ახალი ამბები

ცენტრის კვლევა საერთაშორისო ჟურნალში მოხვდა

05/04/2017
By

otcწმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი, უკვე 7 წელია ფუნქციონირებს,ითარგმნება ან მზადდება მაღალი დონის თეოლოგიური ნაშრომები, სტატიები, კვლევები და სიახლეები, თუმცა განსაკუთრებით გვსურს განვაცხადოთ, რომ ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ცენტრის ერთერთი დამფუძვნებლის დიაკონ, დოქტორ  ერეკლე წაქაძის კვლევა : “პასქალური საკითხი ისტორიულ-კანონიკურ და მათემატიკურ-ასტრონომიულ ჭრილში”, რომელიც ჩვენს საიტზე გასული წლის დეკემებრში დაიდო,  მისი ინგლისურენოვანი ვერსია გამოქვეყნდა საერთაშორისო მართლმადიდებლურ რეცენზირებად ჟურნალში INTERNATIONAL JOURNAL OF ORTHODOX THEOLOGY(აქედან შესაძლებელია ინგლისურენოვანი სტატიის  უფასო pdf ვერსიის გადმოწერა) , ვულოცავთ მ. ერეკლეს და ზოგადად ჩვენი ცენტრის ყველა წევრს და მეგობარს ქართულენოვანი თეოლოგიურ-მეცნიერული კვლევის ასეთი მაღალი დონის ჟურნალში განთავსებას.

მ. თეოდორე ზისისის პარასინაგოგე

23/03/2017
By

orthodoxiaonline-71პროტოპრესვიტერ თეოდორე ზისისის პარასინაგოგე [1]

მართლმადიდებლობის ზეიმზე, კვირას, 2017 წლის 5 მარტს, პროტოპრესვიტერმა თეოდორე ზისისმა განაცხადა, რომ წყვეტს თესალონიკის მიტროპოლიტ, უნეტარეს ანთიმოზის მოხსენიებას. ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად კი ასახელებს მიტროპოლიტის ეკუმენისტურ მიდრეკილებებს და ელადის ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ, კუნძულ კრეტაზე ჩატარებული კრების აღირებას.

სანაცვლოდ, თესალონიკის მიტროპოლიტმა უნეტარესმა ანთიმოზმა თავისი ეპარქიის ყველა ტაძარში, მ. თეოდორე ზისისს აუკრძალა ღვთისმსახურების ჩატარება.

http://neataksi.blogspot.gr/2017/03/blog-post.html

https://www.youtube.com/watch?v=BnkHkhEMSQc

მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა (www.palamacentre.com)

[1] -παρασυναγωγή-ქართ.- გარეშესაკრებელი ან კიდეშესაკრებელი

რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები – პატრიარქი

22/03/2017
By

cms_image_000009581_19418დაუსრულებლად ეს არ შეიძლება გაგრძელდეს. რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში, სკანდინავიისა და ბალტიის რვიანის წევრ ქვეყანათა პარლამენტის თავმჯდომარეებსა და ვიცე-სპიკერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

საპატრიარქოში აღნიშნული დელეგაციის წევრებთან  შეხვედრის დასაწყისში პატრიარქმა ლატვიის სეიმის თავმჯდომარეს, ინარა მურლიეცეს მიმართა და მათი ვიზიტისათვის საქართველოში მადლობა გადაუხადა.
პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ ლატვიის სეიმის თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში ნაყოფიერი იქნება და დიდ გავლენას მოახდენს.

პატრიარქის თქმით, იგი 11 წელი იყო აფხაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი, თუმცა დღესაც არ აქვს შესაძლებლობა აფხაზეთში ჩავიდეს და იქაურ მორწმუნეებს შეხვდეს.

”თქვენო აღმატებულებავ, ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვაქვს საშუალება საქართველოს საპატრიარქოში მიგიღოთ 5 ქვეყნის სპიკერები და ჩვენ მადლობას გიძღვნით მხარდაჭერისთვის იმ დროს, როდესაც ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფება საქართველო. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20% დაპყრობილია რუსეთის მიერ და თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი. დღესაც ვითვლები ხელმძღვანელი აფხაზეთის ეპარქიისა, მაგრამ მე არ მაქვს საშუალება, რომ ჩავიდე და ყურადღება მივაქციო ჩვენ მორწმუნე ხალხს. მე მოხარული ვარ, რომ თქვენ ინახულეთ ის საზღვრები, სადაც ხელოვნურად დაყოფილია ჩვენი ტერიტორია. დაუსრულებლად ეს არ შეიძლება გაგრძელდეს. რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები. ამიტომ თქვენი ჩამობრძანება საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მადლობას გწირავთ ამისთვის. მე კიდევ ერთხელ მადლობელი ვარ თქვენი ჩამობრძანებისათვის და დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი იქონიებს დიდ გავლენას”, – განაცხადა უწმინდესმა შეხვედრაზე.

 

წყარო

მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის პრემიერ მინისტრს უმასპინძლა

21/03/2017
By

 33327437421_9147209376_z,,ვლოცულობთ, რომ უკრაინის ხალხი ერთ ეკლესიაში გაერთიანდეს… კონსტანტინეპოლის დედაეკლესია დაგეხმარებათ, რათა გქონდეთ ერთიანი ეკლესია. მომავლისადმი იმედით უნდა ვიყოთ განწყობილნი’’ (მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I)

მსოფლიო პატრიარქმა ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოსმა, საფრანგეთის მიტროპოლიტ ემანუელთან და სმირნის მიტროპოლიტ ბართლომეოსთან ერთად, 2017 წლის 15 მარტს, ეკუმენური საპატრიარქოს რეზიდენციაში (სტამბული, ფანარი) უმასპინძლა უკრაინის პრემიერ მინისტრ ვლადიმერ გროისმანსა და მის თანმხლებ დელეგაციას.

პრემიერ მინისტრმა აღნიშნა მსოფლიო საპატრიარქოს მეწინამძღვრე როლი და ყოვლადუწმინდეს ბართლომეოსის წვლილი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობისათვს გაწეულ საქმიანობაში. ,,ჩვენს ურთიერთკავშირს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია. უკრაინა მიისწრაფვის დამოუკიდებელი ეკლესიის ქონისათვის, რაშიც თქვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია. დიდ პატივს ვცემთ თქვენს ყოვლადუწმინდესობას იმ მხარდაჭერისა და ძალისხმევისათვის, რაც უკრაინაში მართლმადიდებლობის ერთიანობისათვის გასწიეთ.’’

პრემიერის სიტყვების საპასუხოდ მსოფლიო პატრიარქმა მადლობა გადაუხადა უკრაინელ ხალხს: ,,მათი ღრმა რწმენისა და ეკლესიისადმი თავდადებისათვის… ვლოცულობთ, რომ უკრაინის ხალხი ერთ ეკლესიაში გაერთიანდეს… კონსტანტინეპოლის დედაეკლესია დაგეხმარებათ, რათა გქონდეთ ერთიანი ეკლესია. მომავლისადმი იმედით უნდა ვიყოთ განწყობილნი’’

უკრაინის პრემიერ მინისტრმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო პატრიარქს დღევანდელი სიტუაციის გამოსწორებისა და რუსეთის აგრესიისგან დასაცავად აღმოჩენილი მხარდაჭერისათვის.

,,მსურს გამოვხატო ჩვენი მადლიერება თქვენი კეთილგონიერების, უკრაინისადმი გამოხატულ სიყვარულის, ზრუნვისა და ლოცვისათვის, რომლითაც გასაჭირში შეგვეწიეთ. თქვენი აღნიშვნისამებრ იმედით ვუცქერთ მომავალს ერთიან და დემოკრატიულ ქვეყანაში.

უკრაინის პრემიერ მინისტრმა აღნიშნა მსოფლიო საპატრიარქოს მეწინამძღვრე როლი 2016 წლის ივნისში კრეტის წმინდა და დიდი კრების ჩატარებისათვის, რაც მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ისტორიული მოვლენა გახლავთ. შეხვედრის დასასრულს ბატონმა ვლადიმერმა მადლობა გადაუხადა ყოვლადუწმინდეს ბართლომეოსს, რომლის ძალისხმევითაც სტამბულში, წმ. ნიკოლოზის უკრაინის მართლმადიდებელ სამრევლოში ღვთისმსახურება აღესრულება.

  თავის მხრივ მსოფლიო პატრიარქმა აღნიშნა: ,,მივესალმებით ძვირფასი და ერთიან უკრაინელ ერის შვილებს მსოფლიო საპატრიარქოს რეიდენციიდან, არა როგორც უცხოებს, არამედ როგორც დედა ეკლესიის საყვარელ და სულიერ შვილებს. ის სულიერი ურთიერთობები რომელიც დედაეკლესიასა და უკრაინელებს შორისაა არასოდეს გაქრება. ჩვენ თქვენთან ვართ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ეს რთულია. ვლოცულობთ და გლოცავთ, გიგზავნით ჩვენს კურთხევას, სიყვარულსა და მზურნელობას უკლებლივ  ყველა უკრაინელს.’’

ქართული წყარო

 

წყაროები: http://uocofusa.org/news_170315_3.html

http://www.kmu.gov.ua

https://www.patriarchate.org/photo-galleries?p_p_id=flickr_WAR_goarchflickrportlet&p_p_lifecycle=0&p_p_state=normal&p_p_mode=view&p_p_col_id=column-3&p_p_col_pos=1&p_p_col_count=2&_flickr_WAR_goarchflickrportlet_id=72157681347654716&_flickr_WAR_goarchflickrportlet_action=openSet

ცენტრის მილოცვა

19/03/2017
By

palamaწმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი  გულითადად ულოცავს ჩვენი ცენტრის ახალგაზრდა მეგობრებს, წარმატებულ სტუდენტებს და მომავალ თეოლოგებს: გურამ ლურსმანაშვილს, იეროდიაკონ სტეფანეს (თინიკაშვილი), დავით ნებიერიძეს, ნიკო ღონღაძეს, დავით ზაზაშვილს, იოანე შოშიაშვილს,  დავით პაპიაშვილს და ნინო საძაგლიშვილს მათ მიერ წმ. გრიგოლ პალამას სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრის დაარსებას.

საგულისხმოა , რომ წმ. გრიგოლ პალამას ცენტრის დამაარსებელები არიან ის ქართველი სტუდენტები, რომლებიც საღვთისმეტყველო ცოდნას საბერძნეთში იღრმავებენ, წლების განმავლობაში ისინი გვერდში ედგნენ ჩვენს ცენტრსაც, ჩვენს საიტზე გამოქვეყნებულია მათი არაერთი თარგმანი თუ სტატია, დღეს კი როგორც მათი უფროსი თაობა დიდი სიხარულით ვაქვეყნებთ პირველ სტატიას ( წმინდა და დიდი კრების გადაწყვეტილებები და მათი მიღების პრობლემა ) ჩვენი ახალგაზრდა პარტნიორების ახლადშექმნილი ცენტრის საიტიდან.

წარმატებებს ვუსურვებთ მათ ესოდენ მნიშვნელოვან საქმიანობაში, რადგან სწორედ განათლებული მომავალი თაობა არის ის მტკიცე საფუძველი, რომელსაც უნდა დაეშენოს თეოლოგიის სწორი და პროფესიონალური განვითარება ჩვენს ეკლესიაში.

პატივისცემით

წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი

 

შეთანხმება თანამედროვე მონობის წინააღმდეგ

09/03/2017
By

img_4348

  1. ჩვენ, ბართლომე, ახალი რომის-კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, და იუსტინე, კენტერბერიის არქიეპისკოპოსი და სრულიად ინგლისის პრიმატი, ერთად ვუკეთებთ ორგანიზებას ინტერნაციონალურ ფორუმს თანამედროვე მონობაზე სახელად „ცოდვა ჩვენს თვალწინ“, რომელიც 2017 წლის 6-7 თებერვალს იმართება ქალაქ ფანარაში. ფორუმის გამართვის იდეა თავდაპირველად 2015 წელს, ლამბეტის სასახლეში მსოფლიო პატრიარქის ვიზიტისას გაჩნდა, სადაც მსოფლიოს გამოჩენილ მეცნიერებს, პრაქტიკოსებს და გავლენიან პოლიტიკოსებს მოეყარათ თავი. ისინი შეიკრიბნენ, რათა განეხილათ ადამიანის ექსპლუატაციის პრობლემა დღევანდელ მსოფლიოში. ფორუმი 2017 წლის კონტექსტში ჩაჯდება: ბავშვთა ხელშეუხებლობის წელი, როგორც მსოფლიო პატრიარქმა განაცხადა.
    Read more »

ალექსანდრიის პატრიარქმა დიაკონისები აკურთხა

23/02/2017
By

article_28080_1526481ალექსანდრის ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურმა, უნეტარესმა თეოდორე II, პაპმა და პატრიარქმა დიდისა ქალაქისა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისა, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში კოლვეზის მისიონერულ ცენტრში ხელი დაასხა (ქიროთესია) ხუთ დიაკონესას (დიაკონისა Etym. ბერძნ. diacónissa „მსახური ქალი“ It. Diaconessa, ზოგადად დიაკონისას (იგივე დედათდიაკონი) ინსტიტუტი ესაა უძველესი საეკლესიო კანონიკური წესი) , ხუთივე მათგანი ფერადკანიანია, აქედან სამი მონოზონია და ორიც კატეხისტი.

 

სრულად იხილეთ ინფორმაცია ინგლისურ ენაზე, ფოტოალბომი

ჩვენი დაცულობა უსაფრთხოების მხრივ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანებაა

23/02/2017
By

1487767114969374“ჩვენი დაცულობა უსაფრთხოების მხრივ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანებაა”- ეპისკოპოსი საბა
წმინდა სინოდის წევრების შეფასებით, მითები ნატოს შესახებ უნდა დაინგრეს, რადგან ოკუპანტი რუსეთისგან დაცულობის მიზნით, ქართველი ხალხიის ნებაც და მიზანიც ევროკავშირში სწრაფვა უნდა იყოს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებისა და სასულიერო პირების ბრიუსელში სამუშაო ვიზიტი გრძელდება.
ამ წუთებში დელეგაციის წევრები შეხვედრებს ნატოს სათაო ოფისში მართავენ. ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრები უკვე შეხვდნენ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის. შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და საზოგადოების ამ პოროცესის შესახებ ინფორმირების კუთხით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩართულობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

“ნება ქართველი ერის ყოველთვის ევროპისკენ სწრაფვა იყო. დაცულობა იმ რეგიონში, სადაც რუსეთმა არაერთხელ მოახდინა აგრესია და ჩვენი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, ჩვენი ხედვაა, რომ ჩვენი დაცულობა უსაფრთხოების მხრივ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანებაა… ის მითები, რომლებიც არსებობს ნატოს შესახებ უნდა დაინგრეს.” – განაცხადა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ.

ბელგიაში ვიზიტი ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტომნაც შეაფასა:

“ჩვენ აქ ყველანირად მიღებული ვართ… ისევე, როგორც ჩვენ, მათაც ემსხვრევათ არსებული სტერეოტიპები, აინტერესებთ ვინ ვართ, რა ხალხი ვართ. ჩვენც გვაინტერესებს სად შევდივართ და რა ფასეულობებია იქ. ჩვენი ვიზიტი და ჩვენი წარმომადგენლობა სწორედ ამას ემსახურება.” – აღნიშნა მეუფე ანტონმა.

ნატოში შეხვედრები მთელი დღის განმვლობაში გაგრძელდება. სასულიერო პირებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს სახალხო დიპლომატიის საკითხებში კარმენ რომეროს, აშშ-ის, ნიდერლანდების, რუმიეთისა და ბულგარეთის მუდმივ წარმოამდგენლებს. დელეგაცია ესტუმრება საქართველოს წარმომადგენლობას ნატოში, მათ ელჩი ალექსანდრე მაისურაძე უმასპინძლებთ.

წყარო

ბერლინის კლინიკაში პატრიარქის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

13/02/2017
By

cms_image_000009581_19418სააგენტო ipn– ის ცნობით, ბერლინის კლინიკაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ოპერაცია დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საპატრიარქოში განუცხადეს, „ოპერაციამ კარგად და ბედნიერად ჩაიარა“. მათივე განმარტებით, დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ 9 თებერვალს გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა. მიღებული მონაცემების საფუძველზე ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა დადასტურდა.

პატრიარქი ბერლინში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა.

ვიდეო

კათოლიკოს-პატრიარქს ორშაბათს ოპერაციას გაუკეთებენ

09/02/2017
By

1486383816223414გავრცელდა ინფომარცია რომ  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ორშაბათს ნაღვლის ბუშტის ოპერაციას გაუკეთებენ – ამის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, სხვადასხვა საინფორმაციო წყაროები ავრცელებენ (ტაბულა, ნეტგაზეთი), მოგვიანებით ინფორმაცია საპატრიარქომაც დაადასტურა ”

გერმანიიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ, 8 თებერვალს,  დასრულდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები. მიღებული მონაცემების საფუძველზე დადასტურდა ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა. ამჟამად გრძელდება ოპერაციისთვის მოსამზადებელი ეტაპი. ოპერაცია დაგეგმილია ორშაბათს, 13 თებერვალს.

მისი უწმინდესობა თავს კარგად გრძნობს.

აქამდე მოვლენები ასე ვითარდებოდა, ჯერ   შესაძლო ოპერაციაზე განაცხადა საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ქ-ნმა  ცისანა შარტავამ :იყო ეპიზოდი ხანმოკლე ტემპერატურული რეაქციის. მას თვითშეგრძნების მხრივ სხვა არაფერი ჰქონდა, მაგრამ ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ნაღვლის ბუშტში ანთებითი პროცესი გამწვავდა და მოსალოდნელია ამ ანთების შემდგომი გართულება. ამიტომ, სპეციალისტებმა მიზანშეწონილად ჩათვალეს, რომ საჭიროა გამოკვლევა, დაკვირება და სავარაუდო სამედიცინო ჩარევა, რომელიც შესაძლოა ქირურგიულიც იყოს “, მოგვიანებით კი მანვე საზოგადოებას გერმანიიდან აცნობა,  , რომ ,,საქართველოს პატრიარქი თავს კარგად გრძნობს, კლინიკაშია. მიმდინარეობს ამ ეტაპოსათვის საჭირო მკურნალობა და აუცილებელი ლაბორატორიული და ინსტურუმენტული გამოკვლევები, რისი დასრულების შემდეგაც, სპეციალისტები შეჯერდებიან მკურნალობის გაგრძელების ტაქტიკაზე“ – იხილეთ ვიდეო.

შეგახსენებეთ, დღეს დადასტურდა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ორშაბათს ნაღვლის ბუშტის ოპერაციას გაუკეთებენ.

წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი მალე გამოჯანმრთელებას და სამშობლოში მშვიდობიან დაბრუნებას უსურვებს მის უწმიდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს ილია II -ს.