ახალი ამბები

ჰილარი კლინტონის მილოცვა მსოფლიო პატრიარქს

28/10/2016
By

klჰილარი კლინტონის მილოცვა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს, მისი აღსაყდრებიდან 25 წლის იუბილის აღსანიშნავად

მსოფლიო ბედნიერია, რადგან უკანასკნელი საუკუნის მეოთხედში სულიერ ლიდერად ჰყავს პატრიარქი ბართლომეოსი, რომელმაც უპრეცენდენტო ნაბიჯები გადადგა როგორც მართლმადიდებელ ეკლესიაში, ასევე სხვა ქრისტიანულ ეკლესიებთან და ისლამურ თუ იუდეურ თემებთან ინტერრელიგიური დიალოგის დასამყარებლად. მისი ყოვლადუწმინდესობა დაუღალავად იღწვის, რათა მართლმადიდებელი ეკლესია წინ წასწიოს და შეუმსუბუქოს ის ხუნდები, რომლებიც საუკუნეთა მანძილზე დაედო. ვითვალისწინებთ იმასაც, რომ იგი გახდა პირველი სულიერი ლიდერი, რომელმაც 1 200 წლის განმავლობაში შეძლო და ჩაატარა აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიათა დიდი და წმინდა კრება. წილად მხვდა დიდი პატივი, რომ თავად მეხილა პატრიარქ ბართლომეოსის სულიერი წინამძღვრობა და გაოცებული ვარ მისი ნაღვაწით ადამიანის უფლებათა, რელიგიური ტოლერანტობის და გარემოს დაცვის საკითხების ირგვლივ. ვუსურვებ საუკეთესო სურვილებს მის ყოვლადუწმინდესობას ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე.

წყარო 

 

მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა

ყოვლადუწმინდესი ბართლომეს მსოფლიო პატრიარქად არჩევიდან 25 წელი შესრულდა

9780718086893-jpg_21991 წლის 2 ოქტომბერს მართლმადიბელი ეკლესია და მსოფლიო საზოგადოება გამოეთხოვა მსოფლიო პატრიარქ დიმიტრი I-ს, რომელმაც ეკლესიის ისტორიაში საკუთარი კეთილი კვალი დატოვა (მათ შორის საქარტველოს ეკლესიის ავტოკეფალიის რწმუნების სიგელებზე ხელისმოწერით).

ამავე წლის 22 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის ეკლესიამ მთავარეპისკოპოსად და მსოფლიო პატრიარქად ქალკიდონის მიტროპოლიტი ბართლომე არქონტონისი აირჩია, 2 ნოემბერს  კი ბართლომე I-ის აღსაყდრებით მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო.

პატრიარქობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი მოკრძალებული ღონისძიებების ფარგლებში, პირველად ამ დროის მანძილზე, წიგნად გამოიცა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს სრული ბიოგრაფია “Bartholomew: Apostle and Visionary,”

საპატრიარქოს დიდი მთავარდიაკვნის, დოქტორ იოანე ქრისავაგისის რედაქტორობით.

წიგნში შესულია პაპი ფრანცისკესა და პაპი ბენედიქტე XVI-ის წინასიტყვაობები. “მისი ყოვლადუწმინდესობა ბართლომე არის პატრიარქი ჭეშმარიტად ეკუმენური [მსოფლიო],ამ ტერმინის ყველა მნიშვნვნელობით” – წერს პაპი ბენედიქტე XVI.

დღეს ფანარში, წმ. გიორგის საკათედრო ტაძარში მსოფლიო პატრიარქმა მღვდელმთავრებთანა და მრევლთან ერთად ილოცა და მადლობა შესწორა ღმერთს წარსულის შემწეობისა და მომავლის იმედისათვის.

პაპ ფრანცისკეს 5 ოქტომბრის საკვირაო აუდიენციის მიმართვა

ოთხშაბათს ,,General Audience’’-ში პაპმა ფრანცისკემ ისაუბრა საქართველოსა და აზერბაიჯანში თავის ბოლოდროინდელ ვიზიტზე.

წმინდა მამამ განაცხადა: ,,ამ ვიზიტმა შეავსო ჩემი სომხეთში სტუმრობა (2016 წლის ივნისი) და ამისრულა სურვილი, რომ მომენახულებინა კავკასიის სამი ერი, რათა შევწეოდი კათოლიკე თემს და გამემხნევებინა ხალხი ძმობისა და მშვიდობისაკენ სავალ გზაზე.’’ პაპმა თავისი მიმართვა ლოცვით შეაჯამა: ,,ღმერთმა დალოცოს სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი და უწინამძღვროს მის წმინდა ხალხს საკუთარ ქვეყნებში.’’

პაპ  ფრანცისკეს  5 ოქტომბრის  საკვირაო აუდიენციის  მიმართვა: Read more »

საქართველოსა და პატრიარქზე – პაპი ფრანცისკე

03/10/2016
By

14525019_634441773390766_6375555267962980975_oბაქოში ვიზიტის შემდეგ, რომის პაპი იტალიაში გაემგზავრა. ბორტზე სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებთან ერთად მოამბის გადამღები ჯგუფიც იმყოფებოდა. ბაქოსა და თბილისში ვიზიტის შთაბეჭდილებები რომის პაპმა მედიის წარმომადგენლებს გაუზიარა. საქართველოსთან დაკავშირებით რომის პაპმა ქეთევან ქარდავას შეკითხვას უპასუხა:

„მე საქართველოში ორი სიურპრიზი დამხვდა, ერთი თავად საქართველო, მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი ქრისტიანული რწმენით სავსე ასეთ ადგილს, ჩემი მეორე აღმოჩენა საქართველოს პატრიარქი იყო, ადამიანი უდიდესი და ძალიან ღრმა რწმენით, ის არის ღვთისკაცი, მე შემძრა პატრიარქის გაცნობამ და ეს გრძნობა მქონდა მასთან ყოველი შეხვედრისას. დავტოვე გრძნობით, რომ მე ვიპოვე ნამდვილი ღვთისკაცი.

რაც შეეხება საკითხებს რაც გვაშორებს და გვაერთიანებს, ვფიქრობ , რომ ჩემი საქმე არ არის დოქტრინებზე საუბარი, მოდით დაუტოვეთ ეს თეოლოგებს განსახილველად, ეს თეოლოგებმა კარგად იციან და ორივე მხრიდან უნდა შეისწავლონ. რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს არის ერთმანეთისთვის ლოცვა და ერთობლივად ბევრი რამის გაკეთება… ამდენი ღარიბი ადამიანია, მოდით ერთად გავაკეთოთ რამე ღარიბი ხალხისთვის, ემიგრანტებისთვის, მათთვის ვისაც ბევრი პრობლემა აქვს, დავეხმაროთ ერთად, ეს არის ეკუმენიზმის გზა (ქრისტიანთა ერთობის აღდგენა), ეს არის მხოლოდ დოქტრინის გზა, გზა რომელიც გრძელია, მოდით უკვე ერთად სიარულით დავიწყოთ, სურვილით და ნებით, ამის გაკეთებას შევძლებთ, ამის პარალელურად თეოლოგები გააგრძლებენ შესწავლას და ერთმანეთთან საუბარს. საქართველო არის არაჩვეულებრივი, ხალხი არა მარტო ქრისტიანული, არამედ მთელი არსით”- განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ.

წყარო

რომის პაპს აეროპორტში პატრიარქი და პრეზიდენტი დახვდებიან (ვიზიტის განრიგი)

30/09/2016
By

წყარო: https://www.facebook.com/photo.php?fbid=1140510142681229&set=a.101421476590106.1648.100001667610546&type=3&theaterდღეს, 30 სექტემბერს საქართველოს რომის პაპი ეწვევა. მართლმადიდებელ მორწმუნეთა ნაწილი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.

რომის პაპი ფრანცისკე თბილისის აეროპორტში 15:00 საათზე ჩამოფრინდება, სადაც მას საქართველოს პრეზიდენტი, პირველი ლედი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე დახვდებიან.

რომის პაპი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდება. პაპი ფრანცისკე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორისა და დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება.

აეროპორტისკენ მომავალ გზაზე აპირებს მორწმუნეების ნაწილი აქციის გამართვას. როგორც ისინი აცხადებენ, აქცია 14 საათზე დაიწყება.

მათი თქმით, ეს ვიზიტი იქნება სამოციქულო ხასიათის, რაც ადასტურებს მათ ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ პაპი საქადაგებლად და საქართველოში კათოლიკე ეკლესიის გასაძლიერებლად ჩამოდის.

პაპის ვიზიტის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა 21 სექტემბერსაც, ვატიკანის საელჩოს წინ. “ლოცვითი დგომის აქციის” მონაწილეები ასევე ეწინააღმდეგებიან იმასაც, რომ რომის პაპი უნდა შეხვდეს პატრიარქ ილია მეორეს და უნდა აღავლინოს წირვა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აცხადებს, რომ იგი მორწმუნეთა ჯგუფს ემიჯნება. საპატრიარქოს 28 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რომის პაპი საქართველოში პრეზიდენტ მარგველაშვილისა და საპატრიარქოს მოწვევით ჩამოდის, ხოლო სტუმრობა ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას.

დღეს, რომის პაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ, ილია მეორეს შეხვდება, რომლის შემდეგაც რელიგიური პირები სპეციალურ სიტყვას წარმოთქვამენ.

ვიზიტის მეორე დღეს, 1 ოქტომბერს, 10 საათზე რომის პაპი მ. მესხის სახელობის სტადიონზე წმინდა წირვას აღავლენს. ქადაგებაზე დასწრება მოსაწვევის მქონე ყველა მსურველს შეეძლება. მოსაწვევების მიღება პაპის წირვაზე დასასწრებად კათოლიკურ ეკლესიაშია შესაძლებელი. ვიზიტის ფარგლებში რომის პაპი ფრანცისკე მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარსაც მოინახულებს, 2 ოქტომბერს კი ბაქოში გაემგზავრება

ვიზიტის სრული განრიგი ასე გამოიყურება:

პარასკევი, 30 სექტემბერი, 2016

09:00  – გამომგზავრება რომიდან თბილისისაკენ / Fiumicino-ს საერთაშორისო აეროპორტი
15:00 – ჩამოსვლა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში (დახვედრის ოფიციალური ცერემონია)
15:30 საქართველოს პრეზიდენტის,  გიორგი მარგველაშვილისა და  პაპი ფრანცისკეს შეხვედრა, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში.
16:00 – შეხვედრა ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ეზოში. (საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა, რომის პაპის მიმართვა).
16:40 –  საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის და რომის პაპის შეხვედრა, საქართველოს საპატრიარქოში (პატრიარქის მიმართვა, რომის პაპის მიმართვა).
18:00 – შეხვედრა ასირიულ-ქალდეურ საზოგადოებასთან, წმინდა სიმონ ბარ-საბას სახელობის ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესია (რომის პაპის ლოცვა).

შაბათი, 1 ოქტომბერი, 2016

10:00 – წმინდა მესა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი (რომის პაპის ქადაგება).
15:45 – შეხვედრა საქართველოში კათოლიკე, სასულიერო და საერო პირებთან, თბილისის ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკური ეკლესია (რომის პაპის მიმართვა).
17:00 – საქველმოქმედო ტაძრის ბენეფიციარებთან და წარმომადგენლებთან შეხვედრა, კამილიელი მამების სახელობის ცენტრი (რომის პაპის მისალმება).
18:15 –  სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მონახულება, მცხეთაში (პატრიარქის მისალმება, რომის პაპის მისალმება)
კვირა, 2 ოქტომბერი, 2016

07:55 – დამშვიდობების ცერემონია, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
08:10 – გამგზავრება ბაქოში

წყარო “ნეტგაზეთი”

იხილეთ პაპის მოკლე ბიოგრაფია საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ საიტზე

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება რომის პაპის ვიზიტთთან დაკავშირებით (28.09.2016)

28/09/2016
By

get_imgროგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწვევით ა.წ. 30 სექტემბერს ჩვენს ქვეყანას ესტუმრება მისი უწმინდესობა, რომის პაპი ფრანცისკე I თანმხლებ პირებთან ერთად. საქართველოს საპატრიარქო პატივისცემით მიესალმება სტუმარს და იმედოვნებს, რომ მისი ჩამოსვლა ხელს შეუწყობს მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას.

ამასთან, ვაცხადებთ, რომ ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ამ ოფიციალურ  ვიზიტთან დაკავშირებთ  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირის მიერ საჯარო სივრცეში დაფიქსირებული მკვეთრად უარყოფითი განცხადებები და მათაც და საერთოდ ყველას  მოვუწოდებთ სიმშვიდისაკენ.

შევნიშნავთ იმასაც, რომ  ჩვენს და რომის კათოლიკურ ეკლესიას შორის შუა საუკუნეებიდან შეწყვეტილია ლოცვით-ევქარისტიული კავშირი; და ვიდრე არსებობს დოგმატური სხვაობები, საეკლესიო სამართლის მიხედვით, მართლმადიდებელი მორწმუნეები არ იღებენ მონაწილეობას მათ მსახურებაში.

ბუნებრივია, პაპი მესას კათოლიკებისათვის ატარებს და ეს არ შეიძლება ჩაითვალოს პროზელიტიზმის გამოვლინებად, როგორც ამას  ზოგიერთები მიიჩნევენ.

 

წყარო

p.s.

ამ თემაზე იხილეთ ცენტრის განცხადება

რომის პაპის ვიზიტის შესახებ

რუმინეთში ანტიოქიისა და საქართველოს ეკლესიის დელეგაციები ჩავიდნენ

27/09/2016
By

14449759_1806453406265492_9105634526596650283_n

რუმინეთის პატრიარქმა მისმა უნეტარესობა დანიელმა 2016 წლის 26 სექტემბერს, ბუქარესტის საპატრიარქო ტაძარში უმასპინძლა მის უნეტარესობას,  ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქ, იოანე  X-ს და რუსთაველ მიტროპოლიტ იოანე გამრეკელს (საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი).

ღვთისმსახურებას ოფიციალურად უძღვებოდა  ბუქარესტის სამთავარეპისკოპოსოს წარმომადგენელი, პრაჰოვის ეპისკოპოსი ყოვლადუსამღვდელოესი ტიმოთე.

თავის ქადაგებაში რუმინეთის პატრიარქმა განმარტა, რომ ბუქარესტში მიმდინარე ღონისძიებები ეძღვნება წმ.ანთიმოზ ივერიელის მოწამეობრივი აღსასრულიდან 300 წლისთავს. აღნიშნული სამახსოვრო ღონისძიება გვაძლევს საშუალებას, რომ მადლობა შევწიროთ ღმერთს იმ პასტორალური საქმიანობისთვის, რომელიც მიტროპოლიტმა ანთიმოზმა იღვაწა. იგი იყო ქართველი და უფლის მადლით გახდა ვლახეთის მთავარეპისკოპოსი.

            მიმდინარე ღონისძიებებით მადლიერება გამოვხატოთ წმ. ანთიმოზის  იმ ღვაწლისთვის, რაც მან გასწია ოტომანთა მმართველობის უმძიმეს პერიოდში, იგი გვაძლევს იმის ნიმუშს და მაგალითს, თუ როგორც უნდა ვიღვაწოთ ამ მძიმე მდგომარეობისას.         

მისმა უნეტარესობა დანიელმა ასევე გაიხსენა ის თანადგომა, რომელსაც მიტროპოლიტი ანთიმოზი უწევდა აღმოსავლეთში მცხოვრებ განსაცდელში მყოფ ქრისტიანებს.

წმ. ანთიმოზი ეხმარებოდა არა მხოლოდ ვლახეთში მცხოვრებ მართლმადიდებლებს, არამედ სხვა ქვეყანაში მცხოვრებ მორწმუნეებსაც. სწორედ მან შეგვკრიბა ჩვენ, რათა შეგვწეოდა მსახურებითი საქმიანობის გაუმჯობესებასა და ჩვენს ეკლესიებს შორის ძმური ურთიერთობის განმტკიცებისთვის, რათა განვაცხადოთ, რომ  ქრისტეს ეკლესია არის მხოლოდ ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, რომელიც სრულადაა წარმოდგენილი თითოეულ ადგილობრივ ავტოკეფალურ ეკლესიაში.

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა გაიხსენა წმ. ანთიმოზის მიერ  დაბეჭდილი შრომები, რომლებიც აღმოსავლეთში მცხოვრებ ქრისტიანებს უნდა გამოეყენებინათ და მისი ღვაწლი, ანტიოქიასა და საქართველოში სტამბების დაარსებისთვის. ასევე ის კავშირებიმ, რომლებიც სწორედ მის მიერ დამყარდა საქართველოსა და რუმინეთის ეკლესიებს შორის.

დასასრულს რუმინეთის პატრიარქმა გაიხსენა ანტიოქიის ეკლესიის რამდენიმე მეთაურის ბუქარესტში ვიზიტი. ესენი იყვნენ: იოაკიმე V (1587),მაკარი |III (1653), ათანასე III დაბბასი (1700), ეგნატე  IV (1981, 1996 და 1998).

პატრიარქი მაკარი Ш 4 წლის მანძილზე იმყოფებოდა მოლდოვისა და ვლახეთის ტერიტორიაზე, ხოლო 1658 წელს ბუქარესტის იმდროინდელ საპატრიარქო ტაძარში აღასრულა რუმინეთის პატრიარქის ხელდასხმა.

თავის მხრივ ანტიოქიის პატრიარქმა მადლობა მოუხადა რუმინეთის პატრიარქს მოწვევისა და გულთბილი მიღებისთვის.

ჩვენთვის დიდად სასიამოვნოა რომ მოგვიწვიეთ იმ სიხარულის გასაზიარებლად, რომელიც ანთიმოზ ივერიელის დღესასწაულსა და უნეტარეს დანიელის აღსაყდრებიდან ცხრა წლისთავს უკავშირდება. ვლოცულობთ ჩვენს ძმებთან ერთად რათა რუმნინეთის მართლმადიდებელ ეკლესიას მოანიჭოს მრავალჟამიერი კურთხევა!

მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობა რუსთავის მიტროპოლიტმა იოანემ თავის მხრივ აღნიშნა, რომ წმ. ანთიმოზ ივერიელი წარმოადგენს ქრისტიანული მსოფლიოსთვის განკუთვნილ მაგალითს, იგი გახლდათ ქრისტიანთა შორის არსებული სიყვარულის დამმოწმებელი. მღვდელთმთავარი მოწამეობრივად აღესრულა და დაგვიტოვა მოღვაწეობის მაგალითი, რომ რთული ცხოვრებისეული პირობების მიუხედავად ბოლომდე ვზიდოთ ქრისტეს ჯვარი. დღეს, უფლის შეწევნითა და თქვენი უნეტარესობის მოწვევით, სამი ეკლესიის წარმომადგენლები შევიკრიბეთ, რათა მადლობა შევწიროთ ღმერთს იმ წყალობისთვის, რაც მან წმ. ანთიმოზის პიროვნების სახით გვიბოძა.

შეგახსენებთ რომ, ანტიოქიისა და საქართველოს  ეკლესიის დელეგაციები რუმინეთში იმყოფებიან, წმ. ანთიმოზ ივერიელის მოწამეობრივი აღსასრულის 300 წლისთავის აღსანიშნავად.

 

წყარო: http://basilica.ro/manifestarile-dedicate-sfantului-antim-au-inceput-delegatiile-bisericilor-antiohiei-si-georgiei-primite-de-patriarhul-romaniei/

მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა

 

წმ. კირიონ II ის წერილი რომის პაპს

25/09/2016
By

kirioni„გპირდები, რომ ქართველი ხალხი არ შეავიწროვებს შენი ტახტის მიმდევრებს“ – საქართველოს პატრიარქი რომის პაპს

წერილი, რომელსაც ახლა წაიკითხავთ არ ეკუთვნის საერო ან საქმეში ჩაუხედავ პირს. პირიქით, მისი ავტორია კირიონ II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (+1918). უფრო მეტიც ამ წერილის ავტორი წმინდანადაა შერაცხული საქართველოს ეკლესიის მიერ.

წმ. კირიონმა წინამდებარე წერილი 1917 წელს გაუგზავნა რომის პაპ ბენედიქტე XV-ს. პატრიარქი პირდება პაპს, რომ მისი ქვეშევროდმი კათოლიკენი არ იქნებიან შევიწროვებულნი არც მისგან და არც ქართველი ერისგან.

ტექსტი გამოქვეყნებულია საქართველოს საპატრიარქოს ჟურნალში „სვეტიცხოველი“ (1917, №4).

Read more »

სქიზმატი ეპისკოპოსი ახალგორის ეკლესიის გახსნისას

22/09/2016
By

%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90ნეტგაზეთის ინფორმაციით : ” 2016 წლის 21 სექტემბერს ახალგორში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალის კონტროლის ქვეშ გადავიდა, ახალი ეკლესია გაიხსნა.

ეკლესიის გახსნას რაიონში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები და დნესტრისპირეთის, დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე, ნაურუს [2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა] დელეგაციები დაესწრნენ.

ეკლესია ადგილობრივი ბიზენესმენების, ამჟამად რუსეთში მცხოვრები ჯამბულ ქარქუსოვისა და ხსარ ვანევის ფინანსური დახმარებით აშენდა. ახალი ეკლესიის გახსნაზე სასულიერო პირები დროებით ალანიის ეპარქიიდან [ცხინვალიდან და ვლადიკავკაზიდან] ჩამოვიდნენ. გახნის შემდეგ ეკლესიის ფუნქციონირება დროებით შეუძლებელი იქნება, რადგან შიდა სამუშაოები არ დასრულებულა. ცხინვალის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის, იაკობ ხეთაგუროვის ინფორმაციით, ღვთისმსახურების სრულყოფილად ჩატარება, სავარაუდოდ, ერთი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

სტუმრებისთვის დღის ბოლოს რესტორანში სადილი გაიმართა

აღსანიშნავია, რომ ეკლესიის გახსნის შესახებ წერს ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ოფიციალურ საიტი, სადაც მინიშნებულია რომ ეკლესიის გახნისას ლიტურგიაში მონაწილეობა მიიღო და შეკრებილებს სიტყვით მიმართა  ალანიის ეპისკოპოსმა ვინმე ამბროსი მეთონელმა, სადაც მან თქვა რომ ღვთისმშობელი განსაკუთრებით იფარავს ცხინვალს. (სხვა სტატიას სათაურად აქვს  რომ ღვთისმშობელი “სამხრეთ ოსეთის მფარველია”იხ. სურათზე).

ციტატა:

“Божественная литургия прошла с участием Владыки Амвросия, который ежегодно приезжает в Цхинвал на празднование Дня Республики Южная Осетия и Рождества Пресвятой Богородицы, Благочинного всех церквей Аланской Епархии, отца Якова Хетагурова и других священнослужителей.

В своей проповеди к прихожанам управляющий Аланской Епархией, Епископ Амвросий Мефонский подчеркнул, что Богородица – мать и покровительница всех христиан, особо покровительствует столице нашей республики.”

წყარო

რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ვლადიკავკაზის (ალანიის) ეპარქიას  (რომლის საზღვრები შეესატყვისება ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის – ალანიის ადამინისტრაციულ საზღვრებს) მართავს ეპისკოპოსი ლეონიდე (გორბაჩევი), შესაბამისად “ეპისკოპოსი ამბროსი” გახლავთ არა რმე-ს (რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის) წარმომადგენელი, არამედ   ათეულობით ბერძნული სქიზმატური დაჯგუფებებიდან ერთერთი, კერძოდ  ე.წ. “ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ეკლესიის” ქრიზოსტომოსის “სინოდის” ეპისკოპოსი  “ალანიის ეპარქიაში”  ამბროსი ბაირდი (Baird).

პ.ს. დავამატებთ, რომ ცნობილი ყოფილი მღვდელი ბასილ მკალავიშვილი (ეკლესია გლდანში),  შედიოდა ერთერთ მსგავს სქიზმატურ დაჯგუფებაში (კვიპრიანეს სინოდი), რომელიც რამოდენიმე წელია გაერთიანდა იმავე სქიზმატურ დაჯგუფებაში, რომელსაც ზემოთ დასახელებული “ეპისკოპოსი” ამბროსი წარმოადგენს.

 

 

რომის პაპის ვიზიტის შესახებ

19/09/2016
By

14141567_10209017246280920_3422970990761687942_n

წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი უერთდება ჩვენი ცენტრის წევრის, დეკანოზ თამაზის ამ განცხადებას, დავამატებთ რომ მსგავსადაა სიტუაცია მსოფლიოს სხვა ბევრ ქვეყანაშიც.

” მივესალმებით რომის პაპის, ფრანცისკეს ვიზიტს საქართველოში. პაპი საქართველოს 30 სექტემბერს ეწვევა. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და დიდად სასიხარულოა კათოლიკური ეკლესიის მეთაურის ვიზიტი საქართველოს კათოლიკური სამრევლოების მოძღვრებისა და მრევლისთვის, ასევე მშვიდობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებისათვის ქვეყნებს შორის.

ევროპაში მოქმედ მართლმადიდებელ სამრევლოებს და აქ მცხოვრებ მართლმადიდებლებს სიკეთისა და თანადგომის მეტი არაფერი გვახსოვს ევროპელი კათოლიკებისგან.

გერმანიის ბევრ ქალაქში კათოლიკები უსასყიდლოდ გვითმობდნენ საკუთარ ტაძრებს მართლმადიდებელი ღვთისმსახურებისთვის და ყოველნაირად გვეხმარებოდნენ ჩვენ, ახლად ჩამოსულ უცხოელ მართლმადიდებლებს თავის დამკვიდრებაში. ეს არ უნდა დავივიწყოთ, რადგან ესაა ქრისტიანობა – სიყვარული და შეწყნარება უცხოსი.

ვულოცავთ ჩვენს თანამოქალაქე კათოლიკებს ამ მნიშვნელოვან და სასიხარულო მოვლენას.

კეთილი იყოს რომის ეპისკოპოსის ჩამობრძანება საქართველოში!

დეკანოზი თამაზ ლომიძე
მიუნხენის ქართული ეკლესიის წინამძღვარი”

წყარო

კეთილი იყოს რომის პაპის ჩამობრძანება საქართველოში!