კენტერბერის ახლადარჩეული არქიეპისკოპოსი ჯასტინ უელბის „შერიგება“

RNS-WELBY-ENTHRONEკენტერბერის ახლადარჩეული არქიეპისკოპოსი ჯასტინ უელბი ყურადღებას „შერიგებაზე“ (რეკონსილაციაზე) ამახვილებს
კენტერბერის ახალი არქიეპისკოპოსი ჯასტინ უელბი მწყემსავს დაახლოებით 80 მილიონიან ანგლიკანურ მრევლს კოვენტრიდან, ინგლისი. მას მერე რაც ხუთშაბათ დღეს (21 მარტს) ოფიციალურად ტახტზე ავიდა, 57 წლის ნავთობკომპანიის ყოფილი თანამშრომელი დადგა საოცარი გამოწვევის პირისპირ: დაეხმაროს ანგლიკანური ეკლესიის კავშირს, რათა დარჩეს ერთსულოვანი მიუხედავად ღრმა თეოლოგიური, გენდერული და სექსუალურ ორიენტაციული განსხვავებებისა.
„ჩვენ ვიბრძვით ძალიან, ძალიან მნიშვნელოვან განაყოფში, სადაც სამყაროს შეცნობის სხვადასხვა გზებია ჩვენი შემთხვევიდან, ჩვენი ეპოქიდან გამომდინარე“ განაცხადა უელბიმ ინტერვიუსას PBS სატელევიზიო პროგრამაში „ყოველკვირეული რელიგია და ეთიკა“.
„ძალიან მნიშვნელოვანია ვისწავლოთ თუ როგორ გავუმკლავდეთ ამ განსხვავევებს – რაც თავისთავად ძალიან ფასეულია“
მთელს მსოფლიოში ანგლიკანური ეკლესიის კავშირი ითვლის 40 ცალკეულ ეკლესიას, მათ შორის ინგლისის ეკლესიას, აშშ–ს პროტესტანტული საეპისკოპოსო ეკლესიას და სხვადასხვა მცირე ეკლესიებს აფრიკის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე. თეოლოგიური და კულტურული სხვაობები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის ჰომოსექსუალობაც, საფრთხეს უქმნის ანგლიკანური ეკლესიის ერთიანობას.
ინტერვიუს დროს, მონტაჟამდე, უელბიმ თქვა, რომ მას განზრახული აქვს ხელი შეუწყოს რეკონსილაციას, რომელიც მისთვის ერთ–ერთი პრიორიტეტული საკითხია.
„ეს ქრისტიანული რწმენის თეოლოგიური კონცეფციის გასაღებია: რეკონსილაცია ღმერთთან და სხვადასხვა ხალხს შორის ბარიერის გაქრობა“ – თქვა მან – „და შესაბამისად, ჩემთვისაც ცხადია რომ ეკლესიის როლია შემოირიგოს შემორიგებულები“.
უელბიმ უკვე შექმნა ახალი თანამდებობა „რეკონსილაციის ხელმძვანელი“ თავის ლამბერტის რეზიდენციაში და აღნიშნულ პოსტზე კანონიკი დევიდ პორტერი კოვენტრის ისტორული კათედრალიდან დანიშნა.
„მე ვხედავ ჩემს სამუშაოს ამ კონფლიქტურ არეალში, რათა დავეხმარო ხალხს გაუმკლავდეს განსხვავებებს და იზეიმოს მრავალფეროვნება როგორც იესოს ღვთიური ცნობის აბსოლუტური გამოხატულება და როგორც ჩემი რწმენის პრაქტიკაში აბსოლუტური ასახვა“ განაცხადა პორტერმა.
მაგრამ ეს არ იქნება იოლი საქმე. წარსული ათეულების განმავლობაში, ანგლიკანური ეკლესიის კავშირი დიდი ხნის განმავლობაში ქაოსში იყო, მას შემდეგ რაც აშშ–ს პროტესტანტულმა საეპისკოპოსო ეკლესიამ აკურთხა ორი ღიად ჰომოსექსუალი ეპისკოპოსი და კურთხევა გასცა ერთსქესიანთა კავშირზე. რამოდენიმე აფრიკულმა და აზიურმა ანგლიკანურმა ეკლესიამ დაადანაშაულა აშშ–ს ეკლესია ერეტიკოსობაში.
ზოგიერთმა კონსერვატიულმა ამერიკულმა კავშირმა გაწყვიტა კავშირი აშშ–ს საეპისკოპოსო ეკლესიასთან და შეუერთდა სხვა ანგლიკანურ ეკლესიას. ასევე ადგილი ჰქონდა რამოდენიმე სადაო სასამართლო პროცესს საეკლესიო ქონებასთან დაკავშირებით და ეს სიმწარე კვლავინდებურად განიცდება ანგლიკანური ეკლესიის კავშირის მიერ.
ამგვარ გარემოებაში უელბი დათმობაზე წავიდა, რადგან სხვაგვარად ძნელია იფიქრო რეკონსილაციაზე.
“რეკონსილაცია წარმოადგენს განსაკუთრებულად მწვავე საკითხს იმათთვის ვინც ჩართულია ამ კონფლიქტში“ – ამბობს უელბი. მან თქვა, რომ ეს არ არის „უწი–პუწი ტოლერანტობა, რაღაც ღინღლიანი, როცა ყველა კარგად გავხდებით, თუ ჩვენ კარგად მოვექცევით ერთმანეთს ან სხვა მსგავსი სისულელე.“ პირიქით, ეს მოითხოვს მძიმე შრომას, სიმამაცესა და პატიოსნებას.
„ეს არის პროცესი… როცა საკუთარ თავს გარდაქმნი იმდენად გამჭვირვალეს, რომ ხალხმა შეძლოს და გენდოს, როცა დებ შენს ყველაზე ძვირფას და მგრძნობიარე რწმენას მათთვის, რათა შემოწმდეს, კრიტიკის ქვეშ მოექცეს და შემდეგ იპოვოს გზა იმ პიროვნების შეყვარებისკენ, რომელსაც შენ უყოფ, უზიარებ. სავსებით შესაძლებელია, რომ არ ეთანხმებოდეთ ერთმანეთს, მაგრამ ეწინააღმდეგებოდეთ ერთმანეთს სიყვარულში“ – ამბობს იგი.
ორი, ყველაზე უკიდურესად დაპირისპირებულ საკითხიდან, უელბი ეწინააღმდეგება ჰომოსექსუალთა ქორწინებებსა, თუმცა მხარს უჭერს ქალთა გაეპისკოპოსებას. ის აღიარებს ანგლიკანური ეკლესიის საფუძველში გაჩენილ ამჟამინდელ მიმართულებებს, რომელთაც განსხვავებული შეხედულებები აქვთ წმინდა წერილის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით.
„ჩვენ გვჭირდება განსაზღვრული სახის ინტეგრაცია იმის შესახებ, თუ საიდან ვეცნობით ჭეშმარიტებას. მე არ ვამბობ, რომ ჭეშმარიტება ხელმისაწვდომია. მე ვამბობ, რომ არიან ჭეშმარიტებები. მე მჯერა ამის“ – თქვა მან. თუმცა აქვე დაუმატა, რომ ჭეშმარიტებაზე გამოდევნების მიუხედავად, ქრისტიანები კვლავინდებურად უნდა დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორც ეპყრობიან ისინი ერთმანეთს.
ქორეპისკოპოსი მოითხოვს „არა მხოლოდ თეოლოგიურ მართლმადიდებლობას, არამედ ურთიერთობით მართლმადიდებლობას, სხვა სიტყვებით, სწორი ურთიერთობა, ასევე გაგებისა და იდეების გაზიარების უფლება“.
ბევრი კითხვა ჩნდება იმის თაობაზე, თუ რამდენად შესაძლებელია ამგვარი რეკონსილაციის წარმოდგენა ანგლიკანური ეკლესიის კავშირთან მიმართებაში, მაგრამ უელბი ოპტიმისტურად უდგება მომავალს – იმიტომ რომ, მისი სიტყვებით მას სჯერა ღმერთის გულმოწყალების.
„როცა ღმერთს ვივიწყებთ, მაშინ ჩვენ ყველანი ვრჩებით ჩვენი აზრების ამარა, და მაშინ ჩვენ ვიცავთ მას სიკვდილის ფასად და სავარაუდოდ სხვისი სიკვდილის ფასად“ ამბობს უელბი – „როცა ღმერთი ჩვენს შორისაა, მაშინ ადგილი აქვს გარდაქმნის ენერგიას და არსებობას.“

სპეციალურად საიტისთვის თარგმნა ქეთი ქევანიშვილმა

წყარო

Print Friendly

Comments are closed.