო: http://www.ambioni.ge

ჩვენის მხრივ მკითხველს შევახსენებთ ამ თემასთან დაკავშირებულ სხვა მასალებს, რომლებიც ჩვენს საიტზე გამოქვეყნდა:

საპატრიარქოს წმინდა სინოდის (05.07.2012) სხდომის ოქმი

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური კომისიის მიერ მიღებული შემაჯამებელი დოკუმენტი ინდივიდუალური ნომრების პრობლემასთან დაკავშირებით

არის თუ არა ინდივიდუალურ ნომრებსა და ელექტრონულ დოკუმენტებში აპოკალიპტური რიცხვი 666?

შტრიხ კოდების შესახებ– ავტორი: ზაზა ოსმანოვი

„ბოლო ჟამი“ მართლმადიდებლურ ტრადიციასა და დღევანდელობაში -ავტორი: ზურაბ ჯაში

 

 

პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

Ilia IIდღეს 21 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II მ მე – 12 კლასელები და აბიტურიენტები დალოცა. მოსწავლეები საზეიმო მსვლელობით მივიდნენ სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ღვთის სამადლობელი პარაკლისიც აღესრულა. ლოცვა თავად უწმინდესმა ჩაატარა. ქადაგებისას პატრიარქმა მათ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება და განათლების მიღება უსურვა. მან მოსწავლეებთან ერთად ლოცვა წაიკითხა და იგალობა.

გთავაზობთ ამ ქადაგების აუდიო ჩანაწერს:

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

ანგლიკანური ეკლესია ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგ

angl-cანგლიკანურმა ეკლესიამ ტრადიციული ქორწინების მხარდასაჭერი განცხადება გაავრცელა. გვატყობინებს Pravoslavie.by Christianity Today ზე დაყრდნობით.

ქორწინება მამაკაცსა და ქალს შორის ღვთის მიერ ბოძებული საჩუქარია. ის განაპირობებს საუკეთესო პირობებს ბავშვთა აღსაზრდელად, ნათქვამია  ეკლესიის წესრიგისა და რწმენის კომისიის  მიერ მომზადებულ განცხადებაში.

ქორწინების დახასიათებისას, ეკლესია აღნიშნავს, რომ ეს არის ერთგული, ნდობით აღჭურვილი და კანონით გამართლებული ურთიერთობა მამაკაცსა და ქალს შორის,   რაც ჯანსაღი და სტაბილური საზოგადოების ჩამოყალიბების გარანტია. Read more »

სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის საკითხების განმხილველი კომისია შეიცვალა

sწყარო – ინტერპრესნიუსი

სახელმწიფოსა და სამოციქულო ავტოკეფალურ, მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის შემადგენლობა შეიცვალა. კომისიას ამიერიდან პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.
ამასთან, რამდენიმე სამუშაო ჯგუფად დაყოფილ სამთავრობო კომისიაში, ჯგუფების რაოდენობა გაიზარდა, შესაბამისად, გაიზარდა სამუშაო მიმართულებებიც.  Read more »

ქიროტონიის რიცხვის შეზღუდვა ელადის მართლმადიდებელ ეკლესიაში

gr-dep

ბერძენმა დეპუტატმა ქიროტონიის რიცხვის შეზღუდვის კანონს, ელადის ეკლესიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული უწოდა

17 აპრილი

წყარო – ПРАВМИР

„დამოუკიდებელ ელინთა“ საპარლამენტო პარტიის თავმჯდომარე ტერენს კუიკი ღვთისმსახურთა ქიროტონიის რიცხვის შეზღუდვის კანონს დანაშაულებრივს უწოდებს, რომელიც ელადის ეკლესიის განადგურებისკენ არის მიმართული.

როგორც Agionoros.ru იუწყება, დეპუტატი აღნიშნული კანონის გაუქმებას და ღვთისმსახურთა მიერ ვაკანტური ადგილების შევსებას მოითხოვს.

ის აცხადებს, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა მიდის იქამდე, რომ „ძალიან მალე ეკლესიებში არათუ ლიტურღიისა და საიდუმლოებების ღმსრულებელი მღვდლები, არამედ ზარის დამრეკიც კი აღარ დარჩება“.

დეპუტატი დარწმუნებულია იმაში, რომ „სახეზეა ხალხის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ეს პრობლემა შედარებით მწვავედ მცირე ზომის კუნძულებსა და საბერძნეთის მაღალმთიან რეგიონებში დგას“. Read more »