ანტიოქიის ეკლესია აზუსტებს კრებაზე დასწრების დამაბრკოლებელ მიზეზს

13/06/2016
By
Coat_of_arms_Greek_Orthodox_Patriarchate_of_Antioch_and_all_East.svgანტიოქიის ეკლესიის პოზიციის მიხედვით პრობლემა არის ყატარში იერუსალიმის საპატრიარქოს მხრიდან ანტიოქიის ეკლესიის კანონიკური იურისდიქციონალური საზღვრების დარღვევით გამოწვეული დავა 
 
ანტიოქიის წმინდა სინოდის სამდივნო მართლმადიდებლურ ეკლესიათა წმინდა და დიდ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გავრცელებული განცხადების მიხედვით, ანტიოქიის ეკლესიის სინოდის წევრებმა განიხილეს ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციები და მსოფლიოს პატრიარქს, აღნიშნულ საკითხზე კონსესუსის მისაღწევად მუშაობას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საყოველთაო კრების გადადებას მოითხოვენ.

„ეთხოვოს მის უწმინდესობა მსოფლიო პატრიარქს, იმუშაოს კონსენსუსის მისაღწევად ავტოკეფალური მართლმადედებელი ეკლესიების მიერ გამოთქმულ შენიშვნებთან დაკავშირებით საყოველთაო მართლმადიდებლური კრების გახსნამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ანტიოქიის ეკლესია ითხოვს წმინდა და დიდი კრების გადადებას იქამდე, ვიდრე არ მიიღწევა მშვიდობიანი შეთანხმება ცალკეულ ადგილობრივ ეკლესიებს შორის და ვიდრე არ იქნება უზრუნველყოფილი მართლმადიდებლური კონსენსუსი დღის წესრიგის, რეგლამენტის, აღმასრულებელი და პრაქტიკული პროცედურების შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ანტიოქიის ეკლესია წმინდა დიდი კრების ორგანიზებაში მონაწილეობას არ მიიღებს სანამ არ იქნება აღმოფხვრილი კრების მსვლელობისას წმინდა ევქარისტიაში მონაწილობის დამაბრკოლებელი მიზეზები.

„ანტიოქიის ეკლესია არ მიიღებს მონაწილეობას წმინდა და დიდი კრების მუშაობაში, სანამ არ იქნება აღმოფხვრილი კრების მსვლელობისას წმინდა ევქარისტიაში მონაწილობის დამაბრკოლებელი მიზეზები. ამის მიღწევა შეიძლება, თუ მოიძებნა იერუსალიმის საპატრიარქოს მხრიდან ანტიოქიის ეკლესიის კანონიკური იურისდიქციონალური საზღვრების დარღვევით გამოწვეული დავის გადაჭრის საბოლოო გზა, რადგან სწორედ ამ დარღვევამ მიგვიყვანა იერუსალიმის ეკლესიასთან ევქარისტული კავშირის გაწყვეტამდე“, – წერია ანტიოქსიის წმინდა სინოდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წყარო
Print Friendly

Comments are closed.