ახალი ამბები

უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

evropa-e1486130523668მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა ევროკავშირის სივრცეში უვიზო მიმოსვლისა. ეს არის ჩვენი ქვეყნის დაფასება და აღიარება, მაგრამ, ამავე დროს, გარკვეული გამოცდაც.

ჩვენმა ხალხმა უნდა იგრძნოს მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულება იმისა, რომ ევროსივრცეში ღირსეულად წარმოაჩინოს თავი, რადგან ყოველი ჩვენი ქმედება მეტყველებს როგორც ჩვენს პიროვნებაზე, ისე ჩვენს სამშობლოზე.

ჩვენი ვალია ისიც, რომ ვეცადოთ, არამარტო ჩვენ შევითვისოთ და გამოვიყენოთ ის ღირებული, რითაც ხასიათდება ეს გარემო, არამედ ჩვენი წვლილიც შევიტანოთ მის განვითარებაში; ეს კი შესაძლებელი იქნება, თუ ჩვენს კულტურას, ჩვენს ისტორიასა და ტრადიციებს გავაცნობთ და გავუზიარებთ ევროპას.

ასე რომ, ასპარეზი დიდია და გონივრული ნაბიჯების გადადგმა გვმართებს.

ყველას გილოცავთ ამ მიღწევას და შევთხოვთ ღმერთს, რწმენის სიმტკიცე, მშვიდობა და კეთილდღეობა მოგვმადლოს.

წყარო

კიევის საპატრიარქოს დელეგაცია ფანარში

politics-religion-e12892473528862017 წლის 12 იანვარს სტამბულში, მსოფლიო საპატრიარქოს რეზიდენციაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ჯერ არაღიარებული კიევის საპატრიარქოს იერარქები. დელეგაციის ხელმძღვანელს, პერიასლავ-ხმელიცის მიტროპოლიტი ეპიფანეს თან ახლდნენ დელეგაციის წევრები: ლვოვის მიტროპოლიტი დიმიტრი და ჩერნიგოვის მთავარეპისკოპოსი ევსტათი.

მსოფლიო საპატრიარქოს მხრიდან დელეგაცია მიიღეს უკრაინის საკითხზე შექმნილი სინოდალური კომისიის წევრებმა, წმ. სინოდის გენერალურმა მდივანმა მიტროპოლიტმა ბართლომემ და გალიის მიტროპოლიტმა ემანუელმა.

გულთბილი მისალმების შემდეგ, უკრაინულმა მხარემ გულისტკივილი გამოთქვა მოსკოვის საპატრიარქოს მხრიდან მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრების საბოტაჟის მცდელობის გამო და აღნიშნა, რომ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია წმინდა და დიდი კრების დოკუმენტებს სცნობს, რის დასტურადაც  უკრაინელმა დელეგატებმა მასპინძლებს საჩუქრად გადასცეს კიევის საპატრიარქოს 2017 წლის ოფიცილური საეკლესიო კალენდარი, რომელშიც კრების ყველა დოკუმენტია შესული.

სტუმრებმა იმედი გამოთქვეს, რომ კონსტანტინოპოლის საყდარი, როგორც მსოფლიო საპატრიარქო და უკრაინის დედა ეკლესია რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვეტს უკრაინის ეკლესიაში განხეთქილების საკითხს. თავის მხრივ მიტროპოლიტებმა ბართლომემ და ემანუელმა ხაზი გაუსვეს, რომ საკითხი ძალიან კომპლექსურია, მსოფლიო საპატრიარქოს სინოდალური კომისია მთელი დატვირთვით მუშაობს და საპატრიარქოს ნება არის საეკლესიო კონფლიქტის უმტკივნეულოდ მოგვარება.

დასასრულს მასპინძლებმა უკრაინელ დელეგატებს აღუთქვეს, რომ შეხვედრის დეტალებს მოახსენებენ მის ყოვლადუწმინდესობას, მსოფლიო პატრიარქ ბართლომესა და  კონსტანტინოპოლის წმ. სინოდს.

წყარო

გერმანიის და ავსტრიის ეპარქიის სამღვდელოებისა და მრევლის პროტესტი

germeklგუშინ საჯაროდ გახდა ცნობილი, რომ გერმანიისა და ავტრიის ეპარქიის მმართველად დაინიშნა მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა), რომელსაც, რამდენიმე თვის წინ, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის სასწრაფოდ დატოვება მოუწია, მრევლის მხრიდან უმძიმესი ბრალდებების გამო.

ვაცხადებთ, რომ არსებული ბრალდებების გამო მიტროპოლიტ სერაფიმეს დანიშვნა ჩვენს ეპარქიაში აბსოლუტურად მიუღებელია სამღვდელოებისა და მრევლისთვის. ეს გადაწყვეტილება მორწმუნეებში იწვევს აღშფოთებას, განხეთქილებას და მღელვარებას. იგი ჩვენს სამრევლოებში ხელს არ შეუწყობს სიმშვიდესა და ერთიანობას. Read more »

საქართველოს პატრიარქის იუბილე

cms_image_000009581_19418დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II – ს დაბდებიდან 84 წელი შეურულდა.

წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი ულოცავს მის უწმინდესობასა საიუბილეო თარიღს, უსრვებს მხნეობასა და  ჯანმრთელობას.

მილოცვა კათოლიკოს–პატრიარქს

25/12/2016
By

news_1141წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი ულოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს ილია II -ს აღსაყდრებიდან 39-ე წლის იუბილეს!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.

 მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ მის უწმიდესობას.

 დაე, მრავალჟამიერი იყოს თქვენი მწყემსმთავრობა!

ბულგარეთის ეკლესიის სინოდმა კრეტის წმინდა და დიდი კრების შესახებ დადგენილება მიიღო

dsc_5640ამა წლის 15 ნოემბერს ბულგარეთის ეკლესიის სინოდმა კუნძულ კრეტაზე გამართულ წმინდა და დიდ კრებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. სხდომას ესწრებოდა ბულგარეთის ეკლესიის სინოდის წევრი ყველა იერარქი. სხდომის ოქმი #22 ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა  სინოდის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ოქმის დასკვნით ნაწილში ვკითხულობთ:  “კრეტაზე ჩატარებული კრება არ წარმოადგენს არც დიდ, არც წმინდა და არც საერთომართლმადიდებლურ კრებას”, ამ პოზიციის გასამართლებლად კი სამ პუნქტზე ამახვილებენ ყურადღებას:

1. კრებაში არ მიიღო მონაწილეობა ყველა ადგილობრივმა ეკლესიამ, დაშვებულ იქნა საორგანიზაციო და საღვთისმეტყველო შეცდომები.
2. ზოგიერთი დოკუმენტთაგან შეიცავს “შეუსაბამობას მართლმადიდებელ საეკლესიო სწავლებასთან, ეკლესიის დოგმატურ და კანონიკურ გარდამოცემასთან, მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა სწავლებასა და სულთან”.
3. კრეტაზე მიღებული დოკუმენტები თანამდებნი არიან შემდგომი საღვთისმეტყველო განხილვისა და შესწორებების შეტანისა.

სამწუხაროა, რომ ბულგარეთის ეკლესიის წმინდა სინოდის დადგენილება კრეტის წმინდა და დიდი კრებისადმი სერიოზულ საღვთისმეტყველო ბრალდებებს შეიცავს, სცდება რა კანონიკურ-სამართლებლივ უთანხმოებას, შესაძლოა ინტერპრეტირებულ იქნეს როგორც წმინდა და დიდ კრებაში მონაწილე მართლმადიდებელ იერარქთა და ადგილობრივ ეკლესიათა დოგმატურ ცდომილებაში დადანაშაულება.

თავად ის ფაქტი, რომ ბულგარეთის სინოდის მამები, რომლებიც ოქმის ბოლოს თავს მართლმადიდებელი ეკლესიის განუყოფელ ნაწილს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ისინი აგრძელებენ სრულ ერთობაში მსახურებას მართლმადიდებელი ეკლესიის დანარჩენ ნაწილთან, თანამოძმე ეპისკოპოსების შეკრებას “არა წმინდას” უწოდებს, რადგანაც თუ შესაძლებელია დისკუსიას დაექვემდებაროს კრეტის კრების სტატუსი, როგორც “საერთომართლმადიდებლურისა” ან “დიდისა” – შეუძლებელია მისი სიწმინდის ეჭვქვეშ დაყენება, რადგან თუ მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიცია ადგილობრივი ეკლესიის კრებას (სინოდს) უწოდებს “წმინდას” მაშინ რაოდენ წმინდა იქნება ადგილობრივ ეკლესიათა უმრავლესობის გაერთანებული კრება? ან როგორ შეიძლება ასეთ მართლმადიდებელ სინაქსისს არა წმინდა ეწოდოს, მასთან სრულ ერთობაში დარჩენის ხაზგასმით?

წყარო

ჰოლანდიაში ქართველების საძმო სასაფლაოზე ჯვარი აღიმართა

29/11/2016
By

15241293_1212676662112321_5941144788339285986_n26 ნოემბერს, ნიდერლანდების სამეფოში, კუნძულ ტექსელზე, იქ, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ქართველების საძმო სასაფლაოა, ჯვარი აღიმართა. ცნობილია, რომ ქართული დივიზიის აქ განსვენებული მეომრები საქართველოს თავისუფლებაზე ოცნებობდენ. ტექსელზე დაღუპული მეომრებისათვის ჯვარი მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია ll ლოცვა-კურთხევითა და ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ორგანიზებით აღიმართა.
აღსრულდა ჰოლანდიაში მცხოვრები დიასპირის წლების სურვილი , თავისი მართლმადიდებელი წინაპრებისთვის სასაფლაიზე, ჯვარი , გამოხსნისა და მარადიული სიცოცხლის სიწმიდე აღემართათ.
ძეგლის პროექტის ავტორები, ბელგიის სამეფოში, ქალაქ ანტვერპენში, მოღვაწე ცნობილი არქიტექტორები, დევი ხმალაძე და დავით ნათიძეა.
პროექტის განსახორციელებლად უფლების მოპოვება შეუძლებელი იქნებოდა ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოს, პირადად ელჩის ბატონ კოტე სურგულაძისა და კონსულის, ქალბატინ თამარ ღვინაძეს დახმარების გარეშე. კუნძულ ტექსელის მერიისა და ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ჩართულობისა და დახმარების გარეშე.

წყარო ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია

ცენტრის მილოცვა

22/11/2016
By

Screen-Shot-2012-07-18-at-10.56.30-AM-300x243წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი ულოცავს ცენტრის წევრს და ერთერთ დამაარსებელს ზაზა ოსმანოვს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო ჯილდოს.

იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ ფიზიკის დარგში მიღწეული წარმატებებისათვის საპატიო სიგელით დააჯილდოვა – პროფ. ზაზა ოსმანოვი – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი)

დაინტერესებულ მკითხველს შეუძლიათ იხილონ მისი სამეცნიერო ნაშრომების  ჩამონათვალი  Google Scholare –ის საიტზე.

ჩვენს საიტზე კი განთავსებულია მისი ნაშრომები, მეცნიერებისა და  თეოლოგიის ურთიერთმიმართების სხვადასხვა საკითხებზე, გთავაზობთ მათ ჩამონათვალს და კიდევ ერთხელ ვულოცავთ ბატონ ზაზას,  ჩვენთვის საამაყოა თქვენთან ერთად ყოფნა.

სამყაროს შემეცნება და ღმერთის იდეა

სამყაროს წარმოშობა ფიზიკის და თეოლოგიის მიხედვით (ვიდეო)

“ქრისტიანობა და მეცნიერება (ვიდეო)

ანთროპული კოსმოლოგიური პრინციპი (ვიდეო)

ეკლესიის მჭიდრო კავშირი მეცნიერებასთან, თუ ფსევდომეცნიერული მისიოლოგია?

პასუხი ბატონ ალექსი გერასიმოვს

მეცნიერული კრეაციონიზმი, როგორც ფსევდომეცნიერება

საეკლესიო კალენდრის თემაზე არსებული ფსევდოშემოქმედების შესახებ

ქრისტიანობა თუ ანტიმეცნიერული დემაგოგია

შტრიხ კოდების შესახებ

ასტროლოგია: მეცნიერება, თუ ფსევდომეცნიერება?

კალენდრული საკითხის შესახებ

დასაბამად ქმნა ღმერთმა ცა და ქვეყანა

კოსმოსის ევოლუცია VS “კრეაციონიზმი”

პაპი ფრანცისკე კვლავაც სიყვარულით იხსენებს საქართველოში ვიზიტს

14517656_1176833899048684_7818869072901542129_n

გულმოწყალების საიუბილეო წლის დასასრულს, 17 ნოემბერს პაპმა ფრანცისკემ ინტერვიუ მისცა ჟურნალისტ სტეფანია ფლასკას, რომელიც დღეს გამოქვეყნდა მედიასაშუალება avvenire-ში. სასიამოვნოა, რომ პაპი ფრანცისკე, რომელმაც არაერთხელ ისაუბრა საქართველოში ვიზიტსა და მის უწმინდესობა პატრიარქ ილიასთან შეხვედრასა და მისი უწმინდესობის პიროვნებაზე, კვლავ აგრძელებს საქართველოში ვიზიტის გახსენებას და უწმინდეს ილიაზე, როგორც ღვთის კაცზე საუბარს.

 

გთავაზობთ ნაწყვეტებს ინტერვიუდან.

 

პაპმა ფრანცისკემ საუბრის დასაწყისში გულმოწყალების წელიწადის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

 

„ვინც აღმოაჩენს, რომ ის უყვართ, იწყებს ბოროტი სიმარტოვიდან გამოსვლას, გამოსვლას განდგომილებისაგან, რომელსაც მოაქვს სხვათა და საკუთარი თავის სიძულვილი. ვიმედოვნებ, რომ მრავალმა ადამიანმა აღმოაჩინა, რომ ისინი ძალიან უყვარს იესოს… გულმოწყალება ღვთის სახელია და მისი ‘სუსტი წერტილიც’ – მის გულმოწყალებას ყოველთვის პატიებამდე მივყევართ, ჩვენს ცოდვათა დავიწყებამდე. მე მსიამოვნებს იმაზე ფიქრი, რომ ყოვლისშემძლეს აქვს ‘სუსტი მახსოვრობა’, მას შემდეგ, რაც ერთხელ გპატიობს – ივიწყებს, რადგან ბედნიერია აპატიოს“.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, რას ნიშნავს პაპის სიტყვები, რომ ერთობა აღესრულება სიარულით (წინსვლით), პაპმა უპასუხა:

 

„ერთობა იქმნება არა იმიტომ, რომ ერთმანეთში ვთანხმდებით, არამედ იმიტომ, რომ ვმოძრაობთ ქრისტეს მიდევნებულნი, და ამ სიარულში, მისი ხელთ, ვისაც მივდევთ, შეგვიძლია აღმოვჩნდეთ ერთმანეთთან ერთობაში,

ქრისტეს მიდევნება არის ის რაც აერთიანებს. მოქცევა ნიშნავს მივცეთ უფალს საშუალება იცხოვროს და იმუშაკოს ჩვენში. ასე აღმოვაჩენთ, რომ ერთიანნი ვართ ჩვენს საერთო მისიაში – ღვთის სიტყვის ხარებაში. ერთად სიარულსა და ერთად შრომაში აღმოვაჩენთ, რომ ღვთის სახელით უკვე ერთიანნი ვართ და შესაბამისად ერთობას ჩვენ არ ვქმნით, ვხვდებით, რომ სულიწმინდას, რომელიც გვიბიძგებს, წინ მივყევართ… შეუძლებელია ქრისტეს კვალს მიდევნება თუ არ მიყევხარ, თუ არ გიბიძგებს სული წმინდა და ამიტომ არის სულიწმინდა ქრისტიანთა შორის ერთობის ხელოვანი“.

 

„ქრისტიანთაშორისი პროზელიტიზმი თავისთავად უდიდესი ცოდვაა, რამდენადაც თავის თავში ეწინააღმდეგება ქრისტიანად ქცევისა და ქრისტიანად დარჩენის რაობის დინამიკას. ეკლესია არ არის რომელიმე ფეხბურთის გუნდი, რომელსაც მხარდამჭერთა მოგროვება სჭირდება, ეკლესია არასდროს იზრდება პროზელიტიზმით“ – დასძინა პაპმა.

ჟურნალისტის მორიგ კითხვას, რომელიც მართლმადიდებელ პატრიარქებთან ურთიერთობას ეხებოდა, პაპმა ფრანცსიკემ სიყვარულით სავსე სიტყვები მიაგება:

 

„[მათთან ურთიერთობაში] განვიცდი ძმობას. ჩემთვის ისინი, ყველანი ძმები არიან. ერთმანეთს ვლოცავთ, ერთი ძმა ლოცავს მეორეს, როდესაც პატრიარქ ბართლომესა და იერონიმესთან ერთად ვიყავით საბერძნეთში, კუნძულ ლესბოზე, დევნილებთან შესახვედრად, ჩვენ ერთიანად ვგრძნობდით თავს. ნამდვილად ერთიანად. როდესაც ვიყავი ფანარში, პატრიარქ ბართლომესთან, წმინდა ანდრიას დღესასწაულის აღსანიშნავად, ჩემთვის უდიდესი სიხარული იყო. საქართველოში შევხვდი პატრიარქ ილიას… სულიერი სიმფონია, რაც მე მასთან განვიცადე ძალიან ღრმა იყო. თავი ვიგრძენი წმინდანის, ღვთისკაცის წინაშე, ხელი ჩამკიდა, მითხრა ულამაზესი რაღაცეები, უფრო ლამაზი ჟესტებით ვიდრე სიტყვებით. პატრიარქები არიან მონოზვნები, მათთან საუბარში ხედავ, რომ ისინი მლოცველი ადამიანები არიან… რუმინეთის პატრიარქმა დანიელმა ერთი წლის წინ ესპანურენოვანი წიგნი მაჩუქა, წმინდა სილუანე ათონელზე, ამ უდიდესი წმინდა მონოზვნის ცხოვრებას ჯერ კიდევ ბუენოს აირესში ვკითხულობდი: „ლოცვა ადამიანებისათვის საკუთარი სისხლის დათხევამდე“. წმინდანები თავიაანთი მისტერიით გვაერთიანებენ ეკლესიაში. მართლმადიდებელ ძმებთან ერთად გზას ვადგავართ, ერთმანეთი გვიყვარს, ერთად განვიცდით, ერთად ვსწავლობთ, ჩვენთანაც მოდიან სასწავლად, პატრიარქმა ბართლომემაც აქ [რომში] ისწავლა…

ლესბოზე, სანამ ერთად ვესალმებოდით ყველას, ერთი ბავშვისაკენ დავიხარე, მაგრამ ბავშვს არ ვაინტერესებდი, ჩემს უკან იცქირებოდა, მეც გავიხედე და დავინახე რატომაც: ბართლომეს ჯიბეები კამფეტებით ჰქონდა სავსე და ბავშვებს ურიგებდა. ეს არის ბართლომე, ადამიანი, რომელსაც შეუძლია დიდი ძალისხმევისა და სირთულეების მიუხედავად იმუშაოს მართლმადიდებელთა წმინდა და დიდი კრების წარმატებისათვის, ისაუბროს მაღალი დონის თეოლოგიაზე და ამავე დროს მარტივად იდგეს ბავშვებს შორის“.

დასასრულს, ჟურნალისტმა პაპს შეახსენა პატრიარქ ბართლომეს სიტყვები, რომ ეკლესიის გაყოფა მასში ამქვეყნიური სულის შეჭრამ გამოიწვია, რაზედაც პაპი ისევ ერთობის თემას მიუბრუნდა:

 

„ხშირად უნდა ვიყუროთ პირველი ათასწლეულისაკენ, ეს არ უნდა იყოს მექანიკური უკუქცევა: იქ ინახება თანამედროვეობისათვის საჭირო საგანძური. უკვე ვახსენე თვითკმაყოფილება, როგორც ეკლესიას შემოჩვეული ცოდვა, თითქოს ის საკუთარ თავს უცქერს, თითქოს მას საკუთარი ნათელი ჰქონდეს. პატრიარქმა ბართლომემაც იგივე თქვა ეკლესიის ინტრავერსიულობაზე საუბრისას. პირველი საუკუნეების მამებს მკაფიოდ ესმოდათ, რომ ეკლესია ყოველ წამს სუნთქავს ქრისტეს მადლით, ამიტომ ამბობდნენ რომ ეკლესიას არ გააჩნია საკუთარი ნათელი და მას მთავარის მისტერიას ეძახდნენ, რადგან ეკლესია ასხივებს შუქს, მაგრამ არა საკუთარს და როდესაც ეკლესია ქრისტეს ჭვრეტის ნაცვლად იწყებს საკუთარი თავის ჭვრეტას, ჩნდებიან განყოფები. ეს არის ის, რაც მოხდ აპირველი ათასწლეულის შემდეგ. ქრისტეს ჭვრეტა გვათავისუფლებს ამ ჩვევისაგან, ტრიუმფალიზმის საცდურისაგან და გვაძლევს საშუალებას ურთიერთგაგების გზაზე ერთად სიარულისა, სულიწმინდაში, რომელსაც ერთობისაკენ მივყევართ.

მოამზადა იეროდიაკვანმა ლეონიდე ებრალიძემ

დიაკონისების ინსტიტუტის აღდგენა ალექსანდრიაში

17/11/2016
By

deakoness2ალექსანდრიის საპატრიაროს წმინდა სინოდმა გადაწყვიტა აღადგინოს დიაკონისების ინსტიტუტი.

ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპისა და პატრიარქის, თეოდორე II-ის ხელმძღვანელობით, 16 ნოემბერს გაიმართა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა.

სხდომაზე მომხსენებელი იყო ნიგერიის მიტროპოლიტი ალექსანდრე, რომელმაც დააყენა მარხვის დაცვის საკითხი აფრიკის კონტინენტზე არსებულ რეალობაში, ხოლო მეორე მომხსენებელმა, კამერუნის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ისაუბრა მისიონერულ სივრცეში დიაკონისების ინსტიტუტის შესახებ. ორივე მომხსენებელმა, ზემოთხსენებულ თემებზე მიმდინარე დისკუსიიას, საკუთარი მოსაზრებები განამტკიცეს თეოლოგიური არგუმენტებით.

ალექსანდრიის საპატრიარქოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ კლიროსსა და მრევლს ზემოთხსენებული კრების გადაწყვეტილებებს მარხვის შესახებ უახლოეს მომავალში გააცნობენ, ხოლო რაც შეეხება დიაკონისების ინსტიტუტს – მისი აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია და საკითხის სრულყოფილად შესასწავლად შეიქმნა კომისია 3 მღვდელმთავრის მონაწილეობით.

წმინდა სინოდმა ასევე ისაუბრა კრეტის წმინდა და დიდ კრებაზე და შეაჯამა მისი შედეგები.
კრების სამუშაოები ალექსანდრიაში დღესაც გაგრძელდება.


წყარო amen.gr