ახალი ამბები

ცენტრის განცხადება

14/09/2016
By

Screen-Shot-2012-07-18-at-10.56.30-AM-300x243მართლმადიდებელ ეკლესიათა ნაწილი დღეს 14 სექტემბერს (ახ. სტილით, ძველი სტილით 1 სექტემბერს) ინდიქტიონის, ანუ საეკლესიო ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს.

წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი 2016 წლის 14 სექტემბრიდან მოქმედებს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის მეუფე ზენონის ლოცვა-კურთხევით.

  • მაღალყოვლადუსამღვდელოეს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოს ზენონის ბიოგრაფია იხილეთ ბმულზე

“აკურთხოს უფალმა გვირგვინი წელიწადისა”.

მსოფლიო პატრიარქი უკრაინის ორ ყოფილ პრეზიდენტს ლეონიდ კრავჩუკს და ვიქტორ იუშჩენკოს შეხვდა

08/09/2016
By

unnamed-jpg-450x-x34531 აგვისტოს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი უკრაინის ორ ყოფილ პრეზიდენტს ლეონიდ კრავჩუკს და ვიქტორ იუშჩენკოს შეხვდა .

შეხვედრა შედგა კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქოს რეზიდენციაში (სტამბულის რაიონი ფანარი).

გადმოცემს ბერძნული სააგენო ” amen.gr”, იმავე წყაროს ცნობით შეხვედრა მიახლოებით ორ საათს გაგრძელდა.

საუბარში მონაწილეობდა ასევე პერგამოს მიტროპოლიტი იოანე ზიზულასი და გალიის მიტროპოლიტი ემანუილი (ორივე მსოფლიო საპატრიარქოდან).

შეხვედრის დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება,  თუმცა რა თქმა უნდა გამორიცხული არაა , რომ უკრაინელი პოლიტიკოსები შეეხებოდნენ უკრაინაში ერთიანი ადგილობრივი ეკლესიის შექმნის საკითხსაც.

წყარო

მარიამობა ოკუპირებულ ახალგორში

30/08/2016
By

ახალგორის რაიონში, რომელზეც კონტროლი თბილისმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაკარგა, ადგილობრივ ეკლესიებში წირვა ქართულ ენაზე შეუზღუდავად მიმდინარეობს.

გამონაკლისი არც 28 აგვისტო, საეკლესიო დღესასწაული “მარიამობა” ყოფილა, რომელიც ახალგორში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში, ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტმა ისაიამ (ჭანტურია) ჩაატარა.

წირვას ადგილობრივების გარდა ახალგორის სოფლებიდან ჩამოსული მრევლი დაესწრო. იყვნენ ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც.

მეუფე ისაია 2014 წლის შემდეგ ახალგორში ცხოვრობს, მას საშვი, ე.წ პროპუსკი, რითიც ადგილობრივები გადაადგილდებიან, არ გააჩნია და აღნიშნული მიზეზის გამო რაიონის დატოვება არ შეუძლია. ის სოფელ ლარგვისში ცხოვრობს, სადაც ასევე საღვთო ლიტურგიას ქართულ ენაზე ატარებს.

ახალგორში რუსული ეკლესიის მშენებლობა ეთნიკური რუსების დასახლებაში დასასრულს უახლოვდება. მას მოსკოვში მცხოვრები ბიზნესმენები, ძმები ქარქუსოვები აშენებენ. წინასწარი ინფორმაციით, ეკლესია ალანიის ეპარქიის დაქვემდებარებაში იქნება და წირვა ოსურ ენაზე ჩატარდება.

წყარო, ინფორმაცია და ფოტო:

ფანარის თანამშრომელი საქართველოში არაოფიციალური ვიზიტით მყოფი დელეგაციის წევრთა განკანონებას ითხოვს

Zizisiფანარის თანამშრომელი, დოქტორი პანაგიოტის ადრიოპულო მეორე მსოფლიო კრების მე-6 კანონზე დაყრდნობით ითხოვს იმ არაოფიციალური დელეგაციის წევრთა განკანონებას, რომელიც რამდენიმე კვირის წინ იყმყოფებოდა საქართველოში, წმინდა და დიდი კრების წინააღმდეგ მიმართული აგიტაციისათვის და ეკლესიაში შფოთის დათესვისთვის.

წყარო

 

საქართველოს პატრიარქის სამძიმარი რომის პაპს

25/08/2016
By

get_img“საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილი რომის პაპ ფრანცისკეს (25.08.2016)”

25 აგვისტო

 მის უწმინდესობას,
რომის პაპ ფრანცისკეს

თქვენო უწმინდესობავ,

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას იტალიის ქ. პერუჯაში და მის მიმდებარედ მომხდარი დიდი მიწისძვრის გამო, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ათასობით უსახლკაროდ დატოვა. თქვენით ხალხისა და ქვეყნისთვის ამ მძიმე პერიოდში მინდა იცოდეთ, რომ ჩვენც თქვენს გვერდით ვართ და თანამოზიარენი ვართ თქვენი ტკივილისა. გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებს და იტალიის მოსახლეობას. შევთხოვ ღმერთს, მოანიჭოს იტალიას და მსოფლიოს მოსახლეობას მშვიდობა და თვისი წყალობა. პატივისცემით,
ილია II,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი25.08.2016წ.

***

 To His Holiness
Pope of Rome Francis

Your Holiness,

On behalf of the Orthodox Church of Georgia and personally on my behalf, I would like to express our deep condolences in connection with the aftermath of the earthquake which took place in Perugia and in its vicinity, claiming the lives of so many people and leaving thousands homeless.

In these hard times for your people and your country, I would like you to know that you have our support and we share your pain.

Please convey our condolences to the families of the deceased and injured, to those who have suffered loss,and to the people of Italy.

We implore God that He may grant Italy and all the peoples of the world peace and His mercy.

Yours Sincerely,

Ilia ΙΙ,
Catholicos-Patriarch of All Georgia,
Archbishop of Mtskheta and Tbilisi, Metropolitan of Bitchvinta and Tskhum-Apkhazeti

25.08.2016

წყარო

სამძიმარი იტალიელ ხალხს

25/08/2016
By

923248_10151432528157675_105573624_nცენტრალურ იტალიაში საშინელი მიწისძვრის შედეგად ბევრი ადამიანი დაიღუპა და უამრავი დაშავდა, თითქმის  მთლიანად დაინგრა ულამაზესი შუასაუკუნეების ქალაქი ამატრიჩე, მნიშვნელოვნად დაზიანდა იტალიის ცენტრის სხვა ქალაქები.

წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი სამძიმარს უცხადებს იტალიელ ხალხს და უერთდება იტალიაში მოღვაწე მართლმადიდებელი ეკლესიების საერთო სამძიმრის წერილს. 

ამ დღეებში გავრცელდა იტალიისა და მალტის მთავარეპისკოპოსის, მიტროპოლიტ გენადიოსის (მსოფლიო საპატრიარქო) წერილი იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელასადმი: “გლოვასა და ლოცვაში ჩვენი იტალიისთვის” , ხოლო მართლმადიდებელი მოძღვრებისა და სამრევლოების დიდი ნაწილი ჩაერთო საქველმოქმედო აქციებში დაშავებულთა დასახმარებლად, იტალიისა და მალტის  ეპარქიის მსოფლიო საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე სპეციალური ინფორმაციაც გავრცელდა, თუ როგორ შეიძლება იტალიელი ხალხის დახმარება.

იტალიაში მობილიზირებულია სხვა ქრისტიანული კონფესიების დახმარებებიც,  ხოლო თავად იტალიის კათოლიკურმა ეკლესიამ (Conferenza Episcopale Italiana) პირველივე დღეს მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარების ფონდში 1მლნ ევრო გადარიცხა.

დღესვე, საქართველოს საპატრიარქომ ორენოვანი, ქართულ-ინგლისური სამძიმრის წერილებით მიმართა რომის პაპს ფრანცისკეს და იტალიის პრემიერ-მინისტრს მატეო რენცის ( Matteo Renzi)

 

 

 

მსოფლიო საპატრიარქომ უკრაინის ეკლესიის სტატუსის შესწავლა დაიწყო

13873176_10209104690268514_1955703001345500314_nიანვარში, შამბეზიში გამართულ სინაქსისზე მსოფლიო პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს მისცა გარანტია, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრება უკრაინის ეკლესიის კანონიკური მდოგმარეობის საკითხს არ განიხილავდა.

წმინდა და დიდი კრების გამართვამდე მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს ფანარში სტუმრობდა უკრაინის პრეზიდენტო პეტრო პოროშენკო, ხოლო კრებამდე რამდენიმე დღით ადრე მსოფლიო პატრიარქმა მიიღო უკრაინის რადას საგანგებო მიმართვა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის შესახებ, რომელსაც მხარი 245 დეპუტატმა დაუჭირა.

ფანარში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით 10 მარტს, მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელმა დეკანოზმა ნიკოლაი ბალაშოვმა იმედი გამოთქვა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო არ გადაუხვევდა დათქმულ სიტყვას და მართლაც ყოვლადუწმინდესი პატრიარქი დარჩა თავისი სიტყვის ერთგული და მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის საპატრიარქომ გადაუხვია პრიმატთა სინაქსისზე მიღებულ წმინდა და დიდი კრების მოწვევის დადგენილებას  და კრებაზე არ გამოცხადდა, დღის წესრიგში უკრაინის საკითხი არ დამდგარა, მაგრამ კრების შემდეგ  ფანარში გამართულ ადგილობრივ სინოდზე მსოფლიო საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის უკრაინის რადას თხოვნასა და ეკლესიის კანონიკურ სტატუსს.

საკითხთთან დაკავშირებით 27-29 ივნისს კიევში იმყოფებოდა მსოფლიო პატრიარქის საგანგებო წარმომადგენელი ტელმესოს მთავარეპისკოპოსი იობი, რომელმაც პრეზიდენტ პოროშენკოსთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ მსოფლიო საპატრიარქოს საგანგებო კომისია სწავლობს უკრაინის ეკლესიის საკითხს და რომ აუცილებელია უკრაინაში მართლმადიდებელთა შორის ერთობა. პრეზიდენტმა თავის მხრივ იმედი გამოთქვა, რომ კომისიის მუშაობა არ გაიწელება და კონსტანტინოპოპლის საპატრიარქო, როგორც უკრაინის დედა ეკლესია, დროულად მოაგვარებს არსებულ პრობლემებს.

წყარო

საფრანგეთში მღვდელს ყელი გამოჭრეს

26/07/2016
By
13626399_1064708730261152_3273312247644106081_nსაფრანგეთში თავდამსხმელებმა მღვდელს სავარაუდოდ, ყელი გამოჭრეს
მძევლების გათავისუფლების ოპერაცია მსხვერპლით დასრულდა საფრანგეთში. დანით შეიარაღებული ორი მამაკაცი ქალაქ პირი სენ ეტიენ დიუ რუვრეს ეკლესიაში შეიჭრა და იქ მყოფი მღვდელი მორწმუნეებთან და მონაზვნებთან ერთად მძევლად აიყვანა.

ერთ-ერთმა მონაზონმა გაქცევა მოახერხა და მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა. ტაძარი სპეცრაზმმა ალყაში მოაქცია. გაისმა სროლიც ხმაც. პოლიციელებმა ორივე თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს. მოკლულია მღვდელიც, 86 წლის კათოლიკე სასულიერო პირს თავდამსხმელებმა ყელი გამოჭრეს.

საავადმყოფოში არიან გადაყვანილი დაჭრილი მძევალი და პოლიციელი. სენ ეტიენ დიუ რუვრეში უკვე გაემგზავრნენ საფრანგეთის პრეზიდენტი და შინაგან საქმეთა მინისტრი. თავდასხმის მოტივი უცნობია.

თვითმხილველთა განცხადებით, ეკლესიაში შეჭრის დროს თავდამსხმელები ალაჰის სადიდებელ სიტყვებს ამბობდნენ.

პასუხისმგებლობა მომხდარ ტერაქტზე უკვე აიღო ე.წ. “ისლამურმა სახელმწიფომ”

წყარო

უცხოური წყაროები

bvoltaire.fr

bbc.com

მსოფლიო საპატრიარქოს იერარქები და მრევლი მშვიდობით არიან – ბერძნული სააგენტო

16/07/2016
By

images-cms-image-000009272orthodoxia.info-ს ინფორმაციით თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობისას არ დაშავებულან და საფრთხე არ შეჰქმნიათ მსოფლიო საპატრიარქოს იერარქებსა და კლიროსს.
ამავე სააგენტოს ცნობით ამჟამად მისი ყოვლადუწმინდესობა, მართლმადიდებელი ეკლესიის პრიმატი, ბართლომე პირველი იმყოფება ევროპაში, თურქეთს გარეთ და მისი უსაფრთხოება აბსოლუტურად დაცულია.

 

წყარო

ნიცის ტერაქტის დროს რუსი მედავითნე და 20მდე მრევლი დაიღუპა

16/07/2016
By

13654125_658709064277685_5378386800632742018_nნიცის ტერაქტის დროს ნიცაში არსებული  წმ. ნიკოლოზის რუსული მართლმადიდებულური ტაძრის 20მდე  მრევლი და მედავითნე , სამი შვილის მამა (ფოტოზე) იგორ შალეშკო დაიღუპა, წერს ამავე ტაძრის წინამძღვრის ნაცნობი ჟურნალისტი ალენა მალერი.

წყარო http://www.interfax-religion.ru/