ახალი ამბები

მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომა (12-13.07.16)

15/07/2016
By

patriarchate's logoმსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა 12-13 ივლისის სხდომებზე განიხილა უკრაინის რადას მიერ წარმოდგენილი განცხადება უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ და აღნიშნული საკითხი სათანადო გამოკვლევისათვის გადასცა შესაბამის სინოდალურ კომიტეტს.
იმავე სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სერბეთისა და საქართველოს პატრიარქებსა და ჩეხეთისა და სლოვაკეთის მთავარეპისკოპოსს გაეგზავნოთ მადლობის წერილები მათ მიერ სტამბულის აეროპორტში მომხდარ ტერაქტზე გამოთქმული თანაგრძნობის გამო.
წყაროები: Amen.gr და Romfea.gr.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილი საფრანგეთის პრეზიდენტს (15.07.2016)

15/07/2016
By

GEმის აღმატებულებას
საფრანგეთის პრეზიდენტს,
ბატონ ფრანსუა ოლანდს
 თქვენო აღმატებულებავ,
მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა ნიცაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და სხვა მრავალი დააზიანა.

სამწუხაროა, რომ დღეს მსოფლიო გახდა დაუცველი და მსგავსი საშიშოება ყველა ქვეყნის წინაშე დგას.

აღვავლენთ ლოცვებს მშვიდობისათვის და გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

15 ივლისი, 2016 წელი.

რომის პაპის ვიზიტის პროგრამა საქართველოში

11/07/2016
By

მესსააpapiვატიკანის ოფიციალური წყარო ავრცელებს რომის პაპის – ფრანცისკეს კავკასიური ტურნეს პროგრამას, ის საქართველოში 2 და აზერბაიჯანში 1 დღე გაჩერდება.

30 სექტემბერი

30 სექტემბერს პაპი ფრანცისკე თბილისს ეწვევა,

  • დაახლოებით 15:00 საათზე იგი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრეზიდენტის სასახლეში, აქვე იგი მიესალმება დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.
  • შემდეგ, პაპი პატრიარქ ილია II- ს ეწვევა საპატრიარქო რეზიდენციაში
  • ხოლო დღის დასასრულს ეწვევა ასირო-ქალდეური წესის კათოლიკეთა წმ. სიმონის სახელობის ეკლესიას.

1 ოქტომბერი

  • მეორე დღეს, პირველ ოქტომბერს მიხეილს მესხის მოედანზე გაიმართება მესსა და შეხვედრა საქართველოს კათოლიკე მრევლთან,
  • ხოლო წირვის დასრულების შემდეგ მარიამის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძარში იგი შევხდება კათოლიკე სასულიერო და საერო პირებს.
  • შემდეგ გაემგზავრება წმ. კამილოს ცენტრში
  • დასასრულს მოინახულებს ქალაქ მცხეთასა და სვეტიცხოვლის ტაძარს.

ვირას, ორ ოქტომბერს პაპი გაემგზავრება ბაქოში. ამით დასრულდება მისი ტურნე კავკასიაში; შეგახსენებთ, რომ ივნისის ბოლოს რომის პაპი სომხეთში იმყოფებოდა

 

წყარო

 

სამძიმრის წერილი კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეოსს

01/07/2016
By
777740საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილი კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეოსს (29.06.2016)
მის ყოვლადუწმიდესობას, ბართლომეოს I,
კონსტანტინეპოლის, – ახალი რომის მთავარეპისკოპოსს
და მსოფლიო პატრიარქს
თქვენო ყოვლადუწმინდესობავ,
დიდი მწუხარებით შევიტყვეთ ცნობა ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ მომხდარი ტრაგედიის შესახებ.
ყველა შეძრა მომხდარმა, მათ შორის საქართველოს მოსახლეობაც.ტერორისტებს და ტერორიზმს არც ეროვნება და არც სარწმუნოება არ აქვს, იგი უსახოა.
სამწუხაროდ, მსოფლიოში ტერაქტები გახშირდა და სათანადო პასუხი ამ გამოწვევებზე გაცემული არ არის.
გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებსა და ახლობლებს.
აღვავლენთ ლოცვებს მშვიდობისათვის.

ქრისტესმიერი სიყვარულით,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
29 ივნისი, 2016 წელი.

წყარო

პაპი ფრანცისკე წმინდა და დიდ კრებას პოზიტიურად აფასებს

13501703_1796284230603085_591734069037764949_nმედია საშუალებებში გავრცელდა რომის პაპ ფრანცისკეს კომენტარი მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდ კრებასთან დაკავშირებით, რამაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
ჩემთვის უცხოა, თუ რომელი ენიდან ითარგმნა ქართულად აღნიშნული კომენტარი, რომელიც პაპმა 27 ივნისს, სომხეთში სამოციქულო ვიზიტის დასრულების შემდეგ გააკეთა ი ტ ა ლ ი უ რ ენაზე.
ქართულ ენაზე გავრცელებული ტექსტის საერთო კონტექსტი (ნებსით თუ უნებლიეთ) თითქოს და შეურაცხმყოფელია, ამიტომ, ზოგიერთი სოციალური ქსელის მომხმარებელი ამ განცხადებას კრების მიერ უნიის დაგმობას უკავშირებს (არა და უნია, როგორც ასეთი, ერთობლივად იქნა დაგმობილი მართლმადიდებელი ეკლესიისა და რომის ეკლესიის მიერ, 1993 წლის ბალამანდის დოკუმენტში), ზოგი კი ცდილობს კონტრშეურაცხყოფა მიაყენოს რომის ეკლესიის მეთაურს.
საინტერესოა, რომ იტალიური ტექსტი პაპის განცხადებისა, რომელსაც რელიგიური საინფორმაციო სააგენტო ორიგინალ ენაზე ავრცელებს [http://agensir.it/…/papa-in-armenia-conferenza-stampa-aere…/], აბსოლუტურად განსხვავებულ, პოზიტიურ კონტექსტში ჟღერს. აქვე გთავაზობთ ამ განცხადების თარგმანს:
<<“პიზიტიური შეფასება! გადაიდგა ერთი ნაბიჯი წინ, მართალია არა ასი პროცენტით, მაგრამ მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია” – ასეთ კომენტარს უკეთებს პაპი ფრანცისკე მართლმადიდებელი ეკლესიის კრებას, რომელიც გუშინ დაიხურა კრეტაზე.
Itar Tas-ის ჟურნალისტის შეკითხვას 4 ეკლესიის შესახებ (ბულგარეთი, საქართველო, ანტიოქია, რუსეთი), რომლებმაც არ მიიღეს მონაწილეობა, პაპმა უპასუხა: “საკითხებში, რომლითაც არყოფნა გაამართლეს (ბრჭყალებში) – ისინი აბსოლუტურად გულწრფელნი არიან, არის რაღაცეები, რისი მოგვარებაც დროსთან ერთად შესაძლებელია. ამ ოთხს, რომლებიც არ წავიდნენ, მისი [კრების] გამართვა სურდათ ცოტა მოგვიანებით. თუმცა მჯერა, რომ პირველი ნაბიჯი ისე იდგმება, როგორც ამის საშუალება არსებობს. მაგალითად ბავშვები, როდესაც დგამენ პირველ ნაბიჯებს: პირველს დგამენ როგორც კატები [იგულისხმება ნელა, ფრთხილად, მოზომილად], მხოლოდ შემდეგ დგამენ პირველ ნაბიჯებს. მე კმაყოფილი ვარ. ისაუბრეს უამრავ საკითხზე. მრწამს, რომ რეზულტატი პოზიტიურია. თავად ის ფაქტიც კი, რომ ეს ავტოკეფალური ეკლესიები მართლმადიდებლობის სახელით შეიკრიბნენ, იმისთვის რომ ერთმანეთისთვის ეცქირათ, ერთად ელოცათ, ესაუბრათ და იქნებ ეხუმრათ კიდეც – ეს ყველაფერი ხომ ძალიან პოზიტიურია. მე მადლობას ვწირავ უფალს. შემდეგ ჯერზე უფრო მეტნი იქნებიან. კურთხეულ იყოს უფალი!>>
უნდა დავძინოთ, რომ რომ პაპის ქადაგებებში (განსაკუთრებით სასულიერო პირებისადმი მიმართულში), ხშირად ფიგურირებს სამი მოწოდება: არ დაკარგოთ ლოცვა, არ დაკარგოთ ღვთისმშობლის, როგორც საკუთარი დედის შემწეობის შეგრძნება და არ დაკარგოთ იუმორის გრძნობა.
მთლიანად იტალიური ტექსტი და ფრანცისკეს პერსონა იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს კომენტარი იქნას აღქმული პოზიტიურად.
მართალია რომში პაპის ეს განცხადება კათოლიკეთა ნაწილის მხრიდან კრიტიკის საგნად იქცა, რადგანაც კლასიკურ, აკადემიურ სტილს არ იმეორებს, მაგრამ მისი პოზიტიურობა ცალსახაა.
იეროდიაკვანი ლეონიდე ებრალიძე

წმინდა და დიდი კრების III, IV და V სესიები

24/06/2016
By

holyandgreat_logoკოლიმბარი, კრეტა, საბერძნეთი

21 ივნისი, 2016 წელი

 კუნძულ კრეტაზე, წმინდა და დიდი კრების მსვლელობის მეორე დღეს, ღონიას სტავროპიგიალურ მონასტერში საღვთო ლიტურგია აღავლინა იერუსალიმის პატრიარქმა უნეტარესმა თეოფილემ, რის შემდეგაც იერარქებმა გააგრძელეს კრების გეგმიური მუშაობა მესამე, მეოთხე და მეხუთე სესიებზე.

კრების მესამე სესიაზე განახლდა დისკუსიები  საკითხზე-, ,მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში,’’ ხოლო მეოთხე და მეხუთე სესიებზე კი ძირითადი ყურადღება დაეთმო მართლმადიდებლურ დიასპორას. ვრცელი დისკუსიების მიმდინარეობისას, მართლმადიდებელ ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურებისა და ცალკეული იერარქების მხრიდან, გამოითქვა სხვადასხვა სახის წინადადებები, შენიშვნები და განარტებები.

შუადღით, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, მთავარეპისკოპოსმა იობმა (გეჩა), წმინდა და დიდი კრების თაობაზე საზოგადოებას მიაწოდა უახლესი ინფორმაციები. მსოფლიო საპატრიარქოს  სპიკერის მიერ გაკეთებულ კომენტარების შემდეგ, ალექსანდრიის საპატრიარქოს, რუმინეთისა და კვიპროსის ეკლესიის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა გეგმიურ ბრიფინგში და უპასუხეს პრესის შეკითხვებს.

პრესბრიფინგის სანახავად ეწვიეთ  https://www.holycouncil.org/video, ხოლო ყოველდღიური ბრიფინგის პირდაპირ ეთერში თვალყურის მისადევნებლად კი  https://www.holycouncil.org/live .(შეგახსენებთ რომ იგი მიმდინარეობს კრეტის ადგილობრივი დროით 15:30 -ზე).

კრების შეხვედრები  განახლდება 25 ივნისს, ხოლო საღვთო ლიტურგია კი აღევლინება ამავე თვის 26 რიცხვში.

როგორც კი შესაძლებელი იქნება, ქვემოთ მითითებულ მისამართზე, ყოველგვარი მოდიფიკაციისა და ცვლილებების გარეშე  შეგეძლებათ უახლესი ფოტოების ხილვა https://www.orthodoxcouncil.org/photos. ხოლო ყველა ტექსტი და ჰომილია, რომელიც დაკავშირებული იქნება წმინდა და დიდ კრებასთან, ხელმისაწვდომი ქინება შემდეგ მისამართზეhttps://media.holycouncil.org/texts

პრესცენტრი

მსოფლიო საპატრიარქო

EPpress@patriarchate.org
212-774-0332

წყარო https://www.orthodoxcouncil.org/-/holy-and-great-council-sessions-iii-iv-and-v-held?inheritRedirect=true&redirect=%2Fupdates-from-the-council

 მოამზადა  გურამ ლურსმანაშვილმა

წყარო

საქართველოს საპატრიარქო ახალგორში «ალანიის ეპარქიის» ახალი ტაძრის მშენებლობის შესახებ ინფორმირებული არ იყო

24/06/2016
By

diiiiახალგორში, ტერიტორიაზე, რომელიც ძველ სასაფლაოს ესაზღვრება,«ალანიის ეპარქიის»  ძველი, ბერძნული სტილის ტაძარი შენდება. ეს პირველი ეკლესია იქნება რაიონში, რომელიც არ დაექვემდებარება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

ტაძრის კედლები სანახევროდ უკვე ამოყვანილია. ოსი სასულიერო პირების განცხადებით, მშენებლობა «ალანიის ეპარქიისა და პირადად მამა იაკობის» მეთვალყურეობით, ახალგორის რაიონის მკვიდრი ძმების, წარმატებული მოსკოველი ბიზნესმენების ჯამბულ და დავით ქარქუსოვების დაფინანსებით მიმდინარეობს.

იმის გარკვევა, იყო თუ არა აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული ქართული მხარე და რამდენადაა შესაძლებელი, სამომავლოდ ოსურმა ეკლესიამაც წამოაყენოს ავტოკეფალიის მოთხოვნ, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია, აქტიურად აყენებს «აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია», „აქცენტი“ გორისა და ატენის ეპარქიის ეპისკოპოსთან, მეუფე ანდრიასთან (გვაზავა) შეეცადა.

როგორც მეუფე ანდრიამ განმარტა, ზემოთხსენებული ტაძრის მშენებლობა ქართულ ეკლესიასთან არათუ შეთანხმებული არ იყო, აღნიშნულის შესახებ საპატრიარქო ინფორმაციასაც კი არ ფლობდა.

აღნიშნულის შესახებ პირველად თქვენგან შევიტყვე. მოგეხსენებათ, ცხინვალი, ისევე, როგორც აფხაზეთი, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკური ტერიტორია და, რა თქმა უნდა, ეკლესიის მშენებლობა უნდა წარიმართოს სრულიად საქართველოს კათლიკოს-პატრიარქის ლოცვა–კურთხევით, წინააღმდეგ შემთხვევაში საღმრთო ლიტურგია მადლმოსილი ვერ იქნება. რაც შეეხება იმას, რომ მშენებარე ეკლესია ე.წ. ალანიის ეპარქიის დაქვემდებარებაში იქნება, ეს ჩემთვის სათუო საკითხია, რადგან ეს ის ეპარქიაა, რომელიც წარმოადგენს საბერძნეთში განხეთქილებაში მყოფი სინოდის სტრუქტურას, ეს უკანასკნელი კითავადაც არაკანონიერი წარმონაქმნია და თუკი «ალანიის ეპარქია» თავის თავს აღიქვამს რუსეთის ეპარქიის შემადგენელ ერთეულად, ამის შესახებ ჩვენ არანაირი სახის დოუნენტი ან მტკიცებულება არ გვაქს,“–განუცხადა „აქცენტს“ მეუფემ.

ამასობაში ახალგორელები ტაძრის მშენებლობას სიხარულით შეხვდნენ: მათი განცხადებით, ქარქუსოვების ოჯახს კარგი რეპუტაცია აქვს და რაიონში ძმების შესახებ მხოლოდ კარგი სმენიათ.

რაც შეეხება ახალგორის რაიონში «ალანიის ეპარქიის» მოსვლას, ადგილობრივები თვლიან, რომ გათვლა კეთდება ოსურ მრევლზე, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებიდან გავა. თუმცა ახალგორელები ამაში პრობლემას ვერ ხედავენ – ვინც მოისურვებს, გადავაო:

«ის ოსებიც კი, ვისაც ქართული არაფერი მოსწონთ, დადიან ქართულ ეკლესიაში და მათ შორის ყველაზე ღრმად მორწმუნეებიც არიან – არ აცდენენ არც ერთ ღვთისმსახურებას, იცავენ მარხვას. არა მარტო ისინი, რუსი სამხედროებიც კი თავის ოჯახებთან ერთად დადიან ქართულ ეკლესიაში. ცხინვალიდან ქალთა მონასტერში ჩამოდიან ოსი ქალები, რათა ერთი-ორი კვირა სამონასტრო ცხოვრებით იცხოვრონ. მონასტერს დიდი მეურნეობა აქვს – ძროხები, ცხვრები, ქათმები, ბოსტნები…ქალები მონაზვნებს ამ ყველაფრის მოვლაში ეხმარებიან».

იმ ცხინვალელებს შორის კი, ვინც საქმის კურსშია მშენებლობის შესახებ, დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. არიან ისეთებიც, ვინც მშენებლობას ეწინააღმდეგება. ისინი ამბობენ, რომ ამის აუცილებლობას ვერ ხედავენ – «რაიონში არსებული ყველა ეკლესია უნდა ჩამოერთვას საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და გადაეცეს ალანიის ეპარქიასო».

მათივე აზრით, ეპარქიას «ამის მორალური უფლება აქვს, რადგან თავის დროზე ქართველმა პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა თანამემამულეები ოსების მკვლელობისთვისო». სხვები პირიქით, ამას დაუშვებლად მიიჩნევენ და პოლიტიკური მოსაზრებებით ნაკარნახევ ნებისმიერ მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. ამასთან, ისინი იხსენებენ მამა იაკობის სიტყვებს იმის შესახებ, რომ «ალანიის ეპარქია და ლენინგორის [ახალგორის] რაიონის ქართველი სამღვდელოება მშვიდობიანად თანაარსებობენ, მიუხედავად ყველაფრისა». http://www.ekhokavkaza.com/a/27797775.html

თავის მხრივ, ოსი საზოგადო მოღვაწე თემურ ცხურბატი თვლის, რომ «თუ ოსებს ახალი ტაძარი სურთ, დაე, ააშენონ, მაგრამ ოსებისა და ქართველების ყველაფერ დანარჩენთან ერთად, ქრისტიანული მოტივებით დაყოფაც არასწორია»:

«დიახ, ილია მეორეს გაუკეთებია გაუმართლებელი განცხადებები, მაგრამ მათი გაღრმავება-გაზვიადება საჭირო არ არის. ოსები ქართულ ტაძრებშიც დადიოდნენ, მიეჩვივნენ და დაე, იარონ. ცხინვალში სომხური ეკლესიაც იყო, მოგვიანებით იგი ქართულად იქცა, ახლა – ოსურად. და რა? მორწმუნე ადამიანისთვის პრინციპული არ არის, ალანურ ტაძარში ილოცებს თუ არაალანურში».

წყარო: http://accent.com.ge/ge/news/details/17586

პ.ს. დამატებით ამ საკითხზე იხილეთ

ცხინვალში განიხილეს ე.. „სამხრეთ ოსეთისსამწყსოს დაახლოების საკითხი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

სამხრეთ ოსეთის“ „პრეზიდენტმალეონიდ ტიბილოვმა და ვლადიკავკაზისა და ჩრდილოეთ ოსეთის (ალანია)მთავარეპისკოპოსმა ზოსიმემ განიხილესრესპუბლიკისტერიტორიაზე ახალი მართლმადიდებლური ტაძრის აგების შესაძლებლობა, რომლისთვისაც ადგილი უკვე გამოყოფილია.
https://www.orthodoxtheology.ge/samachabloisgeorgia/

ცხინვალის რეგიონში არსებული ე.წ ალანიის ეპარქია რუსეთის საპატრიარქოსგან აღიარებას ითხოვს

წყარო

 

 

დიდი და წმიდა კრება, საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა მსოფლიო პატრიარქს

23/06/2016
By
holyandgreat_logo10 ადგილობრივი ეკლესიის მეთაურთა მიერ დიდი და წმიდა კრების მესამე დღეს სამი სესიით განიხილეს და იმსჯელეს
 
მიმდინარეობს ამ საკითხების დამუშავებბა, დოკუმენტებში შეტანილ იქნა მთელი რიგი წინადადებებისა, და მოსალოდნელია რომ შესწორებულ ტექსტებს უახლოეს დღეებში მოაწერონ ხელი.
ახალხანს გავრცელდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა მსოფლიო პატრიარქისადმი (სრულად იხილეთ აქ ) , სადაც  არის მოწოდება რომ არ მიიღონ ორი დოკუმენტი
მიმართვაში აღინიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ეკლესია მათ მისაღებად არ მიიჩნევს.

პროტოდიაკონმა ანდრეი კურაევი კრეტაზე მიმდინარე აქციების შესახებ

23/06/2016
By

b376a5e68a527a874fd2c20f72088887კრეტის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა მოაწყეს საპროტესტო აქცია, პატრიარქ ბართლომეოსის წინააღმდეგ. როგორც “რუსული პლანეტა” იტყობინება პიკეტები შეინიშნება კრეტის მართლმადიდებელი აკადემიის მიმდებარედ, სადაც მიმდინარეობს საერთო მართლმადიდებლური კრება.

აქციის აქტივისტები “მართლმადიდებელი სარწმუნოების ღალატში” ადანაშაულებენ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს იმდენად, რამდენადაც იგი გამოდის მოწოდებებით, რომ მოხდეს მართლმადიდებლობის აღრევა კათოლიციზმთან და პროტესტანტიზმთან.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოდიაკონმა ანდრეი კურაევმა нсн-ს განუცხადა, რომ მსგავსი სახის საპროტესტო აქციები ეწინააღმდეგება ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას.

“წინა კვირას, პატრიარქმა კირილემ ორი მისასალმებელი ხასიათის წერილი გაუგზავნა კრებას და კონკრეტულად პატრიარქ ბართლომეოსს, გარდა ამისა,მანამდე, წინა კვირის დასაწყისში პატრიარქმა კირილემ ანგელოზის დღე მიულოცა პატრიარქ ბართლომეოსს. აღსანიშნავია, რომ მისი კომპლიმენტები ჩვეულებრივზე უფრო აღმატებული იყო. ჩვენი ეკლესიის მიზანი ის არ გახლავთ, რომ შეიქმნას  ახალი,ბერძნულისაგან განსხვავებული კონფესია”. – განაცხადა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოდიაკონმა.

კურაევმა ასევე აღნიშნა, რომ პატრიარქი ბართლომეოსი არასდროს არ გამოდიოდა მსგავსი  მოწოდებებით, რომ მოხდეს აღრევა მართლმადიდებლობისა და კათოლიციზმისა.

“მას არასდროს არ გაუკეთებია განცხადება იმის შესახებ, რომ მართლმადიდებლობა აღერიოს კათოლიციზმს და პროტესტანტიზმს. იგი მხოლოდ თანამშრომლობისათვის იღწვის. ამასთან   ერთად ბოლოს რომის პაპს ჩვენი პატრიარქი შეხვდა და არა ბართლომეოსი. აქცის აქტივისტებ,რომელნიც კრეტაზე ატარებენ აქციებს, არასწორად აჟღერებენ  ბართლომეოსის პოზიციას.

ჩემი აზრით, მათი მხრიდან ეს დათვური სამსახურის გაწევაა, თუმცა შესაძლებელია ეს ყოველივე ცბიერი თამაში იყოს საპატრიარქოს მხრიდან”- აღნიშნა პროტოდიაკონმა ანდრეი კურაევმა.

რუსულიდან თარგმნა იოანე შოშიაშვილმა.

წყარო

სერბეთის პატრიარქ უნეტარეს ირინეოსის მიმართვა წმინდა და დიდ კრებას

22/06/2016
By

patriarchirineosსერბი ხალხის, რომლებიც ცხოვრობენ როგორც საკუთარ სამშობლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ და ასევე სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით მივესალმებით ამ კურთხეულ შეხვედრას, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე მოველოდით.  ვმადლობთ ღმერთს, რომელმაც მრავალი საუკუნის  შემდეგ მოგვცა შესაძლებლობა, რათა კვლავ მოგვეწვია მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიათა კრება. განსაკუთრებულ მოკითხვას გადმოგცემთ ქალაქ ნაისიდან[1], სადაც იშვა იმპერატორი კონსტანტინე დიდი, რომელიც როგორც ცნობილია გახლდათ პირველი მსოფლიო კრების თავმჯდომარე. განვმეორდებით და ვიტყვით, რომ ჩვენ მოუთმენლად და დიდი სიხარულით ველით ამ შეკრებას და მის მიერ ეკლესიის ერთიანობის გამოხატულებას. მართალია არსებობს გარკვეული გარემოებები, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ჩვენს საერთო მიზანს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ისინი არ იქნებიან საკმარისად ძლიერნი, ისევე როგორც  მცირეოდენი ღრუბლები ვერ დაჩრდილავენ მზის ბრწყინვალებას. ვლოცავთ ამ კრებას და შევვთხოვთ შეწევნას ყოვლადწმინდა სამებას, რადგან მართლმადიდებლობის სიძლიერე, სწორედ მის ერთობაშია. მიგვაჩნია რომ, კვირა დღის საღვთო ლიტურგია და ჩვენი სხდომები, წმიდა მამათა მიერ დადგენილი ნორმების ჩინებული გამოხატულებაა. შევთხოვთ სული წმინდას, რათა იყოს თქვენ ყოველთა თანა, ამინ!

წყაროები: https://www.holycouncil.org/-/openingpatriarchirinej?inheritRedirect=true&redirect=%2Fdocuments

https://www.youtube.com/watch?v=IYUYVAUg4-s

[1] ქალაქი ნაისი-( NIŠ) უძველესი ადგილი დღევანდელი სერბეთის ტერიტორიაზე. სავარაუდოდ სწორედ აქ იშვა იმპერატორი კონსტანტინედიდი. http://www.ni.rs/about-city-of-nis/history/city-of-nis-through-centuries/

P.S. აქვე დავძენთ რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სერბეთის ეკლესია არ დატოვებს წმიდა და დიდ კრებას (იხ.https://www.orthodoxtheology.ge/serbianchurchcouncil210616/ ), რაც იმას ნიშნავს რომ მცდარი აღმოჩნდა ქართულ მედიასაშუალებებში წინასწარ დაანონსებული ცნობა, ამ ქვეყნის დელეგაციის მიერ კრების ნაადრევად დატოვების თაობაზე.

მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა

სხვა დოკუმენტები იხილეთ ბმულზე:

https://www.holycouncil.org/documents